cover

დავით კაკაბაძე // კონსტრუქციული სურათის შესახებ

კონსტრუქციული სურათის შესახებ

პარიზი. 1921 წ.

ყოველი საგნის დინამიურობა მისი კ ო ნ ს ტ რ უ ქ ც ი ი თ ა ა განპირობებული. ცხოვრების რიტმი აირეკლება კაცის ხელით ნაკეთებ ყველა საგანში, უმშვენიერე სისურათით მოკიდებული, სულ უმნიშვნელო წვრილმანით დამთავრებული.
თანამედროვე ცხოვრება ინდივიდუალიზმის ჰიპერტროფული
ფული განვითარებით ხასიათდება, რაიც შედეგია რომანტიული იდეოლოგიისა.
აუცილებლობა მოითხოვს უარი ვთქვათ რ ო მ ა ნ ტ ი კ უ ლ მ ე თ ო დ ზ ე შემოქმედებაში და იგი კ ლ ა ს ი კ უ რ ი მეთოდით შევცვალოთ\

ლიკორნის გალერეა, 1921 წ.\

ქართველი მხატვრების ლადო გუდიაშვილის,
დავით კაკაბაძისა და შალვა ქიქოძის
ნამუშევართა გამოფენა\

15 აპრილიდან 28 აპრილამდე\

ჩემს სურათებში თავად ვიცი,
რასაც ვაკეთებ.

მხოლოდ უგუნურთ შეუძლიათ იფიქრონ, რომ ამერიკა
ქრისტე ფორე კოლუმბის აღმოჩენილია.
ვინც ამერიკას სწვევია, თავად შეუძლია მიიწეროს პატივი
მისი აღმოჩენისა.
ცალკეულ ინდივიდს როდი უნდა მივაწეროთ აღმოჩენა, რადგან ა ხ ა ლ ი იმათ საუკუნოვან ძვლებზე იქმნება, ვინც შრომობს.
ადამიანის აზრის ყველა მიღწევა სხვა არა არის რა, თუ არა შედეგი ბევრთა მუყაითი და მრავალსაუკუნოვანი შრომისა.კაცი მხოლოდ მუშაობისას შეიცნობს თავის თავს და აჩენს თავის სულს.
ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს რ ი ტ მ ი კ ა ც ი ს ხ ე ლ ი თ შ ე ქ მ ნ ი ლ საგნებში ც ნ ა უ რ დ ე ბ ა .
ამის გამოა, რომ თანამედროვე ცხოვრების რიტმი ხალხის ხელით შექმნილ ყველა საგანში მოჩანს – უმშვენიერესი სურათიდან მოკიდებული, უკანასკნელი წვრილმანით გათავებული.
მხოლოდ ბრმებს შეუძლიათ თქვან, რომ ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს რ ი ტ მ ს
დაეძებენ.
მხატვრობა ხაზებითა და ფერებით გაცოცხლებული ზედაპირია.
სურათი ორგანზომილებიანი სიბრტყეა, ხაზებითა და ფერებით გაცოცხლებული.

საგანთა ფორმას ხაზები გვაძლევენ.
სინათლეს ფერები იძლევიან.
ხაზებისა და ფერების სხვადასხვაგვარი კომბინაცია სხვადასხვა გაცოცხლებულ ზედაპირებს ჰქმნის.
ყველაზე უკეთ გაცოცხლებული ზედაპირი ყველაზე უკეთეს შედეგს აღწევს.
ხელოვნების ყველა მიღწევა ხაზებისა და ფერების კონსტრუქციის სხვადასხვაგვარი კონცეფციითაა განპირობებული.
ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ი ს ყ ვ ე ლ ა მ ი ღ წ ე ვ ა უ ნ დ ა მ ი ვ ი ღ ო თ პ რ ე ი ს ტ ო რ ი უ ლ ი ხ ა ნ ი დ ა ნ ჩ ვ ე ნ ს დ ღ ე მ დ ე .
ყველანაირი ზედაპირის მოხატვა ანუ გაცოცხლება შეიძლება.
მაგრამ სურათი (გაცოცხლებული სიბრტყე) მხოლოდ ბრტყელ
ზედაპირზე თუ გაკეთდება. სურათს, როგორც საგანს, გარკვეული ადგილი უჭირავს ადამიანის ხელით ნაკეთებ ყველა სხვა საგანს
შორის.
სურათს ჩვენს წარმოსახვაში იმის ტოლი ადგილი უნდა მივაკუთვნოთ, რასაც ჩვენს ირგვლივ მყოფ სხვა საგნებს ვაკუთვნებთ ხოლმე და არა უმეტესი.
სურათი საგანია და მისი კონსტრუქცია ყველა სხვა საგნების
აგებულების ანალოგიური უნდა იყოს. საგნის შინაარსი მის ზედაპირზე სრულდება, ასევე შინაარსი სურათისა მის კიდეებთან უნდა მთავრდებოდეს.
ფოტოგრაფია, ეპიურა, ანტროპოდიური ანატომიური ატლასი ბრტყელი ზედაპირის მქონე გაცოცხლებულ საგანთა რიგს განეკუთვნებიან. დღესდღეობით საკუთრივ სურათს ძალიან ცოტა ყურადღება ექცევა.
თ ა ნ ა ც ს უ რ ა თ ი რ ო მ მ უ დ ა მ გ ა კ ე თ ე ბ უ ლ ი უ ნ დ ა ი ყ ო ს , ეს ავიწყდებათ.
ჩვენს საუკუნეს ჯერ არ შეუქმნია დიდი ხელოვნება მხატვრობაში.
ხელოვნებაში თითქმის იმდენივე მიმდინარეობა არსებობს,
რამდენიც ხელოვანი.
თანამედროვე მიმდინარეობანი მხატვრობაში თითქმის ყოველთვის მათი დამაარსებლის სახელითაა წარმოდგენილი ინდივიდუალიზმის
ჰიპერტროფიული განვითარების გამო — რაც რომანტიკული იდეოლოგიის ნაყოფია.
ჩვენს საუკუნეს ღრღნის რომანტიზმი.
აუცილებელია სავსებით უარი ვთქვათ რომ რ ო მ ა ნ ტ ი -კ უ ლ მ ე თ ო დ ზ ე ხელოვნებაში და იგი კლასიკური მეთოდით შევცვალოთ.
მაშინ მხატვრობა, როგორც ცხოვრების ნაწილი, მძლავრ ფაქტორად იქცევა და ყოველი გაკეთებული სურათი მაცოცხლებელ ძალას შეიძენს.


შევცვალოთ.
მაშინ მხატვრობა, როგორც ცხოვრების ნაწილი, მძლავრ
ფაქტორად იქცევა და ყოველი გაკეთებული სურათი მაცოცხლებელ მაცოცხლე-
ბელ ძალას შეიძენს.

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი