cover

პროზაული ტექსტები

პოეზია

Dition.

(ფარსი ერთ მოქმედებათ, ანუ ფუტურინტების სეზონის გახსნის სტენოგრეფიული ანგარიში).

სცენა წარმოადგენს კონსერვატორიის დარბაზს.
თავმჯდომარე — კრებას მე ვხსნი… გთხოვთ!.. მოითმინეთ!.. ჩვენ შევირჩინეთ მარტო
სახელი „ფუტურიზმი“! ეს სახელი ქართულათ კარგათ გამოდის, იტალიურათ, რა ჩვენი
საქმეა, რას ნიშნავს? ჩვენი ამხანაგები გენიალურათ სწერენ.. სწერენ და სწერენ…
ხმა ხალხიდან. — მერე, რა გამოდის ამ წერიდან?!.
თავმჯდომარე — ხელს ნუ მიშლით, თორემ დამებნევა აზრები. მართალია, ყველა არ
ვწერთ, მაგრამ ეს სულ ერთია. ეხლა სიტყვას ვაძლევ ნიოგოლ ჩაჩხავას.
ჩაჩხავა. — ეხლა მე ვლაპარაკობ. (ქოჩორზე გადისვამს ხელს). აბსტრაქტიული
მატერიალიზაცია მოდერნიზაციის დროს პოეზიაში სუბიექტიურ ფატიზაციამდე მიდის.
ჩვენ კი, როდესაც ფორტიფიკაცია გვჭირდება, მყისვე მოვიშველიებთ სკანდალიზაციას.
საზოგადოთ პრინციპების ლოკალიზაცია და ყოველგვარი ამორტიზაცია ასენიზაციის
როლს თამაშობს ორგანიზაციაში და გამოწვეულია პოლიტიზაციის პრინციპებით. აქ ჩნდება
განრიადი რეალობა, რომლის სალიკვიდაციოთ ქანქარიზაციის კამპანიაა ჩასატარებელი. აქ
გრრრიალიიით მოდის ულტრა-ესთეტიური ინტერვალი და სტანდარტიზაცია. ამ შემთხვევაში,
ჩვენ საჭიროთ მიგვაჩნია აგრეთვე ყველაფრის უტილიზაცია და სეზონიზაცია.
ჩვენ ვამბობთ: ხელოსანი, ფეხოსანი, მგოსანი, რქოსანი, კალმოსანი, ვიროსანი, ჩოხოსანი.
ეხლა ვეხები სიყვარულის საკითხს.
გამსახურდია.— (თავისთვის) მოდი, აქედან უძურწო ერთი, მეც არავინ შემეხოს და ეს
ჩოხა არ შემომახიონ. (შეუმჩნევლათ გადის).
მომხსენებელი. — (ქოჩორს ისწორებს) დულცინეიას პრობლება... დიაღ, მეც ძალიან
მაწუხებს ჩემი დულცინეიას საკითხი (წელში გასწორდება). ვინ იტყის, რომ ლამაზი ქალი
შვილების თვალები პოეტებისათვის ყოველთვის წამჯიკავებელი ძალა არ იყოს!..
მომხსენებელი. — განაგრძობს. თუ ტაშს დამიკრავთ, ეხლა მე გავათავებ, (ზოგიერთი
უკრავს ტაშს).
მეორე მომხსენებელი. — ახლა ჩემი ლაპარაკის დრომ მოაწია. რასაც ახლა ვიტყვი,
იმას პატარა ხანს მერე კიდო დაუბრუნდები და ხუთჯერ კი გავიმეორებ. ახლა გედევიდეთ
სიბიექტივიზმზე. კონსტრუქტივიზმი და რომანტიზმი, საზოგადოთ, მე არავითარი იზმი არ
მომწონს. აი, მაგალითად, მენშევიზში, აფერი არაა, არც რეალიზმი.
ჩვენ გვიყვარს როშვა. ვროშავთ და ვროშვათ ყოლიფერს. გენიალური თქმაა ჯანგოს თქმა:
ჩვენი თავებიდან გამოჰქონდათ ხე-ტყის მასალა.
მართლაც, ეიღეთ თქვენ ახლა თავი, მაგრამ რაა თავში? თავში ჩვენ არაფერი არ გვაქვს
გამოდის, რომ არაფრიდან გამოჰქონდათ ხე-ტყის მასალა. ესაა ზე რეალიზმი. ეს ვსთქვით
ჩვენ შარშან, მარა არაკაცმა არ დაგვიჯერა. ეს იმას ამტკიცებს, რომ ჩვენ მართალი ვიყავით.
ჩვენ რაცხა-რაცხა დაგვიწერია. ლექსები სულ შენახული გვაქ სახლში. ამ ლექსებზე ეხლა
იზრდება მთელი ახალი თაობა. თუ ვინმეს რამე დაუწერია, ყველამ ჩვენ წაგვბოძა (ორატორი
ღელავს). ამას ვამბობ მე! გინდ ღეიჯერეთ, გინდ არა, უფრო ღელავს) მე შემიძლია ეხლავე
წავიკითხო ლექსი!
ბესო ჟღენტი. — (მეგობარს) შენ დაწყნარდი და ეხლა მე ვილაპარაკებ...
ლექსი, ნივთი, მატერიაა, დოვლათია! თქვენ რა იცით ეს? ჩვენ ყველაფერი ვიცით! გრრრრ.
ბრრრ... ხრრრააა..
გაიგეთ, რომ დღეს მე ვანათებ ამ დარბაზში?
(იწყება ლექსების კითხვა. მორწმუნენი პირჯვარ იწერენ და ჩუმათ გადიან დარბაზიდან.
საღამო როდის დასრულდა, არავის ახსოვს).

ჟურნ. „ჩირაღდანი“ 1925 წ. № 19-20.






მოკლე და მარტივი თეორია

ფუტურისტებმა შეჰქმნეს ახალი მართლწერა; ამ საშუა ლებით შეგიძლიანთ მოწინააღმდე-
გეს ბეჭდვითი სიტყვის საშუალებით ყოველივე ეთიკის გარეშე პასუხი გასცეთ. ხოლო მათი
ანბანი, რომ გადმოვაქართულოთ გამოვა ჩვენებური სასვენი ნიშნები და მნიშვნელობა თი-
თეული მათგანის არის შემდეგი: , - მძიმე. — ენა დაიდუმეთ თქვე ქოფაკებო.
. — წერტილი. — ამ ნიშნით დედ-მამას შეუკურთხებთ როგორც გნებავთ.
; — წერტილი მძიმე. — ვირო, მ.. ნუ თუ არ კმარა!
! — გაკვირვების ნიშანი. — მართლაც საკვირველია: ძაღლებივით ჰყეფავთ, ღორებივით
ღრუტუნობთ, კატებივით სჩხავით, ვირებივით ყროყინებთ, დედლებივით კაკანობთ, მამლე-
ბივით ჰყივით, ფუტკრებივით ბზუით, ქუთათური გაზეთებივით ლაყბობთ და ჩვენი არაფერი
გჯერათ.
? — კით ხვის ნიშანი.— შენ კურტნიანო ვირო! კახურ ღორს რომ მიგიგავს დინგი. პასუხს
ველით და წამოროშე რამე.
... — სამი წერტილი. — შე.…. შენ გაჩენას, შერცხვენილი მამიშენისთვის, დალოცვილ
ღმერთს, შავი კატა გაეჩინა, ის არა სჯობდა, თაგვებს მაინც დაიჭერდა. : — ორი წერტილი. — თქვე ზუბრებო, ნაგვის მხვეტავნო, სომხების პლუტოკრატიის
ფეხის მლოკავნო, ბატებო, უტვინოებო, მახინჯ კუზიანებო (ამ ორი წერტილის შემდეგ
შეგიძლიანთ ჩამოთვალოთ ყოველივე უწმინდურობა). მაგისთანა პასუხს გერჩია არაფერი
წამოგეროშა.
( ) — ფრჩხილები. — ამაში უნდა ჩავსვათ ყოველ ხსენებაზე ჩვენი სათაყვანო მოღვაწეთა
სახელები.
ეს ახალი შემუშავებული სიტყვიერების თეორია ძლიერ მოეწონათ ჩვენებურ
ინტელიგენციას“ და რამდენიმე ამ მარგალიტი სიტყვების ხმარება უკვე შემოიღეს ჩვენ ჟურ-
ნალ გაზეთებში. ანსა კუთრებით წყეული“ (ფუტურისტული სიტყვაა) გელეიშვილის ლექციის
შემდეგ. აგრედვე როგორც არის მაგალითად: ზუბრები, თეთრი მგლები, სომხების პლუტოკ-
რატის ნეხვის მხვეტავი ფეხის მლოკავი, კუზიანები, მახინჯები, გამოლაყებულნი, უტვინოები
და მრავალი სხვები.

