cover

ბიძინა აბულაძე // მელანხოლია

ხოხო. ხო.

დავდგით დამბები
ცას ყირამალით მივაბჯინეთ მაღლა ფეხები
დააკვირდით უზარმაზარ ეკრანს
კაბელზე გარბის ავტომობილი პროჟეკტორებით.
შენ დაეკიდე სვეტზე მავთულებს
უეცრათ დაარტყით კედელზე შუბლი
გაიბზარა უზარმაზარი
როგორც მშიერმა მათხოვარმა დააღო ხახა
და ერთბაშად გადაყლაპა პროსპექტი
სპექტრის შუშები ეკიდენ ქუდებათ
გარბოდენ სახლები
სახლები
სახლები
სახლები აგებდენ კარდონის კაცებს როგორც კოლოფებს
გულმოსულმა შეყლაპეთ თოლხო გაზაფხული
მტკვარი მიდიოდა პირ-აღმართული
და ისროდა ქაღალდის ბუშტებს.
ქუჩას მიქონდა შაქრების ბოთლი ცხვირ წატეხილი
ცხენებს გაეწყოთ ზურგზე ფეხები
კუს ემსგავსებოდა ტრამვაები
ყველაფერი მოძრაობდა
მე ჩავიკეტე როგორც ოსტატი
შემოვაბრუნე კისრის მიმართულება
სახიდან ჩამოვიძვრე პორტრეტი
რომ ბოსტნებში სიცხიან დღეს ქათმები დააშინოთ.
უზრუნველყოფილი დარჩა ბოსტანი
ჩამოვაცალე ლორდებს ცილინდრები
მისგან ავაშენე მეორე ვატიკანი
უეცრად დაინგრა სულის შებერვით
და სამუდამოთ გული ვიტკინე
ავტირდი როგორც ბანკირის ბავშვი
მელანხოლია ხოხოლია ხოხო ხო.

„ლიტერატურა და სხვა“. 1924-1925 წ. №1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი