cover

რაჟდენ გვეტაძე // მარო მაყაშვილს

მარო მაყაშვილს

მე არ გიცნობდით, ამორძალო, სწორო თამარის, —
მაქვს სანანებლათ თქვენი სახის უნახველობა.
მაგრამ ამბობენ: რაфაელის უნდა ხელობა
თქვენს ნამდვილ პორტრეტს, დღეს რომ ვარდი ფარავს სამარის.
ო, არ დაგცალდათ ნაზი ცქერა მზიან კამარის,
და როს იგრძენი, გშორდებოდა უნაღველობა —
გტანჯავდა უხმოთ განწირული ბედის ქველობა
და სიყვარული საქორწილო თეთრი ქამარის.
მოსჩანს მთვარეზე განწირული მამაცი ჯარი.
და უჩვევ შიშით ვეფარები ქვის მოაჯირებს:
მოულოდნელათ თქვენს სასთუმალს მოძვრება ჯვარი —
ვით ქაფის სვეტი წამოდგებით გაშლილ ქოჩორით.
და მოგონებით გულდაწყვეტილს დიდხანს გაჩერებს:
ქოროღლის ციხე, ტაბახმელა, რუხი კოჯორი.

ჟურნ. „მეოცნებე ნიამორები“ 1921 წ. ოქტომბერი № 6

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი