პ. ქიქოძე - დადაიზმი
დადაიზმი
პარიზი, ცენტრია თანამედროვე ბურჟუაზიულ ესტეტიკი სა და ხელოვნების. მასში ხე-
ლოვნების კოლიზიამ დიდი ხანია რაც იჩინა თავი. ამიტომაა, რომ იქ ხშირად შევხდებით ახალ-
ახალ მიმართულებებს. ამ უკანასკნელ ხანებში პარიზის ახალგაზრდათა შორის გამოჩნდენ
აგონიის პროცესში მყოფ ბურჟუაზიის აპოლოგეტე ბი ხელოვნების სფეროში, რომლებიც თა-
ვის თავს დადაისტებს უწოდებენ.
ჩვენ წინ მხოლოდ მათი მანიფესტი და რამოდენიმე ლექსია, სხვა ჯერ მათ არაფერი
უთქვამთ, და არც არავითარი კრიტიკული ნაწარმოები არ მოგვეპოება მათ შესახებ. და ამ
მცირე ნაწარმოებების მიხედვით კი, წნელია მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა ავლა დიდების
მატარებელნი არიან დადაისტები.
რომ წინასწარ შევიცნოთ დადაიზმის რაობა საჭიროა, გავარკვიოთ თუ რა პირობებში წარ-
მოიშვა დადაიზმი — ეს შესაძ ლოა მხოლოდ მაშინ, თუ გვეცოდინება რა პირობებში წარმოიშვა
ფუტურიზმი. აგრეთვე საჭიროა შედარება მოვახდინოთ ფუტურიზმისა და დადაიზმის, რად-
გან ამ ორ მიმართულების შორის დიდი მსგავსება არსებობს, უკეთ რთ ვსთქვათ დადაიზმი
ერთი უახლოესი შტოა ფუტურიზმისა.
დასავლეთ ევრო პის ბურჟუაზიამ, თავის განვითარების კულმინაციურ წერტილს მხოლოდ
მეოცე საუკუნის დასაწყისში მიაღწია.
ეკონომიკის — სფეროში ფინანსიური კაპიტალი, პოლიტიკის სფეროში იმპერიალიზმი და
მილიტარიზმი და კულტუ რის სფეროში—ინდივიდუალიზმი აი უკანასკნელი ფაზა ბურჟუა-
ზიის განვითარებისა.
კაპიტალიზმის კრიზისი საბაბი იყო ბურჟუაზიის აგრესიული პოლიტიკისა, რამაც ხელი
შეუწყო იმპერიალიზმის იდეის განვითარებას. 1914 — 18 წლის მსოფლიო ტრაღედია კაპიტა-
ლიზმის უკანასკნელი ღონისძიება იყო გამოუვალი მდგომარეობიდან გამო სასვლელად.
როგორც ავღნიშნეთ, კულტურის სფეროში ამ დროს უაღრესი ინდივიდუა ლიზმი და სუ-
ბიექტივიზმი იყო გამეფებული, რამაც ხელი შეუწყო ადამიანთა ურთიერ თობაში ამორალო-
ბის და დისჰარმონიის შეტანას.
ხელოვნების სფეროშიაც, უძლიერეს წერტილს აღწევს ინდივიდუალიზმი. ხელოვნება თან-
დათან სცილდება ცხოვრებას. მასებს ჩამოშორე ბული ხელოვანთა უმრავლესობა, მისტიციზ-
მისა და სკეპტიციზმის ტალღებში ვარდება, და თავის „მე“-ს გარდა აღარაფერს ხედავენ, ფან-
ტაზიის სფეროში გადადიან და ფანტასტიურ ესტეტიკას ჰქმნიან. რეალობის გარეშე მდგომ,
ოცნებით შექმნილ საგნებს ფეტიშებათ იხდიან და ბურჟუაზიულ საზო გადოების წარმავლო-
ბას ვერ ურიგდებიან.
ბურჟუაზიულ ინდივიდუალისტურ პოეზიაში არსებობს ორი უმთავრესი მიმართულება:
სიმვოლიზმი, მისტიკო-ფანტასტიური და ფუტურიზმი, ფანტასტიურ-დინამიური პოეზია.
მეორე მიმართულება ე. ი. ფუტურიზმი უახლოე სი მიმართულებაა რომლის მამამთავრად
იტალიელი პოეტი მარინეტი ითვლება. დიდი ხანი არ არის მას შემდეგ რაც იგი გამოვიდა სა-
ლიტერატურო ასპარეზზე, ეს მყვირალა და რეკლამის მოყვარული პოეტია, რომელიც თა-
ვისი მყვირალა მანიფესტი 1909 წელს გამოაქვეყნა პარიზში, რითაც დიდი დებოში მოახდინა
ევროპაში. მარინეტი თავის მანიფესტში აქებს „აჯანყებას და საშიშროებას რადგან „აჯანყება
ანუ ბრძოლა — ერთი უმთავრესი პრინციპთაგანია იმპერიალიზმისა, ის ადიდებს „სისწრაფის
სილამაზეს“ ე. ი. დინამიკას, როგორც ემბლემას კაპიტალიზმის განვითარებისას. მარინე-
ტისთვის „ბრძოლის გარეშე არ არსებობს სილამაზე“, და აქებს ომს მხოლოდ იმისთვის, რომ
„მრისხანე საუკუნის ნაპირზე სდგანან“ და სწორედ ეს „მრისხანე საუკუნის ნაპირზე დგომა
მიზეზია ომისადმი სიყვარულისა. „ომი ერთად-ერთი ჰიგიენა კაცობრიობისა“ რადგან მხო-
ლოდ ომი იხსნის ისტორიის მიერ განწირულ ბურჟუაზიას.
ამრიგად: ფუტურიზმი, რელიეფური ასახვაა იმპერიალიზმის იდეისა, მისი ესენცია
ბურჟუზიის წარმავალობაში მარხია, მაგრამ ფუტურიზმში ჯერ არაა პესიმიზმი, რადგან
„კაცობრიობის ჰიგიენამ“ ომმა - შეიძლება იხსნას ბურჟუაზია.
გადის დრო იწყება ფუტურიზმის საყვარელი ომები, მაგრამ ეს ვეღარ შველის კაპიტალიზმს,
მარცხდება აგრესიული პოლიტიკა და ამასთანავე, იშლება ფუტურიზმის იმედები. მასში თან-
დათან პესიმისტური განწყობილება მეფდება და ამ პესიმისტური ფუტურიზმის გამოხატულებაა დადაიზმი. მაშასადამე: დადაიზმი მისტიურ-პესიმისტური ფუტურიზმია, რომელიც
პოეზიაში უფრო მემარცხენეა, ვიდრე ფუტურიზმი. ამ ახალ მიმართულების მამამთავრებათ
გამოდიან საფრანგეთის ახალგაზრდა პოეტები: ფრანსი პიკაბია, ფილიპო სუპი, ლუი არა-
გონ და სხვ., რომლებმაც შეადგინეს დადაიზმის მანიფესტი, ამ მანიფესტიდგან ჩვენ მოვიყ-
ვანთ მნიშვნელოვან ამონაწერებს, რომლებიც ნათელ წარმოდგენას მოგვცემენ დადაიზმის
რაობაზე.
„რას აკეთებთ თქვვნ აქ — ამბობს მანიფესტის პირველი თავისი ავტო რი ფრანსის პიკა-
ბია — რომ განრთხულხართ ლოკო კინებივით სერიოზულები — რადგან თქვენ სერიოზულები
ხართ, ხომ მართლა?...
სერიოზულები, სიკვდილამდე სერიოზულები.
სიკდილი მართლა სერიოზული საქმეა.
კვდებიან გმირებათ ან იდიოტებათ მაგრამ ეს ხომ სულ ერთია. ერთად ერთი სიტყვა, რომე-
ლიც არ არის ეფემერული ეს არის სიტყვა სიკვდილი: თქვენ გიყვართ სიკვილი სხვებისთვის!
სიკვდილი... სიკვდილი..
მხოლოდ ფულები არ კვდებიან მარტო — ისინი მხოლოდ იცვლიან თავის ბინადრობას.
ის ღმერთია, რომელსაც თაყვანს სცემენ, ის სერიოზული პერსონაჟია. ფულები—კეთილ
ოჯახებშიაც კი არის მოწიწების საგანი. პატივი და დიდება ფულებს! ადამიანი, როდესაც
ფული აქვს სათაყვანო კაცია.
პატიოსნების ყიდვა და გაყიდვა კი შეიძლება, როგორც უკანასკნელის, 1) „რადგან ფული
ღმერთია“.
პიკაბიას ძლიერ აწუხებს სიკვდილის პრობლევა, ეს შიში ინდივიდუალური სიკვდილის ში-
ში კი არ არის, ეს „სერიოზული“ შიშია მათი კლასის (ბერჟუაზიის) სიკვდილისა. დადაიზმი აღ-
მერთებს ფულს, რადგან „ფულით ყოველივეს ყიდვა შეიძლება“, ფული ღმერთია რომელსაც
თაყვანს სცემენ“ დადაისტებიც იმისთვის, რომ „დადა — ანონიმური საზოგადოებაა იდეების
ექსპლოატაციისათვის“ (ტრიტცან ტცარა) „პატივი და დიდება“ ფულებს „რადგან ფულებით“
პატიოსნების ყიდვა და გაყიდვაც შეიძლება.
აი მთელი ავლა დიდება მთელი Lეტრტ პოეტიქუე დადაიზმისა რომელიც ნათლათ გვიჩვენებს
თუ რა პერსპექტივები ექნება ამ პოეზიას.
ეხლა მოუსმინოთ მანიფესტის მეორე თავის ავტორ ფილიპო სუპს.
- მანიფესტი მოგვყვავს „რუბიკონის“ მე-14 № დან.
„დადა უფერულია, უსუნო, უგემო; ამის გარდა დადას არ უყვარს ინტელექტი და ამაყათ
უტოლებს მას თავის თავს.
ინტელექტი ყველაფერს ანათებს, — ამბობს დადა.
დადა კი ყველაფერს სწვავს.
ინტელექტი იძლევა ჰაერს — დადა კი დახრჩობას.
ინტელექტი მამაკვდავია (?) — დადა არის ტომატი.
ენტელექტი ყველაფერს იჭერს — დადა ყველაფერს გაურბის.
ინტელექტს შემოაქვს განათება — დადას არაფერი არ შემოაქვს.
ინტელექტს აქვს მომავალი. დადას არავითარი მომავალი არა აქვს.
ინტელექტი არის მანია — დადა არის დადა
დადაისტები წინააღმდეგია ინტელექტის, რადგან იგი თხოულობს წინასწარ ცოდნას. წი-
ნასწარ მომზადებას და რადგან ინტელექტი არწმუნებს ადამიანებს არსებულ წყობილების
წარმავალობაში
„ინტელექტს (და ყოველივეს რაშიაც ინტელექტი გვარწმუნებს პ. ქ.)“ აქვს მომავალი —
დადას არავითარი მომავალი არა აქვს ისე როგორც მათ კლასს, ბურჟუაზიას.
„რადგან დადას დარჩენია სულ რამოდენიმე წლის, თვისა თუ დღის სიცოცხლე — დადა
ეძებს ნატარიუსს, რომ გადასცეს თავისი უკანასკნელი ნება“ ამბობს ერთ ერთ აფორიზმში
რიბემონ დესსენი
დადაიზმი ადიდებს და აღმერთებს კერძო საკუთრებას და ყოველივე იმას, რაც ნებას აძ-
ლევს პარაზიტული ცხოვრებისას. „... სახლი ეთად ერთი ადგილია სადაც ყველაზე უფრო გრძნობ თავს შენ სახლში.“ (ფ. პიკაბია.).
მაგრამ დადაიზმს ყველაზე უფრო უყვარს უხეში და ტლანქი ხორციელი დატკბობა. მათ
უყვართ რასპუტინი, რომელიც „ქალებს მოსწონსდათ“ და ამიტომ „რასპუტინი იყო დადაისტი
(ანდრე ბრეტონ).
„მე მაქვს მხოლოდ ერთი შეხედულება: რომ ვარ თვითონ ჩემი თავის დროს გატარება და
ძალიან ზრდილობიანი კაცი“ ამბობს ვარო სენერი.
ამგვარად, ზემო მოყვანილ ლექსებში და აფორიზმებში, როგორც დავინახეთ (დადაისტების
მიერ ახსნილ იქმნა თავისი ჩრედო.
საშიშროება სიკვდილისა, ფულის გაღმერთება, ინტელექტისადმი სიძულვილი, მომავალი-
სადმი უიმედობა, კერძოთ საკუთრებისადმი ლტოლვა, სიმახინჯისა და სიკვდილის კულტი,
ტლანქი გემოვნება, ეპიკურიზმი — აი მთელი დედა აზრი დადაიზმისა, რომელიც აღმოცენდა
მრისხანე საუკუნის“ ნიადაგზე და რომელსაც — თვით დადაისტების სიტყვით, რომ ვსთქვათ
— რამოდენიმე წლისა, თვისა თუ დღის სიცოცხლე აქვს“.
(დასასრული იქნება)
პ. ქიქოძე
ჟურნ. `მომავალი~ 1923 წ. № 9-10