cover

ბიძინა აბულაძე // უბოდიშო მიმართვა ლირიკას

რამდენჯერ მქონდა გული სოველი შენი ობების

ქსელების ბადე

ჰოი ლირიკავ, საბრალო დედავ —

მოძებნი ხმებს — ანგელოზებათ მთების კალთებზე.

შემოფარებულს.

უწინ ამ ხმებზე მზე ზვერავდა

ტბებს და კიოტებს,

გტკიოდა კუჭი ჭურჭლის ძირი გამოცრეცილი და

ცრემლიანი;

ახლა კი გინდათ,

რომ ღრუბლებიც მაღლა კიოდენ

ელოდნენ ელვებრ ანაგორებ გმირს და იგორებს.

სადაც ნისლივით დარეცილი

ცა სარეცხელა

უცხადებს ბრძოლას საპროტესტოს ფერფლის

მოტორებს,

ქაღალდის მკერდებს, ბუჰფქონადებს,

ყდებს და კოლოფებს

თუნუქის მტრედებს სვავს და გალიებს.

გული ნაგდები გუგულივით სკამზე მცოცავი

ელის ლირიკას: თოვლის კაცებს, მზეს და აკლია კვლავებს

როცა ჭოტები ცებს ურტყამდენ ფრთებს აკლია ფირფიტებ

როცა ნისკარტით ჩამოჰყრიდენ მერცხლებს აკლია მხეცებს,

მაშინ კოშკები —

შუბლგანაკვეთს გმირს და იგორებს

თუჯის ისრებით როგორც ქოლგებს ცაში დაეძებს.

ჰოი სოფელო, მაჯა-დაცლილო, გულ-გამომშრალო

ღელე მდინარო

იქნება ბამბით ცას წაართვი განი და სისქე

რამდენჯერ ცრემლი დაუცრეცელი დამედინება

რომ ქუდმოხდილი ჩემი ლექსები არ ახსენებენ შენს ბებერ

წისქვილს.

ჰოი ქარებო, ლაშქარივით მთებზე მხურავო.

ჰოლი ველებო, ფრინველების დედა-საბუდე,

სადაც თქვენს ფრთებზე ღამე სცოხნის თვალებს ხამხამით,

სადაც ცხენები ეღერებოდენ ცას მცინარეს შურდულებით და

უზანგებით,

ნესტოებიდან ორთქლის ნივთებს ისროდენ სკამებს

ან პერგამენტებს დათელილებს რკინის ქუსლებით;

სადაც მთებრ ეგდეთ მედიდური ცაზე მცურავი

ეტოლებოდით უდარდელი მზეს და ვარსკლავებს.

ოდესმე ხოტბებს მნათობები თავზე გაყრიდენ

ახლა ჩემს ქუდზე უფრო მდაბალი და დაღვრემილი

ხართ ინვალიდი: „შეიბრალეთ ყოფნა დამთვრალის -.

სადაც გუგული — ჩემი გული

ბავშვივით გოდებს -

ჰოი ლირიკავ — დედაო უხერხემლო

რამდენჯერ კიდევ ჩაგაფურთხებ

ლექსებს და ოდებს

რომ შენი შუბლი

ცაზე გადგეს როგორც ნამგალი

ან ბირდაბირი მზეს მუცელი რომ გადახერხოს.

კანაფის კაცებს შორ ღრუბლებში ობის ნაქსელარს

ეძებდე ცებზე,

ეძებდე ტბებზე,

ჭოტს და კიოტებს

რომ შენი კუჭი — ჭურჭლის ძირი გამოცრეცილი და ცრემლიანი

მოგრძო ბოდიშით ბებერ ღამეს თავს დაკიოდეს.

გაზეთი „დროული“ 1925 წ. №1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი