cover

ბენო გორდეზიანი // ასე ფიქრობ ლიტერატურაზე

ასე ფიქრობს ლიტერატურაზე

მწერლობა მრავალ ნაირია: უმცირესობა წერტილსა
და წერტილს შუა ხარჯავს ფუთ კალამს; უმრავლესობისათვის
ეს ღირს ერთი კალამის ერთხელ ამოწება.

ჩემთვის უცნაურია ასეთი მოვლენა: ქოთანი ყვავილით ==
ქალს, მაგრამ თამარ დედოფალის სახესა
და მისი პორტრეტის შუა არის მრავალი საუკუნე.

საქართველოში ბრძენი მრავალია: ი. ვართაგავამ
აღმოაჩინა ფუტურისტები: ბოდლერი, ვერლენი და რემბო,
გრიგოლ რობაქიძეს ბუასილიანი დადაისტი ჰგონია.
ამიტომ არის საჭირო N₂SO₄.

ბევრი კითხულობს: რა არის N₂SO₄? უპასუხებ:
თუ გსურთ გაიგოთ, გააშიშვლეთ
ტემპერამენტიანი კულტუროსნები. N₂SO₄ ყალბი სქესის
მტერია.

საქართველოში ორი რამ მაწუხებს: ლექსი და ჩემი თავი.
ლექსზე ფიქრობს – ვისაც აკლია ნივთი და მეოთხე
განზომილებას გრძნობს; ადამიანი მაშინ არის
მიმზიდველი, თუ მბრუნავი მოძრაობა ახასიათებს.

მე რომ თავაზიანი კაცი ვარ – ბევრსა ვგონივარ კეთილშობილი,
ეს უფულობის ბრალია.

გაზ. „დროული“ 1926 წ. №2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი