ტერენტიევი - Леф ამიერკავკასია 41
Леф ამიერკავკასია 41
1917 წელს კავკასიის არმია ტფილი სის გავლით რუსეთში ბრუნდებოდა. ჩვენი კომპანია
ყველა გამვლელს აჩვენებდა ზეჭკვიან მიკროსკოპს. გოლოვინის გამზირი N8, ყოფილი სა-
დურგლო სახელოსნო, გა დაკეთებული «Футурвсеучбище».
ეს ვიწ რო ოთახი ხალხით იჭედებოდა. უსმენდნენ რუსული ფუტურიზმის ისტორიას და
გზას განაგრძობდნენ... ჩვენ კი ვისხედით. სამი წლის განმავლობაში წაიკითხეს ორასზე
მეტი მოხსენება; «Всеучбище» მოინახულა ასამდე პოეტმა. თითქმის ყველა მათგანი უკვე
მოსკოვში გადასახლდა და გაიფანტა სასწავლო და საწარმოო-სამხატვრო ორგანიზაციებ-
ში.
წიგნები (თითოეული გამოვიდა არაუმეტეს 250 ეგზემპლარად) დაიგზავნა სხვა დასხვა
ადგი ლებში და ახლა ისინი ავტორებსაც კი არა აქვთ. აი, ზოგიერთი მათგანი: ილია ზდანე-
ვიჩი: იანკო კრული ალბანელი, ვირი ქირით აღ დგომის კუნძული, »Зга Якабы» და სხვა.
ტერენტიევი: 17 სულელური იარაღი ფაქტი, ტრაქტატი სრულიად უხამსობაზე, სი-
ნაზის რეკორდი და სხვა.
მალე ტფილისიდან ჩვენც გავემგზავრეთ. კრუჩონიხი - ბაქოში, შემდეგ - მოსკოვში,
ზდანევიჩი - პარიზში, მე კი შუაში შევრჩი: კონსტანტინოპოლი-ტფილისი-აქო. მოგზაურო-
ბის დროს ყველგან განვაგრძობთ ჭკუის ვარჯიშს.
მხოლოდ ამ წელს გამოჩნდნენ ქართველი ფუტურისტები, ერთბაშად 25 კაცი. მომმარ-
თეს მე, როგორც უხუცესს მეკითხებიან: ჩვენი ამოცანები? ვის დავცხოთ? ვინ გავლან-
ძღოთ? რა ვქნათ? ვუპასუხე: არაფერი, პოეტური ინტერნაციონალის გარდა. შექმენით
ენათა კომბინაციები ზეჭკვიან საფუძველზე. ეს იქნება ყველაზე საჭირო და ყველაზე ხი-
ფათიანი საქმე. საქართველოში ეს შეუძლებელია, მოგვკლავენ...
მე ბაქოში გავემგზავრე, მაგრამ გამგზავრების წინა დღეს მოასწრეს და მცემეს ყო-
ფილმა სიმბოლისტებმა, ახლა უბრალოდ ნაციონალისტებმა. თავის მანიფესტში“ მათ ასეთ
განაცხადეს: ყველა გზა მომავლისკენ ჩვენ დავიკავეთ. უეჭველია, რომ პირველივე წამორ-
ტყმისთანავე ეს საცობი ამოვარდება.
ბაქო ში ახალი ძალების გამოღვიძება უფრო შესამჩნევია. იქ მე ძალიან თბილად შემხვდა
კომპავშირი. მათ დიდი საქმე ჩაიფიქრეს და რჩევისთვის მიმიწვიეს. ახალგაზრდა ხელოვა-
ნების კავშირი - მათ ასე დააპროექტეს თავისი წესდება:
ორიენტაცია კომუნისტურ პარტიასა და კომკავშირზე.
ორიენტაცია ფუტურიზმის ტექნი კურ რევოლუციურობაზე.
მხატვარი - გამომგონებელია, მაგრამ გამოგონებაში არის საწარმოო მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ხელოვნების მთელ ყოფიერებას.
თითქმის ერთ თვეს გრძელდებოდა ჩვენი საუბრები ფუტურიზმის შესახებ. წესდება უნ-
და დაამტკიცოს პარტკომმა (პარტიის კომიტეტი). ჯერ კიდევ დამტკიცებამდე წარმოიშვა
უნივერსიტეტში, პოლიტექნიკუმში, კონსერვატორიაში, მუშათა კლუბში ამ კავშირის უჯ-
რედები.
ჩემი გამგზავრება მოსკოვში, რასაკვირველია, არ შეაჩერებს ამ დამოუკიდებლად დაწყე-
ბულ საქმეს და სამხრეთიდან კარგ ამბებს უნდა ველოდოთ. ილია ზდანევიჩის მოღვაწეობა
პარიზში (მეორე წელი) ჯერ კიდევ ყურადღების მიპყრობის პერიოდშია. ის მუშაობს მხო-
ლოდ და მხოლოდ ფრანგულ გარემოში, რადგან პირველსავე დღეს წაეჩხუბა მოაქტიურე
ემიგრაციას. მასთან რამდენიმე ფრანგია (პოეტები, მხატვრები). ცოტა ხნის წინ იყო ზეჭ-
კვიანური მეჯლისი. ბევრი ხალხი. წვრილმანი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ი. ტერენტიევი
„ЛЕФ“-ი 1923 წ. აპრილ-მაისი №2 მოსკოვი გვ. 177