cover

გრიგოლ რობაქიძე - სადარბაზო ბარათი

სადარბაზო ბარათი

ეს წერილი ავტობიოგრაფიის სახით და სათაურით „0 себе“ დაწერილია რუსულ ჟურნალ
Пламиа“ სთვის. მოგვყავს ჩვენ აქ რედაქციის თარგმანში, რომელიც გაკეთებულია რუსულ
ხელთაწერიდან.
ძნელია თავის თავზე წერა. ან ძალიან მორიდებული იქნები ან და პირიქით ზედმეტს იტყვი.
ორივე შემთხვე ვაში სიმართლე არ იქნება. უკეთესია ლაპა რაკი მიმსგავსებით , რასაკვირვე-
ლია — ეს მაინც ყველაფერი არ არის. მაგრამ, მე მგონია, ლიტერატურულ გერადილიკისთვის
მაინც საკმარისია.
პოეზიაში ჩემთვის პირველი სახელი ჰომეროსია. მე იმას ვგრძნობ ფიზიოლოგიამდე .
ის მარტო: მითოსის მქნელი სათავეა და ცეცხლის მწიფე თესლი. ელლადა მასში მოცემულია,
როგორც მზეში. მასში არის ის რაც არ არის დასავლეთში .
ევროპა დაშორდა ძირებს: და შეიქნა მსოფლიო სხეულს დაშორებულ ინდივიადათ . კოსმიური სახე ამ გაჰკვეთის არის ჰამლეტ. ჰამლეტ იგივე ორესტია ძველ ტრაგიკოსთა: მხოლოდ
ჰამლეტის შეგნებაში დროს კავშირი დაშლილია , ორესტის შეგნება კი მხოლოდ ამ კავში-
რით საზრდოობს. ჰამლეტში უკვე არ არის Aნამნესის”-ი, მაშასადამე არ არის მიწა. დედამი-
წაზე სევდას გადმოგვცემს ფაუსტი: მას მოწყურ და ხელმეორეთ შეერთება მიწასთან, თუნ-
დაც ამისთვის საჭირო გამხდარიყო ისეთი საფასური, როგორც ეშმაკისთვის სულის მიყადვა.
მაგრამ ამ შეერთების დროს მიწა გამოდგა სულამომძვრალი და თვითონ ფაუსტი (მეორე
ნაწილში) ჩვენ გვევლინება უბრალო ინჟენერათ. დასავლეთის მსოფლიო გრძნება გახდა რაციონალისტური და ფენომენალისტური. ამ
მსოფლიო გრძნების გენიალი გამომხატველი არის კანტი, რომლის სისტემაც, ვლადიმირ სო-
ლოვიოვის ფასდაუდებ თქმით არის მხოლოდ კოსმიური სოლიპსიზმი . ყველგან ციხეებია
აჩრდილებით და გამოსავალი არ არის არსაიდან. ასეთია დასავ ლეთის მთელი არსება.
მე არ ვდებ ბრალს. მე მხოლოდ აღვნიშნავ: მე მეტსაც ვიტყვი, შეიძლება ეს აუცილებე ლი
რგოლიც იყოს მსოფლიოს განვითარებისა.
მაგრამ მაინც შთაგონებულია შორეული სახე ჰომეროსის.
ის ერთია , ვიტყვი პირდაპირ ილიადასთან შედარებით დანტეს ღვთაებრივი კომედია
ჩემთვის მარტო ზეცის ბედეკერია.
ბუნება უბრალოა. მაგრამ ბუნებაში არის ტკივილი. უამისოთ არ არის პროცესი. თუ ჰო-
მეროსს უბრალოა საჭიროა ტკივილისთვისაც თავის პოეტი. ასეთი პოეტია ჩემთვის შარლ
ბოდლერ. გაიკეთისა და გაშორების გარეშე არ არის პროცესსი. ამაშია სწორეთ დეკადან-
სის პრობლემა და არა გადაგვარებაში, როგორც ჰგონიათ ეს ნორდაუსტებს. ბოროტების
ყვავილებში მოცემულია ტკივილისა და გაჰკეთის ძლიერი სურნელება — და არა ლეშის
გახრწნა.
აქ ბოდლე რი პირველია და აქამდე მას ვერავინ უსწორდება. ის ჰომეროსის შემდეგ ყვე-
ლაზე დიდი პოეტია: არა შედარების წესით, არამედ პოლიარობით, მაგრამ მაინც პარალელის
დაყვანამდე. თუ ჰომეროსს მიწაა და ბელტი, მაშინ ბოდლერი ასტრალია და კაპრიზი პატარა
მხეცის, ბოდლერი თავისებურად მართლაც ერთადერთია. ის უსრულესი ლირიკოსია. მისი
ლირიკული პიესები - ორგანიული ფაზე ბია მისი სულიერი ცდის.
მისი ლირიკა გადავარდნა კი არ არის არამედ რგოლებით გადასვლაა. „ბოროტების
ყვავილები ისე იკითხებიან, როგორც ნამდვილი პოემა.
ამას გარდა მისთვის ნაცნობია გიოტეს ესტეტიური მაქსიმა, ძალიან ძნელი, მაგრამ მაინც
სავალდებულო. Iნ დერ Bეცჰრა ნიკუგ ზეიტ სიცჰ ერტ დერ: Mასტერ — ის ძალიან ხშირად უფსკრულის
წინ არის, სადაც ბევრია ცთუნება (აქედან არის მისი სატანიზმი ) მაგრამ მაინც მართალია
ბარბი დ ორევილი, რომელიც მას უძახის დანტეს შემდეგ უქრისტიანესს პოეტს.
სიმბოლისტური პოეზია არსებითათ იყო ბოდლერიანული. ამას ამბობს რემიდეგურმონ
და ის მართალია. აქ მე ვასახელებ სახელებს, რომელნიც რკალავენ ფრანგულ სიმვოლიზმს:
მალარმე, ლაფორგი, რემბო. ყველა ესენი უდიდესი ტალანტები არიან და მიუხედავად ბოდლე-
რის გავლენისა მაინც უაღრესად ორიგინალურიც. მათში ძალიან ბევრი იყო თავისანაბრობა ,
რომე ლიც ასე სძულდა გიოტეს. მალარმე შეპყრობილია სრულყოფის დემონით და სიტყვის
კაბალისტიკამდე დადის. ლაჭორგი სტირის სასო წარკვეთით და თავს იფარავს ირონიაში. და
გამოდის: აპოკალიპსის არლეკინადა: რემბო გიჟიანობს და არ იცის შინაგანი კანონი — ეს არის
მისი ტემპერამენტი კენტავრი უფსკრულის წინ. საერთოდ ფენომენალიზმი მაიც ამარცხებს
მათ. მაინც უნდა გამოვტყდე, რომ მათგან მაინც ჰქრის ლათინურ რასსის ხერხემლის ტვი-
ნის თვალისმჭრელი ელვარება. აქ საჭიროა ერთი შენიშვნის გაკეთება. რუსული სიმვოლიზმი
(ვიაჩესლავ ივანოვ, ანდრეი ბელლი, ალექსანდ ბლოკ ) არ ყოფილან ფენომენალისტები. რუ-
სული სივოლიზმი სულ სხვა წიაღიდან არის გამოსული და მისი შინაგანი არსება კიდევ სხვაა.
მაგრამ ეს სხვა განსაკუთრებით ეკსკურსის საგანია.
მე გამოვედი სიმვოლიზმიდან. პირველყოვლისა მე სიმვოლიზმს ვიხილავ, როგორც ფი-
ლოსოფიურ მსოფლიოს გზნებას. მე მას ვიღებ. შემდეგ სიმვოლიზმი, როგორც ლიტერატუ-
რული შკოლა. აქ შესაძლებელია ბევრი კამათი. მე აღარ გავაგრძელებ. მე არაფერი არ მაქვს
საწინააღმდეგო სიმვოლიზმის, როგორც ლიტერატურულ შკოლის, თუ ას სახელის ქვეშ ვი-
გულისხმებთ შეგნებას პოეზიისას, როგორც ასეთისას. ამ შიმთხვევაში გამოჩნდება ბევრი
სამვოლისტი სიმბოლიზმამდე. უკანასკნელად სიმვოლიზმი როგორც მეთოდი. აქ კიდევ
უფრო მეტი გადახვებია შესაძლებელი. ძალიან ძალა მოკრეფილი ჭვრეტა საგანის, როგორც
სიმბოლოსი, თან იწვევს სიმვოლოს სქემათ ქცევას და საგანის სიკვდილს. თუ სიმვოლოს
უნდა სხეულად ქცევა, საგანს უნდა ჰქონდეს თავისი ყოფნა. მე არ შევუდგები ამ ნიადაგ-
ზე ჩადენილ აუცილებელ ცოდვების მაგალითების მოყვანას, ჩემთვის ყველაზე შეუცდო-
მელი მეთოდი-არის დოსტოევსკის მეთოდი. ის ისე შეჰკრავს და გამოკვეთავს საგანს, რომ
საგანი თვითონ ხდება სიმვოლოთ. ამის მიზეზია, რომ მისი რეალობა, ყოველთვის გადადის
ფანტაზმაში. პოეტური სიტყვა საგანის ასტრალი სხეულია. ეს სხეული არის სახელი, რო-მელიც ძველი ემპედოკლეს სიტყვით არის დასაწყისი და ნორმა ყოველი საგანისა. რადგან არ
არის სხვა სიტყვა მე ამ მეთოდს უძახი ნეორიალისტურს .
რომ დავასრულო წრე, მე დავასახელებ კიდევ ორ სახელს: ნიცშე და დოსტოევსკი, მე
განვიცადე ნიცშე და განვიცადე დოსტოევსკიც. ნიცშემ მე მომცა დიონისი, ურომლისოდაც
მე ვერ წარმომიდგენია პოეზია, დოსტოევსკიმ მე მოაცა კიდევ დიონის, მაგრამ სხვა სახით,
ურომლისოდაც აგრეთვე მე ვერ წარმომიდგენია შემოქმედება.
ყველა ცალკე ლიტერატურულ პრობლემათა შორის მე ყველაზე უფრო მაინტერესებს
ლირიკის პრობლემა . ლირიკა პერსონალურია. ამას თითქმის ყველა ეთანხმება. მაგრამ
უბრალო პერსონალიზმი არ არის მაინც ლირიკა. ჩემი ტვერის განმარტოებაში არის
ბიოგრაфია და არა ლირიკა. ნამდვილი ლირიკა არის იქ, სადაც პიროვნება თავის თავს
გადაეზრდება. სადაც არის ცოცხალი Aნამნესის“-ი იქ არ არის ჭეშმარიტი ლირიკა. შე-
მოქმედების შეგნება „Aნამნესის“-ის იძლევა უდიდეს ლირიკას. ნამდვილი ლირიკა არ არის
პირადი ან არა პირადი -ის არის პირადის ზევით აქ იშლება კიდევ მეორე მხარე: სინამდვი-
ლეგან ცდისა, არიან ნამდვილი სულები და არიან გაკეთებული . ფასუსტთან საუბარის დროს
გულუბრყვილო გრეტხენ ამბობს: მგონია რომ ამ კაცის მოახლო ვების დროს (მეფისტოფელი)
მე შემიწყდება შენი სიყვარული. მეფისტოфელი არყოფნაა, და რასაკვირველია მარტო მი-
სი იქ ტრიალი უკვე ხრწნის სიყვარულის ატმოსფერას. ლაპარაკი კი იმას დიაчაც შეუძლია.
იმას შეუძლია რომელიმე ჰერედიაზე უკეთესი სონეტიც კი დასწეროს. მე ვიცი მაგალითად
რუსეთში პოეტი, რომელსაც ლექსები უფრო მაგარი აქვს, ვინემ ბლოკს, მაგრამ რუსეთის
ცოცხალ მოგონებაში ის ვერასდროს ვერ მივა ბლოკთან. ბოლოს და ბოლოს ლირიკას ჰქმნის
ის გამოუთქმელი , რომელიც არა მატერიალურად არის სტრიქონებს შორის. ლირიკის აუცი-
ლებელი გამოსავალია: სულიერი ღვაწლი ეს სტრიქონები თავის თავად ხსნიან ჩემ განწყობი-
ლებას არსე ბულ მიმართულებებისადმი.
რამდენიმე სიტყვა фუტურიზმზე. აქ საჭიროა ორი ფრთის შესახებ ლაპარაკი. მაი-
კოვსკის ტიპის фუტურიზმი ტეხნიკურად მისაღებია, მაგრამ მისი სულიერი არსება
გამოხრულია. ირონიისთვის საჭიროა, ირონიის ტარება, როგორც ნიღაბისა. საუბედუროდ
ამ ტიპის фუტურისტებს ირონია შიგ პირში ურყამს, და აქედან არის მათი ტანის ღრძობა
და მანჭვა. შეიძლე ბა მე მიპასუხონ, რომ აქ არის საკუთარ თავის ირონია. (რაც ჯერ კიდევ
გერმანელ რომანტიკოსებმაც იცოდენ), მაგრამ ასეთი ირონია გულისხმობს პიროვნების
ინდიურ გაგებას როგორც Uქადცჰე (რაც არ იცოდენ გერმანელ რომანტიკოსებმა და არ
იციან, მგონია მე დღევანდელმა ევ როპის პოეტმაც, რომელნიც ლაპარაკო ბენ ირონიაზე),
თუ აქ ირონია ჰბურავს სახეს ზაუმნიკების ტიპის фუტურისტებს სახე სულ გამოხრული
აქვთ. იქ ნიღაბის იქეთ სახე სულაც არ სჩანს, უფრო ღრმა კიდევ ეს გრძნობა დადაისტე-
ბის მიმართ.
ვინმე რომ გაასულელო, თვითონ არ უნდა იყო სულელი. მაგრამ დადაისტები პატარა
ხალხია, ამისთვის თავს არ იწუხე ბენ და სხვის მაღერათ თავის თავს ასულელებენ. მართლაც
იქნება მდგომარეობა, რომელსაც ხელს ვერ მოუჭერ —მაგრამ ეს არის უფრო დროს ნიშანი
ვინემ რამე ღირებულება. მაგარ სიტყვების ლექსიკონი კი მეთ შეუძლიათ ვისგანაც უნდა
ისწავლონ, თუ გინდათ მოხუც ვოლტერისგანაც, რომელმაც ჩვენ პლანეტას დაუძახა: „Lეს
ლატრინეს დე ლ’უმვერსო (ფროიდის მეთოდით შეიძლებოდა ბევრი რამის გაგება ბებერი სკეპტიკის
კუჭის მონელების შესახებ) გამოძახება, რომელსაც ესვრიან ქვეყანას ჰომუნულუსები — ეს
ჯიბეში თითის ჩვენება ციკლონის მიმართ: ჭეშმარიტათ გასართობი სანახავია.
კონსტრუქტივიზმზე და საგანიზმზე ლაპარაკიც არ შეიძლება.
ეს არის საკითხი თვითოონ ხელოვნების გაუქმების.
რამდენიმე სიტყვა მაშინიზმზე და ურბანიზმზე. აქ დიდი გაუგებრობაა დამარხული. გასაკ-
ვირველია ურბანიზმა და მაშინიზმა დიდი ქალაქებისა და უზარმაზარ მანქანების დროს უნდა
სთქვას თავისი სიტყვა.
მაგრამ უმთავრესად ეს ეხება პოეტურ სიტყვის გამოთქმის საშუალებას, თვით მიზნო-
ბას აქ შეუძლია მოგვცეს ამერიკანიზმი, რომლიც თავიდან ბოლომდე აშენებულია სიყლბეზე.
ვერხარ ნი ჩემი ფიქრით, გაცილებით ძლიერია თავის ფლანდრიის ციკლში, ვინემ ურმანის-
ტულ ნაწარმოებებში, სადაც მას უსწრობს ვიკტორ ჰიუგეს ბარაბანი.
უკანასკნელ დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პროლეტარულ პოეზიაზე. ის გადატეხა, რომელიც უნდა გააკეთოს პროლეტარიატმა რადიკალურად დააჩნდება საგნებს და მოვლე-
ნებს და ამიტომ უთუოდ გადავა პოეზიაშიც. მაგრამ მე არ მგონია, რომ ამისთვის საჭირო
იყოს სპეციალური ლიტერატურულ სკოლის დაარსება. — განა არსებობდა სპეციალურად
ბურჟუაზიული პოეზიის შკოლა? მე აქ მინდა მოვიყ ვანო უღრმესად მართა ლი სიტყვები ა.
ვ. ლუნაჩარსკის, სხვა საბაბით ნათქვამი. რასაკვირიველია ძალიან სასაცილოა რამდენამ-
დე საზიზღარი კიდეც, რომ დააფა სო პოეტი ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიის პროგრამის
ერთგულებით.
მაგრამ რადგანაც, რომ საერთოთ ვლაპარაკობთ, ანტიბურჟუაზიული ექპრესიონისტური
პროგრამა არის ერთგვარი სოციალ-პოლიტიკური მოვლენა, ამიტომ მე მინდა ვაჩვენო, რო-
მელ ხაზისკენ იხრება ის კაიზერთან იმ ხაზიდან, რომლითაც მიდის კომუნიზმი, არა როგორც
ლიტერატურული სკოლა (ასეთი არც არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს) არამედ, რო-
გორც პარტია. (წინასიტყვაობა კაიზერის დრამების თარგმანების წიგნის).
