ალიო მირცხულავა // პროლეტარი ქალი
პროლეტარი ქალი
ტყავის ქურთუკი, ფეხებზე ჩექმა
და თავზე ქუდი ისევე ტყავის
დაღუპულ ძმათა სადარაჯოზე —
საკაცობრიო იმედი ყვავის.
თვის ძმებთან ერთად.
რკინის იდეალების შექმნა,
ეს გახლავთ პროლეტარ ქალის
მოვალეობა,
სადარაჯოზე მას აჯადოებს
სხვა მოსაზრება და სხვა მიზანი —
მისი სხეული მხრები და ტანი:
ტყვიის ფალასკების ტვირთად ამტანი,
ნერვიულია და დანისარი,
ჩასჭიდებია მოკლე ვინტოვკას
სუსტი ხელები – ბროლივით თლილი
და ძუძუები თეთრი თოვლივით –
გადმოხეთქილი
დაფარულ მკერდში ურჩობენ ყოფნას,\
- 2. 3.
და ზვერავს ქალი —
ძმათ სადარაჯოს:
ის უხეშია და ბოროტების სასტიკი მტერი,
უარყო ზავი, სწყურია სისხლი,
სისხლი – მტრის სისხლი\ -
- 3.
მისი ნაბიჯი არ გავს
ჩვეულებრივი ქალის ნაბიჯებს:
ის აღარ არის ჩვეულებრივი ქალის
მსგავსი და ნათესავი.
დღეს მებრძოლია:
ხვალ დაგმობს ბრძოლას —
და ქარხანაში გაიპუდრება
სარდაფის მტვერით.
აქებენ ქალებს; აჰა, მეც გაქებ.
გაქებ და გარქმევ სიცოცხლის ედემს:
ძმისთვის მეგობარს და მტრისთვის პირშავს.
გეხვევი: ვკოცნი გაყინულ ბაგეს. გეხვევი.
გკოცნი.
მაგრამ ეს კოცნა.
ო, ეს კოცნაა უხეში მგოსნის.
კოცნა და-ძმური – და რაინდული,
ქალო, ეს ქება სხვა რამეს ნიშნავს,
ქალო, ეს კოცნა შენში სხვას ეძებს:
იყავ მშრომელი, დაგმე სიზანტე –
და უნაყოფო ყოფნა ბურანში,
იყავ მამაცი. ეს სიმამაცე:
გამომიხატე თოფის ბრუნვაში.
- 3.
ლექსები აღებულია კრებულიდან: „მერრეხი“: ბუმერანგი, ალ. მერრეხი: [ლექსები]. - ტფ., 1924.