cover

მემარცხენე ფრონტის დეკლარაცია საქ. პრ. მწერ. ასოც. მე-3 პლენუმზე

მემარცხენე ფრონტის დეკლარაცია საქ. პრ. მწერ. ასოც. მე-3 პლენუმზე

საბჭოთა საქარ თველოს ხელოვნების განვითარების უკანასკნელი პერიოდი წარმოად გენს
გარკვეულ კლასიურ ჭიდილს ახალი კომუნისტური კულტურისა და ძველი ტრადიციული ხე-
ლოვნების მუშაკთა შორის. ეს ჭიდილი არ იფარგლება მარტო მხატვრულ ნაწარმოებთა მსოფ-
ლმხედველობითი ტენდენციებით. იგი ვრცელდება ხელოვნების ფორმალურ მხარეებზედაც
და გადადის ყოფა-ცხოვრების მოვლენებში. მხატვრულ გემოვნების რევოლუციონერთა და
სტაბილიზა ტორთა ბრძოლა ემსგავსება სამოქალაქო ომს და თანამედროვეობა მოითხოვს რე-
ვოლიუციონურ და იდეოლოგიურად საჭირო ხელოვნების გამარჯვებას. მხატვრუ ლად ჩამორ-
ჩენილი პროდუქცია საკუთარი მეტრიკული ავტორიტეტით ახალ ხელოვნებას (წამოჭრილს
პროლეტარულ საზოგადოებ რივობაში და კომუნისტურ საზოგადოებრივობისათვის) არ აძ-
ლევს საშუალებას თავის სამოქ მედო ასპარეზი გაშალოს და მხატვრული პროდუქციის ხარის-
ხი მეცნიერულ-მარქსისტულ კრიტი კის საშუალებით ნათლად გამოარკვიოს. მემარჯვენეების
ბრძოლა მძაფრ ხასიათს იღებს და ახალი ხელოვნების მიღწევათა დაჩრდილვას სცდილობს.
პროლეტარიატის კლასიური მტერი საბოლოოდ დამარცხებუ ლი ეკონომიკაში და პოლიტი-
კაში ხელოვნების უკანა კარებიდან შემოდის თანამედროვე საზოგადოებრივობაში და სტა-
ბილიზაციაქმნილ ფორმებში ასაღებს პროლეტარიატისათვის მავნე პროდუქციას. მხატვრუ-
ლი შემოქმედებითი ფერადებით „ფერცვლილი“ მტერი ისტორიულ ავტორიტეტით ცდილობს
ჩააქროს ახალი ხელოვნება და სოციალისტური მშენებლობის ფონზე გაასაღოს მეშჩანური
სმენავეხური და ხშირად შოვინისტური იდეებიც.
ხელოვნება იარაღია პროლეტარიატისათვის და ამ იარაღის ტყვია-წამალი მხატვრულ აზ-
როვნებაში გამოიხატება. ახალი ხელოვნების იარაღით უნდა ვებრძოლოთ ძველი ხელოვნების,
როგორც შინაგან ყოფას, ისე მის იდეოლოგიურ ჩამორჩენას და საზო გადოებრივ საქმიანობას.
საბჭოთა საქარ თველოს სინამდვილეში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის ამ ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობის ნაბიჯები უნდა გადად გას პროლეტ. მწერლობის მოწინავე კადრებ-
მა და მასთან კლასიურად ერთ პოზიციაზე მდგომმა საქართველოს მემარ ცხენე ფრონტმა.
გამოვდივართ, რა ზემოთქმულ მოსაზრებიდან და ვითვალისწინებთ კლასიურ ბრძოლის
გამძაფრებულ ხასიათს — ვიღებთ რა მხედველობა ში იმ ამოცანებს, რომელსაც პროლეტა-
რიატი და მთლიანად საბჭოთა სინამდვილე რეკონსტრუქციის ხანაში უყენებს მწერლობას
და საერთოდ ხელოვნებას, მემარცხენე ფრონტი აუცილებელ საჭიროებად სთვლის პროლეტ-
მწერლების ასოციაციასთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის დამყარებას, საკუთარ
მხატვრულ პლატფორმათა დატოვებით. ისტორიული განხილვა ამ საკითხისა გვიჩვენებს რომ
მხოლოდ დღეს იქმნება შესაძლებლობა ასეთი ბლოკის რეალურად განხორციელებისათვის,
რადგან გარემდებარე სიტუაციები მემარჯვენე საშიშროებათა რთულდება და გარკვეულ
კლასიურ შემოტევის ფორმებში გვევლინება.
მიზეზი ამ ბლოკის დღემდე მოუხერხებლობისა უნდა ვეძიოთ, როგორც მემარცხენე ფრონ-
ტის განვლილ შემოქმედებაში, ისე პროლეტარულ მწერლობის ორგანიზა ციულ და მხატვრულ
მოღვაწეობის წარსულში.
23–24 წელში, როდესაც პროლეტარული მწერლობის პირველი თაობა, მხოლოდ პოლიტი-
კური ლოზუნგებით გამოვიდა და მხატვრული ფორმე ბის რეკონსტრუქციის საკითხს არავი-
თარი ყურადღება არ ექცეოდა, მაშინ დღევანდელი მემარცხენე მწერლები. (მაშინ ფუტურის-
ტების სახელწოდებით) მხოლოდ ამ უკანასკნელ ხაზით მუშაობდენ. ამიტომ სრულიად ბუ-
ნებრივ მოვლენად ჩაითვლება ის გადახრები, რომელიც მაშინ ჩვენ შემოქმედებაში გამოჩნდა.
ნაკადები დადაიზმისა, ზაუმნიკობისა და სამოქალაქო ფუტუ რიზმი სა ჯგუფის შემოქმედების
ფუნქციონალურ ჰორიზონტს ავიწროვებდა. პროლეტარული მწერლობის ახალი თაობის გა-
მოსვლამ პირობები შესცვალა. ახალგაზრდა პროლეტმწერლებმა დაიწყეს მუშაობა ახალი,
პროლეტარიატისათვის საჭირო სტილის გამომუშავებისათვის.
ამ ხანში პარალელურად იწყება ჩვენი ფრონტის ევოლუცია იდეოლოგიური ხაზით. ჯგუფს
ჩამოშორდა — ან ჯგუფის წევრებმა ჩამოიშორეს ზაუზნიკურ-დადაისტური, ფუტურისტული,
„ბუნტარობა“ და გადავიდენ ფუნქციონალურად საჭირო პროდუქციის შექმნაზე. ჩამოყა-
ლიბდა საქართველოს ხელოვნების მემარ ცხენე ფრონტი. რომელშიაც შევიდნენ მწერლე-
ბის გარდა საბჭოთა სინამდვილეში მოღვაწე კინო-რეჟისორების პირველხარისხოვანი კადრი და სახვითი ხელოვნების მოწინავე მუშაკები და მთლიანად ჩვენი ფრონტი დადგა კომუნის-
ტურ კულტურის მშენებლობის პრინციპზე. ყოველივე ეს არის მოტივი დღეს წამოყენებუ-
ლი წინადადებებისა. პროლეტარულ მწერალ თა და მემარცხენე ფრონტის მჭიდრო კავშირის
დამყარებისათვის.
ბლოკის სინამდვილეში გატარება ამ დეკლა რაციის ნიადაგზე, უნდა მოხდეს ქვემოთ ჩა-
მოთვლილ ღონისძიებათა განხორციელებით:
1) მოეწყოს საქართველოს მწერალთა ფედერაციაში მემარცხენე ბლოკი პროლეტარულ
მწერალთა და მემარცხენე ფრონტის შემადგენლობით უახლოეს თანამგზავრთა ჩაბმით. ამ
ბლოკის მიზანს უნდა შეადგენდეს ორგანიზაციული, პრაქტიკული საქმიანობის შეთანხმებით
წარმოება და ფედერაციის მუშაობის გაცხოველება თანამედროვეობის ამოცანებთან მიახ-
ლოვების მიზნით.
2) შეერთებული ძალით ბრძოლა მემარ ჯვენეთა შემოტევასთან, როგორც ხელოვნების
შიგნით ისე ყოფა-ცხოვრების ფრონტზე.
3) შეთანხმებული და ამხანაგური მუშაობა პროლეტარულ კულტურის მშენებლობის
ფრონტზე. რომელიც უნდა გამოიხატოს მასიურ, განახლებულ მუშაობაში და დღევანდელ
ამოცანების ერთმანეთის დახმარებით გადაწყვეტაში. სათანადოთ უნდა გაფართოვდეს ორ-
თავე ორგანიზაციის საზოგადოებრივი საქმიანობა ხელოვნების გარეთაც.
4) ორივე ორგანიზაცია უნდა ცდილობდეს სხვადასხვა საზოგადოებრივ საკითხებში წი-
ნასწარ შეთანხმებულ და გამომუშავებულ შეხედულებებით გამოსვლას.
5) ორივე ორგანიზაცია უნდა მოღვაწეობდეს პროლეტარუ ლი და საბჭოთა მწერლების ახა-
ლი მიღწევების ავტორიტეტის ასაწევათ და ახალი ხელოვნების ძირეულ განმტკიცებისათვის.
6) ბლოკმა უნდა გააძლიეროს მწერალთა ახალი კადრები ხელოვნების სხვა დარგში
(თეატრი, კინო და სხვა კულტურული დაწესებულებები) და უზრუნველყოს მთლიანად ქარ-
თულ ხელოვნებაზე ამ ორი ორგანიზაციის იდეური ხელმძღვანელობა უახლოეს ხანაში, არა
ხელოვნების ოსტატების მექანიკური დაწინაურებით, არამედ ჭეშმარიტი შრომით და შემოქ-
მედებითი დამსახურებით.
7) ამ ორი ორგანიზაციის შეთანხმებულმა მუშაობამ ხელი უნდა შეუწყოს თანამგზავრულ
მწერალთა მასის დაჩქარებულ დიფერენციაციას და პროგრესიული ელემენ ტების დაკავში-
რებას პროულეტარულ და მემარცხენე ლიტერატურულ მოძრაობასთან.
8) ამხანაგურ და თანამშრომლურ მუშაობას არ უნდა არღვევდეს პროლეტარულ კულტუ-
რის მშენებლობის საკეთილდღეოთ წარმოებული კამათი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა.
9) ამ სახით განხორციელებული ბლოკი არ ნიშნავს პროლეტარულ მწერლობის ასოცია-
ციასა და მემარცხენე ფრონტის შორის არსებულ მხატვრულ პლატფორმათა საზღვრების
წაშლას, არამედ ეს თავდებიან საკუთარ მხატვრულ პოზიციებზე დარჩენით, დისკუსიის გზით,
ურთიერთო-ზეგავლენით, პროლე ტარულ ხელოვნების სწორი მარქსისტულ-ლენინური ხაზის
გამომუშავებისათვის.
დეკლარაცია წარმოადგენს მემარცხენე ფრონტში შემავალ მწერლობის კინო-მუშაკების
და სახვითი ხელოვნების წარმომადგენელთა მთლიან შეხედულებას.

მემარცხენე ფრონტის დავალებით — ს ი მ ო ნ ჩიქოვანი.





მემარცხენე ფრონტის დეკლარაციის გამო

პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის პასუხი მემარცხენეთა დეკლარაციაზე.

ამხანაგებო, უდავო დებულებათ უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს საბჭოთა კავშირში ადგილი
აქვს კლასიური ბრძოლის გამწვავებას, როგორც პოლიტიკის ისე ეკონომიკის ფრონტზე. ეს
საერთო მოვლენა სათანადო გამოხატულებას პოულობს აგრეთვე ხელოვნების და ლიტერა-
ტურის სფეროში. უკანასკნელი დროის მთელი რიგი ფაქტები ამტკიცებს იმას, რომ კლასიურ
ბრძოლის გამწვავებას ადგილი აქვს ლიტერატურის სფეროშიაც.
თუ გავიხსენებთ რუსეთში პილნიაკის, ზამაიტინის და საქართველოში ჯავახიშვილის, გამ-
სახურდიას და სხვების გამოსვლებს, ნათლად დავინახავთ, რომ კლასიური ბრძოლა გამწვავე-
ბული და გაღრმა ვებულია ჩვენი ლიტერატურის ფრონტზედაც.
ასეთ პირობებში რა თქმა უნდა ხდება ძალთა ერთგვარი გადალაგება, გადაჯგუფება მწერ-
ლების რიგებში; ის მწერლები, რომლე ბიც ამ რამოდენიმე ხნის წინად მემარჯვენე თანამგზავ-
რებად ითვლებოდენ ეხლა ბურჟუაზიის მხარეს გადავიდენ. სამაგიეროთ აქვს ადგილი ისეთ
პროცესს, რომ მემარცხენე თანამგზავრები კიდევ უფრო უახლოვდებიან პროლეტარულ
იდეოლოგიას.
დღეს პროლეტარული მწერლობის წინაშე უფრო დიდი საკითხები ისმება, რომელთაც აუ-
ცილებლად გარკვეული და სათანადო პასუხი უნდა გაეცეს.
თუ გადავ ხედავთ წარსულს, გავიხსენებთ წარსულ წლებს დავინახავთ, რომ ჩვენ ხში-
რად ვისმენდით მწერალთა დეკლარაციებს საბჭოთა ხელისუფლებასთან თანამშრომლობის
შესახებ. ეს იყო უფრო წმინდა პოლიტიკური ხასიათის მოვლენა. ამ დეკლარაციებს ხელს
აწერდენ განურჩევლად მიმართულებისა ყველა მწერლები.
დღეს როდესაც ვლაპარაკობთ კლასთა ბრძოლის გამწვავებაზე, ასეთი დეკლარაციები
აღარ არის საკმარისი და ისიც განურჩევლად ყველა მწერლების მიერ ხელმოწერილი.
მემარცხენეთა წარმომადგენლის ამხ. ს. ჩიქოვანის დღევანდელი განცხადება აუცილებ-
ლათ მისა სალმებელია (ხმა ადგილიდან — თუ გაამართლებენ ამ განცხადებას) სწორეთ საქ-
მეც მაგაშია. ამ დეკლარაციაში მემარცხენეები გარკვეუ ლათ აყენებენ მთელ რიგ პრაქტიკულ
საკითხებს რეკოსნტრუქციის პერიოდთან დაკავშირებით, რაც სდგას საბჭოთა და პროლეტა-
რულ მწერლობის წინაშე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ დეკლარაციის მუხლები ცხოვრე-
ბაში საერთო ძალღონით იქნება განხორციელებული. ეს უკვე მომავალი მუშაო ბის საკითხია.
და მიუხედავათ ამისა, რომ მემარცხენეები სცდილობენ ბლოკს პროლეტარულ
მწერლობასთან, ეს სრულიადაც არ გულისხმობს იმას, რომ მომავალში მათთან სადაო არა-
ფერი გვექნება. რასაკვირველია, — გვექნება, მაგრამ პროლეტარული მწერლობა ყოველ-
გვარად შეეცდება, რომ ისინი ამხანაგურ — კომუნისტუტრი კრიტი კისა და მითითების გზით
მოგვარდეს.
მემარცხენეთა დეკლარაციასთან დაკავშირე ბით ჩვენს წინა შე იჭრება ერთი საკითხი: ეს
არის ის, რომ მწერლები, რომლებიც არ შედიან მემარცხენეთა ჯგუფში და ითვლებიან ფედე-
რაციის წევრებად, აუცილებელია, რომ მათ, უფრო მკაფიოთ გაარკვიონ თავიანთი პოზიციე-
ბი და ამოცანები რეკონსტრუქციის პერიოდთან დაკავშირებით. მწერლობაში არ შეიძლება
ადგილი ჰქონდეს ნეიტრალობას. დღეს მწერალი თავისი შემოქმედებით გარკვეულ პოზი-
ციებზე უნდა იდგეს.
რეკონსტრუქციის პერიოდი მწერლობას გარკვეულ ამოცანებს უსახავს. საჭიროა მწერ-
ლობამაც მას სათანადოთ უპასუხოს. ის მწერლები, რომლე ბიც ჩვენი ცხოვრების ტემპს ჩა-
მორჩება (ასეთები სამწუხაროდ არიან), აღარ შეიძლება ჩაითვალოს საბჭოთა მწერლობის
აქტივში.

საქ. პრ. მწერ. ასოციაციის დავალებით — შ. რ ა დ ი ა ნ ი.

ჟურნ. „პროლეტარული მწერლობა“ 1930 წ. № 4

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი