სტეფანე კასრაძე // ამბავი: მეჯინიბე
ამბავი: მეჯინიბე
(თავი 3)
გავიდა ფხიზლობის დრო.
ლოლა დაიქანცა და თვლემს: ისმის ოდნავ გასაგონი ფშვინვა.
შაქრო თვალებ დაწითლებული დგას; კედელზე ხედავს თავის
ლანდს: აბურძგვნილი თმა და ვეებერთელა კედლის უფართოესი
მხრები.
— ესეც შენი ლოლა — ავიწყდება ლანდი —ამხანაგებს შურდათ,
ახლაც ჰშურთ. მაშ, შაქრო, მამა ბრძანდები?.. მომილოცნია, მომილოცნია! — შაქრომ ჰაერში ამხანაგებს ხელი გაუწოდა და მაგრად
ჩამოართვა:
გაგიმარჯოთ, გაგიმარჯოთ!
არაყი გადაჰკრა.
— რა თქმა უნდა, შეიძლება თავი დაანებო...
ლოლას უცქერის:
— არა, რატომ! ასე სჯობია: მომილოცნია, მომილოცნია.
ეზოში ნელი ღიღინი გაისმა. ვიღაც კიბეზე ამოდის. შაქრომ
ყური დაუგდო: ვინ უნდა იყოს? და ის, ვინც იყო, აივანზე მტკიცე
ნაბიჯით გამოემართა და შაქროს კარებთან შედგა.
— არა, ქურდი არ არის, არც ფხიზელია ვიღაც, — კარებს აწვალებს — დაკეტილია დიახ — ფიქრობს შაქრო და იძახის:
— ვინა ხარ?
კობა იყო. გასაღების ჭუჭრუტანაში ვერაფერი დაინახა,
წელში გაიმართა:
— ფიქრობს შაქრო და იძახის:ფხიზლობ, ძაღლის ლეკვო? გააღე!
ლოლას შეშფოთებით გამოეღვიძა:
— შაქარა, ვინ არის, არ გაუღო!
— მამაა!
შაქრომ კარები გააღო. შემოვიდა კობა მთვრალი. წამით სინათლეზე თვალები დახუჭა და, როცა გახელაზე მიდგა საქმე, წარბებს მაღლა ეზიდებოდა, პირიც დააღო. კობა ოდნავ ირხეოდა,
ქურქი გაეღეღა და ვერცხლის ქამარზე ქისა ეკიდა. ლოლა შეძრწუნებული იჯდა, დამფრთხალ თვალებს ხან მამას მიაქცევდა, ხან
შვილს.
შაქრო იცდიდა.
— მამი, ჯამაგირი აგიღია?
კობამ ალმაცერად შეხედა შვილს, აიმრიზა და არა უპასუხა-რა. ასე იდგა მცირე ხანს. უეცრად ქალს მიაჩერდა, გაიწია, შესდგა.
ლოლა უფრო დაფრთხა. შაქრომ ანიშნა: — ნუ გეშინია! — და
მამასთან ახლოს დადგა. კობამ თითი ჰაერში შეარხია და ლოლას ჰკითხა:
— ზორტი, ის ზორტი შენი იყო?
მუქარაც ისმოდა კობას ხმაში, ცნობისმოყვარეობაც, ხუმრობაც .
ლოლამ ზორტის არაფერი იცოდა.
— ჰო, ამისი იყო. — სიცილით მიუგო მამას შაქრომ.
კობამ შვილი მოიშორა:
— განა შენ გეკითხები? არა! —ლოლასაკენ მიიწევს:
— გამიგონე, ქალო, ზორტი ჯანდაბას. განა მე შენი შეურაცხყოფა მინდა? არა! მე მხოლოდ ამ ლაწირაკს ... ეგ ჩემი შვილია.
შაქროს მოუბრუნდა და მრისხანედ უყვირის, თან ლოლაზე
უთითებს:
— ვინ არი ეგა?.. მეზობლებმა ამიკლეს, დიასახლისმა ამიკლო. მე გეკითხები, ვინ არი? უკანონოა?
შაქრომ წარბები შეიკრა:
— მამი...
კობა ყვიროდა:
— ვინ არი, ვინა? უკანონოა? აჰ?
შაქრომ ხელი მოავლო, რომ არ ეყვირა კობას.
მეზობელ ოთახში ტირილით გამოეღვიძა ბავშს; დიასახლისსაც გამოეღვიძა და ყურს უგდებდა მამა-შვილის ჩხუბს: დანარჩენი
მეზობლებიც იღვიძებდენ; ნამძინარევ ხმით ატყობინებდენ ერთმანეთს:
— დახე, რა დღეს აყენებს შაქროსა?
შაქრო აღელდა:
— რაში გეკითხება, კანონიერია თუ უკანონო?
ასეთ პასუხმა კობა მოთმინებიდან გამოიყვანა. კბილები დაახრჭიალა:
— ააა, მაშ, მე შენი მამა არა ვარ? არა ვარ, შე ძაღლის ლეკვო?
— ჰო!
თავი დაუქნია შვილმა და გაიღიმა, რადგან მამამ ღილებში
ჩაავლო ხელი და უნდოდა შვილის შერყევა, მაგრამ თვითონ დაბარბაცდა; შვილი წაეშველა და, როცა კობა წელში გასწორდა, ხელი
მოიქნია და შაქროს სახეში ჩაარტყა.
ოთახი აირია.
ლოლა წამოიჭრა, მაგრამ შაქრომ ლოგინზე მიაგდო, შემდეგ
ჯიბიდან რევოლვერი იძრო და შავი ლულა გაიმართა კობას გულთან.
კობა ყვიროდა:
— არ ვარ მამა, არა! დამკარ ძაღლის ლეკვო!
ქალს შეძრწუნებული თვალები გაეშალა და კივილიც ვერ
მოეხერხებინა.
კობამ რამდენჯერმე მოასწრო ყვირილი:
— დამკარ, ძაღლის ლეკვოო.
ლულა შეტოკდა. შაქროს სინათლე მოეცა თვალში და რევოლვერი კუთხეში გადისროლა; ლოლა მიიჭრა, იარაღი უბეში შეინახა. მეზობლები შემოვიდენ და კობა გაიყვანეს.
დიდხანს იცქირებოდენ მეზობლები შაქროს ბინისაკენ. ამბობდენ:
— რა ლამაზი ყოფილა, რა ლამაზი! — – და იგონებდენ თმაგაწეწილსა და ფეხშიშველა ქალს, რომელიც ნახეს იქ თეთრი გულმკერდით.
კობა მეზობლის ოთახში შეიყვანეს. იქ ყველა ბავშებს გაეღვიძათ და ნამტირალევ თვალებით, პირში თითებ ჩადებულნი,
უცქეროდენ, როგორ ირხეოდა ძია კობა. დიასახლისი კობას ამშვიდებდა და სახის ცბიერ ნაოჭებში უაშკარავდებოდა კმაყოფილება.
კობა თავდახრილი იჯდა; მოუდიოდა ათასი ლოთური აზრი:
— არ დამკრა, არა...
და მუშტს გულში იცემდა, სადაც ჩავარდნილი გულფიცარია
და სადაც უნდა ჩაწოლილიყო შვილის ტყვია.
— რატომ არ დამკრა, რატომ? — ეკითხებოდა კობა ხალხს და
ქალები იწყებდენ წუწუნს:
— უი, დამიდგეს თვალი, განა მამას გაიმეტებდა?
— ვერა, ვერ გაიმეტებდა.
— ვერც გაიმეტა —
კობას ურჩევდენ ტანთ გაეხადა და დაწოლილიყო. რამდენიმე ხელმა კიდეც გაუხსნა გულსაკინძი; ქურქს მხრებში შეუძვრენ და უმოწყალოდ ეზიდებოდენ. კობამ რაღაც გადასწყვიტა, წამოდგა და ქალები ბჟირივით დაიბერტყა; დაღლილ თვალებში
გამოუკრთა შორეული და ფარული გადაწყვეტილება.
— საით, საით, ძია კობა?
— მომეცათ, ან მე, ან ის...
კაცებმა კობა დააკავეს; კაცები ეუბნებოდენ ერთსა და იმავეს დიდხანს, სანამ კობა არ შეეჭვდა:
— მაშ ჩემი ბრალია? ჩემი?
არავინ ეუბნებოდა: არაო, და კობას, სწორედ გული დაეწვა,
აუჩუყდა; მეზობლისას მოსვენებაზე უარი განაცხადა და წავიდა.
თვალცრემლიანი გასცილდა კარებს და საჯინიბოსაკენ გაუდგა;
მაგრამ, როცა იქ მივიდა, როცა ალაყაფს მუშტი დასცხო, — თვალები მოიწმინდა და დაიძახა
–ბაბაჲკა-ა-ა–
კობა უცდიდა ბაბაჲს გარეთ. გარეთ ღამე იდგა და არავის
უცდიდა. მოდიოდა თოვლი ჩუმად და ღამეს უხმოდ ეძინა ქუჩაში.
ბაბაჲს მონატროდა კობას ხმა და, რომ გაიგონა, გაუხარდა ბაბაჲს:
— კობა, სად წავალდი შენ?
ასე გამოეხმაურა ბაბაი თავის მეგობარს და მისმა ხმამ სმენა
დაუტკბო კობას. იცდის. ჯერ არავინ სჩანს გარდა ღამისა და ღამეში ვიღაც კაცი ეკითხება საამურად:
— სად წავალდი?
კობა ბუტბუტებს რომ: არსად არ წასულა, შვილთან იყო, ინახულა და სხვა ასეთები.
კობას გული ერევა და ნელა იკეცება ალაყაფის ბოძთან. ბა-
ბაჲთ გამოვიდა.
გარეთ ვერავინ დაინახა:
— კობა, ჰეი! — იყივლა მან და კობამ ხმა გასცა თავლიდან. კობას ათოვდა ცხვირზე, ულვაშებზე და ამას ვერ გრძნობდა. ბაბაიკა დაიხარა, კობას ეზიდებოდა და იცინოდა.
ბაბაჲც ნაღვინევია და კობა ხომ მთვრალია. ერთად ჩაეშვენ
დღეს სარდაფში, ერთად სვეს. კობა იძახდა:
— ზორტი, ზორტი, ზორტი! — და, მგონი, ზორტის საპოვნელად წავიდა
ეხლა თოვს ღამეში და მეჯინიბეებსაც ათოვს.
ბაბაჲკამ კობა აიყვანა: კობას გამოეღვიძა და ისე გულიანად
ხითხითებდა, რომ ბაბაჲკამ სიცილს უმატა და სულტკბილად იგინებოდა: იგი-
ნებოდა:
— მამაზაღლო შენ, მამაზაღლო.
ალაყაფი გაიხურა; მერე დაიხურა ოთახის კარი და ღამეში
ისმოდა ძილის საუბარი; კობა ამბობდა გაურკვეველ სიტყვებს, კობას ეძინებოდა აგრეთვე და ბაბაჲ ყურს უგდებდა და სიცილი თანისთან დაუფრთხა:
„რა უნდა კობას გულს, რა? რათ უნდა ის სიტყვები, მთვრალ
გონებას რომ ამოსძურწავს და ბუბუნით რომ ისვრის დათოვლილი
ულვაშებიდან?“ — ბაბაჲ ოდნავ დაღონდა; შემდეგ მკლავი მუხლებზე შემოიჭდო და, რასაც ისმენდა კობასაგან, — მღეროდა თათრულ ხმებზე. მაგალითად: ბაბაის ბაბაიძს ჰგონია, რომ საქმე ქალს შეეხება და აგონდება ლექსად თქმული:
არაკი იტყვის:
„ძველი შემთხვევაა ეს, ჩემო მთვარეო, თოვლში ჩამოვარდნილო და თოვლში დაბუდებულო მთვარეო.
ო, საქმე ქალია ყოველთვის და, თუ სიტყვა ქალზეა აწყობილი, მაშინ ბრძენი იცინის, ბრიყვი იცინის და, ვინც ვაჟკაცია და
ღონიერი მკერდი აქვს, — მას გული უძგერს და განა შეუძლია იცინოდეს?
ჰო, ჩემო მთვარეო, შენ, რომელიც მობრძანებულხარ თოვლივით თეთრი და ბუდობ თოვლში.
კობას სძინავს .
ბაბაჲ ქანაობს, მღერის და ეს არის მხარე, სადაც ყაზანელი თათრები ცხოვრობენ.
შემდეგ, ოდესმე, ბაბაჲ ეტყვის კობას, როგორ ინახულა მან თავისი მხარე:
დიდი ტბორია ლერწმებში ჩამჯდარი, ირგვლივ ფშანებია. ფშანები რომ ილევა, იწყება უდაბური ტყე. ტყეს ვერ მიჰკარებია ჯერ ადამიანის ხელი და მოხუცები მღერიან ტყის შინაარსს.
მღერიან ქაჯებზე, ჭაობებში რომ სხედან და გზებს რომ ნუსხავენ. ბაბაიმ უშიშრად გაიარა ტყე.
ბაბაჲ ეძებდა თავის სიყვარულს და ტყეს ფესვები ქვეს კნელში ჩაეგდო დაისიც თავის სიყვარულს ეძებდა.
ჯოგის ძაღლებმა მწყრალად დაუყეფეს ბაბაჲს.
ბაბაჲს სიჭაბუკე მოაგონდა და უნდოდა სულ ეყეფათ ჯოგის ძაღლებს. ველზე იდგა ქოხები და კვამლი ქოხებიდან მორცხვად მართავდა მწვანე თვალს ცისაკენ. ქოხიდან გამოვიდა ოცი წლის ქალი და აღმოსავლეთისაკენ გაიხედა; რომ გაიხედა – ვერავინ და ინახა, ხელები მწუხარედ დაიმტვრია და მიბრუნდა.
ბაბაჲ კი სამხრეთიდან მიდიოდა და ქალი საიდან დაინახა ვდა?
დაუძახა ბაბაჲმ:
„ფატიმა, ფატიმა!“
ასე ინახულა ბაბაჲმ თავისი სოფელი.
— უჰ!..
გათენდა დილა მოწყენის.
ქარხნის საყვირებმა ტანი აიყარეს. გაიღო ეზოს კარები და გამოჩნდა კობა; უქეიფოდ გამოიყურებოდა, უხმოდ მუშაობდა; ში შაგმა სცადა მეჯინიბის გამხიარულება, მაგრამ მეჯინიბე არ გამხი არულდა.
— ქეიფში როგორ, კობა? — ეკითხებოდნენ.
კობა თავს აქნევდა და არაფერს უპასუხებდა.
შაქრომ შორიდან დაინახა მამა და თვალი აარიდა. მაშინ კობა ცოცხის ტარს დაებჯინა და დაღონდა. ასე იდგა დიდხანს. ბა ბაჲმ მოკრძალებით ჩაუარა. ეზოში მანქანის გუგუნი გაისმა. კობამ გაიხედა: მიდიოდა მანქანა ეზოდან და მანქანაში მოსჩანდა შაქროს ზურგი, შავი კეპი და პაპიროსი.
კობა უეცრად შეირხა, ცოცხი დააგდო და დაუძახა:
— ბიჭო, შაქრუა!
შემდეგ კობა დაედევნა მანქანას.
— დააყე, დააყე, რამე გითხრაა.
ისმოდა ეზოში კობას ძახილი, მოუთმენელი ძახილი და და ღლილი მუხლები მიარბენინებდენ ქეჩის ჩექმებს; ყველამ გაიგონა და კობას გაკვირვებით მოჰხედა. შაქრომ არ მოიხედა, თვალები წარბებში შეაგდო.
მანქანა რწევით გადადიოდა ბოგაზე.
მამამ ქუდი გადიძრო და გამოუჩნდა უცნაურად თეთრი თავი; შუბლზე ოფლის წვეთები გამოსვლოდა; ქუჩის კარებში დადგა კობა.
შორს მანქანა მიჰქროდა; ბორბლები სტკვლეცდა წუმპეებს და ტალახი თხუპნიდა გამვლელებს.
ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. № 1