ლავრებტი ბერია - ქართველ მწერლებზე
ლავრენტი ბერია ქართველ მწერლებზე
ამონარიდები
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივ ში დაცული მასალებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს კომპარტიის X ყრილობაზე ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ლავრენტი ბერიას წარმოთქმული სიტყვები:
„უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ქართულმა საბჭოთა ლიტერატურამ ერთ-ერთი წამ-
ყვანი ადგილი დაიკა ვა საბჭოთა კავშირის მოძმე რესპუბლიკე ბის ლიტერატურებს შორის.
განსაკუთრებული როლი საბჭოთა ლიტერატურის განვითარებაში შეასრულა. ამხ. სტალინის
ინიციატივით მიღებულმა,
ЦК ВКП (б) 1932 წლის 23 აპრილის დადგენილებამ ლიტერატურულ-მხატვრული ორგანიზაციების გარდაქმნის შესახებ.
საქართველოს ლიტერატურულ ორგანიზაციებში არსებობდა დაჯგუფებები, რომლებიც ხრწნიდნენ მწერალთა კადრებს და აფერხებდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებას.
ამ საქმეში განსაკუთრებულ როლს ე.წ. პროლეტარ-მწერალთა ქართული ასოციაცია (ΑΠΠ).
ასრულებდა, რომელიც წარმოადგენდა РАПП-ის ფილიალს და მას ხელმძღვანელობდნენ: ბ.
ბუაჩიძე, შ. რადიანი და სხვ.
პროლეტარ-მწერალთა ქართული ასოციაციის ხელმძღვანელობა შუღლს აღვივებდა მწე-
რალთა წრეებში და ყველა ურჩსა და განსხვავებულად მოაზროვნეს საბჭოთა ხელისუფლების
მტრების ბანაკში უჩენდა ადგილს…..
******************************************************************************
ჯგუფისთვის „ლეფელები”, რომელიც 1924 წელს ჩამოყალიბდა და რომელშიც შედიოდ-
ნენ — ს. ჩიქოვანი, დ. შენგელაია, ბ. ჟღენტი, ლ. ასათიანი და სხვანი, დამახასიათებელი იყო
ფორმალური ნოვატორობა, წვრილ ბურჟუაზიული მეამბოხეობა. ისინი გამოსცემდნენ სპე-
ციალურ ჟურნალს „H2შO4”, (გოგირდმჟავას ქიმიური ფორმულა).
(სიცილი დარბაზში)
„ლეფელები~ უკანასკნელი ხუთი წლის განმავ ლობაში გათავისუფლდნენ მათთვის წარ-
სულში დამახასიათებელი აბდაუბდისგან, გადავიდნენ საბჭოთა ლიტერატურის იდეურ პოზი-
ციებზე და ამჟამად ქართული ლიტერატურის მოწინავე რიგებში იბრძვიან.
დ. შენგელაიამ რამოდენიმე მოთხრობა სოციალისტური მშენელობის თემაზე დაწერა. მას
მზად აქვს ახალი რომანიც, რომელიც სტალინის ჭაბუკობის წლებს ეძღვნება.
პოეტმა ს. ჩიქოვანმა კარგი ლექსები შექმნა თანამედროვე საბჭოთა თემებზე.
******************************************************************************
საბჭოთა მწერალი პირველ რიგში ის ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ყველაფერს საბჭოთა
ხელისუფლებას, სოციალისტურ სამშობლოს, ლენინისა და სტალინის პარტიას მიუძღვნის.
მას უნდა უყვარდეს საბჭო თა ხალხი, თავისი საბჭოთა სამშობლო და ღრმად უნდა სწამდეს
მისი ძალა და ძლიერება. ის მართალი და გულწრფელი უნდა იყოს თავის შემოქმედებაში, მან
უნდა განამტკიცოს და გააფართოვოს თავისი კავშირები მუშათა ფართო ფენებთან.
ჩემს მიერ ჩამოთვლილმა მწერლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შემდგომი საქციელი, ის
გარემოება, თუ რა სწრაფად გარდაიქმნებიან და დაჰგმობენ თავის წარსულ საქმეებსა და
კავშირურთიერთობას, განსაზღვრავს ჩვენი პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების დამოკი-
დებუ ლებას მათდამი“.
საქართველოს შსს არქივი, (II), ფ. N 4, აღწ N 11, ს. N3
საარქივო მოამბე 2011 № 10 გვ. 73.