მინდოდა კიდევ გამომეთქვა ჩემი აზრი ექსპრესიონიზმზე. მაგრამ ამაზე ცალკე. მხოლოდ
შევნიშნავ, რომ ეს მიმართულება ძალიან გიბრიდულია და მისი ძირითადი ელემენტები რუ-
სეთშიც კი იყო დიდი ხანია ცნობილი.
ეს სწორეთ, რომ ითქვას არის სულიე რი განწყობილება დამარცხების შემდეგ, მაგრამ რე-
ზინიაცია ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია მაშინ, როცა გაიმარჯვე, ვინემ დამარცხე-
ბის დროს.
„სადარბაზო ბარათისთვის ესეც კმარა. საერთოდ ამ აზრებს იზიარებენ ჩემი მეგობრე-
ბიც პოეზიაში ცისფერი ყანწების პოეტურ შკოლის წარმომადგენელნი. ეს შკოლა დაარ-
სებულია 1916 წელს სამი განსაკუთრებით ძლიერ პოეტებისგან. მათი სახელებია: პაოლო
იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაфრინდაშვილი. მათთან ერთად მუშაობდენ სანდრო
ცირეკიძე (ეხლახან გარდაცვალებული) კოლლაუ ნადირაძე, ალი არსენიშვილი, ნაწილობრი-
ვად ივ. ყიფიანი.
აქვე ასანიშნავია ნოველისტი ა. ჭუმბაძე და რომანისტი ნიკო ლორთქიფანიძე. ამის შემ-
დეგ ამ ჯგუფს ჩაერიენ მაგარი ახალგაზრდები: შალვა აფხაიძე, გიორგი ლეონიძე, რაჟდენ
გვეტაძე, ლელი ჯაფარიძე, ნიკო ლომიწიშვილი, შალვა კარმელი (წელს გადაცვლილი).
მე მიმაჩნია ლიტერატურულ ბედნიერებათ მათ შორის მუშაობა. მე არ ვიტყვი, რომ ჩვენ
შორის არ იყოს უთანხმოება, მაგრამ ჩვენ გარშემო ჯერ კიდევ ბევრია ნატურალისტური და
დიდაქტიური ჯგუფები და უფრო საჭიროა ერთობაზე ფიქრი.
ლექსში მე ვაფა სებ რასსას და ტემპერამენტს. ევროპაში ძალიან ბევრს ლაპარაკობენ
დინამიზმზე. მაგრამ, ვაი, ვაი, რომ იქ დინამიური ლექსები ძლაინ ცოტაა. ამ ნაკლს უფრო აძ-
ლიერებს კიდევ სხვა რამე.
მე ძვირად მინახავს არა ქართველი პოეტი, რომელმაც იცოდეს ლექსის კითხვა. ჩემ-
თვის ლირიკა დიონისოს დიфერამბია. ლექსი უნდა იყოს ბუცфეალი პოეტი ალექსანდრე
მაკედონელი. ნაწი ლობრივ ამით აიხსნება ჩემი მიკერძოება ხორალებისადმი. ჩემი ოცნე ბაა
კოსმიური ალი. ჩემ ლექსებიდან ყველაზე დასრულებულად მიმაჩ ნია ორღობის ეშაфოტი ,
ყველაზე უფრო დიონისიურად ტფილისის ხერხემალი . ყველაზე საყვარელი ხორალები
ჩემ მიღწევათა მწერვალად მიმაჩნია უკანასკნელი ნაწარმოები ქარდუ (მისტერია დრამა).
ყველა ქვეყნებიდან, რომე ლიც მემინახავს, ჩემზე სპარსეთმა მოახდინა უძლიერესი
ჩდაბეჭდილება. იქ პირველად ავიხილე თვალი მიწაზე.
მე იქ დამებადა აზრი ლექსების ციკლის: მზე , გველი-მუხა . ევროპაში ყველაზე უფრო
გამაკვირა: გერმანულმა მუსი კამ (ბახი და ბეტჰოვენი) გოტიურ მა ტაძრებმა საფრანგეთში.
ფილოსოფოსებიდან ჩემთან ახლოს არიან: სულით პლატონ და პლოტინ, გონებით: ლეიბნიცი
და გეგელი. მძულს რაც შემიძლია კოგენიანობა. თანამედროვეთაგან ყველაზე უფრო მიყვარს
ბერგსონი, მხედარმთავრებში ყველაზე უფრო მაბრმა ვებს — ჰანიბალ. შეიძლება მიტომ რომ
ძალიან მიყვარს სიცხე...

გრიგოლ რობაქიძე

გაზ. „რუბიკონი“ 1923 წ. № 15

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი