შალვა რადიანი - ფუტურიზმი
ფუტურიზმი
საქართველოს ახალგაზრდათა შორის გამოჩდნენ აგონიის პროცესში მყოფი ბურჟუაზიის
აპოლოგეტები ხელოვნების სფეროში, რომლებიც თავის თავს ფუტურისტებს უწოდებენ.
ჯერჯერობით მათ ბევრი არაფერი უთქვამთ და ამის გამო ძნელია მათ შესახებ რაიმეს
თქმა.
რომ წინდაწინ გავსინჯრიტოთ და ნათელი წარმოდგენა ვიქონიოთ, თუ რა ავლა-დიდების
მატარებლები არიან და იქნებიან ჩვენი ფუტურისტები, ერთ დროს ფენიქსელებად წოდებულნი,
ამისათვის საჭიროა გავარკვიოთ, თუ რა პირობებში წარმოიშვა ფუტურიზმი საერთოდ და რა
და სახე მიიღო მან პირველ ხანებში.\
- მეოცე საუკუნის დასაწყისში ევროპის ბურჟუაზიამ თავის განვითარების უმაღლეს წერ-
ტილს მიაღწია, რომლის განვითარება მოხდა ყოველი გზით ე. ი. პოლიტიკის, ეკონომიკის,
კულტურის და სხვ. სფეროებში.
პოლიტიკის და ეკონომიკის სფეროში ბურჟუაზია მილიტარიზმის, იმპერიალიზმის და
კერძოთ გეოპოლიტიკის მეოხებით აღარ სტოვებს მსოფლიოს არც ერთ უმნიშვნელო ნაწილ-
საც კი დაუპყრობელს, ამავე დროს ყოველ ბურჟუაზიულ-კაპიტალისტურ სახელმწიფოებში
ხდება ყოველგვარი სიმდიდრის რამოდენი მე მდიდარ მაგნატთა ხელში დაგროვება.
მაგრამ ასეთი პოლიტიკა თვით ბურჟუაზიას ვნებდა, ის თანდათან გამოუსვლელ მდგო-
მარეობაში ვარდებოდა, ის ეძებდა ჩირხიდან გამოსავალ გზას, რის შედეგიც იყო 1914 — 18
წლის მსოფლიო ომი.
კულტურის სფეროში კი ამ დროს უძლიერეს წერტილამდე აღწევს ინდივიდუალიზმი და
სუბიექტივიზმი რომლებმაც ძლიერ შეუწყვეს ხელი ადაიანთა ურთიერთობაში დისჰარმონიი
შეტანას.
რასაკვირველია ასეთი მდგომარეობის გარეშე ვერც ხელოვნება დარჩებოდა და მართლაც.
ხელოვანთა უმეტესი ნაწილი შორდება ხალხს, გაიძახის მხოლოდ თავის „მე“-ს ან და გადადის
ფანტაზიის სფეროში, სადაც ეძებს რაღაც ფანტასტიურს, არაჩვეულებრის, რეალობის გარე-
შე მდგარს.
ერთ-ერთი წარმო მადგენელი ბურჟუაზიისი ხელოვ ნების სფეროში გამოჩდა ახალი ახალ-
გარზდა იტალიელი, მარინეტტი 1909 წ. 20 თებერვალს ის ათავსებს პარიზის ერთ-ერთ გა-
ზეთში მანიფესტს. ამ მანიფესტიდან ჩვენ მოვიყ ვანთ მნიშვნელოვან ამონაწერებს, რომელიც ნათელ წარმოდგენას მოგვცემს ფუტუ რიზმის ბუნების შესახებ:
1 „ ჩვენ გვსურს შევაქოდ სიყვარული საშიშროებისა.
2 „ ძირითადი ელემენტი ჩვენი პოეზიისა იქნება გამბედაობა, კადნიერება და აჯანყება.
3 . აქამდე ლიტერატურა უმღეროდა დამაფიქრებელ უმოძრაობას, ექსტაზს და ძილს. ჩვენ
გვინდა შევა ქოთ აგრესიული მოძრაობა, გულგრილი უძილობა, ვარჯიშობრივი ნაბიჯი, შალტო
მორტალე, საშიში გადახტომა, სილის გარტყმა და მუშტი
4 ჩვენ ვამბობთ, რომ მსოფლიოს სიდიადე გამდიდრდა კიდევ ერთი სილამაზით, სილამა-
ზით სისწრაფისა. სწრაფი ავტომობილი თავის ცილინდრისებური ყუთით, რომელიც შემკულია
გველის მსგავს მილებით, რომელნიც სულს ითქვამენ აფეთქების სახით. ავტომობილი, რომე-
ლიც ღმუის და მიჰქრის ტყვიასავით, უფრო ლამაზია, ვიდრე გამარჯვება სამოფრაკიასთან.
6 „ დე, პოეტი იცლებოდეს ცეცხლიდან პრჭყვიალებასთან, დაფლანგვასთან, რომ ამით
გააძლიეროს შემოქმედებითი მტვერი პირველგვარ ცემენტისა. - „ბრძოლის გარეშე არ არის სილამაზე, არ შეიძლება შედევრი იყოს ქმნილება და
შემოქმედება, რომელსაც არ აქვს აგრესიული ხასიათი. პოეზია უნდა იყოს თავხედი იერიში
უხილავ ძალათა წინაღმდეგ, რაც იმათ იძულებულს გახდის ქედი მოიხაროს ადამიანის წინაშე. - ჩვენ ვსდგევართ მრისხანე საუკუნის ნაპირზე... რისთვის უნდა მოვიხედოთ ჩვენ უკან,
თუ კი ჩვენ გვსურს ჩამოვ გლიჯოთ საიდუმლო საფარველი შეუძლებლობისა?. დრო და სივ-
რცე მოკვდა გუშინ. ჩვენ ვცხოვრობთ აბსოლიუტურში, რადგანაც უკვე შექმნეს სამუდამო,
ყველასგან არსებული მისწრაფებანი. - ჩვენ გვსურს შევაქოთ ომი. ერთად ერთი ჰიგიენა ქვეყნიერების მილიტარიზმი, პატრიო-
ტიზმი განმანადგურებელი ჟესტი ანარქისტთა, მშვენიერი იდეების, რომლის გულისთვისაც
კვდებიან, და ზიზღი ქალებს.
10 ჩვენ გვსურს გავანადგუროთ მუზეუმები, ბიბლიოთეკები, ყოვეგვარი აკადემიე-
ბი და ბრძოლა ფემინიზმის, მოსა ლიზმის და და ყოველგვარ ოპორტიუ ნისტულ შიშის და
უტილიტარულის“ წინაღმდეგ. აი, მთელი ავლა-დედება, მთელი Lიტრტ პოე ტიგუე ფუტურიზმისა,
რომელიც სამოქმედო არეზე გამოვიდა და რომელშიაც ნათლად ისახება ფუტურიზმის
განწყობილება, ხასიათი.
და სრულიად სამართლიანად ამბობს ცნობილი რუსი კრიტიკოსი ლვოვ-როგაჩევსკი, რომ
მართალია ბევრი საბრძოლველი ჭირვეულობა იყო ამ ახალ მყვირალა გამოსვლებში იტა-
ლიის აგრესიულ ბურჟუაზიისა, რომელმაც უმოღვაწეო ფიქრებს დაუპირდაპირა სისწრაფის
მშვენიერება, პოეზია მისწრა ფებულ დაცემათა“‘). ფუტურისტებს უყვართ მილიტარიზმი,
რადგანაც სამხედრო ცხოვრება ერთ-ერთი უცილებელი საშვალებათაგანი არი სმათთვის, ვი-
ნაიდან ისინი სდგანან მრისხანე საუკუნის ნაპირზე“ და რომლებმაც არ იციან, თუ მეორე დღე
რას მოუტანს მათ.
შესაძლებელია მეორე დღეს ცის ტატნობაზე თავმოყრილმა მრისხანედ გამომყურე
ღრუბლებმა დაიძრას და ისინი წალეკოს. და იმისთვის, რომ მეორე დღესაც ძლიერნი იყ-
ვნენ აუცილებელია ქადაგება მილიტარიზმი იმპერიალიზმის, შოვინიზმის, ნაციონალიზმის
პატრიოტიზმის, და ამათი მეოხებით გამოწვეული ომების სამართლიანობა, რომელიც არის
ერთად-ერთი ჰიგიენა ქვეყნიერების
ob. в Львов-Рогачевский Новейшая рус CKat IIIrepaypa“ გვ. 132 MockB). 1919
როგორც დავინახეთ ჩვენ წინა წერილ ში მოყვანილ მანიფესტში იტალიელ ფუტურისტების
მიერ ახსნილი იქმნა თავისი ჩრედო.
მაგრამ ყოველივე ეს იყო დასაწყისი მათი სამოქმედო არენაზე ოფიციალური გამოსვლისა,
რომელზედაც არ შეჩერებულა ფუტურიზმის განვითარება.
და რომ ნათელი წარმოდგენა ვიქონიოთ ფუტურიზმის შემდეგ განვითარებაზე, მის
იდეოლოგიაზე, საკმარისია შევეხოთ ფუტურიზმის მამათმთავარ მარინეტტის, რომელშიაც
ყველაზე უფრო თავმოყრილია ფუტურიზმის დამახასიათებელი თვისებები, მისი „ბუნტარული
სული, რომელმაც არ იცის არავითარი საზღვარი, მიჯნა.
მარინეტტის მამა იყო ცნობილი მსხვილი ფინანსისტი, და როგორც შეძლებული ოჯახის
შვილს შეეფერებოდა ისე ზრდიდენ მარინეტტის. ბავშვობიდანვე ის იმყოფებოდა განცხრო-
მის სამეფოში და მთელ დღეებს ფუფუნებაში ატარებდა. უმაღლეს სასწავლებლის დასრულე-
ბის შემდეგ ახალგაზრდა მარინეტტი მიემგზავრება მილანში, სადაც სახლდება ელეგანტურ
პალლანცში, რომელიც საკვირველ მშვენიერ ეგვიპტურ სტილზე იყო მორთული მის მიერ და
რომელშიაც თულლიო Pანტეო-ს სიტყვით, რომ ვსთქვათ „საიდუმლოთ იმყოფებიან მშვენიერი უც-
ხოელი და იტალიელი ქალები“.
მარინეტტის ასეთი მოქმედება ყველას ყურადღებას იქცევდა და ცნობილი რუსი კრიტიკო-
სი ანატოლ ლუნაჩარსკი ერთ-ერთ თავის სტატიაში შემდეგ ნაირად ახასიათებს მარინეტტის:
„ის თავის პიროვნებაში აერთებს აღმოსავლეთ აფრიკელის ეკზოტიზმს, პარიზელის ცინიკუ-
რი მოქმედებით და ნეოპოლიტანელ
კომედიელისა“, რომელსაც შემდეგში კრიტიკოსმა ალექსანდრე დეიჩმა დაუმატა რომ
„მარინეტტი არის თავის თავზე ჭკუიდან შეშლილის წარმოდგენისა, რომელსაც სწყურია
ძლიერი ხმაურობა და რეკლამა, რასაც ხელს უწყობს კაპიტალი განახორციელოს თვით ყვე-
ლაზე სულელური ფანტაზია“.
სასიკვდილოთ გამზადებულ ბურჟუაზიას ვერ ურიგდება მარინეტტი და ამის გამო მას
სურს ისეთი ძლიერი ენერგიის ადამიანი, რომელიც შეებრძოლება მომავალ სიკვდილს და თა-
ვის პოემა რომანში „მათე ფუტურისტში („Mafarka le futuriste“), რომლის დაწერის გულისთვის
მარინეტტი ორჯერ იქმნა მიცემული სასამართლოში, გვიხატავს ძლიერ ადამიანის სურათს:
დიდებით აღზნებულნო, ო, ჩემო ძმებო,
ფუტურისტებო.
აი დიდებული რომანი ბრანდერი, რომელიც
მე თქვენ დაგპირდი.
„რაც არ უნდა სთქვან მგინებლებმა პოდაგრისა, ის ხმაურობს, ფრიალებს ქარის სახელით,
როგორც დროშა უკვდავებისა, როგორც უმაღლესი მწვერვალი კაცობრიობის აზროვნებისა.
„ნუ დაიცავთ მას, უყურედ უკეთესად, როგორ ხტუნავს ის, როგორც კარგათ დატენილი
ბომბი, რომელიც ხმაურობს ჩვენს თანამედროვეთა თავებზე და შემდეგ იხმაურეთ, იხმაურედ
სამხედრო სიმღერით მავალნო, რომელთა მონო ტონურ ბუტბუტს არ უყურებენ.
