პავლე ნოზაძე // მელანხოლია მეცამეტეჯერ
მელანხოლია მეცამეტეჯერ
არ მშორდება მელანხოლია მე
ამერიკულ პრეისკურანტზე.
ნეტავი ღრუბლები მაინც გავდეს ფოსტის ყუთებს
ნეტავ უკანასკნელათ გამოვხადო (შედარებით) პოეზიის
დიდი ღირსება
ფაუსტის ცხენი – რომანტიულ მოტოციკლეტთან
მე კარგათ ვიცი ვინ გააკეთა ვაჟა-ფშაველა
ის არის სოველი პური მადამ დე-კარენის თმებში
გამოხვეული ■
არ მშორდება მელანხოლია მე
ტკბილ ლიტერატურაზე 33
როდესაც ხელებით დავიჭერ მუცელს
ვეფხვივით შევარდები ტე-ტე-ბუას ბოთლში.
მაშინ შევეჩვევი ნიუორკის ბალს
მაშინ ვიმღერებ ტოროლას
ახ მეგობრებო მომინახულეთ ჩემი გულის გამოფენაზე
დამსწყევლოს ჭინკამ
თუ არ მქონდეს ეროვნული მოყვანილება
და არ ვგავდე ინვალიდ ანგელოს ●
არ მშორდება მელანხოლია მე
ელექტრონის ლამპის შუშაზე მელანხოლია
მორწმუნესთვის ჩავალ ყანწში ყელის გამოსაჭმელათ
ღრუბლები დამადგება თავზე ათასი ფუთი
ეს იყო დიდი დღე
როდესაც შემიყვარდა
ოსური ყველი ■
ჟურნ. „ლიტერატურა და სხვა“ 1924-1925 წ. №1