მიხეილ ჯავახიშვილი - უბის წიგნაკიდან
უბის წიგნაკიდან
„თუ როგორ აფასებდა თვითონ მამა (ქეთევან ჯავახიშვილი) ამ
მოვლენებს, ამაზე მეტყველებს ოციან წლებში უბის წიგნაკში შეტანილი ჩანაწერები, საიდა-
ნაც ნათლად ჩანს მისი დამოკიდებულება ამ დაჯგუფებების მიმართ. მოგვყავს ეს ჩანაწერი:
„ფუტურისტებმა“ მანქანა ფეტი შად გადააქციეს და ცოცხალი ადამიანი მკვდარ ლითონს
დაუმონეს. დაავიწყდათ, რომ იგი ისევ ადამია ნის შექმნილია და მასვე ემსახურება (აგრეთვე
მანქანის შექმნილი ნივთიც). ჩვენში მაინც მისი კულტი სასაცილოა. სამჭედლოს ქურე ბი უფ-
რო მეტ ბოლს იძლევიან, ვიდრე ქარხნები. ტფილისში დღეში ასი ურემი შემოდის და შუაღამე-
ზე ამდენივე მამალი ჰყივის“.
„ყანწელებში შეიჭრა ხაზები დადასი, ექსპრესიონიზმისა და ფორმალისტ-ფუტურისტული,
ყოველივე ახალს მისწვდნენ. ამიტომ დაკარგეს საკუთარი. ფუტურისტებს უცხო სიტყვათა
ლექსიკონი დაუსწავლიათ და მკუხე ჭაბუ კებს იზმებით აოცებენ და აციებით ათრობენ. მიზე-
ზიც ცხადია: ჯერ თვითონაც არ გასცი ლებიან იმ ჭაბუკებს - არც ცოდნით, არც ხნოვანებით,
არც გემოვნებითა და არც სიბრძნით. კულტუროსნობის დიპლომებსაც წარა მარად არიგე-
ბენ მჟავე პანტასავით. ის კი არ იციან, რომ ამისათვის კიდევ რაღაც არის საჭირო (გარდა
კადნიერებისა) და ეს რაღაც შეიძლება სიკვდილამდისაც ვერ იხილონ“.
„ფუტურისტებსა და ფორმალისტებს შორის უკანონო კავშირი დამყარდა, ან უნდა
გაიყარნენ, ან შედუღდნენ (H2შO4). მათი ფროიდი: გიჟური წყურვილი მკითხველის შოვნისა
და სრული უძლურება მისი პოვნისა. ამის გამო — გამწარება და კაპასი ბრძოლა ყველა და
ყოველივესთან. კულტი ტერორის, ჟინიანობის, ნებისყოფის“.
„პროლეტმწერლები იდეოლოგიის ისეთ დოზას იძლევიან, რომ კამეჩსაც წააქცევს“.
,,საოცარია: პროლეტმწერლები და ფუტურისტები დაჟინებით გვთხოვენ რევოლუცია
ავწეროთ, მაგრამ თვითონ ძვრასაც ვერ უშვრებიან მას“.
,,ჩვენ ვიმარჯვებთ, თქვენ კი მარცხდებით“ – წარამარად იკვეხიან პროლეტმწერლები.
ყველა ლომები რომ ამოჟლიტოთ. ტურაც კი ლომად გასაღდება - აი ჩემი პასუხი“.
„პროლეტმწერლები დაბადებითვე საჭურისები არიან და ჩვენს დადუმება საც ლამობენ.
თუ დროზე არ გვეშველა, ქართული მწერლობა ხუთიოდე წელიწადში სულ დაიღუპება“. „რუსულ პროლეტმწერლობაში ერთი ჯანსაღი გეზი არსებობს ვორონსკის და პოლონსკის
მეთაურობით. ჩვენში კი ასეთი მიმარ თულება არ მოსჩანს“.
1932 წელს 28 აპრილს გამოქვეყნდა ცენტრალური კომიტეტის ისტორიული დადგენილება,
რომლის ძალითაც ეს დაჯგუფებები დაიშალა და მწერალთა ერთიანი კავშირი დაარსდა, ამ
დადგენილების გამოქვეყნებიდან ერთი წლის თავზე მამა წერდა: „ერთი წელიწადი შესრულდა
მას შემდეგ, რაც კომპარტიის ცეკამ ჩვენს სალიტერატურო ცხოვრებას ახალი მიჯნა დაუ-
დო და ახალი გეზი მისცა. მას შემდეგ ეს თარიღი ყველა მწერლისათვის ისტორიულ მიჯნად
გადაიქცა. ამიტომ საჭიროა უკან მივიხედოთ და განვლილი მანძილი შევაფასოთ, რათა სა-
ლიტერატურო დღევანდელობა და ხვალინდელობაც უკეთ გავზომოთ და უკეთ დავინახოთ.
რა იყო და რა შეიცვალა? პროლეტარულ მწერალთა ასოციაცია დაიშალა, დაიშალა ფედერა-
ციაც და მის მაგიერ საბჭოთა მწერლობის კავშირი დაარსდა. ამ ცვლილებამ სამნაირი უკი-
დურესი შთაბეჭ დილება გამოიწვია. ზოგს გაეხარდა. კლასობრივი ზავი დამყარდაო, მეორე
ჯგუფი უწინაც უიმედობით იყო მოცული და ახლაც ამბობს: არაფერი არ შეიცვალა: პავლე
წავიდა და პეტრე მოვიდაო. მესამე ჯგუფი მეტის მეტად დაღონდა. ეგონათ, პროლეტარუ-
ლი მწერლობა დაქვეითდაო. მე გახარებულთა ჯგუფს ვეკუთვნი, მაგრამ არც იმდენად გუ-
ლუბრყვილო გახლავართ, რომ აზრად გამევლოს, თითქოს ამიერიდან კლასობრივი ზავი
დამყარდა. შარშან მწერალთა კრებაზე სიხარული საჯაროდ გამოვთქვი. ზოგმა „რაპელმა“
მკითხა — რამ გაგახარაო? მეც იგივე შეკითხვით ვუპასუხე - თქვენ რაღამ დაგაღონათ-
მეთქი. ვის რამდენად გაეხარდა და ვის ეწყინა, ამას თავი და ვანებოთ. ზოგიერთს ვერც
კი წარმოედგინა, რომ ცეკას დადგენილება თანაბრად სასარგებლო ყოფილიყო როგორც
უპარტიო, ისე პროლეტმწერლებისთვისაც. ნამდვილად კი სწორედ ასე მოხდა და ჩვენი კმა-
ყოფილებაც გამართლდა, ამ აზრის დასასაბუთებლად მოკლედ მაინც გავიხსენოთ მახლობე-
ლი წარსული. ხელისუფლება ყოველმხრივ ხელს უწყობდა პროლე ტარულ მწერლობას, რათა
მას ჰეგემონია დაეპყრო, მაგრამ ამავე დროს მუდმივ და ხაზგასმით იმეორებდა, ეს მხოლოდ
შემოქმედე ბით უნდა მოვიპოვოთო. „რაპი“ ამ ფორმულის პირველ ნახევარს უკანასკნელ პე-
რიოდში გულმოდგინედ ასრულებდა, მეორე ნახევარს კი შედარებით ნაკლებ ყურადღებას
აქცევდა. რა მოგვცა აპრილის დადგენილებამ? რამ გამახარა მაშინ? საბჭოთა მწერლობის
მიმართ ადმინისტრაციულ მდგომარეობას ბოლო მოეღო, მის მაგიერ სულ სხვანაირი მეთო-
დია შემოღებული, რომელიც დატუქსვაზე უფრო მჭრელია და ნამდვილი. იდეური ზეგავლენა
მზრუნველობითი დამოკიდებულება, თვითეულ საბჭოთა მწერ ლისადმი. აი ფორმულა ახალი,
უბრალო მეთოდისა”.
მიხეილ ჯავახიშვილი
ჟურნ. „ცისკარი“ 1981 წ. № 9