მიხეილ კალატოზიშვილი // სურათი კინო-ქრონიკა
სურათი კინო–ქრონიკა
ჩვენ მიერ შედგენილი ქრონიკა წარმოადგენს მენშევიკურ სახელმწიფოს მოღვაწეობის და საბჭოთა სინამდვილის დაპირისპირებას. მასალები, უმთავრესად მენშევიკების ხანიდან, ჩვენ მივიღეთ სახ. კინმრეწვის ლენტების არხივიდან, სადაც იყო მენშევიკების დროის გადაღებული ქრონიკალური ლენტები. საბჭოთა ხანიდან კი უმთავრესად ჩვენ მოგვიხდა გადაღება და ასე შედგენა სურათის. აქ საჭიროა აღინიშნოს გაფორმების ხერხი — რომლითაც ჩვენ ხელმძღვანელობდით სურათის მონტაჟის დროს, ეს არის პაროდიზმი — პაროდიზმის გამოყენება ჩვენ შევძელით იმ მასალებზე, რომელიც ჩვენამდე იყო გადაღებული. ისინი იყვნენ გადაღებული ნეიტრალურ კადრებში, მონტაჟის საშვალებით ჩვენ შევძელით პაროდიულად მიგვეწოდებინა მაყურებლისთვის და ამით მისი პირველ ყოფილი სემანტიკა დაგვეკარგა. სულ სხვა პრინციპით გადავიღეთ ჩვენ თვითონ კადრები და მოვახდინეთ მისი მონტაჟი. აქ ნეიტრალურ კადრებს და მომენტებს ადგილი არა აქვს. ასე რომ ჩვენ დავამზადებთ არა უბრალო ქრონოლოგიურათ მოწყობილი მომენტებით მოცემული ქრონიკა —არამედ ქრონიკა, სადაც სიუჟეტი მიღწეულია მონტაჟის საშვალებით და ატარებს მთლიან იდეას — წარმოადგენს კინო სურათს.
მიხეილ კალატოზიშვილი
ნუცა ღოღობერიძე
ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ. №2