cover

პრესაში დაცული ცნობები

ჩვენებური სიმბოლისტები და ფუტურისტები ეპირებიან თურმე, კონფერენციის მოწვევას
საერთო ქართველ მწერლე ბის კონფერენციის შემდეგ.

გაზ. „სიმართლის გზა“ 1917 წ. №1 გვ. 4


ქართველ ფუტურისტების პირველი საღამო

პარასკევს, 23 მარტს სახელმწიფო 1 კონსერვატორიაში ქართველი ფუტურისტები გამართა-
ვენ თავის პირველ, გამოსვლითი ხასიათის საღამოს „N2შO4“. რადიუსები“ შემდეგი პროგრამით: I
სიტ ყვა — ბესარიონ ჟღენტის; „მანიფოდეკს“— სიმონ ჩიქოვანი; II მოხსენებანი: „ახალი ვალიუტა“
— ნიკო, –თავდგირიძე. „ქალაქი“ — ბენო გორდეზიანი; „=ლ=1=3“ — პოლ ნოზაძე; III სიტყვა სახი
მეტყველება; IV ხელოვნება ხმაურის; V მხატვრობა, მუსიკა და სხ. და სხ...
ბილეთები იყიდება ამ თავითვე დაწყება 8 ს—ზე.

გაზ. „ტრიბუნა“ 1923 წ. № 421


ხელოვნება

მომავალ შაბათს და კვირას, წაღვერსა და ბორჯომში ბენო გორდეზიანი, სიმონ ჩიქოვანი და პოლ ნოზაძე წაიკითხავენ საჯარო ლექციებს ქართულ „ფუტურიზმზე“ და მოაწყობენ
დისპუტს.

ბესარიონ ჟღენტი ივლისსა და აგვისტოში დასავლეთ საქართველოს ყველა დაბა ქალაქებში წაიკითხავს საჯარო ლექციას „ქართული ფუტურიზმი“ — საპაექროთ:

გაზ. „ტრიბუნა“ 1923 წ № 513


სამშაბათს, 7 ივნისს, ქალაქის თეატრში

გაიმართება საჯარო კამათი.

პაოლო იაშვილი

წარმოსთქვამს მოხსენებას

ჩვენი მოსვლა, ჩვენი ყოფნა ჩვენ მომავალში.

სიტყვა ხელოვნებას, ხელოვნება წარსულში და დღეს. მიზანი ხელოვნებისა, ახალის
მოვლენა და ყოფილის დანიშნულება. სიმვოლიზმი, მარადი საფუძვე ლი ხელოვ ნებისა, საფ-
რანგეთის სიმვოლიზმი და ბრწყინვალე თავადები. სივოლისტები ბელგიაში, სიმვოლიზმი,
როგორც შკოლა და სიმვო ლიზმი, როგორც აუცილებლობა. მხედარნი სიმვოლიზმისა რუ-
სეთში. „ცისფერი ყანწების მოვლენა“ კრიტიკა და ხალხი, რა სთქვა კიტა აბაშიძემ? გრ.
რობაქიძე. მხატვარი და საზოგადოება. ფუტურიზმი. როგორ ესმისთ ჩვენში ფუტურიზმი.
ფუტურიზმი და, „ცისფერი ყანწები“ იდუმალება პოეზიის და ლექსის გრძნეულება. ფორმა
და მუსიკა: გზა არსებული და გზა სასურველი. ხელოვნება მარადში, ჩვენ მომავალში.
მოხსენების შემდეგ კამათი.
დასაწყისი საღამოს 81/2 საათზე. ფასები ჩვეულებრივია.

გაზ. „ჩვენი მეგობარი“ 1916 წ. № 76

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი