ბიძინა აბულაძე // მოგზაურობა
გულზე ჟეტონით პროვინციიდან მოდის მამალი
ფეხებზე არის შტანგების დოღი.
ლექსების დოღი
ან სახელები ყველა პოეტების
არავინ იცოდა ჩემს მეტმა ეს ზღაპარი
ჩინეთის მკერდზე ჩინდარივით ჩამოსობილი
ან თეირანში სპარსული ლოცვა
– ოდა გაფრენილ საინზე
ფანჯრებზე ვხედავთ ყველა ბაცილებს
სულს გასივებულს ცხელ კარტოფილით,
ფიქრობს შემთხვევით პატიოსანი ქართველი.
საჭირო არის მამადავითს დავაჯდე
შუბლზე და მტკვრიდან ვუშვა საპნის
ბუშტები
ალო;
ბაზარზე დაეცა ლექსების ფასი
გული ურბილდება ტირილით გოგოს
ასეთი არის ლირიული მოგზაურობა
გზა და გზა
დაიზნიქება ჩემი ტანი ჰაერში საბრალურათ
ჩექმების ცხვირზე დამაწვება მსოფლიო ბურთი
ხო-ხო-ლია-ხო
ავსტრალიაში მიდის პროპაგანდა
ჩემი ფეხების საჯარო ვაჭრობის
მე მინდა ვიყო ბორდოს თავად
ან ინდოეთის ბოგდიხანი
ხხხა-ხა.
თავის გაბეზრება სიტყვების ბანდალით
მადა გახსნილი დეზერტირი დგება დეზებზე.
ვალეტების კავალერია ბანდა
მიწა – ცომი და ინვალიდის ცალი ფეხი გადგება მზეზე
უცდის დიაგნოზს და მანიკიორს დაიკრავს შუბლზე
შურდულათ მხრებზე აბრა დარაბებს
რგო: – დასასრული მოგზაურობის
ექსპლოატაცია დაიწყო პირველათ ჩემი ქუდის
როცა ტფილისი გადაიქცა ლირიკის ბაზათ
და ეიფელს დაემუქრა კომინტერნი
როგორც ყვირილით დაბერილი ბულვარის ყბები
იდგენ სახლები სოველ პრობკებივით
როცა ცირკებზე ქანაობდა ტანი აკრობატის.
კულუარებში.
ავსტრალიურ სიზმრების ბომბებს
რკინის ფანჯრებზე ჩამოშრება ლაქის ნარეცხი
პეროქსიდი ცნობები:
1 ზამთრის ბაკენბარდები უფრო ბერდება
ვინემ ქუსლებზე დამდგარი მზერა
ან კონგოს პირზე კონსერვებში ბაყაყის
ხორცი
ბეტონ-ბეტონზე გაირბენს თვალი
მოფრენილ ტანით ვუბრუნდები ისევ პოეზიას
2. ლოზუნგით დაზგებზე ხალხი დავაპურო
და შორი-ახლო გავიარო ავტომობილთან
ინგლისში ყველაზე მეტად იზრდება
ინდუსტრია
ტრედების კრედო-ბღავილს მისდევს ტრიუმფი რკინის
და აშენებენ ახალ კრეისერებს.
რომ სპორტსმენების ტრანსპორტები
დაგზავნონ ყველგან
არის პროექტი-ომი ბუზებთან
3. ცხვირიდან მცვივა ცემა რგოლების
და გაგორების ეპილეპტიკა უცდის კარნავალს
გამხმარი ზურგის ორნამენტებით.
4. ჩემთვის სოფელი არის გადამღერება
და გამასხრება ყველა სახელების
დღეს ოხრახუშის სახელია მაკედონელი
და პერგამენტზე გადინახეთ როგორც საბუთი
როცა ფორთოხლით მზე დაიწყებს ფეხებზე ბანდალს.
გამოგიგზავნით ორსულ ყბიან მემორანდუმებს
როგორც ლორენეცო დავუბრუნდი მეფის ტრიუმფალს
მთელმა აზიამ იბორკილოს გამწვარ თითებზე
მზის წინააღმდეგ რომ ჩამოდის ქერცლი თავიდან
ფუნიკულორ!
ფორმულებით წერა გათავდა...
რკინის ფეხებით შემოვურბენთ ოთხჯერ
პოლიუსს
ყველაზე ლამაზ ცხვირს მოჭრა მოელის
შრრშრა-— „ზაკროსტა“
1924 წ. H2SO4