ერეკლე

ჟურნ. „ლახტი“ 1914 წ. № 14






ჩვენი ფუტურისტები

ნაშრომი ქართველ ფუტურისტისა.

ბატონებო! თქვენ უთუოთ ეხლავე იფიქრებთ, რომ მე ლექციას ვკითხულობ. ამას ვერ-
ვინ ვერ გაგიმტყუნებს, რადგან ამისი საბუთი გაქვთ. — ეს გახლავთ, ამ უკანასკნელ ხანებ-
ში ლექტორთა ჯოგის სიმრავლე. ჩვენდა საბედნიეროთ ქართველები განათლების მხრით ისე
გავჭენდით წინ, რომ სულ ყველა ლექტორები ვართ, შეგიძლიათ თქვენ მსმენელებო მე წა-
მიკითხოთ ლექცია და მე მოგისმინოთ, ან და კიდევ მე წავიკითხავ და თქვენ მოისმენთ. ისე
ადვილი არაფერია როგორც ლექციის წაკითხვა, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს რომ ეს საქმე
ჩავიდინო, არ მიფიქრია და არც არასოდეს არ ვიფქრებ ლექცია წავიკითხო. ის რასაც მე ეხლა
წაიკით ხავთ გახლავთ პატა რა წერილი, რომელიც გუშინ წინ ერთ ქართველ ფუტურისტს და-
ვარდა ჯიბიდან გოლოვინის პროსპექტზე. გუშინ რედაქტორი ამიხირდა გინდა თუ არა რამე
დაწერე ჟურნალისთვისაო. მეც ვსარგებლობ ამ სხვისი ნაშრომით და თუ არ ჩამოგეძინებათ,
როგორც საზოგადოთ ლექციის კითხვის დროს, ვბეჭდავ.
„ნაშრომი ქართველ ფუტურისტისა. ანუ ჩვენი ფუტურისტების დახასიათება. ნამოღვაწე-
ვი დაწყებულია 1907 წელს. დავასრულე 1914 წელს 24 მარტს.
ქართველ ფუტურისტთა მამათ მთავარი კირილე ღაჟონია.
დღეს დიდს თუ პატარას ყველას ენაზე აკერია ტანგო, ფუტურიზმი, შანტეკლერი და სხვა
ამისთანაები, თითქოს ყველა ეს დიდ რაღაც მოვლენას შეადგენს ჩვენ ცხორებაში. ტანგოსი
და შანტეკლერის რა მოგახსენოთ, ამ ორი საკითხის გამორკვევა ამ დროში მყოფ ახალგაზდე-
ბისთვის მიგვინდვია, ხოლო რაც შეეხება ფუტუ რიზმს მე მინდა ამის შესახებ გამოვსთქვა ჩე-
მი აზრი. ეჭვი არაა ჩემი აზრი არვისთვის სავალდებულო არ იქნება. ამბობენ, რომ ფუტურიზ-
მი პირველათ იტალიაში დაიბადაო. ვინც ეს სთქვა, უკაცრავათ პასუხია, ძალიან მიუქარავს
(ბოდიშს მოვიხდი ბატონებო, რომ ბატონ კირილეს თავის წერილში მაგარი სიტყვე ბი აქვს
ნახმარი და მეც იძულებული ვარ ასე დავტოვო) ფუტურიზმი ამ ათი საუკუნის წინათ დაიბადა
საქართველოში. დღევანდელი კრიტიკოსები მთელ გამოკვლევებს სწერენ ამ მიმართულების
შესახებ, მაგრამ სრულიად უსაფუძვლოთ კი იწუხებენ თავს. კითხვა სულ მარტივია. დარ-
წმუნებული ვარ ყველა თქვენგანს გაეგონება სიტყვა „ფუტურო“ ეს ისეთი ნაცნობი სიტყვაა,
რომ ყველას ადვილათ შეუძლია მრა თუ გაიგოს, იგრძნოს კიდევაც ამ სიტყვის ნამდვილი მნიშნველობა. არის, ბატონებო, ფუტურო ხე, კაკალი, ადამიანის თავი და სხვა. პირველი ორის
გამოკვლევას მე არ შეუდგები მე დღეს აქ შევეხები მხოლოდ ფუტურო თავებს და იმედია ამ
ჩემი წერილის წამკითხველი არავინ თავისთავზე არ მიიღებს. მოგეხსენებათ ბატონებო, რომ
თავები მრავალგვარია და უმეტესათ ფუტურიზმით გაჟღენთილი. მე აქ მოვიხსენიებ მხო-
ლოდ რამდენიმე მათგანს:
თავი ფუტუ რო ლექტორისა, ანუ ლექტორი ფუტურისტი. ისეთი საშიშო არაფერია ამ
ქვეყნად, როგორც ფუტუ რისტი ლექტორის თავი. იქ არეულია ყველაფერი, ისე დომხალივით
როგორც ჩვენი ქალაქის საქმეები. ლექტორი ფუტურისტი ყველაფერს ედება ის თხზავს ლექ-
ციებს ყველაფერზე. ფეხ დამწვარმა კატამ რომ კუდი განზე გაიშვიროს ფუტურისტი ლექტო-
რი ამის შესახებ მთელ მოხსენებას სწერს, ის ამ ამბავს არა ჩვეულებრივ მოვლენათ სთვლის
აცნობს საზოგადოებას. ერთი საუცხოვო ღირსება ლექტორ ფუტურისტისა ის არის, რომ
მისი ლექციის კითხვის დროს მეტათ ტკბილია ძილი და მოსვენება. ამ დროს ყველას შეუძ-
ლია დახუ ჭოს თვალები და ნაზი ფშვინვა შეუერთოს ლექტორის მქუხარე ხმას. საბედნიეროთ
ქართველები ყველაფრით მდიდრები ვართ და ასეთი ფუტურისტი ლექტორებიც მრავლათ
გვყვანან და თავიანთ ტკბილი ლექციებით საამურათ აძინებენ ქართველ საზოგადოებას. ჩე-
მის აზრით ამას დიდი მნიშვნე ლობა აქვს მოზარდ თაობისთვის, საჭიროა სასტიკად აიკრძა-
ლოს აკვნები და ძუძუ მწოვარა ბავშვები თავიანთ ძიძებით გაიგზავნოს ქართველ ფუტურისტ
ლექტორის ლექციის მოსასმენათ, რომ იქ შეეჩვიონ ძილს და აკვანი საჭირო აღარ დარჩეს
მათი ტვინის გასათქვეფათ.
მწერალი ფუტურისტი. საზოგადოთ ჩვენში მწერალს ეძახიან კანცელარიის მოხელეს.
მათი თავების გასინ ჯვა და ანალიზის გაკეთება თქვენთვის მომინდვია. მე მოგახსენებთ იმ
მწერალზე, რომლის ფუტუ რო თავში ხანდისხან გზათ შეჩერდებიან რაიმე აზრები და ეს აზრე-
ბი წამსვე გადმოინთხევა მოთხრობის, პიესის, კრიტიკული ან სხვა ნაწარმოების სახით. ასეთი
მწერლები დიდ სარგებლობას აძლევენ ქაღალდის, მელანის და საწერ-კალამის მაღაზიებს.
მათი ამონაშრობი მელანი უდრის მტკვრის მარჯვენა ტოტს, ხოლო დახარჯული ქაღალ დი
რუსეთის ბიუროკრატიულ დაწესებულებების არქივებს. ყველაზე მეტად მავნე და საშიში
მწერა ლი ფუტურისტთა შორის პუბლიცისტ ფუტურისტის თავი გახლავთ. იქ ყოველ გვარ
აზრებს, ყოველ გვარ ლანძღვა-გინებას მკვიდრი ბინა აქვს. და როცა ეს აზრები წამოინთხევა
მაშინ აუცილებლათ საზოგადოებას რაიმე უბედურება უნდა დაატყდეს თავს.
მსახიობი ფუტურისტი. ამ დარგის ფუტურისტებს ჩვენში დიდი გასავალი აქვს. უნდა სი-
მართლე სთქვას კაცმა მსახიობი ფუტურისტები საზოგადოების მეტად მავნე და საშიშო ელე-
მენტებს წარმოადგენენ. რაც უნდა სამოსელით შემოსოთ ის, რაც უნდა სახე მისცეთ მას, ის
გამოდის სცენაზე როგორც ჯოხი, რომელსაც ხშირად შეხვდებით ბაღებში, რომ პატა რა ბე-
ღურებისგან დაიცონ ხე-ხილი და რომელსაც უწოდებენ საფრთხობელას. და ეს საფრთხობე-
ლა დადის სცენაზე, ყურს უგდებს სუფლიორს და ატკბობს საზოგადოებას მის მიერ ნაკარ-
ნახევ სიტყვებით. დღმერთმა ყოველი ადამიანი დაიფაროს შეხვდეს ფუტურისტ მსახიობს,
როცა ის მთვრალია და მის ფუტურო თავში ღვინის ორთქლი არის დაგუბებული. ასეთ შემ-
თხვევაში ჯოხი საშიშარ სახეს ღებულობს, ის ხშირათ იკეცება, აქეთ-იქით იხრება, თვალები
მოჭიდავე ხარივით უელავენ, ის ყურს აღარ უგდებს შეშინებულ სუფლიორს, უფრო ხშირათ
არც ესმის მისი სიტყვები, რადგან სუფლიორი იმალება, როცა ჯოხი მისკენ გადაიზნიქება.
ჯოხი თან და თან პარტერს უახლოვდება. ამ დროს საზოგადოება ვალდებულია თავს უშვე-
ლოს და დარბაზიდან გავიდეს, რადგან მოსალოდნელია ფუტურისტი მსახიობი სცენიდან გა-
დახ ტეს და დიდი მარცხი მოახდინოს.
ფუტურისტი მასწავლებელი. საზოგადოთ ყოველი ახალი მიმდინარეობა პირველად ქა-
ლაქში პოულობს ნიადაგს და შემდეგ სოფლებშიაც გადადის. ამ გვარათ ფუტუ რიზმიც უმეტე-
სათ გავრცელებულია ქალაქის მასწავლებელთა შორის. ფუტურისტ მასწავლებლებს ხშირათ
შეხვდებით ქალაქის საშუალო - სასწავლებელში. ანთებული ფარანით რომ შებრძანდეთ მათ
ფუტურო თავში და ყველა კუნჭუ ლები დაიაროთ იქ ვერაფერს იპოვნით. როდესაც შეხვდეთ
ქუჩაში მოხეტიალე პირდაღებულ, გარეტიანებულ მოსწავლეს დარწმუნებული ბრძანდებო-
დეთ რომ მას ჰყავს ფუტურისტი მასწავლებელი. არის ერთათ ერთი დღე, როცა ფუტურისტ
მასწავლებლის თავში დიდი არეულობა ხდება, არა ჩვეულებრივი აზრები ელვის სისწრაფით ეჯახებიან ერთმანეთს და მთელი ორგანიზმი მოძრაობაში მოჰყავს, ეს გახლავთ ყოველი
თვის ოცი რიცხვი. ამ საბედისწერო დღეს ფუტურისტ მასწავლებელს მოსვენება არა აქვს, ის
ცმუკავს, გული ძალზე უცემს. ასეთი არა ნორმა ლური მდგომარეობა იმ დრომდე გრძელდება,
სანამ მასწავლებელი ჯიბეში ქანქარს ჩაილაგებდეს. ამ პროცესის შემდეგ ჯიბე მძიმდება თა-
ვი მსუბუქდება და აზრები იფანტებიან.
ფუტურისტი სტუდენტი. ღმერთმა ყოველი ადამიანი დაიფაროს ფუტურისტ სტუდენ-
ტისაგან, როცა ის გამალებული მოქრის ქუჩაში, ამ დროს მისთვის არ არსებობს არავითარი
დაბრკოლება, მისთვის სულ ერთია ლამაზი ქალი, მოხუცი კაცი, ძუძუმწოვარა ბავშვი, ის ყვე-
ლას ერთნაირათ დაეძგერება, წააქცევს, გადაალაჯებს და მიქრის. საით? არც თვითონ იცის.
მის ასეთ მოგზაურობას ბოლო ეღება მხოლოდ მაშინ, როცა შთანთქავს ღვინის სარდაფის
დაღებული პირი. აქ ის იჟღინთება ღვინით და ცოტათი მშვიდდება, ასეთი სტუდენტები უნი-
ვერსიტეტს ქუჩაზე ათავებენ, უბრუნდებიან სამშობლოს და მათი ფუტურო თავები ხშირათ
ამშვენებენ ან სასწავლებლის და ან სასამართლოს დარბაზს.
ფუტურისტი გასათხოვარი ქალი.
გასათხოვარი ფუტურისტკებით მდიდრები ვართ ქართველები. მთელ ქვეყა ნაზე არც
ერთ ერს არ შეუძლია ამ მხრით ჩვენ წინ დაგვიდგეს. ფუტურისტკებს შეხვდებით ყველგან,
ქუჩაზე, სასწავლებელში, კლუბში და თეატრში. თავზე გობი, ტანზე — ფარჩა, ხელში კეტი და
თავში რეტი. აი ნიშნები ჩვენებურ ფუტურისტკებისა. გარდა ამისა ჩვენებური ფუტურისტკე-
ბი ფრიად განსხვავდებიან სხვა ერების ფუტურისტკებისაგან. მათ სულ სხვა საფუძველზე
დაამყარეს ოჯახი დედა-ენა და შვილების აღზრდა. მათი ოჯახი ქუჩაა, დედა-ენა რამდენიმე
ენისაგან შენაზელი დომხალი და შვილები პატარა დედოფლები. ჩვენი ფუტურისტკები ვერ
მოთავსდენ ჩვეულებრივ ოჯახში და ქუჩაში გაშალეს ფრთები. გამოანგარიშებულია რომ თი-
თო ფუტურისტკა დღეში გაივლის სამას ვერსტს.
ფუტურისტი პოეტი. არვის ისე არ ედება ეს ახალ მოდის ავათმყოფობა როგორც პოეტებს,
სტატისტიკური გამოკვლევით ჩვენში ათ პოეტში ცხრა უსათუოთ ფუტურისტია და ეს გარე-
მოება ძლიერ სასიამოვნოთ უნდა ჩაითვალოს. შესანიშნავია როცა ფუტურისტი პოეტი რომე-
ლიმე ლექსის შესათხზველათ ემზადება. ამ დროს არა ჩველებრივი ამბები ხდება ამ ქვეყნად:
მთვარე პირს იბანს - იცის რომ პოეტი უსათუოთ უნდა შეეხოს მას, მზე მომხიბვლელ სიცი-
ლით დაჰყურებს ქვეყანას, იცის რომ მას აუცილებლათ ახსენებენ, ვარსკლვები ნაზად თავს
იხრიან, იციან რომ არც ისინი დაავიწდებათ. ნიავი ცელქათ არხევს ხის ფოთლებს, ბულბუ-
ლი საარშიყოთ იკაზმება და კრიმანჭულს იწყებს. მშვენიერნი ასულნი ჰაეროვან ჩულქებით
ქუჩებზე ეფინებიან და თავიანთ პაწაწკუნა ფეხებს ნაზად აბაკუნებენ, ელიან ქებათა ქების
შესხმას. ამ დროს ფუტურისტი პოეტი ოთახში ოფლში იწურება, საზარლათ ქშინავს, გახურე-
ბულ თავზე ცივ ტილოს იდებს. იბადება მუზა, მზად არის ლექსი, აი დამახასიათებელი თავი-
სებე ბი ფუტურისტ პოეტისა“.
პატივცემული კირილე ღაჟონიას წერილი აქ თავდება. როგორც მთავარი ფუტურისტი ის
ახირებულათ იწყებს თავის წერილს და ახირე ბულათ ათავებს, როგორც ხედავთ აქ არც თავია
და არც ბოლო.
ყველა ამას ჩემის მხრით შემიძლია დაუმატო შემდეგი. ზემოდ ჩამოთვლილს გარდა ჩვენ-
ში კიდევ არიან ერთგვარი ფუტურისტები, რომლებიც ჟურნალში ათავსებენ ასეთ რამეს,
როგორც არის ღაჟონიას წერილი, და საზოგადოება, რომელიც ამ წერილს კითხულობს ე. ი.
თქვენ და მე.

ირეთელი

ჟურნ. „მათრახი“ 1914 წ. № 14, 15.





წერილი რედაქციის მიმართ

ბ. რედაქტორო!*)

თქვენი პატივცემული ჟურნალის 25№ ში, მოთავსებულია ხონიდან ლექსი, სათაურით
„ხონელი ფუტურისტები“. რადგანაც ეს მესამე წერილი მომდის ამხანაგებისაგან, რითაც
მატყობინებენ, რომ დაინტერესებულ პირებს ჩემზედაც მიუტანიათ იჭვი, საჭიროთ მიმაჩნია
განვაცხადო, რომ ლექსი მე არ მეკუთვნის, რასაც პატივცემული „ეშმაკის მათრახის“,
რედაქციაც დამიმოწმებს. სწორეთ იმ ხანებში, როცა ლექსი დაიბეჭდა ჯარში გამიწვიეს და
ქუთაისის სამხედრო ლაზარეთში ვიყავი მოთავსებული, აქედან აშკარაა, რომ იმ ხანებში
ხუმრობის ხასიათზე არ ვყოფილვარ და მით უმეტეს ლექსით წერა ჩემ ძალღონეს აღემატება.
პატ. ლეო რუხაძე.
*) „ეშმაკის მათრახის“ რედაქცია ფიცავს ყველა ხონელი, კულაშელ და სამტრედიელ
წმიდანებს, რომ ბ-ნი ლეო რუხაძე სრულიად უდანაშაულოა, რომ მას აზრად არ მოსვლია
პოეტობა და თუ კი მას ასეთი ბოროტი განზრახვა ჰქონდა განა იგი მშვენიერი სქესის
წინაამღდეგ წავიდოდა?
პირიქით, უმანდილო „მანდილოსანთა“ ფეხების კოცნა პირველი საშვალებაა მგოსნისათვის
სახელის მოსახვეჭათ.

ჟურნ. „ეშმაკის მათრახი“ 1916 წ. № 28

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი