cover

პავლე ნოზაძე // სერგეი ესენინ

სერგეი ესენინ

ჯერ კიდევ 1918 წელში იმანჟენისტების ჯგუფმა თავის ჟურნალი „ნაირ ნაირი დრუნჩი“ გასხნეს სერგეი ესენინის ლექსით, რომელიც ყველაზე
უფრო მაგარ პოეტათ და ყველაზე უფრო რომანტიკოსათ
იქმნა აღიარებული და გამოცხადებული არა მორიგ დებუტანტათ, არამედ მეტრათ
მთელი ჯგუფისა.
რამოდენიმე წლის შემდეგ პოეტმა ვადიმ შერშენევიჩმა მიუძღვნა წიგნი
„ვის ვართმევ მე ხელს“ ესენინს – სადაც ის „სერიოჟას უძახოდა ჯადოქარს იმანჟენიზმისა და იმ გაწყვეტილ ლირიკის აღმდგენელს, რომელიც ვერავინ შესძლო ამოევსო პუშკინის შემდეგ დარჩენილ 20/0 სიცალიერის და უწოდა მოგვი რუსეთის
სიტყვიერებისა, - მაშინ არავინ არ დარჩენილა რომ არ აღეარებიათ მისი გულუბყვრილობა; პოეზიასთან ახლო დგომა და აქსიომა. მთელი ჯგუფები,
თვით ისეთებიც, რომლებიც ოფიციალურ სახელს ატარებდენ ლიტერატურასთან
და მით უფრო პოეზიასთან უნათესაობას, მაინც იზიარებდენ საერთო აზრს ესენინზე.
თუმც ასეთი უეცარი გამარჯვება პოეტისათვის და მით უფრო ესენინისათვის არ იქნებოდა სასიამოვნო და ზიანს აყენებდა მას, რადგან გაგებას და სიმართლეს ესენინზე კიდევ შორეული მომავალი ქონდა. ხალხი მას ცივს ეძახდა, – ასეთი კამათი გამოიწვია მისმა ლექსმა „Кабылий корабль”, რომელშიდაც უაღრესათ იყო დაცული პოეტის სინაზე, სიტკბო და მორცხვობა. პოეტების ჯგუფი, რომლისლიტერატურული ფრონტი და კრედო იმანჟენიზმის სახელი განისაზღვრებოდა და რომელსაც ესენინი
მეთაურობდა, გულცივობას აბრალებდენ ასეთს გულწრფელ და გადაყლაპვამდე შეყვარებულს რუსეთზე. არც ცოდნა თითქოს, არც გაგება სხვა პოეტების თითქოს თუმც ყველამ კარგათ ვიცოდით რომ ესენინმა რუსეთის პოეზიას კიდევ ორმოცდაათი წ. გამძლეობა მისცა წინ ის არ ებრძოდა: ასეთ შეთქმულებას შელივით, არცერთი თეორეტიული და დასაჯერებელი წერილი არ დაწერა თავის თავზე და მისი პასუხი იყო ასეთი ბატების გაჯავრების პრინციპში აყვანა; და მართლაც შეჩერება ოქროს ზარების რეკვის იქნებოდა წინასწარ განზრახვით დაძინება. ის აგრძელებდა ანდერძს
ჟერარ დენერვალისას, შელლისა, ბლოკისა და ტუტჩევისას. მას უყვარდა მოყოლა სოფელზე. მან ისე დაალაგა ვეებერთელა რუსეთის ველები, მასზე სახლები, ძროხები, ქათმები, წყლები, სახნისი, მთები, ღუმელი, რძე, თავთავი პოლ ჯორის, ზამთარი
რაბლესი, გაზაფხული კუზმინის, ბატი, ეკლესია, ვარსკვლავი, ხე, მან მოახერხა როგორც ეს პრერაფაელისტებმა გედზე, დაეწერა თაფლივით ტკბილი და მოელვარე
„Песня о собаке”, „Лисица“ და ფანტასტიური მხილება „корова“. თითქოს ის ყოფილიყო ბიბილიური პონილი ძე იაკობისა, რომელმაც გადასერა მთელი ეგვიპტე „კბენითა ცხენის ტერფისა“. ეს გახლეჩილი ღმერთი მოედო რუსეთს ტოლსტოის ჯაჭვჩამოკიდებულ გლეხივით, როგორც ეპილეპსია ხლებნიკოვის სიცილის, როგორც ბლოკის მონგოლის ამოწვდილი ხმალი, როგორც ვიაჩესლავ ივანოვის მზე და ბრიუსოვის იქ დემონი, რომელიც მუდამ ჩვენთან რჩება. და ტოპოგრაფიულ კომისიას კიდევ ბევრი შრომა დასჭირდება, რომ აღმოაჩინონ ის შეშლილი ველი სადაც
ესენინმა როგორც პოეზიის ციკლონმა გადაიარა და მოახერხა ორიგინალობა იქ, სადაც საერთოდ ძნელია ორიგინალობა.
მოწაფე და მეგობარი სერგეი გოროდეცკის, რომელთანაც ნიკოლაი კლიუევმა მიიყვანა, ისე როგორც ჟერარ დენერავლმა ტეოფილ გოტიე, ვიკტორ ჰიუგოსთან, ის არ მოხიბლულა იმ გადამეტებულ დაშორებით ლირიკასთან, უცნაურობა და
ეკზოტიკასთან, მათთან ქონდა კავშირი მანამ სანამდე თემა და მისი შესრულება პლასტიურ ფორმებს არ სცილდებოდა. ის იმანჟენიზმის მემარცხენეობიდანაც დაცული იყო მისი მიდგომა ამ უდღეურობასთან, უფრო შელლის ლირიკულ პოემას “ღრუბლებს“ გავდა შესრულებით, რომელშიცდაც სახეები ასე ვარდებივით და მადამ დე ვარენის თმებივით იყო ჩაწნული ვიდრე ნიკოლოზ კლუევის ნაჯახით გათლილი ლექსი აზის ყოველ გვერდს.
ლექსებთა კრებულში, რომელსაც სათაურად „Москва кабацкая“ ქვია, ესენინი თავს არიდებს ბუნდოვანობას, განყენებულობას, რუსეთის ეშმაკს და ლაპარაკობს მის თვისებებზე, როგორც მოვლენაზე, როგორც სიმწარეზე და უაღრეს სილურჯეზე,
იღებს კონტრასტებს, ფარულ და უხილავ ნათესაობაზე და მისვლა გამოთხოვებაზე ის ააშკარავებს იმ თქმას რომლითაც შელლი მერის სამშობლოს მიმართავს: „Ты в темном скрытый мед“ ესენინიმა რუსეთი მოაქცია ისეთ მოქნილ და საანდერძო ლექსებში რომელსაც „Русь уходящая“ ქვია.
გრილ გაზაფხულის დილას, კარგია სიარული ველზე, საცალფეხო გზით, არავის მოელი შეხვედრისათვის, არც გაღიმებისთვის. მზე შეიძლება ისეთი უხვია, რომ ყრია როგორც ბალახზე, აი ამ დაუსრულებელ ველების სიგრძეზე წყალში და
თქვენს ტანისამოსზე - სახეზე, მიწა შეიძლება ნამიანი ნოტიო იყოს და რბილათ დაწოლილი, როდესაც ვერ არჩევ მიწაზე წევხარ თუ შენ საკუთარ სხეულზე შეგიძლია აღტაცება, უნებური ხტომა ცეკვა, ვარჯიშობა და ღვთაებრივი განწუხრება და იდუმალი სიმღერა უსიტყვოთ, რომელსაც პოლ ორი უშუალო სიტკბოს ეძახდა და მართლაც ესენინივით, თავის თავი უნდა მოგეჭამა, არტურ რემბოს გემივით დაშორებულიყავი მოქალაქეობას რომ გეთქვა М не обмытого меня, под лай собачий похоронят.
მოვარდნილი სიტყვები. დაუღალავი სისწრაფე სახელიდან ფაბულიდან, სახელებამდე: ხან როგორც რუსეთის ველი, სწორი რითმები და ხან ოღროჩოღრო როგორც რუსეთის დახნული მიწა. ხშირი სტრიქონები, არც მშრალი, არც ნესტიანი, არც მაგარი, რითმა ნახევრათ ღმერთი.
უკანასკნელათ მან შექმნა ლექსი რუსეთზე, რომელიც როგორც ფერით, წყობით უახლოვდება დავით გურამიშვილს. ყოველივე ამას ჩვენ ვეძახით ფორმას რომელიც ესენინს ვირტუოზობამდე ქონდა აყვანილი.
შეიძლება ესენინი ჩაითვალოს შეუცოდველ პოეტათ! ჩვენ კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ მისი ლექსები, სადაც სტრიქონებში დაინახავთ სისხლს, თვითმკვლელობას, დაკარგვას და სახრჩობელას. იქ არის ასოვან წლეების ჯვარ ჩამოხსნილი ეკლესია, იქ არის თვალები ჩენჩინის, იქ ნახავთ ყველაზე ინტიმიურ და სახურავიან ირონიას. გიტარის სიმხიარულეს, თავდაჭერილ ველებს, პეჩენეგებს, მზეს ხარის თვალივით, ციგნებს, ნახავთ ქალწულს, ქალს-ჟერარ დე ნერვალის პოემების
და ბლოკის „ნეზნაკომკას“ შუა. ნახავთ წიგნს „Москва какацкая“ სადაც დიმიტრი კარამაზოვის ნერვებით, სირბილით, მოძრაობით, თავის გადადებით და ფანტასტიური სკანდალით, ორგიით -- არის გაჟღენთილი, თავად მიშკინის უცნაურობით, ეგზოტიკით დენდობით და ბოლოს ხელში შეგრჩებათ კოლია კრასოტკინი ეს მეოცნებე მოქალაქეობაზე, ავადმყოფობაზე, დაჯერებული თავის
მკვლელი, შეშინებული მზით, მთვარით და საერთოდ რუსეთის ატმოსფერით. თქვენ პოეტებო შეიძლება, ესენინის ლექსები ხელიდან გააგდოთ და „კეთილ“ პოეტის ნაცვლად თქვენ დაინახავთ რუსეთის პოეზიის ციკლონს თუ გნებავთ მოწყვეტილ ვარსკვლავს და იმ სისხლს რომელიც დატენილია დიმიტრი კარამაზოვი.
სერგეი ესენინის საიდუმლოება მხოლოდ ის არის, რომ ის ლაპარაკობს რუსეთით, მას ბადალი არ ყავს ამაში, ის ძლიერია როგორც ნომვორდი და როგორც დიდი გამბედავი ბიბილიური ტყის მხეცი.
როდესაც ინოკენტი ანენსკი კვდებოდა, მან ჩამოთვალა ყველა სახელები ხომალდების, რომლებიც ილიადაში არის მოხსენებული. მაშინ პოეტებმა დააწეს მას ხელი, როგორ ანდერძს პოეზიის დასრულებისა. მაშინ ტუტჩევის ღამის ჩურჩულს, რომელსაც ასე ერიდებოდა ნიკოლოზ გუმილიოვი — დაფარულ უწმინდურ შელოცვებს ამბობდა; ანენსკიმ კიდევ ჩასცა მახვილი პოეზიას, როგორც შადრევანს სქელ და მოელვარე თაფლისა და მისმა დაყვირებამ: „какой тяжелый и темный бред!
Как эти выси мутно-лунны“. მოსჭრა სამუდამოთ ქალწულება და სიახლე პოეზიას და ყველას დაანახა რომ ის არის მხოლოთ ტანჯვა, რომელიც შეიძლება მუსიკათ მოგესმას მაგრამ ის მოკვდა და მოიწამლა. ასეთივე სახელები ჩამოთვალა გაგიჟების
დროს – ყველაზე უწინ აღელვებულმა პოეტმა ლოტრიამონმა მალდარორის ენით გამოსწოვა მოელი პარიზი და შეიძლება დღე აღარ გათენებულიყო, რომ ლაფორგოს პარიზულ ჟარგონით არ მოეარა მთელი პოეზია მუ ტით დილიჟანით, სადაც მალიარია, პროვინციული ნაძვი და ნაძვში მთვარე, ქარში ძაღლი და ძაღლში
მადონა, ჩივილი ცოლზე, ქვაბზე; ყოველივე ამან კიდევ შეაჩერა პოეზიის ტერორი და თავის თავის დაწვა. თუმცა ბოდლერმა, მაშინ სპლინთან შეცოდებით უცნაურობით და ავადმყოფურ ეკზოტიკით, რომელიც პლასტიურ ფორმებსაც ცილდებოდა მისი თავშესაფარი მხოლოდ და მხოლოდ ღამე იქნებოდა -- რასაკვირველია აქაც იყო
ტერორი ტრისტან კორბიერის, – მან პარიზის ღამეს დაუკარგა მთვარის. ვარსკვლავების სიწმინდე და აზიარა იმ ბალღამს, რომელიც მასთან იყო, შეიძლება აქ საჭიროა გახსენება არტურ რებოსი, რომელმაც თუ შეიძლება ითქვას დოსტოევსკის ბავშს ტილი შეაჯინა, ვერლენის მოთხოვნილება „отенков итолько оттенков“ მისი „ნაცრისფერი სიმღერები“ ზეთში ჩადებულ სათამაშო მთვარეს გავს. მალარმემ ლექს ჩამოახია და მის კაბალისტური ნიშნებამდე დაყვანას ქადაგებდა, რომელიც ალბათ არ გავდა „ცხოვრების ჩარხის“ რომელიმე სახეს, და მის ყალიონს პოეტები იდებდენ პირში როგორც მედუზას თავს.
შეიძლება პოეზიის ყველა კარებები დაკეტილი იყო, რომ არ წამოსულიყო ის ხაზი პოეზიაში, რომელსაც ივანოვი მზეს და ვაჟს ეძახის შეუცოდველობა. სიმართლე და პუშკინის თქმა. „Лишь юности и красоты поклонником быть должен гений“. აი სწორეთ აქედან მოდის გადარჩენა. და მოგვობა მხიარული თამაშის.
აქ არის პოლ фორის ფერხული და იდილია ეკოუტის. ვერხარნმა მთელი სიძლიერით გაავლო ხაზი ბარაბანის და პოეზიის ნამდვილ რევოლიუციის შორის და მთელი მაშინდელი საზოგადოება აალაპარაკა იმ ენით, რომელსაც ბრძოლა ქვია და რომელიც მხოლოთ მას ეკუთვნოდა. მას შემდეგ მარინეტი და მაიკოვსკი შეიძლება ეხლაც კოჭლობას გრძნობდენ. შეიძლება აქ გავიხსენოთ პოტენციალური და დამალულ ნივთების
მუსიკა ბალმონტისა და მიუმატოთ მას ესენინი პირისპირ მემკვიდრე ვილონისა, რომელმაც გვამცნო. სხეულები და მისი დღესასწაულობა, ცხოვრება როგორც თვითონ არის. ე. ი. ღმერთი, და ბოროტი, სიკვდილი და თვითმკვლელობა. ჩვენ რასაკვირველია არ დავივიწყებთ და გავიხსენებთ სერგეი ესენინს,შეიძლება ის უკანასკნელი იყო, რომელსაც სწამდა კიდევ ლიტერატურა რომ ეს მთელი ქვეყანაა, რომელიც იმავ კანონებით იმართება, როგორც თვით ცხოვრება. მისი გამოქცევა დატოვება სოფლის, როგორც ლომონოსოვი. პირველი ხანა: მოსკოვში გრძელი თმით, გრძელი ხალათით, გრძელი შალვარით. სკანდალები და მეთაურობა იმ ბანდისა, რომელიც თავდასხმას აწარმოებდა ფილისტერებზე. მისი სწრაფი და გაუგონარი კარიერა, პოეტთა ჯგუფის იმან ჟენისტების მეთაურობა და მსოფლიოზე უინტიმესი მეგობართა ორდენი. პილიგრიმობა ევროპაში. ბერლინში დაწერილი ლექსი. „волчая гибель”. ფული და ოქრო ამერიკაში „Стра на негодяев”. დაბრუნება რუსეთში, როგორც დანტესი. წერილები დედას, ბაბუას, ფანტასტიური ცხოვრება საქართველოში, რომელმაც კიდევ აღადგინა კულტი პუშკინის, მისი სიყვარული ქართველ პოეტებისადმი, თუ რემბომ პარიზს თავის დამპალი ფეხები და ოქრო უთავაზა. თუ ჩატერტონმა ინგლისს შიმშილი გამოუცხადა და პარიზში გოთმანმა თავი მოიკლა, ამ მოწაფემ ბრიუსოვისა და ბალმონტისა, ეს პოეზიიდან თავის დაღწევა იყო. ჭირვეულმა მეოცნებემ ლოზინო ლოზინსკის შუბლის გახვრეტა. ყველა ამ საფლავებისადმი ეპოქისადმი და შემოქმედებისადმი ჩვენ ვგრძნობთ სიყავრულს. საყვარელი საფლავები გვაკავშირებს ყველა პოეტებს. მაგრამ ესენინი ამ თვითმკვლელბიდან მაინც გარეთ რჩება, როგორც უცნაური და სხვა. ჟერარ დე ნერვალივით გიჟი და სკანდალისტი, ლოთი და უბინო, პილიგრიმი, პატრიოტი და ნეხევრათ ღმერთი თუ ჟერარ და ნერვალმა თავი ჩამოიხჩო ბაწრით პარიზის ბნელ ქუჩაში, ფარანზე. - ესენინმა, პოეტების ქალაქში, ლენინგრადში იმ სასტუმროში სადაც ვერხრანს, რუსეთის პოეზიის ბუმბერაზებმა ზეიმი გადაუხადეს, უცოდველმა პოეტმა თავი ჩამოიხრჩო ბაწრით.
თუ ტ. დე-ბანვილის თქმა რომ პოეტი ის არის რაც შექმნილია და მისი შესწორება შეუძლებელიაო, თუ ოდესმე ეს თქმა მართალი იყო მხოლოთ ამ შემთხვევისათვის, დღეს შეხვდა მას ზეიმი.
ესენინის გაწყვეტილი კისერი მუდამ ჩვენთან იქნება და გვემახსოვრება რომ ლიტერატურაში არ არის გარდა იმ კანონებისა, რომელსაც დაღლილობა და დაცლა ქვია. შეიძლბა ითქვას რომ ესენინმა ჩაიტანა მთელი რუსეთის რომანტიზი და თუ რემი-დე-გურმონი ამბობდა, რომ მას სჯერა საფრანგეთი და ვილონი შესანიშნავ სანახაობას წარმოადგენს, – ჩვენ ვიტყვით: გვჯერა ესენინი და ის წარმოადგენს საცოდავ სანახაობას.

10 იანვარი

გაზ. „დროული“ 1926 წ. №2.

eseninis foto_page-0001.jpg

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი