რ. ი. - დადაისტები
დადაისტები
Dada ne signifie rien (Dada 3, 918) Dilettanten, erhebt euch gegen die Kunst (დადაისტების გამოფენის პლაკატი ბერლინში, 1920 წ. ივნისი)
შეიძლება მეზღვაურები იმიტომაც არიან რევოლიუციონერები რომ მათ არ აქვთ სამშობლო, საკუთარი ჭერი, კერა და ისინი ყველგან და თანაბრად იმყოფებიან ცჰეზ სუი? შეზღუდვას სივრცეში ეთანაბრება შეზღუდვა დროშიაც რომლისთვისაც მატერიალია დღევანდელი დღე. მაგრამ ეხლა, მიუხედავად იმისა, რომ ვიზებით, ვალიუტებით, სხვადასხვა ხარისხის კორდონებით ევროპა გადაიქცა მრავალ განყენებულ წერტილად, დეე წიგნები და სურათები ნუ გაივლიან გზას, გარშემორტყმული სახელმწიფო საზღვრების ვალიუტების. დღეს თუ სანოვაგის ფასმა აიწია, მშიერი მოქალაქე „განიცდის“ მსოფლიო პოლიტიკას... ხანაა დირიჟაბლებისა: რა ეთანაბრება ამნაირ ეპოქას სამეცნიერო ცხოვრებაში? „ათას ერთი მაგალითის“ მეცნიერებას, რომელიც აუცილებელია „ასე იყო, ასე იქნება“-ს ფორმულის დღეებში, როდესაც ხვალინდელი დღე მოვალე იყო მსგავსებოდა დღევანდელ დღეს, და პატიოსან ადამიანს ჰქონოდა chez soi, იწყება მეცნიერება შესახები. გუშინ ფიზიკოსისთვის თუ ჩვენი დედამიწა არა, ჩვენი სივრცე, ჩვენი დრო იყო ერთად ერთი და ყველაფერი ეხლა ყოველივე გამოცხადებულია კერძო შემთხვევებად. ძველი ფიზიკის ნაშთიც აღარსად არის, ძველს ფიზიკოსებს მხოლოდ ერთი არგუმენტი დარჩათ: „საღ მოსაზრებას მოკლებული“ და სხვ. უდიდესი ისტორიკოსი ოსვალდ შპენგლერი თავის ცნობილ წიგნში „დაღუპვა დასავლეთისა“ (მიუნხენი, 1920 შპენგლერის წიგნი „დასავლეთის დაღუპვა“ პირველ წელს გამოიცა 32, ხოლო სამი წლის განმავლობაში 53-ჯერ.) ამბობს: ისტორია, როგორც მეცნიერება არ ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო, და უპირველეს ყოვლისა არ იყო შეგნება პროპორციის. ასე ზანგი ყოფს დედამიწას: თავისი სოფელი და „დანარჩენი“, მთვარე უფრო პატარაა, ვინემ მისი დამფარველი ღრუბლები, შპენგლერის მიხედვით როდესაც კანტი ფილოსოფოსობს ნორმებზე, იგი დარწმუნებულია თავის დებულებების სიმართლეში ყოველი დროის და ყველა კუთხის ადამიანისათვის, მაგრამ იგი არ გამოსთქვამს ამას, რადგანაც მისთვის და მისი მკითხველებისათვის ეს თავისთავად იგულისხმება, ამავე დროს კი მის მიერ შემუშავებული ნორმები სავალდებულოა მხოლოდ დასავლეთის აზროვნებისათვის.
დამახასიათებლია: თორმეტი წლის წინად ვიკტორ ხლებნიკოვი სწერდა: „კანტი ფიქრობდა განესაზღვრა ადამიანის აზროვნება, მაგრამ მან გვიჩვენა საზღვრები გერმანული გონებისა. აი სადაა ცოტაოდენი დაბნეულობა მეცნიერის. შპენგლერი ადარებს თავის რელატივისტურ სისტემას კოპერნიკის აღმოჩენას. უფრო სწორი იქნებოდა ამ სისტემის ეინშტეინთან შედარება: კოპერნიკის სისტემას უფრო შეფერის ქრისტიანობის ისტორიიდან კაცობრიობის ისტორიაზე გადასვლა. შპენგლერის წიგნმა დიდი კორიანტელი დააყენა. „ფოსსიშე ცაიტუნგ“-მა გამოიყვანა: „ახ, რელატივიზმი, რად გინდათ ეგ სამწუხარო ამბები!“ გამოქვეყნდა ვრცელი წიგნი, შპენგლერის სისტემის წინააღმდეგ... ეს საწინააღმდეგო სიტყვა გაისმა ეკლესიის კედლებიდან — ეს: იზრდება ვატიკანის ძალა არასდროს პაპას არ ჰყოლია იმდენი ნუნციები. უბრალოდ კი არ გამოაცხადა ამასწინად საფრანგეთის მთავრობამ, რომ როგორც იქნა საფრანგეთმა თავი დააღწია რევოლუციონურ დიდებასო და ხაზს უსვამდა თავის ღვთისმოშიშეობას.
მეცნიერების ყველა დარგებში იგივე განადგურებაა, უარყოფა ადგილობრივი პერსპეკტივებისა: ანბანური მოსაზრებანი, სულ ცოტა ხნის წინად ურყევნი, ნათლად ამჟღავ- ნებენ თავის დროებით ხასიათს. ბუხარინი თავის წიგნში „Эконимика переходнаго времени“ ხსნის უაზრობად გახდომას მარქსისტული შემეცნებისას: „ღირებულება“, „საქონელი“ და სხვ., მათ გამოუყენებლობას თანამედროვეობაში.
აქედანვე სურთ გამოიყვანონ ფუტურიზმის ესტეტიკა, რომელმაც მოითხოვა სწერონ მშვენიერება და ხელოვნება დიდი ანბანებით, მაგრამ დასავლეთის ფუტურიზმი ორსახიანია: ერთის მხრით მათ ესმისთ ტავტოლოგია მომავალი ფორმულის: ჩვენ შვენიერების სახელით ვარღვევთ ყოველგვარ კანონებს, საიდანაც გამოდის, რომ ისტორია ყოველი ახალი მიმდინარეობისა წინანდელთან შეფარდებით არის დაკანონება უკანონობისა და ამიტომაც ცხადია, არ შეიძლება იყოს რაიმე სანქცია. რა კი გამოცხადებული ახალი მშვენიერების ნაცვლად რჩება შეგნება განკერძოების, ეპიზოდიურობისა. თითქო ცხადია — პირველად მეცნიერ-ისტორიულ ფუტურისტებს სახელდობრ ისტორიულობის ძალით გადაჭრით უარ- მყოფელთ წარსულისა, არ შეუძლიათ შექმნან ახალი კანონი, მაგრამ მეორე მხრით დასავლეთის ფუტურიზმი ცდილობს გახდეს მხატვრულ მიმართულებადი (1001-ად). „ფუტურიზმის კლასიკოსები“ — ეს ოკსიუმორონია თუ ფუტურიზმის პირველი კონცეპციიდან გამო-ვალთ. ამისდა მიუხედავად, იგი კლასიკებთან ან მათით საჭიროებასთან მივიდა. „ერთი უამრავი იზმ-თაგანია“ – სთქვა კრიტიკამ და იპოვა აქილესის ქუსლი. საჭირო გახდა ახალი გამოყოფა — „მიმდინარე მომენტის რელატივისტური ფილოსოფიების პარალელური გამოსახულება, „არააქსიომა“ — როგორც განაცხადა ერთმა ლიტერატორთაგანმა გიულზენ- ბეკმა. „მე წინააღმდეგი ვარ სისტემის; ყველაზე უფრო მისაღები სისტემაა — არც ერთი მათგანის არქონა“ — დაუმატა მეორემ, საფრანგეთის რუმინელმა ცარამ. ამას მოყვება საომარი ხმები, რომლებიც იმეორებენ მარინეტტის. „ძირს ყველაფერი, რაც მუმიას ჰგავს, რაც მკვიდრად და შეურყევლად ზის“. აქედან „ანტიკულტურული“ პროპაგანდა. თუ თქვენ გაკანკალებთ ზრუნვა, მოწყალეო ხელმწიფევ, თქვენი ცოლების მორალი, თქვენი მზარეული ქალების მშვიდობიანობა, თქვენი სახელმწიფოს შიშისაგან უზრუნველყოფა, თქვენ მართალი ხართ, მაგრამ რა უნდა ჰქნათ? თქვენ ხედავთ, რომ ცეცხლი გაჩაღდა“ (Ribemont- Dessaignes). „მე ვანადგურებ, – გაიძახის ცარა დიდი პათოსით — თავის ქალა კოლოფებს და სოციალურ ორგანიზაციას. ყველაფერი დაემორჩილება დემორალიზაციას“.
საჭირო იყო მონათვლა ამ „უსისტემო“ ესტეტიური შფოთისა, ამ „უდიდეს საერთა- შორისო მხატვრულ მიმდინარეობათა ფრონდისა“ — როგორც სთქვა გიულზენბეკმა. 1916 წელს დაარქვეს „დადა“. ამ სახელწოდებამ მოყოლებულ კომენტარიებით ერთბაშად გამოაცალა კრიტიკოსებს უმთავრესი იარაღი — ბრალდება შარლატანობასა და გაიძვერობაში. ფუტურიზმი უმღერის სწერდა მარინეტტი და ჩამოთვლიდა საგნებს რასაც უმღერის ფუტურიზმი. კრიტიკოსი აიღებდა ფუტურო-ალმანახს, ფურცლავდა და გაიძახოდა — ვერა ვხედავ! ფუტურიზმი დაასკვნის, ფუტურიზმს მოაქვს, წერდენ იდეო- ლოგები. სიმვოლისტური ეკზოტერიკით დასნეულებულნი:— ვერა ვხედავ! მატყუარე- ბი! — უპასუხებდა კრიტიკოსი. ფუტურიზმი — ხელოვნებაა მომავლის, ფიქრობდა იგივე რა უსინდისობაა! ექსპრესიონიზმი, სახეთა ხელოვენებაა სტყუით! მაგრამ „დადა“ — რას ნიშნავს „დადა“? — „დადა“ არაფერს არ ნიშნავს — ერთმანეთს არ აცლიან დადაისტები — არაფრის სუნი არ აქვს, არაფერს არ ნიშნავს — ამბობს დადა — მხატვარი პინაშეა. დადაისტების მანიფესტი წინადადებას აძლევს მოქალაქეებს შექმნან მითები დადას შესახებ. „დადა აღიზიანებს აზრს, ამიტომაც თვითეული ქმნის ამის გამო თავის დრამატიულ ინტრიგას“. „მანიფესტი აცნობებს ეტიმოლოგიის მოყვარულებს, რომ ზანგები „დადა“-ს უწოდებენ საღვთო ძროხის კუდს, იტალიის რომელიღაც ოლქში „დადა“ ნიშნავს დედას, ისე, როგორც საქართველოში, რუსულად „და“ ნიშნავს „ჰო“-ს, „დი- აღ“-ს და სხვ. ასეთი. მაგრამ „დადა“ არ ნიშნავს არც ერთს, არც მეორეს, არც მესამეს. ეს ევროპის ორომ-ტრიალში გადასროლილი უმნიშვნელო და უაზრო სიტყვაა, რომლითაც შეიძლება ჟონგლერობა გასწიო à l’aise, მოუმატო რაიმე აზრი, მიუმატო სუარიქსი, შექმნა რთული სიტყვები, რომლებიც თავის მხრით შექმნიან საგნობრივობის ილიუზიას. დადასომ, დადაიამა და სხვ. „სიტყვა დადა ნიშნავს მოძრაობის ინტერნაციონალობას, სწერს გიულენბეკი; თვით კითხვა, — რა არის დადა — „არა დადაისტურია — ამბობს იგივე, „მაშ რა სურს დადას?“ — დადას არაფერი არ სურს. „მე ვსწერ მანიფესტს და არა მინდა რა. მე პრინციპის გამო წინააღმდეგი ვარ მანიფესტების, და საერთოდ უნდა ვთქვა, წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი პრინციპების“ — ასე ამბობს ტრისტან ცარა.
მაგრამ უსინდისობას და წვრილმანებზე თამაშს ვერ დასწამებთ დადაისტებს, დადა სინდისიერად აღნიშნავს „თავისი არსებობის მეტად მცირე ხანს“ აი ისტორიული რელატივიზმი. ამავე დროს პირველი შედეგი ყოველივე ამისა არის ყვირილი: „ძველი ხელოვნება მოკვდა“ ან „ხელოვნება მოკვდა“ მოყვირალის ტეპერამენტის-და მიხედვით. პირველი ძახილი ასტეხეს ფუტურისტებმა Vive le futur, მათ მიცვივდენ დადაისტები, — რა საქმე აქვთ მათ, მომავ- ლამდის მყოფ მხატვრებს, à bas le futur ფუტურ, დილეტანტებო, აღსდექით ხელოვნებისა და პირველივე სიტყვის პოეტიკის წინააღმდეგ“. ვინაა დადა პროფესიით? მოსკოვის სამხატვრო არგოს თქმით, ისინი არიან „სიტყვის მხატვრები“. დეკლარაციები მათ უფრო მეტი აქვთ, ვინემ ლექსები და სურათები და საკუთარი რამ, თავისი მათ ლექსებსა და სურათებში არა მოეპოება რა რუსულ და იტალიანურ ფუტურიზმთან შედარებით. მსოფლიო პოემები ხმო- ვან ასოთაგან, საგუნდო ლექსები (სიმულტანიზმი) მუსიკა ხმაურობის, პრიმიტივები, თავისებური პოეტური ბერლიცი: დასასრულ, პაროქსიზმები გულუბრყვილო რეალიზმისა! „და- და აღჭურვილია საღი აზროვნებით — მაგიდაში ხედავს მაგიდას და ქლიავში ქლიავს“. მაგრამ ამაში როდია საქმე. და დადას ეს ესმის. „დადა მხატვრული მიმართულება არაა ამბობენ ისინი. „შვეიცარიაში დადა აბსტრაქტიული (უსაგნო) ხელოვნებაა, ბერლინში კი წინააღმდეგ. საგულისხმოა, რომ იშორებენ უშინაარსო ფორმის და შინაარსის ლეგენდარულ კოალიციის პრინციპებს, მხატვრულ ფორმებზე ძალადობას იქით ფერის, უსაგნო ფაკტურის, კუთზკ, ფანატიური სიტყვის იქით დასავლეთი მივიდა არაორაზროვან დადაისტურ ფორმულამდე: „nous voulons, nous voulons, nous voulons... pisser en couleurs diverse შეფერადება როგორც ასეთი, მხოლოდ ტილოა შეცვლილი, როგორც უკვე მოსაწყენი ნომერი ატრაქციონისა. ატრაქციონის ერთ ნომრად გადიქცა დადასათვის პოეზია და მხატვრობა, სხვები აბობენ, რომ ისინი იკავებენ ჩვენს შეგნებაში უზომოდ მაღალ ადგილს, მხოლოდ ტრადიციის გამო. ინგლისელები ისე დარწმუნებული არიან შექსპირის გენიალობაში, რომ საჭიროდ აღარ თვლიან მის წაკითხვასაც კი“ სთქვა ობრი ბერდსლეიმ. ჩვენ მზადა ვართ პატივი ვსცეთ კლასიკოსებს, მაგრამ ვამჯობიებთ ვიკითხოთ ვაგონური დეტეკტიური, ადულტერული ლიტერატურა, ე. ი. სიტყვიერება, სადაც სიტყვა ნაკლებათ გამოისახება. დოსტოევსკი აქა-იქ სტრიქონებით რომ იკითხო, სულ ადვილია მისი ბულვარულ რომანად გადაქცევა, ეხლაც დასავლეთში მის კინოებში ნახვას უფრო ეტანებიან თუ თეატრები სავსეა, ეს უფრო ტრადიციის ბრალია, ვინემ დაინტერესების. თეატრი კვდება და ცოცხლდება ელექტრო. ეკრანი თანდათან ცილდება სცენას, თავისუფლება თეატრალური მთლიანობათაგან, თეატრალურ mise en scène-ისაგან; უთუოდ თანამედროვეა აფორიზმი თადა მერინგისა: იდეიის პოპულიარობა გამომდინარეობს მისი ანეკდოტიური შინაარსის ფილმზე გადატანის შესაძლეობისაგან. მრავალფეროვნებისათვის დასავლეთის მკითხველი იღებს ცოტაოდენ სიტყვიერ პილპილს. ჩვენ გვინდა ამნაირი ლიტერატურა სწერს პარიზის Le siècle. სამხატვრო ბაზარზე არასდროს იმდენი ძველი ხარა-ხურა არ გამოტანილა, რამდენიც გამოიტანეს წარსულის უარისმყოფლებმა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, რაღაც ეკლეკტიკოსებია, მაგრამ ეს არ არის მუზეუმური ეკლეკტიზმი პატივისცემისა და მოწიწების, არამედ აჭრელება შანტანური პროგრამისა (თადა — პირველად ჩაისახა ციურიხის კაბარეში), მაორიის სიმღერა იცვლება პარიზის შანსონეტკით, ლირიკაზე მოხსენებული ფერალების ეფეკტებით. „ძველი მისაღებია თავისი სიახლით, და კონტრასტი ჩვენ გვაკავშირებს წარსულთან“, ხსნის ცარა.
ბავშური ანტი-ფრანგული გამოსვლები საფრანგეთის დადაისტების, და ასეთივე ანტიგერმანული გერმანელების, ათის წლის წინად გულუბრყვილო და უმიზნო გამოსვლებად ჩაითვლებოდენ. მაგრამ ეხლა, როდესაც ანტანტის ქვეყნებში გამძვინვარებულია, ლბილად რომ ვსთქვათ, ზოოლოგიური ნაციონალიზმი და საპასუხოდ გერმანიაში იზრდება ნაციონალური სიამაყე დამონებული ერისა, როდესაც ბრიტანეთის სამეფო საზოგადოება ფიქრობს ეინშტეინისათვის მედალის მიცემას, რათა გერმანიაში არ იქნას ოქრო გატანილი. როდესაც საფრანგეთის გაზეთები აშფოთებული არიან კნუტ ჰამსუნისათვის ნობელის პრემიის მიცემით, რადგან მას გერმანობილობას სწამებენ; როდესაც იმავე გაზეთებს პოლიტიკურად უმანკო დადა გერმანული მახინაციები და ინტრიგა ჰგონია, — დადაისტური ფრონდა ადვილი გასაგებია, და — ერთი იმ არამრავალთგანია დღევანდელ მომენტში — როდესაც სამეცნიერო კავშირებიც კი დაირღვა, იგი ბურჟუაზიულ-ინტელიგენტური ინტერნაციონალის კავშირია. ბაუენი სწერს: „დადა ინტერნაციონალური სასტუმროების ნაყოფია.
წრე, რომელმაც ასაზრდოვა დადა, ესაა სამხედრო ავანტიურისტული ბურჟუაზია, სპეკულიანტები, ნუვორიშები, ნეტისები, და რაღაც ამნაირი სახელები. მათმა სოციალურ-ფსიქოლოგიურმა ტყუპებმა ძველს ისპანიაში წარმოშვეს ეგრეთ წოდებული ეშმა- კური ნოველლა. მათ არ იციან ტრადიცია (Je ne veux même pas savoir s’il y a eu des hommes avant moi) მათი მომავალი საეჭვოა (à bas le futur) ისინი ისწრაფიან წაიღონ თავისი („Nimm und Gib dich. Lebe und stirb“) ისინი განსაკუთრებულად მოქნილი და შემგუებელი არიან (man kann mit einem einzigen frischen Sprung entgegengesetzte Handlungen gleichzeiting begehen) მხატვრები თავიანთი საქმის (Geschäfte sind auch poetische Elemente) ომის დროს მოხსენებას არ აკეთებენ (leute noch für den Krieg) დასასრულ ისინი ძალიან მაძღრები არიან და ჯერჯერობით არჩევენ კაბეებს (es hält den Krieg und den Frieden in seiner Toga, aber es entscheidet sich für den Cherry Brandy Flip). (B. T.). ასეთნი არიან დასავლეთის დადაისტები.
რ. ი.
გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი 1922 წ. 3 დეკემბერი № 5