გაზ. დროული
5 დეკემბერი 1925 წ.
ქ. ტფილისი
ჩვენი ფრონტის პირველი გამოსვლები ქართული ხელოვნების მეშჩანურ-ტრაფარეტულ
ტრადიციებზე მკაცრ თავდასხმებში გამოიხატა; „უნდა დაინგრეს, რომ აშენდეს“„ეს იყო
ფორმულა ჩვენი პირველი ნაბიჯების.
ჩვენი პირველივე დეკლარაციებით უჩვეულოდ გაცხოველდა ინტერესი ქართულ ხე-
ლოვნებისადმი ქართველი საზოგადოების სრულიად უცხო და ახალი პრობლემების დაყე-
ნებამ ერთბაშად გამოიწვია მთელი რიგი ლიტერატურული დისკუსიებისა, საღამოებისა,
რამაც ასწია ქართული ლიტერატურული კულტურა და ჩვენი აუდიტორია მსოფლიო ახალი
ხელოვნების კურსს დაუახლოვა. ჩვენი ბეჭდვითი მასალების გამოქვეყნებამ კი მიუხედავათ
რაოდე ნობითი სიმცირისა ასწია მხატ ვრული პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში და მთელი თანა-
მედროვე დამწყები ლიტერატურა ჩვენი მიღწევების ქვეშ მიემართება.
წარსულის ტრადიციებით მძიმედ დატვირთულმა საზოგადოებრივმა აზრმა შეგნებუ-
ლად არ გაიგო ჩვენი ფრონტის რეზონანსი ქართული კულტურისათვის და ნა წილმა მკაცრი
წინააღმდეგობით, ნაწილმა კი გულგრილი სიჩუმით უპასუხა მას.
ჩვენ ვერკვეოდით კონსერვატიულ საზოგადოებრივობის მღელვარების მიზეზებში, გვეს-
მოდა მარჯვენა ოპოზიციის ღირებულება და ვხსნიდით რა ყოველივე ამას ჩვენი მოძრაო-
ბის ნოვატორული ბუნებით, შეუჩერებლათ ვაგრძელებდით ლიტერატურულ რუტინების
რღვევას და დაცლილ ადგილებზე ახალი მხატვრული ფაქტების შენებას.
ჩვენ არ გავურბოდით საზოგადოებრივ მსჯავრს და არა ერთხელ დაგვიყენებია მთელ
ჩვენი პრაქტიკა და მსოფლმხედველობა აუდიტორიის წინა პირისპირო დაფასებისათვის.
ასეთ შემთხვევებში ჩვენი გამარ ჯვებული გამოსვლა უდაო ფაქ ტებათ დარჩა.
დრო არის ბოლო მოეღოს შეგნებულ ან შეუგნებელ გაუგებრობას. ლიტერატურულ
ჭორი კანობისა და ლაყბობის სეზონი დამთავრებულია.
ჩვენი მხატვრული პრაქტიკა, რომელშიაც ერთიანდება მსოფლიო მემარცხენე ხელოვ-
ნების მიღწევები ეროვნულ შემოქმედებით სულთან დაკავშირებით უნდა დაუახლოვდეს
ფართე საზოგადოებას და იგი მასსების ხელოვნებათ უნდა იქცეს.
თანამედროვე ყოველდღიურ მიღწევათა პირო ბებში არის საჭიროება კვალ და კვალ
გავყვეთ მსოფლიო ხელოვნების განვითარებას და მასში დაყენებულ ახალი პრობლემების
გარკვევით ქართველი აუდიტორია გადარჩეს ჩამორჩენისა და უკანმზერის საფრთხეს.
ამით განისაზღვრება მნიშვნელობა ჩვენი გაზეთის; იგი არ არკვევს პოლიტიკურ საკით-
ხებს და არ ჩაერევა სახელმწიფოებრივ მმართველობის ყოველდღიურობაში.
ეს არ ნიშნავს ჩვენს ინდიფერენტულ განწყობას საზოგადოებრივ ცხოვრებისადმი ახალ
ხელოვნების შექმნითა და მშენებლობით ჩვენ უშუალოდ ვდგებით რევოლიუციონურ თანა-
მედროო ბაში და ახალი საზოგადოებრიობის ყალიბობის პროცესში.
ამიტომ ჩვენი გაზეთი მთლიანად ეწირება ქართულ ხელოვნების და საერთოდ ქართული
კულტურის მშენებლობას.
გაზ. „დროული“ 1925 წ. № 1.
თეატრი
ქართული დრამის სეზონი გაიხსნა შექსპირის „ჰამლეტი“თ. რეჟისურის მიდგომით ჰამ-
ლეტი ექცევა ვიწრო ოჯახურ ტრაგედიის ფარგლებში. ამით „ჰამლეტი“ს გადმოცემა გაუბ-
რალოებულია და თანამედროე მაყურებლისათვის მისაწვდომი. „ჰამ– ლეტის განსახიე-
რებაში სჭარბობს გმირობიდან გამომდინარე ნევრასტენიკის ტიპი და ამ გაგებით უშანგი
ჩხეიძის მიერ როლი საკმაოდ არის დაძლეული. ვერიკო ანჯაფარიძე, ოფელიას როლს
საუკეთესოდ აშენებს დეკადენტურ ლირიულ მიდგომით მეფის როლი ვასაძემ შეასრულა
დასრულებუ ლი ტეხნიკით. დეკორაციები და ესკიზები საინტერესოდ არის შესრულებული
მხატვარ ირაკლი გამრეკელის მიერ. (რეცენზია შემდეგ ნომერში).
კაცი გალიაში“ რეჟისორი ალ. ახმეტელი სდგამს პიესას „კაცი გალიაში“ ჟანგო ღოღო-
ბერიძის. თარგმანითა და ირ. გამრეკელის დეკორაციებით.
ქრონიკა
— გამოვიდა სიმონ ჩიქოვანის პოემა „ფიქრები მტკვრის პირას“. პოემა დაწერილია ტაქ-
ტილისტური მეთოდით. ყდის მხატვრობა ეკუთვნის ირაკლი გამრეკელს.
— ნიკოლოზ ჩაჩავამ დასწერა პოემა „მზე და ყაჩაღი“, რომელიც ამ მოკლე ხან ში დაიბეჭდება ჩვენი გაზეთის მორიგ ნო მოებში.
— მზადდება დასაბეჭდათ ნიკოლოზ ჩაჩავას რომანი ლექსად „კალოშები და სიყვარული“.
— აკაკი ბელიაშვილმა დას წერა რომანი, რომელიც დეკემ ბრის ბოლო რიცხვებში წაკით-
ხულ იქნება ლიტერატორთა ვიწრო წრეში. რომანი ახლო ხანში დაიბეჭდება ჩვენს მორიგ
გამოცემებში.
— პავლე ნოზაძემ დასწერა ახალი რომანი „იმერეთი“; რომელიც წაკითხულ იქნა პოე ტე-
ბის წრეში. სიუჟეტი აღებულია თანამედროვე ცხოვრებიდან. რომანი ყურადღებას იპყრობს
ორიგინალური შენებითა და სტილის თავისებურობით.
— პირველ იანვრიდან იწყებს გამოსვლას ორკვირეული ლიტერატურული ჟურნალი
„ზერო“. ჟურ ნალს რედაქტორობს ჟანგო ღოღობერიძე.
— დემნა შენგელაიას რედაქტორობით გამოვა პერიოდუ ლი კამერული ლიტერატურული
ჟურნალი. გარდა ჩვენი ფრონტის მასალებისა ჟურნალში დაიბეჭდება სხვათა საყუ რადღე-
ბო ნაშრომე ბიც.
— ბენო გორდეზიანმა დაას რულა ახალი დი დი სურათი ვაჟა ფშაველა, რო მელიც დაიბეჭ-
დება ჩვენს მორიგ ჟურნალში.
დეკემ ბრის შუა რიცხვებში ხელოვანთა სასახლეში გაიმართება ჩვენი ფრონტის მორიგი
საღამო-მოხსენებები, პრაქტიკა, კამათი. შესვლა მოსაწვევი ბარათებით.
— ს. ჩიქოვანის, ნ. ჩაჩავას და ქ. ღოღობერიძეს რედაქ ციითა და ბესარიონ ჟღენტის
ვრცელი წინასიტყვაობით გამო ვა კრებული: „ქართული ლიტერატურა გასაბჭოების შემდეგ“.
— კონსტანტინე გამსახუდიამ დასწერა მოთხრობა „ტაბუ“ ოდშის ცხოვრებიდან. დაიბეჭ-
დება ახლო ხანში.
— ჩვენი გაზეთის მორიგ ნომერში დაიბეჭდება რუსეთისა და უცხოეთის ხელოვნების
ქრონიკა და ზღვარგარეთიდან მიღებული კორესპონდენციები.
გაზ. „დროული“ 1925 წ. № 1.
ბუკი და ნაღარა
მესამე ლიტერატურული სეზონი მიდის ჩვენი ფაქტიური მეთაურობით. ეს პირადი სურ-
ვილების გარეშე უნდა დაიჯეროს ყველამ, მას შემდეგ რაც გამოვიდა ჩვენი პირველი ჟურ-
ნალი, ვიდრე უკანასკნელ დისპუტებამდე, ჩვენ ვრჩებით გამბედაობათ, მემარცხე ნეობათ
და შეუცდომლობათ.
გულის მოსვლის ხელოვნებით ჩვენ გვეძახდენ ახალგაზრდებს, გაუზრდელებს და არამ-
ზადებს. იგინებოდენ უმთავრესად ფრანგულათ და იშვიათ შემთხვევაში რუსულითაც სარ-
გებლობდენ. ჩვენც გულწრფელათ უპასუხებდით მათ, რადგან არ გვინდოდა უკანასკნელი
ფორმა მათი შემოქმედებისა დარჩენილიყო ხმად მღაღადებლისა.
სამხეცეში მოხვედრი ლები თავს ვგრძნობდით მხეცებათ და გამ რწთვნელებათ. არ ვცდი-
ლობდით გაგვესაღებია თავი რუსეთის და ევროპიის ბაზარზე და უცხოთაგან არ ველოდით
„ქართული ეგზოტიურობის“ ლამაზი ღერბით თავის მოხატვას; არ შევნატროდით ევროპიის
მწერლების ძალა უნებურ ფრაზებს, გამოწვეულს საქართველოს საკითხის გახმაურებით და
ყალბი სქესის ორიენტალიზმით. ვკმაყოფილდებოდით ქართული აუდიტორიის შექმნით და
დღეს ახალი ქართული კულტურის მედროშეები, ჩვენ ბედს უკავშირებენ ქართულ მწერ-
ლობას. არ მივდევდით ფეხდაფეხ არც ერთ შკოლას და ჩვენთვის ერთნაირად უცხო დარჩა
როგორც ფრანგული დეკადენტური ლიტერატურა, ისე რუსული „ლეф“. იჭვით უყურებდით
გერმანელ ექსპრესიონიზმს და მარინეტის მილიტარისტული იდეები ფარცხის სამტვრევა-
დაც უვარგის მასალათ მივიჩნიეთ.
ასეთი ნდომებით და მხოლოდ დაინტერესებული იყვნენ ჩვენამდე და ამისათვის იყო
საჭირო N2შO4.
დაბოლოს, ჩვენ შემდეგ სულს ღაფავს „ცისფერი ყანწები“ და ყოველგვა რი საშა ვერ-
ტინსკის ნარჩენი. პროცესი სრულდება და ბოლომდე ჩვენ ვრჩებით ბრალმდებლებათ.
საცოდავია ეს „მოზრდილების ლიტერატურა“, ეს ყურის ტკივი ლი, რომელიც ცდილობს
ბრალი მოუძებნოს საქართველოს იმაში, რომ მათ დაკარგეს ნიჭი და უნარი ნაყოფიერი
შემოქმედების. ჩვენი ლოზუნგი პოეზიის უარყოფის მათ გაიგეს, როგორც პირდა პირი მო-
ვალეობა და წერა მათთვის მხოლოდ ჩვეულების გახსენებაა. სხვა დროს ასეთ მწერლობას
დაუკე ტავდენ დუქანს და ამ გამოთქმას გაღიმება ვერ გააბათილებს.
ქართველ მწერალთა კონფერენცია, რომელმაც უნდა გადაჭრას საბოლოოთ ეს საკითხი,
რატომღაც იგვიანებს. შეიძლება ეს მიეწერება იმას, რომ ხუთიოდე მწერლის კაპრიზებს
ვერ უძლებს ინიციატორთა უნარიანობა, იქნებ აქ უბრალო დაუდევრობას ქონდეს ადგილი;
ორივე შემთხვევაში ზარალობს ქართული კულტურის საქმე და ასპარეზზე რჩება ქართუ-
ლი მწერლობის რეზინის იდიოტიზმი. პირველ რიგში უნდა დაისვას საკითხი, ქართველი
მწერლობის სახელით თავის აგდების, წიგნებზე გადახურ დავებისა.
მწერალთა კავშირის ყრილობამ უნდა განსაზღვროს ღირსება ხალხის, რომელთაც რო-
ლი ითამაშეს ნერწყვის მოსვლის საქმეში და დაუდოს ზღვარი მწერალთა უსაქმო მოქ-
მედებას. ამისათვის მართებს საინიციატივო ბიუროს მეტი ჭკუა მახვილობის გამოჩენა
ორგა ნიზაციებზე დელეგატების რიცხვის გა ნაწილებაში და რასაკვირველია რიცხვი უნდა
განისაზღვრებოდეს მოქმედი მწერლობის მიხედვით.
მომავალმა კონფერენციამ უნდა აღიაროს რომ ლეში არ შეიძლება სურნელოვანი იყოს,
თუმცა სუნი ლეშის კოეფიციენტია, დაბოლოს მწერალთა ყრილობამ ფაქტიურად უნდა
მისცეს დირექტივები ქართული ხელოვნების ზრდა განვითარების საქმეს, რადგან თუ გნე-
ბავთ ისტორიულადაც მართალია გზა ქართული კულტურის ქართველ მწერალთაგან მეს-
ვეურობის. ასეთი შესაძლებლობა დღეს არის და მუ შაობის მოსურნეთ ბურთი და მოედანი.
ყოველი მოქალაქე მეტ როლს თამაშობს დღეს ქართული კულტურის საქმეში, ვიდრე
რომელიმე გულმოსული ლიტერატორი. ეს ამბავი უნდა მოვახრჩოთ.
ამას ვამბობთ ჩვენ და თუ ვინმე იტ ყვის რომ „ჩვენი ვარ სკვლავი ძლიერ მიბნელებულა“,
რომ მემარჯვენეობის ქარები ჩვენც გვაწვალებენ, რომ ჩვენ უკვე ვიჭრებით აკადემიზმში
და ჩვენი ბუდეც უნდა აინგრეს ვისიმე ცელქობით, ჩვენ მას საკუთარ სალოკავ თითზე ურ-ჩევთ გართობას.
მაშ ასე მწერლებო! ჩაიწყვეთ ხელები ჯიბეებში, გამოუცხადეთ ყველაფერს პროტეს-
ტი და ჩვენ უპირველეს, ნუ მოხვალთ ჩვენ საღამოებზე, გვაგინეთ ბუხართან ნუშის ჭამის
დროს; ხვალ თუ ზეგ ესეც მოსაწყენი გახდება და საკუთარ ოჯახ შიც აღარ მოგისმენენ
ასეთ ამბებს.
საერთოდ ქართული მწერლობის პროტესტი (რომელსაც ვერც ერთი მათგანი ვერ უარ-
ყოფს) მე მაგონებს ერთ ახალგაზრდა პოეტს რომელიც ფოთში იჯდა და მსოფლიოს უარ-
ყოფდა, იმ განსხვავებით, რომ ეს ამბავი მხოლოდ გამოვამჟღავნე და ქართველი მწე რალთა
საცოდავ უმოქმედობას გრძნობს მთელი საქარ თველო.
ჩვენ ვაგრძელებთ სისტემატიურ მუშაობას და ათასი გულიც რომ გვქონდეს ქართული
ლიტერატურისთვის დავდებთ.
ტფილი სი, 16. 1 26.
გაზ. „დროული“ 1925 წ. № 1
ჩვენი წლიური ანგარიში და ქართველ მწერალთა მომავალი კონფერენცია
ეს ანგარიში შეიცავს ჩვენი ფრონტის მუშაობას 1925 წლის განმავლობაში, მწერალთა
კონფერენციაზე დასასმელ საკითხებთან დაკავშირებით. ანგარიშში მთლიანად არ არის
ჩამოთვლილი ფაქტები, მაგრამ ჩვენ არ ვსწერთ ისტორიას მოქმე დების დასაფასებელად;
ჩამოთვლილი ფაქტებიც საკმარისად ვცანით.
ჩვენ წარმოვადგენთ მოქმედების ბრალ ანგარიშს და წამოჭრილ პრაკტიკულ კითხვებს
დაუკავშირებთ კონფერენციაზე დასაყენებელ საკითხებს. ეს არც ისტორიისათვის იწერება,
ჩვენ ვიცით რომ ზოგიერთ ლიტერატურულ შკო ლის შემოქმედებით ისტორიაში შედიოდა
საკუთარ ოჯახში მოღვაწეობა და სუფრაზე ტოლუმბაშის როლი ლიტერატურულ ფაქტათ
იყო მიჩნეული. ასეთი ხალხი დღე საც ხელმძღვანელობს თითქოს ქარ თულ კულტურას და ცდილობს მესვეუ რი და სულის ჩამდგმელი იყოს მომავალი კონფერენციის, მაგრამ ეს ფოკუსები ხმარებიდან დღითი დღე გამოდის და დღეს თუ ხვალ მათთვის გახ სნილი არის სამოქმედო ასპარეზათ შავი ბირჟა ან კიდევ უფრო იოლი გასართობი.
ცხადია რომ ქარ თველ მწერლების იმედით ქართულ ლიტერატურაში ჩვენ არ მოვსულ-
ვართ; ისიც ცნობილია რომ ფუტურისტები ყველგან და ყოველთვის მიმართავდენ ხალხს,
თუ გინდ იქიდან ეშაფოტიც რომ ყოფილიყო დადგმული. ამას ამ ტკიცებს თუნდაც ის, რომ როდესაც სიმოლისტემბა კამერული სალონები შექმნეს და იქ ამტკი ცებდენ თავიანთ ესტეტიზმს, ფუტურისტებს სკანდა ლებით გამოქონდათ ხელოვნება ქუჩაში. ვერ ვიტყვით, რომ
ჩვენთვის სავსებით დასრულდა სკანდალების სეზონი.
საქართველოს ბაიყუში მწერლო ბა ერთის მხრით და მეორე მხრით ლიტერატურული სა-
ბოტაჟი ჩვენ ფრონტს აძლევს საშვალებას ხანდახან გამოსაცოცხლებელ ატმოსფერისათვის ხერხს მიმართოს. არც ის არის მართალი, რომ ქართულ მწერლობას არ ყავს აუდიტორია. შეიძლება აუდიტორია არაა, მაგრამ მწერლობის საბოტაჟი უკიდურესს წერტილამდე აღწევს. საჭიროა მისი მოხსნა ან გულწრფელი განცხადება იმისა, რომ ღონე არა შეწევთ მწერლობისათვის.
შემოქმედებითი პრაქტიკაში ეს ხდება უკვე რამოდენიმე წელიწადია — ხოლო, როდე-
საც რაიმე ყრი ლობება დაიწყება, მაშინ პირვე ლობას ეს საბოტაჟის ხალხი იჩემებს. საჭირო შეიქნა ყოველივე ამის გამო შეგვედგინა ანგარიში გასული წლის მოქმედების შესახებ. ჩვენის აზრით ეს ნათელყოფს თუ რამდენათ ნაყოფიერი იყო ჩვენი ფრონტი იმ ღარიბ მატერიალურს და საერთო უსაქმობის ატმოსფერაში, რომელშიდაც ჩვენ გვიხდებოდა მუშაობა.
ამით შეიძლება მომავალი მუშაობის შესაძლებლობის წარმოდგენა და საზღვრების დადება
ყველა მიმდი ნარე ჯგუფებთან.
პირველი კრებული, რომელიც ამ წელს გამოვიდა ნიკოლოზ ჩაჩავას რედაქციით იყო:
„ლიტერატურა და სხვა“... ტფილისში არ ყოფნის გამო რედაქციას ვერ მიაწოდეს მასალე-
ბი ბენო გორდეზიანმა და ჟანგო ღოღობერიძემ. ჟურნალში დაბეჭდა ლექსები ნიკოლოზ
ჩაჩავასი, ბიძინა აბულაძის, პავლე ნოზაძის, სიმონ ჩიქოვანის, აკაკი ბელიაშვილის აქვე
დაიბეჭდა პრო ზა აკაკი ბელაშვილის, ნიკოლოზ ჩაჩავასი, დემ ნა შენგელაიას რომანსი ნაწყვეტები და სიმონ ჩიქოვანის პოემა „მყინვარი“-ს პირველი ნაწილი.
ამ სეზონში შემოუერთდა ფრონტს და პირველი რიგის პოზიციონერი გახდა ქართველი
ცნობილი რომანისტი დემნა შენგელაია.
მაისის ბოლო რიცხვებში მოწყობილი იყო დისპუტი-საღამო, სადაც გამოვიდა მთელი
ფრონტი თავისი შემოქმედებითი მასალებით და მოხსენე ბები წაიკითხეს სიმონ ჩიქოვანმა
და ბესარიონ ჟღენტმა წმინდა ფორმალური მეთოდებით. „ლიტერატურა და სხვაში“ მო-
თავსებულ წერილებით პირველათ შემოდის საქართველოში ფორმალიზმი, როგორც ხე-
ლოვნების კვლევის ახალი მეთოდი.
მაისის დისპუტში მონაწილეობა მიიღო ვარდინ მგელაძემ კ. გამსახურდიამ, ნ. ზომლე-
თელმა, მ. თოიძემ და სხვებმა. ჩვენი ფრონტიდან ილაპარაკეს საღამოს თავმჯდომარემ
პავლე ნოზაძემ, ჟანგო ღოღობერიძემ, სიმონ ჩიქოვანმა, ნიკოლოზ ჩაჩავამ და სხვებმა.
ოპონენტების რიგმა ამ პირველ საჯარო შეხვედრით დაამტკიცეს, თუ რამდენათ ძლიე-
რია ჩვენი ფრონტი. მათ დარჩათ მხოლოდ აღიარებიათ რევერანსებით, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ქართული ლიტერატურის ერთად ერთ ცოცხალ ძალას.
ინტიმური მოხსენებები, წაკითხულ იქნა ვიწრო წრეში პავლე ნოზაძის, ჟანგო ღოღობე-
რიძის, სიმონ ჩიქოვანის და ნიკოლოზ ჩაჩავას მიერ. ეხლა ნუსხიიდან გვინდა გამოვსტო-
ვოთ მხოლოთ ბენო გორდეზიანის მოხსენება „ქართული მხატვრობა და ახალი პერსპექტივები“ რაც დიდ ხანს აფიქრებდა ჩვენ მეგობრებს მისი მოსკოვში წასვლის შემდეგაც. ბევრი
საღამო შეეწირა ამ თემას.
ეს სწორედ ის სეზონი იყო, როდესაც სეით დევდარიანი დრამის თეატრიდან გაკაპა-
სებული უმტკიცებდა აუდიტორიას რომ ჩვენ თავდაღმა სიარულის და გადაფურთხების
მეტის, არაფრის მომხრე არ ვიყავით და მიუთითებდა ჩვენ პირველ ნომერ ჟურნალზე
განათლების კომისარს: „როგორ მიეცით ნება ამის გამოცემისო“. სეით დევდარიანი შერ-
ჩა ირეთელის იუბილეს, ჩვენ კი მთელი სტადია გავიარეთ და ეხლა ზოგიერთი სეითის
მეგობრებიც გრძნობენ ჩვენს ძალას, მაგრამ სალაპა რაკოთ არ ღირს, რადგან სეითმა იმ
ღამეს ჯეროვანი პასუხი მიიღო ჩვენი ფრონტის წარმომა დგენელისაგან. კურიოზები ვის
არ მოუვა
სულ სხვაა ვარდინ-მგელაძის ამბოხებები მან დაუყარა თავი მთელ რიგს - მწერლებს და
სცადა მათთან თავისი დეკლარაცია გაესაღებია, მაგრამ ყოველი მისი საღამო კომედიათ
რჩებოდა. ბოლოს მხოლოდ ჩვენი წარმომადგენლები შეედავენ მას სრული სერიოზულობით
და მისი არგუმენტებიდან და არაფერი არ დარჩენილა — ამის შემდეგ ის სრული გულწფელობით ბესარიონ ჟღენტს სთვლიდა საუკეთესო მოწინააღმდეგეთ საქართველოში, ყოველივე ამასთან ლიტერატურული კრიტიკა შერჩა ჩვენსფრონტს და 24 წლის ლიტე რატურის
შეფასება ბესარიონ ჟღენტს მოუხდა.
25 წლის გაზაფხულში დაიწყო დემნა შენგელაიამ ბეჭდვა თავისი ახალი რომანის „ტფილისი“, რომლის მასალები უკვე დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“. ამ ზაფხულში სიმონ ჩიქო-
ვანმა დასწერა თავისი ვრცელი პოემა „ფიქრები მტკვრის პირას“ რომელიც უკვე წიგნათ
გამოვი და ამავე წელს ამხ. ვალია ბახტაძის რედაქტორობით გა მოვიდა ახალგაზრდა ძა-
ლებიდან შემდგარი ალმანა ხი „დარიალი“ რომელშიდაც ჩვენი ფრონტი უახლოეს თანამ-
შრომლად იყო მიწვეული. აქ დაიბეჭ და სიმონ ჩიქოვანის პოემა „მყინ ვარის“ მეორე ნაწილი,
დემნა შენგელაიას მოთხრობა „გურამ ბარამანდია“ დავით გაჩეჩილაძის და ნიკოლოზ ჩა-
ჩავას ლექსები.
ამ სეზონში ნიკოლოზ ჩაჩავას ხელმძღვანელობით გამოვიდა გაზეთი „დროული“, სადაც
მიიღო მონაწილეობა ჟანგო ღოღობერიძემ, სიმონ ჩიქოვანმა, პავლე ნოზაძემ, დავით გაჩე-
ჩილაძემ, ნიკოლოზ ჩაჩავამ, ბენო გორდეზიან მა ბესარიონ ჟღენტმა, ბიძინა აბულაძემ და
სხვებმა.
ოქტომბრის პირველ რიცხვებში მოეწყო ლიტერატ. სეზონის გასახსნელი საღამო კონ-
სერვატორიის დარბაზში, საღამოს დაესწრო აუარებელი ხალხი და ჩვენი შე მოქმედებითი
მასალებს დი დი აღტაცებით შეხვდა.
უკანასკნელად დეკემბრის შუა რიცხვებში ჩვენმა ფრონტმა გახსნა მოხსენენების სერია,
სადაც პირველი მოხსე ნება წაიკითხა სიმონ ჩიქოვანმა „ქართული ლიტერატურის ორგა-
ნიული კავშირის აღდგენისთვის“. მოხსენებამ გამოიწვია საკმაო ინტერესი ქართველ ახალ
გაზრდობის და ლიტერატურის დაინტერესებულ მასებში. ყოველივე ეს ფაქტები ჩვენ გვჭი-
როდა გვეთქვა იმისთვის რომ ნათელ გვეყო თუ რამდენათ არა საბოტაჟურათ ვექცევით
ჩვენ ლიტერატურას და ის ოჯახურ საქმეებათ არ გვაქვს გადაქცეული.
ერთ ერთ კრებაზე გრიგოლ რობაქიძემ განაცხადა „они только 10 печатаются“ ამ პა ტივცემულ გვამს დაავიწყდა რომ მისი ჯგუფიდან ამ უკა ნასკნელ ხუთ წელს მხო ლოთ თვი თონ
(ერთი) იბეჭდება და სხვები სრულ ლიტერატურულ საბოტაჟს ეწევიან ხოლო კონფერენციას მეთაურობენ. გრიგოლ რობაქიძის, უკანასკნელი მოღვაწეობა კიდევ დრამატურგიაში
უფრო თეატრალური მოვლენა იყო ვიდრე წმინდა პოეტური. მართალია, თეატრალები სა-
ქართველოში ცოტაა და ასეთების მოთხოვნილებაც არის მაგრამ ეს სრულიად არ მოით-
ხოვს პოეტურ ფარ ხმალის დაყრას.
საქართველო ში კულტურას უპირველესად პოეტები მეთაურობენ–თეატ რი ყოველთვის
კულტურის გასტრალიორია და დროულ სენსაციას იძლევა, — ამიტომ იყო ჩვენ პირველ
დღეებში მარჯანიშვილის წინააღ მდეგ გამოვედით – რასაკვირველია აქ პრინციპიალური უთანხმოება კი არ იყო მთავარი თეატრის გაგებაში, არამედ ის, რომ კულტურას მესვეუ-
რობს ლიტერატურა, თეატრი ვერასოდეს ვერ გახდება წინამძღოლი კულტურის. ეს სრუ-
ლიად მოსპობდა ქართულ კულტურას. ეხლა ქართული თეატრი დროულ სენსაციას ჩამო-
შორდა და წმინდა მემრცხენე აკადემიზმით იძლევა შემოქმედების საუკეთესო ნიმუშებს.
ეხლა ჩვენც მათთან არაფერი სადავო არა გვაქვს, რადგან ლიტერატურამაც ნახა თავისი
აუდიტორია და ეწევა შემოქმედებით მუშაობას. მხოლოდ ქართულლი თეატრის ტრაგედია
იქ არის მოსალოდნელი, სადაც ის შორდება ქართულ ლიტერატურის განვითარებას და ექ-
ცევა საცოდავ ვიწრო კალაპოტში. როდესაც ისინი შემოქმედებითი აპოგეამდე, ავიდენ და
ქართველ ხალხში მიღებულათ წარმოუდგენიათ თავი უწინას წარმეტყველებთ მათ მოსა-
ლოდნელ კატა სტროფას, ქართულ კულტურის ჩა მო შორებას. საჭიროა ლიტერატურულ
ატმოსფერასთან დაახლოვება თორემ ეს შემთხვევით გასტროლებათ დარჩება ყოველივე.
არავის არ ურჩევთ ველურათ დარჩენას. მსახიობისთვის ლიტერატურა ჰაერივით აუცილე-
ბელია და ამისათვის ყურადღება უნდა მიაქციათ მსახიობებსაც ამ დებულებით ხელმძღვა-
ნელობამ ჩვენ ერთი წლის წინეთ ბრძოლა დაგვაწყებინა იმ თეატრა ლურ პოზიციასთან,
რომელიც ჩვენ ფრონტთან ახლო იყო გამოსვლების ხასიათითაც. მაშინ ჩვენი ლი ტერა-
ტურული მოწინაღმდეგები მათ ემხრობოდენ. ეს მხოლოდ იმისთვის ხდებოდა რომ ისინი
ლიტერატურულ ფრონტიდან მოხსნილიყვენ ამ სენსაციით სპეკულიანტობას ეწეოდენ და
დროებით თავს ასაღებდენ.
გავიდა დრო, ჩვენმა ფრონტმა ჟანგო ღოღობერი ძის სახით შეიტანა თავისი წვლილი
თეატრში, მაგრამ ჩვენი პოზიცია იქამდის არ გამოიც ვლება, სანამდე - თეატრი არ შეც-
ვლის თავის პოზიციას ქართულ ლიტერატურისადმი. ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა თეატრა-
ლებთან ერთად სცადეს ლიტერა ტურის სრული მოსპობა. ჩვენ ამას ვერ შეურიგდით და
ვერც შეურიგდე ბით. აქ იხსნება აუდიტორიის პრობლემაც, რომელიც სხვა დროის თემაა.
ამ სეზონში დაიბადა ბაიყუშების და სპეკულიანტების ლიტერატურული საბოტაჟი და
უკანას კნელი ორი წელიწადი მხოლოდ ჩვენი ფრონტის გასატანათ დარჩა. მართალია, იყო
რამოდენიმე კერძო მწერალი შემოქმედებისთვის განწყობილი, მაგრამ მათ კიდევ შემთხვე-
ვითი ხასიათი აქვთ და ანგარიშში შესატანი არ არიან. ამგვარი ლიტერატურული ბოიკო-
ტებით ქართული მწერლობა სრულიად დაიშალა და ის დღეს ფაქტიურად არ არსებობს. აქ
რასაკვირველია სხვა მიზეზებიც იყო, მაგრამ ეს არ შედის ჩვენი წერილის განკარგულება-
ში. წამოიჭრენ პროლეტარული მწერლები, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში რამოდე-
ნიმეჯერ გაერთიანდენ და რამოდენიმეჯერ დაიშალენ. მათი დაშლა შედეგი იყო მწერლების
არა პროლეტარულობის. შემთხვევით სრულიად არა პროლეტარული ახალგაზრდა პოეტე-
ბი რომლებიც ჩვენი შკოლის მეთოდებით სარგებლობდენ შემოქმედებაში; ადგილის უქონ-
ლობის გამო მოექცნენ პროლეტარულ მწერლე ბის ცალკე კორპორაციაში რასაკვირველია
ასეთმა ატმოსფერამ პროლეტარულ მწერლების ორგანიზაცია რამოდენი მეჯერ შეაჯგუფა
და რამოდენიმეჯერ დაშალა. სიჩუმემ და ბოიკოტმა აუდიტორია ჩამოაშორა ლიტერატურულ ატმოსფერას და მას საბოლოოთ სურვილიც სრულიად დაუკარგა. არის ტფილისში
აუდიტორიის მეშჩანური და სუფრაზე შეძენილი ნაწილი, რომელსაც ჰგონია რომ მხოლოდ
სიმბოლისტების და ძველი მწერლობის მონაწილეობით შეიძლება საქართველოში ლიტრა-
ტურულ საქმის გაკეთება, ისინი ვერ მიმხვდარიან რომ ეს ხალხი უკვე სრულიად არ არსე-
ბობს ლიტერატურისათვის და ქართული მხატვრული - ლიტერატურა ამის გამოკლებითაც
ვითარდება.
ყველა ამ ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენს წინაშე დგას ორი მთავარი დებულება, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიოს ჩვენმა ფრონტმა და მწერალთა მომავალმა კონფერენ-
ციამ, ეს არის მწერლების და ხელოვანთა დაახლოვება და ახალი მტკიცე აუდიტორიის
შექმნა. პირვე ლი საკითხის გადაწყვეტისათვის საჭიროა საქართველოში მოიხსნას ლიტე-
რატურის სახელით სპეკულიაცია, და ვინც მწერლობას ფაქტიურად ჩამოშორებული არის,
ის ორგანიზაციულადაც ჩამოშორდეს. მეორე — მწერალთა და ყველა ხელოვანთა შორის
უნდა მოიხსნას ბოიკოტი და მოხდეს მწერლობის და ხელოვნების სხვა მუშაკთა დაახლო-
ვება. რასაკვირველია ლიტერატურული დაახლოვება პოზიციებს სრულიად არ სპობს და ეს
არც საჭიროა.
აქ იხსნება მეტიჩრული გამოსვლები რობაქიძის და ძმების, რომლებიც ვითომც და არ კადრულობენ დისპუტებში და საღამოებ ში მონაწილეობის მიღებას. ამით უსუსურობის და-
ფარვა არ შეიძლება და მოსახერხებელიც არ არის.
არის სხვადასხვა დეტალებიც რომლის გარჩევა ეხლა შორს წაგვიყვან და.
დარჩა აუდიტორიის საკითხი — აქ მწერალთა კავშირმა უნდა მისცეს შე მავალ ორგა-
ნიზაციებს საშუალება იმოქმედონ ფართო მასა ში და ლიტერატურა გადაიტანონ ხალხში.
ამისთვის მიღებულ უნდა იქნეს მმართველი პარტიის მიერ შექმნილი მეთოდები: მოქმედე-
ბის გადატანა ყველა კლუბებში, მუშათა მასებში გასვლა და ლიტერატურის პროპაგანდა.
ლიტერატურა უნდა გახდეს სახალხო. ყოველ შემთხვევაში, ეს ამოცანა შემომქმედს წინ
უნდა მიუძღოდეს; გაიმარჯვებს ის თუ არა, შეასრულებს თუ არა დასახულ მიზანს, ეს მო-
მავლის საქმეა.
გაზ. „დროული“ 1926 წ. № 2.
დ ი რ ე ქ ტ ი ვ ი
ტფილისს პოეტების სატახტოს ეძახიან. თითქმის ყველა პოეტები იხდიდენ ვალს ტფი-
ლისის წინაშე და ბევრი პოეტის ბედი დაკავშირებია ტფილისის ჰაერის ერთ შესუნთქვას. აქ
ძნელათ ცნობდენ პოეტის უფლებებს მაგრამ ისტორიას ახსოვს პოეტის სიტყვების კანონთა
კრებულში მოქცევა. აქ მოდიოდენ ჭეშმარიტი პოეტები და მაწანწალები პოეტის სახელის აქ
მოხვეჭას ცდილობდენ. მთე ლი სკოლები რუსეთის პოეზიისა თბებოდენ აქ რამდენიმე წელი-
წადს, თუმცა ტფილისმა იმთა ვითვე იცოდა მათი ფასი. აქ დაიბადა პირველად იდეა პოეტე-
ბის პალატის დაარსებისა და შემდეგ ის პარიზში მოეწყო ილია ზდანევიჩის კარნახით.
სამი თუ ოთხი წლის წინათ, ჩვენმა საბჭომ მოიწვია აღმოსავლეთის მემარცხენე პოეტე-
ბის კონ ფერენცია. ჩვენი საბჭოს წევრები გულმოდგინეთ ამუშავებდენ ლექსიკონს, მაგრამ
კონფერენციას ბევრი ჩვენგან დამოუკიდებელი მდგომარეობა უშლიდა ხელს და დანიშნულ
დღეს უზარმაზარ დარბაზში მხოლოდ ორი აზერბეიჯანელი პოეტი იდგა. მაშინ აღარ იყო
საჭირო ახალი ლექსიკონი და ერთმა ჩვენმა მეგობარმა მიმართა დარბაზს: О милые табуретки!
ისინი მიხვდენ, რომ წასვლა იყო საჭირო და სისრულეში მოიყვანეს თავისი ესოდენ მარ-
თებული განზრახვა. ეს იყო ოთხი წლის წინათ და ასეთ ქცევაზე არც ერთ ჩვენგანს თავი
არ გა მოუდვია.
მას შემდეგ ტფილისში ჩვენ საბჭოს არა ერთი იხვის კვერცხებზე მჯდომი პოეტი აუგდია.
ჩვენი სკანდალები ხშირად იწვევდენ გულის სიგანივრეს, რომელიც შემდეგ მო ხერხებულათ
ბრალდებოდა ლოთობას და ღარიბ წარსულს. თუ ერთის მხრივ საქართვე ლოში ამოსულ
პოეტებს ვდაღავდით, მეორეს მხრივ ბევრი უცხოელი, რომელთაც ქონდათ ნახალობა უსი-
ცოცხლო ამბების ტრაღედიის ტონით მოყოლისა, წავიდენ აქედან ცხრაფეხას გულით.
მაგრამ ჩვენ ყველა ამის გა რეშე გვქონდა მოქალაქეობრივი სიყვარული იმ ხალხის მი-
მართ, რომელთაც გამოიჩინეს კე თილშობილება და ჩვენი საბჭოს ოთხი წლის თავზე მოგ-
ვილო ცეს თავიანთი საუკეთესო ლექსებით.
ტფილისში ჩვენ გვქონია შეხვედრები, მაგრამ ამ ქაღალდს და არც მოგონებას არ დავ-
სვრით სიყვარულის ლორწოიანი სიტყვებით. ბოლო დროს ჩვენ საბჭოში მომწიფდა იდეა
აღმოსავლეთის მემარცხენე პოეტების კონფერენციის მოწვევის აუცილებლობისა. საინი-
ციატივო ბიურო უკვე შეუდგა მუშაობას. კონფერენციას აქვს ბევრი გადასასინჯი და გა-
დასაწ ყვეტი. იქ, სადაც ბევრი სისულელის კატეგორიას გულისხმობს, ჩვენ გვეგულება
ახსნა კულტურის ზოგიერთ საჭირბოროტო კითხვების.
დიდი ინტერესი, რომელსაც იწვევს ევროპის მწერლებში აღმოსავლეთის ლიტერატურა,
რასაკვირველია, აღმო სავლეთის საკითხთან არის დაკავშირებული და უპირველეს ჩვენ უნ-
და მოვსპოთ თემების ევროპეიზმი. ეს მოგვცემს საკუთარ სახეს.
ევროპის პოეტებისაგან გამიჯვნით ჩვენ არ ვააშკარავებთ ჩინურ კარჩაკეტილობას, მაგრამ
ჩვენ მიერ ერთხელ და სამუდამოთ შეზიზღებულია პირობა, მაწანწალა ბუნების სადემონსტრა-
ციო თემად გადაქცევისა. ეს იდეა ჩვენ საბ ჭოში დაიბადა ჯერ კი დევ 1925 წლის ზაფ ხულზე და
როგორი იყო ჩვენი გაკვირვება, როცა ჩვენ მივიღეთ მისაპატიჟებელი ბარათი ევროპის მემარ-
ცხენე პოეტების კონგრესზე დასასწრებათ, რომელიც 11/2 თვის შემდეგ უნდა გაიხსნას ჟენე-
ვა ში. ეს შაბათების და თუჯის საათების ქალაქი ამოურჩევიათ ევროპის მემარცხენე პოეტებს
თავიანთ „სამშვიდობო“ მოლაპარაკებისათვის იქ ჟან კოკტო, რომელიც სინიციატივო ბიუროს
მეთაურობს, შეეცდება ლიტერატურული წონა მოუპოვოს თავის საბალეტო გამოსვლებს. მთელი
რიგი ტკბილ ტანიან და ენა მწარე პოეტებისა ილაპარაკებენ, ისევ „პარნასი“-ს ლოზუნგის ქვეშ.
ჩვენ ჯერაც არ ვიცით ვინ გაგვაბედნიერა ესოდენ დიდი წყალობით; ჩვენ არ ვიცით
კოკტოს 9 მოხერხებას, ვინ დაუმატა მისაპატიჟებელ ბარათის მეათე მუზა.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, არც ერთი მემარცხენე პოეტი აღმოსავლეთისა არ დაესწრე-
ბა ამ კონ გრესს და ჩვე ნი საბჭო კიდევ ამ აქო თებას მხო ლოდ შო რეულ ნაპირზე ითმენს.
მომავალი კონფერენცია აღმოსავლის მემარცხენე პოეტებისა უნდა შეიკრიბოს და ცენტრი
უთუოდ ტფილისში ქნება. ქართველმა პოეტებმაც ამაზე უნდა იფიქრონ.
გაზ. „დროული“ 1926. № 3.
პრესის მაგიერ
უკვე მეორე წერილი დაბეჭდა ამხ. ვალია ბახტაძემ ჟურნალ „მნათობში“ ქართული ლი-
ტერატურის შესახებ. როგორც წერილის სათაურიდანაც სჩანს („ცხოვრება და ხელოვნება“)
ავტორი იმ პოზიციას ანვითარებს, ლიტერატურულ კრიტიკის და ლიტერატურულ პოლი-
ტიკის, რომელსაც იცავს რუსეთში ვოროვსკი.
ამ გაგების მთავარი ფორმულაა, რომ ხელოვნება ცხოვრების შემეცნებაა და არა ორ-
განიზაცია მისი (под знаком ЖИЗНЕПОЗНАНИЕ). აქედან ეს წინააღმდეგობაა კონსტრუქ-
ტივიზმის და საერთოდ ხელოვნების გაგების როგორც მშენებლობის. აქედან ფორმალიზმი
როგორც კონსტრუქტიული მიდგომა ხელოვნების კვლევის აქ უარყოფილია. ამ მეთოდით
დასწერა ტროცკიმ ლიტერატურული გარჩევები ანდრეი ბელის, ბლოკის, ესენინის, მაიკოვ-
სკის, პილნიაკის და სხვების.
ამავე მეთოდით ვოროვსკი არჩევს რუსულ ლიტერატურას, თუმცა ის ხანდახან რევე-
რანსს უკეთებს ფორმალისტ მკვლევარებს:
ამხ. ვალია ბახ ტაძემ ამ მეთოდით გაარჩია დღევანდელი ლიტერატურა და სცადა მათი
თანდროულობის საზომით გადაფასება. რასაკვირველია, ცხადია ყველა მოწინავე დასკვნე-
ბი. ბახტაძის აზრით დარჩა რამოდენი მე ცოც ხალი ელემენტები ქართულ ლიტერატურაში
განთავისუფლებული ყანწებიდან, პროლეტარულ პოეტების სახით. მეორე ცოცხალ ძალათ
წარმოდგენი ლია ქართვე ლი რომანისტი და ჩვენი ფრონტის წევრი დემნა შენგელაია.
რასაკვირველია დემნას დაფასება ღირსეულია და ჩვენ ყო ველთვის ვგრძნობდით ვ. ბახ-
ტაძეში გამგებ ლიტერატურულ მოწინააღმდეგეს. მაგრამ ამხ. ვალია ბახტაძესაგან ცალ-
მხრივ მიდგომას არ მოველოდით. ავტორი არჩევს დემნა შენგელაიას და შემდეგს ასკვნის:
„დემნა შენგე ლაიამ თავის მასწავლებლათ უნდა ჩასთვალოს არა კრუჩონიხი, ხლებნიკოვი
და მაიკოვსკი, არამედ ანდრე ბელი და ბორის პილნიაკი. „სანავარდოს“ და „ტფილისის“
ავტორი როგორც მწერა ლი ვერ დაიდგამს ლიტერატურულ სკამს ს. ჩიქოვანთან და ჟ. ღო-
ღობერიძესთან ერთად“.
და კი დევ ზემოთ.
„დემნა შენგელაია უფრო სიმბოლისტია, ვიდრე ფუტურისტი“.
ანდრეი ბელი და პილნიაკთან დემნა შენგელაიას, რასაკვირ ველია, ნათესაობა აქვს ისე როგორც მაგალითად მეი-
რინკთან. მეირინკთან იგი უფრო ახლოს დგას, ვიდრე ორივე დასახელებულ მწერალ თან.
მაშასადამე დემნა შენგელაია ეკსპრესიონისტი ყოფილა — რასაკვირველია, ასეთი დასკვნის
გამოყვანა შეუძლებელია.
პროზაში სიმბოლიზმი და ფუტურიზმი, როგორც სკოლა, არ არსებობს — ანდრეი ბე-
ლის სიმბოლისტობაც დი დი შეცდომაა. ამას გრიგოლ რობაქი ძეც აღნიშნავდა ერთი წლის
წინათ. თუ ვგულისხმობთ მის რომანს „პეტერბურგს“ ის წმინდა კუბისტური მანერითაა
დაწერილი, ხოლო მისი თემატიკა ყველასთვის ცხადია დოსტოევსკიდან იღებს საწყისს. ან-
დრეი ბელი მეთაურობს კუბისტურ ხერხებს კო ზის მშენებლობაში და შკლოვსკის შეხედუ-
ლებით ის ყველაზე ახლო სდგას რუსულ ფუტურიზმთან. რაც შეეხება მის „Котик Летаев”-ს
ეს ხლებნიკოვის „Зангезис“ ერთივარიაციაა და მთლიანად ხლებნიკოვიდან გამოდის. ამას
აღნიშნავენ თვით ანდრეი ბელის თაყვანისმცემელი კრიტიკოსები. ეს მასალობრივათ დამ-
ტკიცებული აქვს ალექსეი კრუჩონიხს „Сдвигология“-ში. რაც შეეხება ბორის პილნიაკის
მანერით წერას და „леф“ი-ს პირველ ნომერში ნათქვამია რომ პილნიაკმა მთელი ჩვენი
მეთოდები შეითვისა და მის სიმვოლიზაციას ახდენსო. ესეც რომ არ იყოს, პილნიაკს და
დემნა შენგელაიას არაფერი საერთო არა აქვთ. აქ მხედველობაში ისიც უნდა ვიქონიოთ,
რომ „სანავარდოს“ შემდეგ დემნამ დიდი გზა გაიარა, „ტფილისის“ სახით მან სრულიად
ახალი პროზა მოგვცა. აქ დემნა შენგელაიას სწორედაც რომ აქვს საერთო მაიკოვსკისთან,
ხლებნიკოვთან, სიმონ ჩიქოვანთან და ჟანგო ღოღობერიძესთან. არამ თუ საერთო, ის წარ-
მოადგენს წმინდა ამ სკოლის ერთ-ერთ მოწინავე შემომქმედს. „დემნა არ არ იგონებს ახალ
სიტყვებს“ ამბობს ბახტაძე. ესეც არ შეეფერება სიმართლეს. მთელი წყება სიტყვების აქვს
დემნა შენგელაიას თავის პროზებში შემოტანილი, ჰაერში არც სხვა ფუტურისტები სწყვე-
ტენ სიტყვებს. ამხ. ბახ ტაძეს თქმით, ფუტურისტებს უშინაარსობა უყვართ სიტყვების. აქ წმინდა თეო-
რეტიული კითხვაა წამოჭრილი. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ სიტყვას შინაარსი კი არა აქვს,
არამედ „დანიშნულება“. ეს კი ნიშნავს, რომ სიტყვა წოდებაა საგნის და მოვლე ნის, ხოლო
საგნის შინაარსი სიტყვა სრულიად არ არის; ის წო დებაა საგნის და მოვ ლენის და არა მი სი
შინაარსი (შინაარსი არსობრივობას ნიშნავს სხეულის). რაც შეეხება სიტყვის საგნებიდან
განთავისუფლებას, ამას ჩვენ ფრონტში მხოლოთ ერთი ნაწილი სჩადის და წმინდა ლაბო-
რატორიული ხასიათი აქვს და იქ მუშავდება ახალი კონსტრუქციები ლექსის — სიტ ყვის
აღნაგობანი, რომელიც უახლოვდება პრაქტი კულ და თანამედროვე მეტყველების მელო-
დიკას. მაგრამ ყველა ეს სპეციალური შრომით მოითხოვს მტკიცებას, რომელნიც უკვე გა-
მოქვეყნებულნიც იყვნენ და რედაქციას საშუალება აქვს მომავალშიც მოაწყოს ამ თემაზე
ბეჭდვითი დისკუსიები.
ყოველივე ამის გარდა დემნა შენგელაია ხლებნიკოვი, მაიაკოვსკი, სიმონ ჩიქოვანი და
ჟანგო ღოღობერიძე რომ ხშირათ პოლიარული არიან — ცხადია. (სავსებით მათ ერთ სიბ-
რტყეზე დგო მა არ არის საჭირო. ეს ასეც უნდა იყოს — თვით ხლებნიკოვი და მაიაკოვსკი
ორივე რუსი ფუტურისტი შემოქმედებით ერთმანეთისაგან საკმაოთ შორს დგანან. ასევე
არის ჩვენი ფრონტის შიგნით რადგან ჩვენი ფრონტი სკოლურ ხასიათის გარეშე სდგას).
ეს ფაქტები, შეიძლება შედარებებით დამტკიცდეს. მაგალითად, მაიაკოვსკის „Скрипка и
немножко нервно“ და „ტფილისში“ დაბეჭდილი „ძროხასთან დიალოგი“ სრული პარალელუ-
რი მოვლენებია. ამასთანავე ამ რომანში გხვდებათ ე. წ. „ნივთების აჯანყება“, რომელიც
ხლებნიკოვმა დასწერა შემდეგ მაიაკოვსკი „150 მილიონებში“ შეადგინა სრულიად თავისე-
ბურათ. „ნივთების აჯანყების შედევრი მისცა სიმონ ჩიქოვანმა „ფიქრები მტკვრის პირას“
მესამე ნაწილში.
ამ მესამე ნაწილის პარალელურია სრულიად დემნა შენ გელაიას სახლის ფანტასტიკა
რომანი „ტფილისში“, სადაც „ნივთების აჯანყება უმაღლეს დრამატიზაციას ახდენს. ამის
შემდეგ ცხადია, ჩვენის აზრით, რატომ უდგას სკამი დემნა შენგელაიას ჩვენ ლიტერატუ-
რულ ფრონტში და არა სხვაგან.
მეტი სიახლო ვე ფრონტში დაუკარგავდა ცალკე მწერლებს საკუთარ სახეს. რაც შეეხება
წერის მეთოდს ამის ერთიანობის შესახებ თვით დემნა შენგელაიას წერილი იბეჭდება ამავე
ნომერში და ის ნათელ ყოფს ამ საკითხს.
რაც შეეხება ფორმალისტობას, ჩვენი ფრონტების ფორმალისტობის იმ გაგებით (ჩვენ
სულ სხვაგ ვარათ გვესმის ეს ცნება), რომელსაც ამხ. ბახტაძე აყენებს. ასეთი ფორმალიზმი
ჩვენში არ არსებობს და არც პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენს თავზე.
ყოველივე ამის შემდეგ რედაქციას არ შეუძლიან არ აღნიშნოს მწუხარება ამხ. ვალია
ბახტა ძის ზოგიერთ არასასურველ მეთოდებით ლიტერატურულ კრიტიკის წარმოების შე-
სახებ (რასაკვირველია ჩვენს წინააღმდეგ).
მაგრამ ყინული მაინც დაიძრა. ამხ. ბახტაძემ საკმაოთ კარგათ აღნიშნა სიმბოლიზმის
დასრულება და მათი საზოგადოებრივი მესიანიზმი.
მან ცოცხალ ლიტერატურულ ძალებში დემნა შენგელაია იგრძნო საუკეთესო მოვლე-
ნათ. ეს ფაქტია და თუ ამხ. ვალია ბანტაძეს უნდა ობიექტიური გადაფასებით გააგრძელოს
ეს ძიება, ის უსათუოდ სხვებსაც დაი ნახავს.
ყინული დაიძრა.
გაზ. „დროული“ 1926. № 3.