cover

ლეონარდ ესაკია // კინო-სურათ „სამანი“-ს დადგმა

კინო-სურათ „სამანი"-ს დადგმა

სურათი იძლევა დღევანდელი დღის მეტად აქტუალურ მომენტს:სასოფლო-სამეურნეო კოლექტივიზაციას. ამ საკითხის გადაწყვეტისდროს ყურადღება ექცევა სოფლის საკრედიტო მეურნეობას (ნავთისგაცემა უაქციზოდ, სათესლე ქერით დახმარება და სხვა). მაგრამ ჩვენსწინაშე არის მთელი რიგი შემთხვევებისა, როცა ეს საშუალებებიგამოყენებულია არა თავისი პირდაპირი დანიშნულებით, არამედღარიბი მოსახლეობის ექსპლოატაციისათვის, რომელსაც სოფლადგლეხი-ჩარჩები (кулаки) ეწევიან.
სურათმა უნდა გვიჩვენოს ეს სიღარიბე, სადაც არ გააჩნიათწარმოების იარაღები იმისათვის, რომ შეძენილ იქნას საწარმოოიარაღები, აუცილებელია შეერთება შრომისა და მიწის, ხოლოშეერთებულ კოლექტივისათვის გამოდგება ტრაქტორი.
წითელი არმია წარმოადგენს გლეხობის სკოლას. სცენარისკეთების დროს ჩვენ, რასაკვირველია, არ გამოვსტოვეთ წითელი არმია,რადგან სოფლის კულტურისათვის იგი კოლოსალურ მნიშვნელობისშემცველია: წითელი არმია გლეხობას აძლევს არა მარტო საერთოგანვითარებას და კულტურას, არამედ პროფესიონალურ პირებსაც,მაგ. ტრაქტორისტს, რომელიც აუცილებელია ახალი სოფლისათვის.
მთავარ ელემენტს სურათში „სამანთან“ — წარმოადგენს შემდეგი:სოფლის ძველ, ესთეტიურ ჩვენებას, საცა სოფელი მოცემულია მხოლოდთავისი სილამაზის მხრივ, როგორც ოპერაში (რომელიც წარმოადგენსსოფლის სტილიზაციურ პრიმიტივობას) — ჩვენ დაუპირდაპირეთ ტრაქტორი, რომელიც ჰკლავს მთელ ამ ესთეტიურობას და შეაქვსმასში ინდუსტრიალურ-ურბანისტული საგნები.
აქედან გამოსულ ეპიზოდების გაშლა წარმოადგენს თვითონსცენარს (ტრაქტორისტის მნიშვნელობა სოფლის მეურნეობაში, მისი ბრძოლა ჩარჩების მიმართ, ტრაქტორის მუშაობის ღირსებები,წითელი არმიის როლი სოფლის მეურნეობაში და სხვა).
სცენარში პარალელურად ნაჩვენებია ქალაქი, როგორცსოფლის ხელმძღვანელი, რის გამო ბიუროკრატიზმი წარმოდგენილიაფორმალურად — კარგად, იოლი ფაქტიურად — გამასხარავების გზით.
ეს სოციალურ-ეკონომიური მომენტები — დამყარებულისოფლად მომხდარ ფაქტიურ მასალებზე — შეადგენს სცენარის მთავარღერძს. ხოლო, თუ კი სურათები შეიძლება დაიყოს პოეტურ დაპროზაულ კინო-ფაქტებად, მაშინ სურათი „სამანთან“ წარმოადგენს(ფორმალურად) ხუთ ნაწილად გაშლილ ფელეტონს. ტრაქტორი უნდაიქმნას გამოტანილი, როგორც კოლექტივიზმის იდეის მატარებელინივთი და ამავე დროს უნდა დახასიათდეს იმ საგნების მდგომარეობა,რომელნიც ტრაქტორის შემოსვლით სოფელში კარგავენ თავიანთ „დანიშნულებით“ ფუნქციას.

რეჟ. ლ. ესაკია ასისტ. ს. დოლიძე ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ. № 2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი