cover

დავით გაჩეჩილაძე // ყოველდღიური ტფილისი

ყოველდღიური ტფილისი

ყომრალ შუბლიდან ჩემი ფიქრი გამომსხვრეული
კიბით კედლებზე მოფოფხავი მიიზლაზნება.
ვყნოსავ საათებს,
ვით პატარა დროთა სხეულებს
ჩახმა წუთებში სიხარული და მოსაზრება.
მოვიღუნები
რომ საკუთარ გულში ჩავხედო.
სად თოვლიანი სართულები მწყობრათ დადიან,
სადაც კივილი
რკინის ქალაქს ჩაუბადია
გიგანტებივით და ღმუილით დგანან ქარხნები.
აგერ პოეტი იმპოტენტი
ამაყად მიდის.
სისხლიან ლექსებს დაახველებს მშრალ სტრიქონებით.
უდგას სოფელი ფეხშიშველი.
პატარა გოგო
პეშვებით როგორ
ამოიღებს ვარსკვლავებს ტბიდან.
არ შეიძლება
უცებ სული აიტორტმანო
და წისქვილების ბორბლებიდან სევდა მოროშო,
ხედავ
სიჩუმე დამტვრეულა შავ მოტორებთან.
ყრია ნივთებათ გადმოღვრილი დღეთა ხოროში.
არ შეიძლება,
რომ უცქირო ცას მოკრძალებით
როცა თითებში გამოსჭვივა ბოლი და ციფრი.
ახროტინებენ ტრამვაები და ვოკზალები
შესახვევებში გადაღუნონ უცებ სირბილი.
ხან კი უეცრათ
ჟრუანტელი დაგივლის ცამდე.
გაჯავრებული კვლავ გადახსნი ფიქრთა ჩემოდანს.
როგორ ელიან
მაგიდებზე დადგან სადილი
და სარკეებში ღიმილები აშენდებიან.
აქ საჭიროა
უცებ ყრონტი შევატრიალო,
„უპირველესათ ამხანაგო გვმართებს კაცობა“
ან და გუგადან გადმოვყაროთ
ცა
ვიტრინები,
ფანჯრები, თოვლი და ფარნების დეკორაცია.

გაზ. „დროული“ 1926. წ. №2.

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი