cover

ნიკოლოზ შენგელაია // ბიმურზოლა

ბიმურზოლა

გული მკერდში ისე მყავდა,
როგორც ვეფხვი გალიაში.
ფესვებ ჩასკვნილ მუხას გავდა,
დაგორებულ კლდეებს მთაში.
მოფიქრება ვაჟკაცს შვენის,
გულს კლდეებზე მარდად ხტომა.
კუნთი ჰქონდა ურა ცხენის
და ბედის ცდა მოინდომა,
ღამე მღვრია ენგურს ჰფარავს,
ძარღვი კისერს ხუთავს ღვედად,
ვეღარ ითმენს მთაზე კარავს
და შეხვედრას უცაბედათ.
ქარი ფაფარს აფრად ფანტავს,
გზა ევლება მთას მოხვეულს.
ვაჟკაცს ვერვინ დაუძრახავს
ტრფობას სისხლში გამოხვეულს.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. No 1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი