cover

აკაკი ბელიაშვილი // ლექსი რაღაცას შესახებ

ლექსი რაღაცას შესახებ

„ეს ლექსი მორალია, როგორც თივა
და უგემური, როგორც ინგლისური მარილი“.
ა. ბელიაშვილი

ქვეყანა მთელი ძლიერი, დინჯად ატირებული,
გაეკიდება საუკუნეს ცახცახით და გამომეტებით.
თუ გადაუდგა გზაზე დიდი უბედურება,
დატრიალდება სოფელი გატრუსულ კეტებით.

მერე აიტუზება ხმელი და ავი წელიწადი,
ჯარის კაცებით მიაჭრევენ დეებს.
თუკი სისოვლემ მიწაზე ბევრი იცადა,
ლოცულობენ, რომ დადგეს ყვითელი სიცხე.

მუდამ მოძრაობას მისდევენ მარტო და ძლიერი მარდად,
გადიხლართება ერამიანეში მარტივი ნივთები.
საუკუნის გამხმარი ხელები თუ გაიმარება,
მოიქუფრება რკალივით ავადმყოფი მოდგმა ადამიანების.

„ლიტერატურა და სხვა“ 1924-1925 წ. № 1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი