cover

ჟურნ. მემარცხენეობა

0.jpg 1.jpg 2.jpg


მემარცხენეობა
ქართული ხელოვნების მემარცხენე ფრონტის ორგანო

1928 წელი – ზაფხული.

„მემარცხენეობის“ ამ მეორე კრებულს უფრო თეორეტიულ-პროგრამულ ხაზის გა- მართვა აქვს დასახული მიზნად, ვიდრე მხატვრულ პროდუქციის გამოფენა. აქ მოთავსე- ბული მხატვრული პროდუქციაც კი ნიმუშისა და ლაბორატორული ხასიათისაა.
მემარცხენეობა წინააღმდეგია ხელოვნების ყოველგვარი შინაგანი კლასიფიკაციისა (პოეზია, პროზა, დრამა და სხვ.). ის სპობს ხელოვნებაში შემავალ გვარეობათა შორის საზღვრებს და ხელოვნებას ათავსებს წმინდა პრაქტიკულ საქმიანობისა და ნივთების კატეგორიაში; ამიტომ „მემარცხენეობა“, მებრძოლი ქართულ დღევანდელ სინამდვილეში კომუნისტური კულტურისათვის, უფრო საზოგადოებრივობის მიმართებაა, ვიდრე ხელოვნების მორიგი სკოლა; აქედან: „მემარცხენეობის“ როგორც თეორეტიული, ისე მხატვრული პროდუქცია ძიებაა თანამედროვე ცხოვრების საჭიროებათა და მისი ტენდენციების გამორკვევა. ცხადია, აქ ხელოვნება წმინდა ემოციონალურ ზედმოქმედების მოვალეო- ბიდან იძვრის და გადადის გონებრივ ზეგავლენაზე, მით სტოვებს თვითმიზნობრივ ესტე- ტიზმის საზღვრებს და გამოდის ინტელექტუალიზატორის როლში.
ყოველი ხელოვნების ფაქტი მდებარეობს ესტეტიურსა და არაესტეტიურ კატეგო- რიებს შორის. ესტეტიური კატეგორია წარმოადგენს კომპოზიციების გამოაშკარავებას, ხოლო ხელოვნების ობიექტს — მასალას ჩვენ უწოდებთ არაესტეტიურ კატეგორიას. ხელოვნების ყოფის ცვალებადობაში თვითად კომპოზიციებმა დაჰკარგეს ესთეტიური ზეგავლენის უნარი. თანამედროვე ხელოვნების რევიზიამ წარმოშვა ფაქტისა და დღიურ საჭიროებათა ხელოვნება, მოცემული კონსტრუქტიულ ფორმებში (კონსტრუქცია არის კომპოზიციის შეცვლა ინჟინერიის პრინციპებით).
ამიტომ „მემარცხენეობა“ ნიშნავს: ხელოვნებისა და ოსტატობის იგივეობის განმტკიცებას და ხელოვნების საზოგადოებრივ ფუნქციის ძიებას.
ყოველივე ზემოთქმულისაგან აშკარა ხდება „მემარცხენეობის“ განსაკუთრებული როლი ქართულ ხელოვნებაში. „მემარცხენეობა“ არის ბრძოლა ხელოვნებაში ოსტატობის განმტკიცებისა და ქართული ხელოვნების კულტურის დონის ამაღლებისათვის. „მემარცხენეობა“ განაგრძობს საზოგადოებრივ დაკვეთის ასრულებასთან ერთად, ლაბორატორულ მუშაობას ხელოვნების შინაგან სპეციფიურ მასალებზე და სთვლის ამ მუშაო- ბას მოწინავე ხელოვნების ერთ უმთავრეს და აუცილებელ გზად.
„მემარცხენეობის“ ეს კრებული გამოდის ქართულ ხელოვნებაში გამეფებულ მსოფ- ლმხედველობითი პასეიზმისა, ოსტატობის დაცემისა და შტამპის გაბატონების დროს. მემარცხენეობა ბრძოლაა არსებულ ატმოსფერის გასარღვევად და ნიღაბის ახდა ყველა პსევდოთანამგზავრულ ტენდენციებისა.
„მემარცხენეობა“ უპირდაპირდება თავისი პრინციპებითა და საზოგადოებრივი საქ- მიანობით დღევანდელ საქართველოში არსებულ ხელოვნებათა მიმართულებებს, გაერთიანებულს მემარჯვენეობის ნიშნის ქვეშ.
„მემარცხენეობა“ სთვლის თავის პრინციპებს და ამ პრინციპებით გამართულ მხატვრულ პროდუქციას საბჭოთა მნიშვნელობის შედეგად და მის მოთხოვნილებათა დამაკმაყოფილებელ მიმდინარეობად.
უკანასკნელი წლების მუშაობამ დაამტკიცა, რომ მუშათა აუდიტორია და საბჭოთა
საზოგადოებრივობის საუკეთესო ნაწილი სრულ კონტაქტში არის „მემარცხენეობის“ საქმიანობასთან. ამასთანავე მემარცხენე მუშაკების ხარისხობრივმა ზრდამ დაგვანახვა, თუ რამდენად ცოცხალია და მიუცილებელი ის მხატვრული მასალები და საზოგადოებრივი საქმიანობა, რომელსაც ჩვენი ამხანაგები აწარმოებდენ ლიტერატურაში, კინოში, თეატრში, მხატვრობაში, მუშათა კლუბებში და სხვ.
„მემარცხენე მწერლობის“ ჟურნალი „მემარცხენეობა“ აქამდე ატარებდა ალმანახის ხასიათს. დღეს უკვე ნათელი გახდა მისი პერიოდულ ორგანოდ გადაქცევის საჭიროება. რამდენადაც შესაძლებელი იყო, ჩვენ ამ კრებულშიც შევეცადეთ მოგვეცა ჯამი ყველა იმ მთავარ დებულებებისა, რომელსაც ამ წლის განმავლობაში მემარცხენე ჯგუფის წევრებს ზეპირად თუ სხვადასხვა გამოცემებში პრინციპების სახით წამოუყენებიათ. ამასთანავე ჩვენ შევეცადეთ, ეს კრებული ყოფილიყო ხელოვნების დღიურ საჭიროებებზე პასუხის გაცემა და არ ჰქონოდა გეზი აღებული განყენებულ თეორეტიულ მსჯელობებისაკენ.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ. No2






ამოცანები

ხშირია შემთხვევა, როდესაც ლექსი მხიარულ გუნებაზე დაგაყენებს. დასწერს პოეტირაიმე მოხდენილ სტრიქონს და ეს სტრიქონი შეიძლება მოიხმარო რაიმე მხიარულგასართობათ. ან გაიცინო, ან ამოცანასავით გადასწყვიტო. ერთ დროს რუსი იუმორისტიციფრკინი ადგენდა ასეთ ამოცანებს მაგალითად: ნაპოლეონ პირველმა მოსკოვი აიღო1812 წელს. რომელ წელს აიღო მოსკოვი ნაპოლეონ მესამემ?
ერთი პოეტი სწერს: „რომ ვარ ნამდვილი ხალხის პოეტი, მდგარი მიწაზე ორივე ფეხით“ (პ. იაშვილი).
საინტერესო ამოცანაა. რამდენი ფეხით დგას მიწაზე არა ხალხური პოეტი?
ხანდახან ზოგი, ერთი სტრიქონით პირდაპირ კითხვის დასმა არ შეიძლება ასეთებიშეიძლება გავდენ განუსაზღვრელ ამოცანას. მაგ: „სანამდე უნდა, რომ მზეთ ედინოს გავარვალებულ ოქროს თვალებს“ (ტ. ტაბიძე).
ვინ? რას? სად? რა? როგორ? – არცერთი კითხვა არ უდგება. ამ სტრიქონების ამოხსნა შეუძლებელია მაგრამ ის მაინც რჩება ამოცანათ.
ერთმანეთთან
ხშირია ისეთი სტრიქონები, რომელნიც შებმული არიან ძალდატანებითიქორწინებით „დღეს ლექსს თან ახლავს სიმამაძაღლე, მე ძველი დამრჩა გულისფრიალი“ (ტ. ტაბიძე).
ამოსაცნობია, თუ როგორ შეუღლდენ ეს სტრიქონები. ეტყობა, ერთ-ერთი სტრიქონი მეორეს ხასა უნდა იყოს.
ქართულ ლექსებში მრავალია ასეთი ამოცანები. სამწუხაროა, რომ პროლეტ- მწერლებიც სიმბოლისტებთან სიახლოვის გამო მიმართავენ ხშირად ამ ხერხს. პროლეტ- პოეტებში ისეთ საყურადღებო პოეტს, როგორც არის ნაროუშვილი, აქვს ამოცანა „მე ჭერქვეშელი მესაუბრება ცხოვრების სიღრმით დამძიმებული“.
უპასუხე: ხალხი ცხოვრობს ჭერ ქვეშ, ვინ ცხოვრობს სახურავ ქვეშ?

ა-ბ-ი




ნაწყვეტი სახელგამის საქმიანობიდან

ჯერ კიდევ მწერალთა ყრილობაზე მივაქციეთ ჩვენ ყურადღება მემარცხენე მწერლებისადა სახელგამის დამოკიდებულებას. ამხ. ბ. ბიბინეიშვილმა განაცხადა, სახელგამსადა მემარცხენე მწერლებს შორის არავითარი უარყოფითი დამოკიდებულებაარსებობსო.
რომ სინამდვილეში კი ეს ასე არ ხდება. სამი წლის წინად გამოცემული იქნა დ. შენგელაიას ერთი წიგნი და შემდეგ არავის სცნობენ გამოცემის ღირსად.
რას ნიშნავს ეს?
ორი წლის წინად მიღებულ იქნა ჩიქოვანის წიგნი. დადგენილება ხელმეორედ გამოტანილიქნა მიმდინარე წლის დასაწყისშიც. სამწუხაროდ ორივე დადგენილება გაჰქრა დაწიგნის გამოცემის საკითხი გამოურკვეველია.
ამ ამოცანის ახსნა არავის არ შეუძლია, ასევე ექცევიან სხვა მემარცხენე მწერლებს,როდემდის გასტანს ეს? ვინ შეჰქმნა ასეთი მდგომარეობა. შეიძლება რომელიმე ხელმძღვანელიარ სცნობს მემარცხენე ფრონტს, მაგრამ დაწესებულების ერთი ან ორი კაცისგემოვნებით არ შეიძლება მთელი საგამომცემლო პოლიტიკის წარმოება ლიტერატურისთვისარის სავალდებულო შეხედულება.

რაშია, ამხანაგებო, საქმე?!


„მემარცხენეობის“ რედაქცია






მემარცხენე ფრონტის კინო-მუშაკთა პირველი თათბირი

19 თებერვალს, 1928 წ.

კრებას დაესწრენ მემარცხენეფრონტის კინო-მუშაკთა გარდა მისი ახლო მოკავშირენი: გ. არუტინოვი, ლ. ესაკია, ნ. შენგელაია, შ. ალხაზიშვილი ს. დოლიძე, ს. ჩიქოვანი, ა. ბელიაშვილი,მ. ჭიაურელი და ა. ჟღენტი (კრებას ვერ დაესწრო მ. კალატოზიშვილი), თავმჯდომარეობს ბეს. ჟღენტი.
თავმჯდომარის შესავალი სიტყვის შემდეგ გაიხსნა კამათი, რომელშიაც მონაწილეობა მიიღეს: ლ. ესაკიამ, გ. არუტინოვმა, ნ. შენგელაიამ, შ. ალხაზიშვილმა, ს. ჩიქოვანმა და სხ. თათბირის ვრცელი ანგარიში და მიღებული რეზოლიუცია უადგილობის გამო „მემარცხენეობა“- ს ამ ნომერში არ იბეჭდება.
ა. წ. 3 თებერვალს შესდგა მემარცხენე ფრონტის სხდომა. დღის წესრიგში იდგა: მემარცხენეფრონტის უკანასკნელი წლის მუშაობის რევიზია. მომხსენებელი ჩიქოვანი. კამათიგაგრძელდა სამ სხდომაზე. მომხსენებელმა აღნიშნა მიღწევები და ნაკლულოვანებანიმემარცხენე ფრონტის მუშაობის ამ პერიოდში. ჯამი გაუკეთა არსებულ მხატვრულ პროდუქციისღირებულებას, შეეხო დღიურ საკითხებისადმი მეტი აქტივობის გამოჩენის საჭიროებასდა ლაბორატორიულ მუშაობის შემდგომი გაგრძელება აუცილებლობათ სცნო.
სხვადასხვა ლიტერატურულ დაჯგუფებებთან დამოკიდებულების შესახებ, მომხსე- ნებელმა განაცხადა, რომ ჩვენი ბრძოლა მემარჯვენე ლიტერატურის მიმდინარეობებთან უფრო გადამწყვეტი უნდა იყოს. საჭიროა პროლეტარულ მწერლების ასოციაციასთან კონტაქტი,მაგრამ მომხსენებელთა აზრით მათთან მეგობრული დამოკიდებულების განმტკიცებასჯერჯერობით ხელს უშლის ასოციაციის ზოგიერთ ხელმძღვანელთა
საქმიანობა. საქ. „მემარცხენე მწერლობის“ ჯგუფმა ხარკოვიდან მიიღო ექვსი ნომერი ჟურნალი „нова генерацiа“, უკრაინის მემარცხენე ფრონტის ორგანო, რომელსაც რედაქტორობს უკრაინის ცნობილი პოეტი და თეორეტიკოსი მიხეილ სემენკო. ჟურნალის მიღებასთან ერთად ჯგუფი მიწვეულია „нова генерацiа“-ს თანამშრომლად.
„მემარცხენობის“ რედაქცია ესალმება უკრაინელ ამხანაგებს და იმედს გამოსთქვამს, რომ ჩვენი დამოკიდებულება მათთან უფრო განმტკიცდება საბჭოთა რესპუბლიკებში არსებულ ეროვნებათა კულტურულ დაახლოვების მიზნით. საქ. „მემარცხენე მწერლობის“ ჯგუფმა მინსკიდან მიიღო ბელორუსიის ლიტერატურის მემარცხენე ფრონტის თათბირში მისაწვევი დეპეშა, რომელიც შესდგა ამ გაზაფხულზე. ჯგუფმა მიიღო აგრეთვე ორი ნომერი ამავე ჯგუფის ორგანო „росквiт“. „მემარცხენეობის“ რედაქცია სალამს უძღვნის ბელორუსიის მემარცხენე ამხანაგებს და მწუხარებას გამოსთქვამს, რომ დეპეშის დაგვიანების გამო ქართველ მემარცხენეებს საშუალება არ მიეცათ დასწრებოდენ თათბირს, რის გამო მინსკში გაგზავნილ იქმნა საპასუხო დეპეშა ჯგუფის თავმჯდომარის — პოეტ პაულ შუკაის სახელზე.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ. No2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი