cover

ბენო გორდეზიანი // H2SO4 - რკალი პირველი

H2SO4 – რკალი პირველი

მე, პირველი უარვყოფ დღევანდლამდე არსებულ ქართულ პოეზიას. ეს არის თემა ახალი დათქმა გაბედული. ამით იხსნება „დაკავებული გზები“ –, გაქანება და გაგება ირკალება H2SO4 -ის რადიუსებით.

ქართული პოეზიის ყოველი შეხვედრა ნატანჯია სქელ-ტყავიან მრავალ ტანის პრიზმით ან სპარს ოსმალეთის გამხმარი ხერხემალით. სინტეზს გადაჰყვა ქართულითავი და უთავო გაგება დღეს მიღებულია. ქართულ პოეზიაში მუდამიყოდაწყება; მზად ჰქონდა. დარბილება და შეფარება ბოლოს 0. არც ერთი პერიოდი ქართული პოეზიის არ ტანჯულა ამორ ფატუ-ს ფორმულით, და აქედან იწყება ეროვნული უსახეობა. მაგალითები მეტია, რადგან ჩვენი პოეზია დღემდის მთლიანად არის ამის მაგალითი. ქრონოლოგიურად: მეფეთა ტანტალი ხილთა ქების წერაში, – ვარდ-ბულბულიანის და გადასულ წლების მოგონების პერიოდი მაჯის მოდუნების დროს, ილია, აკაკი და მოდგმა მათი მოტირლების. ხდება არევა: – პუბლიცისტიკა და პოეზია, – შიგა და შიგ უსაშინელესი ნადსონიზმი და ბოლოს 1916 წელი – ჟურნალი „ცისფერი ყანწები“ – იწყება იმედი უსრულებელი და მოხეთქა მრავალი გზებით. მოხდა უდიდესი აქტი; პოეზია გასცდა საქართველოს საზღვრებს და ბალმონტით შემოპარული პოეტები საფრანგეთს ჩაესიძენ. დაიწყო ისევ შეფარება და ახალი ორიენტაციის გამონახვა ქართულ პოეზიაში. გაწყდა ტვინის ჭაპანი და ქართულ პოეზიას შერჩენ დონკიხოტები. კომედია დამთავოებული იქნებოდა რომ ახალი ფორმულა: „მიწასთან დაბრუნება“ არ მონახულიყო (აქაც მფარება: გერმანეთის ექსპრესიონიზმი). ერთის გადაჭრით შეიძლება: მანქანის და გაბედულ „ამერიკანიზმის“ ხანაში ქართული პოეზია მიმბაძველობით მივიდა პირველ ყოფილობამდის. პირველის გაპირველება=ველურობა, ველურობა მუდამ=0.

დადგა გზა ძველი და რკალი გაუვალი. იქნება, თუ არ მოხდა მიღება H2SO4-ის ფოკუსი ეს არის: ჯვარი პოეზიის ყველა გზებზე და დაწყება ახალი, ქართული თავით.

ჩემთვის ცხადია: ტარიელ მკვლავაძენი ამ რაკუსს ვერ გაიგებენ, მაგრამ მოდის მოდგმა მაგათი საქართველო სარკოლაგი შებრუნებული პირით ).

გაზ. „ტრიბუნა“ 1923 წ. №513

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი