ალიო მირცხულავა // ბრაზი ბუზური
ბრაზი ბუზური
(პოემიდან)
ღუზარის აოხრება თავი მე X.
ღუზარმა ბუზმა ეს
მოისაზრა:
დავჯაშნულ ნებით დაიპყრო
მთები
და სურსათების მზიდველი
გზები შემოიღობა მაღალ
ორობით.
გაზარდა ქსელი, გაზარდა
ასსად
და მეზობლებიც მით
გააბრაზა:
ამ სითავქარემ ბუზებთა
შორის ბრძოლის მაზანდა
აზიდა ზევით.
საომარ ბაქნად მოგვარეს
რობუ! ყოფილი ყორე გორდ —
ბაყაყების.
მდინარის პირად
გახლავთ ეს რობუ
ირიბა ქვებით ამოროფილი.
რობუს შუაზე ხე დგას ხნიერი.
და ხის ქვეშ – ორო.
ხეზე კიდია
ფხეკილი ხერკე და განცხადება
ბორკილი როკით:
– უსმინეთ ღუზარს, სხვას ნუ
აყვებით!
ამ ბრძანებაში – აიხაზება
აზრი ღუზარის.
ყირმიზას ჯარი ჯავრით
აბჯარით —
მხნე თუ
ლაჩარი მოდის საომრად.
ამ დროს დარაჯათ იდგა
რობუზე ბებერი ბუზი.
ბებერი ბუზი
ბრაზით ზუზუნებს
სისხლით გაბერილ
მაზოლის ზურგზე
და მცველად უზის
ზამთრის ბუსუსებს
ზვერავს გარემოს ბორო
თვალებით:- ომია მალე
მოსალოდნელი! —
დიახ!
როდესაც ბუზების ჯარი,
მხნე თუ ლაჩარი
შემოჯავშნული ხანჯალ —
თოფითა და განაჯავრი
ღუზარი ბუზის თავხედობითა,
ყირგიზა ბუზის წინამძღოლობით
მოადგა რობუს, ხეზე ჩამოჯდა.
ხე კი ახირდა.
ხერკეს ეხეთქა.
ხერკეც ხერკელით ხეს
დაეტაკა და რობუს
ქვებზე გადახირგინდა!
გამოიღვიძა უცებ
დარაჯმა და ხმა დაყარა:
– რრიარე რრია –
გარბიან ირგვლივ,
გარბიან შიშით,
ბაყაყთა ჯიში ჩავარდა
ჭირში;
– ურულე რუმბა, ურულე რუმბა.
მხოლოდ ყირმიზა
მხნე და ზიმპალი,
მხოლოდ ყირმიზა
ყრმა და ამაყი ყვირილს
გადაჰყვა და არრიხინდა:
– ეი, ხაბარდა, რრიარე რრია.
მყრალმა ყიყინმა აიკლო
რობუ!
ზოგი ზლუქუნით გავარდა
განზე.
ზოგი ლაყლაყით დაეშვა
დაღმართს და აეტუზა
ქვის ბარრიკადებს.
ღუზარის კარზე
ზის ღუზუნდარა.
მეფე ღუზარის
კენტი მემკვიდრე.
ზის განაბრაზი, კბილებზე
გაზით: და ფიქრობს
გულში:
– ჩემს მამა ღუზარს მტერი
რას უზამს?
მაგრამ ყირმიზა აქაც.
აყვირდა და არრიხინდა:
– ეი, ხაბარდა, რრიარე რრია, –
აყარა ჟინით ძველი
ბოგილი, ბობოლა თოკით
ძირს დაბორკილი.
ბუზი ღუზარი გაება როკში.
გაჯავრდა ჯარი.
მხნე თუ ლაჩარი იბრძვის
ხანჯალით.
ხმაურმა რობუს დახურა
მტვერი, შიგ ვით ღამურა
შეიჭოა მტერი.
უნდა უყუროთ მეომარ
ბუზთა კრეისერთ სეირს:
გავარდა ბორზალი და
ზევით რობუს დაეცა რაგვი.
– ურულე რუმბა –
რობუ ბარილი დადგა
ყირაზე.
მხნე მხნეს ეკვეთა,
ლაჩარი-ლაჩარს.
გაწყდა ბანაკი მოსისხლე
მტერთა,
უზიანები ერთი არ დარჩა.
და კომანდორიც
თავგარეფილი გარბის
ყვირილით:
– რრიარე რძია –
– ურულე რუმბა –
ასე გათავდა ეს ეპიზოდი,
დაკარგეს ძალა დაძლეულებმა
იწყება ლხინი და წვეულება.
გმირი ყირმიზა ამაყათ მოდის.
რობუ აყვირდა და აზუზუნდა:
ღუზარს ღებოში ჩაუგეს ზუმპა.
ლექსები აღებულია კრებულიდან: „მერრეხი“: ბუმერანგი, ალ. მერრეხი: [ლექსები]. - ტფ., 1924.