პაოლო იაშვილი - შვიდი წელიწადი
შვიდი წელიწადი
შვიდი წელიწადი შესრულდა მას შემდეგ, რაც პირველად დატრიალდა „ცისფერი ყანწების“
ქარიშხალი.
გამწევი ბრძოლა გრძელდება, მაგრამ შეჩერდა ხელჩართული ომი და მარნასთან ბრძოლა
ჯერაც გადაუხდელია.
უკანასკნელი წლების დიპლომატობა, რომელსაც ჩვენ ასე შევეჩვიეთ უნდა დასრულდეს.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვისმეს ღალატი გვინდოდეს, ან ვცდილობდეთ რომელი-
მე ციხის შიგნიდან გატეხას.
გამოვტყდებით, რომ ჩვენში ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა ბრძოლის სურვილი და ყოველ დღე
მატულობს შეგნება იმისი, რომ საჭიროა ახალი გზები, საჭიროა გამოცდა „მშვენიერ დღეების“.
ქართულ მწერლობაში დღეს სათნოების ხაზი იმარჯვებს. დაძმობილებამ ისეთი სა-
ხე მიიღო, რომ „ცისფერყანწელებს“ აღარაფერი არ დარჩე ნიათ გარდა იმისა, რომ თქვან:
„გავჩუმდეთ, ძმებო“. ეს კი ნიშნავს არქივთან მიახლოვებას, ისტორიის დაწერას, რომანტიკულ ფიქრს წარსულის აღტაცებულ დღეებზე, და ოხვრას იმაზე, თუ რანი ვიყავით.
არ ყოფილა ცამეტ ყანწელში არც ერთი, რომელსაც როდესმე მიეღოს ფორმულა ან მარცხნივ ან მარჯვნივ. ასეთი აზრი დღეს მარცხდება, როგორც პოლიტიკაში, ისე, რა თქმა უნდა, ხელოვნებაშიაც.
მარცხენა ფრონტზე დგომა, შეგნებული და ჭკვიანი ხალხისათვის, ყოველთვის ნიშნავს ახალის ძიებას.
მემარცხენეობა მაშინ, როდესაც ცენტრად აღიარებულია მხოლოდ თანამედროვე ქართუ-
ლი პოეზია — ეს არ არის მაინც და მაინც დიდი დამსახურება. მთელი ჩვენი შვიდი წლის ის-
ტორია იმას ამტკიცებს, რომ ჩვენ არ შეგვიკლავს თავი იმ პოზიციისათვის, რომელასაც ჩვენი
დროის ქართული მწერლობა ეწოდება.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის დაინტერესებული ვიყავით ურთიერთობით, რომელიც უნდა დამყარებულიყო ჩვენსა და ქართულ მწერლობას შორის. მაგრამ ყველასათვის აშკარაა,
რომ სამშობლოში ჩვენ დღესდღეობით ვერ ვიპოვეთ წინააღმდეგობა და თუ კამათი მაინც იყო,
ეს იმდენად, რამდენადაც ჩვენ გვინდოდა მწერლობის ატმოსფეროს გაწმენდა, იმ ნიადაგისა,
რომელზედაც გვიხდება ჩვენ შემოქმედება, როგორც ქართველ პოეტებს.
ზოგიერთები აქ იტყვიან, თითქოს ჩვენ ერის წინაშე მოვალეობას მეორე ხარისხოვან სა-
კითხად ვთვლიდეთ, ესე იგი, თითქოს ჩვენთვის არ არის მთავარი მიზანი ის, რომ ვიყოთ
პოეტები მხოლოდ ჩვენი ერისა და ჩვენი ერისათვის, მაგრამ ეს საკითხი უკვე თავიდანვე
გამორკვეულია. პოეტს, რომელსაც შემოქმედების მთავარ იარაღად აღებული აქვს მშობ-
ლიური სიტყვა, რჩება თავის ხალხის პოეტად, თუნდაც მთელი ერი მისი წინააღმდეგი იყოს.
ჩვენი ფიქრი ყოველ თვის მიმართული იყო მსოფლიოს არესაკენ, არ არის არცერთი ჩვენი
შეურიგებელი მტერი, რომელმაც არ დაადასტუროს, რომ ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში,
სინდისიერად ვსწავლობდით და ვამუ შავებდით ყველა იმ პრობლემას, რომელიც დღეს არსე-
ბობს მსოფლიოს პოეზიაში, მაგრამ ევროპაში ჩვენ ვერ ვიცნობთ დღეს ვერც ერთ ლიტერა-
ტურულ სკოლას, რომელსაც შეეძლოს ჩვენზე გავლენის მოხდენა და გვაიძულოს შევცვალოთ
ის მთავარი ხაზი, რომელიც „ცისფერმა ყანწებმა“ თავიდანვე აიღო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ
თავისთავად ჩვენ პირველ გამართულ გზას დავაკვდებით. მაგრამ გარეშე ჩვენი საკუთარი
გზის განვითარებისა ჩვენ ვერ ვნახუ ლობთ ისეთ ლიტერატურულ სკოლას, რომელმაც შეს-
ძლოს ჩვენი გადაბირება. დადაიზმი გახრწნილობის იდეოლოგიაა. ეს არ არის მემარცხენეობა,
ეს საზოგადოდ არაფერი არ არის. ადამიანს არ უნდა ენახოს არასოდეს არც მზე, არც ბავშვი,
არც სიზმარი და არც რევოლუცია, რომ დადაისტი გახდეს.
ყოველ კეთილშობილ და ნამდვილ პოეტში უნდა არსებობდე კრიზისი. უამისოთ შემოქმე-
დება ანალიზის გარე შე რჩება, მწერლობა იქცევა შეუჩერებელ და გამძლე ლაყბობად.
მაგრამ როდესაც კრიზისი იმდენად გააბოროტებს პოეტს, რომ ის დაკარგავს სამუდამოდ
იმედს, დაჟი ნებით მიყავს სიტყვა თვითმკვლელობისაკენ, მაშინ როგორ შეიძლე ბა ლაპარაკი
რაიმე შკოლაზე, შემოქმედებაზე, მომავალზე, ახალ ცხოვრებაზე. „ცისფერ ყანწელები“ არა-
სოდეს არ მივლენ იქამდე, რომ სიტყვას აზრი და შინაარსი დაუკარგონ. ამისათ ვის ჩვენ სიტყვა მიგვაჩნია თავისთავად მეტად გამძლე და უკვდავ ფენომენად. ის, რაც დღეს ხდება ევრო-
პის მწერლობაში, ექსპრესიონიზმის სახელით უკვე დიდი ხანია ითქვა. თავი რომ დავანებოთ
სხვა შედარებებს დავასახე ლებთ მხოლოდ „ყანწებს“, და არ დავერიდებით იმის თქმას, რომ
ყველაფერი, რაც ახლა საღდება ექსპრესიონიზმის სახით, უკვე მოცემული იყო ჩვენი შკოლის
პირველ პერიოდში, სადაც კიდევ მტკიცდება ის, რომ მარტო. სახელ წოდება ვერ მისცემს შკო-
ლას ახალ შინაარსს.
დგას საკითხი, როგორი განვითარება უნდა მიეცეს ჩვენს ორდენს, როგორ უნდა წარმო-
ვიდგი ნოთ ჩვენ ახლო მომავალი, არც ერთი სკოლი სათვის არ არის სავალდებულო ის სწერდეს
შემოქმედების კონსტიტუციას. როგორი ლექსია საჭირო ხვალ — ეს დღეს არავინ არ იცის.
ყველა სკოლამ უნდა იცოდეს, აქვს თუ არა მას სურვილი, ძალა, მოთხოვნილება, აწარმოოს
ახალი ბრძოლა, თუ იგი დარწმუნდა, რომ ყველაფერი ნაფიქრია, ახალი აზრი არ არსებობს,
ენერგია დალეულია, საჭიროა ლოდინი მხოლოდ იღბლიანი წუთის, როდესაც დასწერ კარგ
ლექსს, მოთხრობას, დრამას.
თუ ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილებებმა გაიმარჯვა, მაშინ დრო არის იუბილეის.
ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, ჩვენი არსებობის ყველაფერი, რაც მოგვცა შვიდმა წელიწადმა, ეს
იყო მხოლოდ შესავალი იმ სამი სეზონის უდაბნოში, რომლის შენება უნდა დაიწყოს.
შვიდი წელიწადი ვარსებობთ ჩვენ საქართველოში, ჩვენ სიყვარულის გარდა ვიცოდით ერ-
თმანეთის პატივისცემა. ნურავითარი შკოლა მწერლობაში ნუ დარწმუნდება, რომ გასტანს,
თუ არ იქნა შინაგანი გამტანობა, მხოლოდ ადამიანური ერთობა პოეტებისა ჰქმნის მათი შკო-
ლის შინაარსს, მხოლოდ მუდმი ვი კავშირი არკვევს, თუ რა იქნება ხვალ. მე მომხრე ვარ პოე-
ზიაში ახალი სიტყვის, პერმანენტული რევოლუციის.
პაოლო იაშვილი
1924 წელი. 6 იანვარი