„როდესაც მე თქვენ მითხარით: ზიზღი ქალებს!
ყველა მათგანმა ბინძური გინებით მომმართა მე, როგორც სახალხო სახლების პატრონს
პოლიციის „ობლავის“ შემდეგ! და მიუხედავათ ამისა მე უარვყოფ ქალთა არა ცხოველურ
ღირებულებას, არამედ მათ სენტიმენტალურ მნიშვნელობას.
„მე მინდა ვებრძოლო გულის გაუმაძღრობას, ნახევრად გაღებულ ბაგეთა დაუხმარებლად,
რომელიც იტევს მიბნედილ მოწყენილობას, ციებისებრ ცახცახს, რომელიც აღრჩობს და აცი-
ლებს მაღალ ვარსკვლავთა ძლიერ ფერს... მე მინდა ვსძლიო სი|ყვარულის ტირანიას, მოვლი-
ნებულს ერთად ერთ ქალისგან რომანტიკოსის დიდებულ მთვარის სინათლეს, დამფარველს
იტალიისას.
„მე დავუძახე მათ: შეაქეთ ომი! და მას შემდეგ შიში უჭკუო ყინვის ხელით სტანჯავს სილეზინკას, რომელიც აღწევს თვით მუცლის და ყალბ გვერდების სიღრმეში.
„გართობა და მდაბალი ულოღიკო ჯიში, ეს მგინებელი ქვეყნიერებისა!.. ისინი ვერასდროს
ვერ მიხვდებიან ქვეყნიერების ერთად ერთ ჰიგიენას“.
III.
მარინეტტის იმპერიალისტური მისწრა
ფება ნათლად გამომჟღავნდა იტალია-ოსმალეთის
ომის დროს, 1911 წ. ომის დასაწყისში მის მიერ გამოქვეყნებულ იქმნა ფრანგულ ენაზე
მანიფესტი, რომელშიაც სხვათა შორის შემდეგი იყო ნათქვამი: „ჩვენ, ფუტურისტები, რომ-
ლებიც ორი წლის განმავლობაში მივმართავდით პადაგრიკთა და პარალიტიკთა ძახილს, ვა-
ქებთ საშიშროების და ძალდატანების სიყვარულს, მილიტარიზმსა პატრიოტიზმს და ომს,
ქვეყნიერების ერთად-ერთ ჰიგიენას და ერთად-ერთ აღმზრდელ მორალს. ჩვენ ბედნიერები
ვართ, რომ ვსცხოვრობთ ამ დიდებულ ფუტურისტულ საათში იტალიაში. მაგრამ ამასთანავე,
როგორ განიცდის აგონიას პაციფისტების ის ნაწილი, რომლებიც დღეიდან დამარ ხულია ჰაა-
გის სასახლის ღრმა სარდაფში.
„ცოტა ხნის წინად ჩვენ ვიგერიებდით მუშტებით ქუჩებში და მიტინგებზე ძლიერ ჩვენს
მოწინამდეგეებს. რომელთაც პირში ვეუბნებოდით შემდეგ მტკიცე პრინციპებს:
„1. ინდივიდუმი და ხალხი სარგებლობენ ყოველ გვარი თავისუფლებით.
„2. სიტყვა იტალია უფრო მაღლა უნდა დავაყენოთ ვიდრე სიტყვა თავისუფლება (!).
„3. საჭიროა, რომ მოსაწყენი მოგონება რომის ძლიერებაზე, დაბოლოს შეიცვალოს ასჯერ
უფრო ძლიერ იტალიაზე.
“იტალია წარმოადგენს ეხლა ძლიერი ფორმის დრედნოუტს თავისი ესკადრით, რომელიც
ემსგავსება კუნძულს.
ჩვენ მოვუწოდებთ იტალიის მთავრობას, რომელიც შეიქმნა ფუტურისტული, დაიყვანოს
ძლიერ საზღვრამდე ყოველგვარი ნაციო ნალური კეთილმოყვარეობა, ზიზღის სულელურ
ბრალდე ბამდი მუშაო ბაში და გამოვაცხადოთ დაბადება პანიტალიანიზმისა.
„პოეტებო, მხატვრებო, სკულპტორებო, მუსიკოსებო იტალიანური ფუტურიზმისა, გა-
დააგდეთ ომის გათავებამდე კისტი, მჭრელი და ორკესტრი!
ეხლა დადგა გენიის წითელი კანიკულები, ეხლა ჩვენ უნდა შევიმოსოთ შრაპნელების საში-
ნელი სიმფონიებით და სასწაულებრივ „სკულპტურით, რომლითაც ჩვენი დალოცვილი არტი-
ლერია ჟლეტს მოწინაამდეგე მასსას“.
ამასთანავე ის მიდის ბრძოლის ველზე, რადგანაც ფუტურისტულ გაზეთებს უგზავ ნის
პოეტებს, რომელშიაც ის ჰიმნს უგალობს, «ქვეყნიერ ჰიმნს», განმანადგურებელ ომს.
გათავდა ეს ომი... მაგრამ იტალიას კვლავ მოუხდა ომი ბალკანეთთან. მარინეტტი კვლავ
განაგრძნობს თავის დიფირამბებს: ტყვიების, ყუმბარების, ხიშტების, მიტრალეზების
სასარგებლოდ.
მის მიერ წაკითხული პატრიოტული მოხსენება მილანში ერთმა მუშამ შეაწყვეტინა
ძახილით: „ძირს სამშობლო!“ მაშინ მარინეტტიმ გადისროლა ხალხში შემდეგი სიტყვები: „აი,
პირველი ჩვენი ფუტურისტული დასკვნა! გაუმარჯოს ომს! ძირს ავსტრია!“
IV.
მარინეტტის ეზიზღება დედა-მიწა, როგორც რეალობის გამომხატველი და ის განრისხე-
ბით შესძა ხის მას: Lა ტერრე! ოჰ! ლე დ’ექოუტ დე ოივრე სურ სონ დოს” (მიწავ! ო! საზიზღროებაა შენს
ზურგზე ცხოვრება! სამაგიეროთ მას უყვარს აქაფე ბულ აზ\
ვირთებული ზღვა, როგორც მოფიქრებათა გზის მაჩვენებელი ფანტასტიურობისადმი:
det’aime o Mer liberatrice,
O toi, le seul hemin qui me
conduit’a l’Iefini“
(მე მიყვარ ხარ შენ ზღვაო ერთად-ერთო გზავ, რომელსაც მე მიგყევარ
განუსაზღვრელობისადმი).
მაგრამ ამავე დროს ფუტუ რისტებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მოხმაურე ცხოვრებას,
რომმელიც მას აგონებს
აზვირთებულ ზღვის ტალღებს.
„შეხედეთ ამ ქუჩას ეუბნება — მარინეტტი ერთ ფრანგ ჟურნალისტს, რომელიც შეეკითხა
მას (მარინეტტის) თუ რა არის მშვენიერება, — სადაც გაივლის ბრბო ადამიანებისა, რომლე-
ბიც თავის საქმეში არიან გართულნი, ამასთა ნავე მიქრიან მწყობრად სწრაფი ავტომობილები;
ანდა შეხედეთ წინ მდგარ ბრწყინავ ყავა
ხანას სხვა და სხვა ფერი ცეცხლით: ისინი ანთებენ
მხიარულს ან და გაუმაძღარ პირებს მოწყენილს ან და გაკვირვებულს. განა ყოველივე ეს არაა
ღირსი ზეგავლენისა?“.
ყველა თავის შრომებში მარინეტტი ილაშქრებს ქალების და მათ სიყვარულის წინააღმდეგ.
„ჩვენ უმღერით ჰიმნს ახალ მშვენიერებს, მოსულს ქვეყნიერებაზე ჩვენს დღეებში, ჰიმნს
სისწრაფისას, სახელს სიტყვობრივ მოძრაობისას“ ამბობს მარინეტტი ერთ-ერთ შრომაში
და ურჩევს ყველას, რათა ქალთა სიყვარულის მაგიერ ყველას შეუყვარდეს: ავტომობილის,
ჰაეროპლანის, გემის და მატარებლის მოტორი, რომელიც იქნება „ელქტრიული სიყვარული“,
რის გამოც მას სძაგს სიმბოლისტების მამათამთავარნი: ედ. პო, ბოდლერი, მალარმე და
პოლვერლენი, რადგანაც მათ „ეზიზღებოდათ მაშინიზმი“.
მარინეტტი თავის ცნობილ წიგნში „Lე Fუტურისმე“-ში უმღერის ახალ სილამაზეს: „ჩვენ ვქა-
დაგებთ ახალ სილამაზეს, სილამაზეს თანამედროვე ცხოვრების, სილამაზეს მექანიურს“. ამით
დავასრულებდით და მკითხველისთვის არც იმდე ნათ საინტერესოა ფუტურიზმის ავლადიდების
გაცნობა, მაგრამ არ შემიძლია უყუ რად ღებით დავტოვო ერთი საკითხი, რომელიც ახასიათებს
იტალიელ ფუტურისტებს და კერ ძოთ მარინეტტის, რომლის ნიმუშს იძლევა მათი მატემატიკური
პოეზია, რომელშიაც მარინეტტის სიტყვით რომ ვსთქვათ, იმარხება თანამედროვე ადამიანის
მისწრაფება „სიყვარული სიმართლესადმი“. ხელოვვნება და პოეზია მატემატიკა არ არის.
მაგრამ ერთის მხრით მართალნიც არიან... ისინი მომაკვდავი წრის შვილები არიან და სიკ-
ვდილის წინ სურთ ამოისუნთქონ ძლიერად, რისთვისაც არავითარ სი
საძაგლეს არ ერიდებიან.
უდაო დებულებაა რომ ერთგვარ ბუნებრივ პირო ბებში მყოფ ადამიანს, როდესაც უხდება
ადგილ მდებარეობის გამოც ვლა ნებსით თუ უნებლიეთ ეგუება იმ ბუნებრივ პირობებს რო-
მელშიაც გადადის.
ასევე დაემარ თა იტალიანურ ფუტურიზმს. მარინეტტის და მისი კოლეგების ეკზოლტა-
რულმა მისწრაფებამ ვერსად ვერ ჰპოვა ისეთი სახეობა, როგორც მათ სურდათ. და მარი ნეტ-
ტის სიტყვები, რომელიც მან უთხრა რომში რუს ჟურნალისტებს: რომ რუსეთის ფუტურის-
ტებს არ აქვთ ნამდვილი წარმოდგენა ჭეშმარიტ ე. ი. იტალიანურ კალიბრის ფუტურიზმზე,
შეეხება არა მარტო რუსეთს, არამედ ყველა იმ სახელმწიფოებს, სადაც ფუტუ რიზმი შეიჭრა
„კონტრაბანდათ“.
მაგრამ ერთი რამ ცხადია, ცხადია ის, რომ იტალიიდან ფუტურიზმი სწრაფი ტემპით გავ-
რცელდა ევროპის სახელმწიფოებში.
დავიწყოთ ინგლისურ ფუტურიზმიდან. მაგრამ წინდაწინ უნდა გამოვტყდეთ და ვსთქვათ,
რომ ფუტურიზმმა ინგლისში ვერ მოიპოვა ისეთი ნიადაგი, როგორც ეს იტალიაში. ფუტუ-
რიზმის რაისონ დ’ეტრე გამოისახა არა პოეზიაში, არა ბელეტრისტიკაში, არამედ გამოისახა უმ-
თავრესად მხატვრულ შემოქმედებაში და ისიც ვიწრო, განსაზღვრულ ფარგლებში, უმთავ რე-
სად კი: ჩაის და ყავის, სერვიზთა ან და ფეხსაცმელთა გარდასხვაფერებაში ფუტურისტულ
გემოვნებაზე. მაგრამ ინგლისურ ფუტურიზმთან შედარებით უფრო ძლიერე ბა განიცადა
ფუტურიზმმა რუსეთში, სადაც 1910 წელს გამოვიდა ვალდემერ ხლებნიკოვი, რომელმაც გა-
მოაქვეყნა წიგნი „მსაჯულთა ბაღჩა“. შემდეგ წლებში გამოდის სამოქმედო ასპარეზზე ვლ.
მაიაკოვსკი, იგორ სევერიანინ, ა. კრუჩიონიხი, კამენსკი, დ. ბურიუკა და სხვ.
ხსენებული ფუტურისტები ცდილობდენ, რათა დასდგომოდენ იტალიანური ფუტუ-
რიზმის გზას, მაგრამ რუსეთის სინამდვილეს ვერ მოშორდენ და მათი პოეტური „გენიის
თვალწარმტაცი“ ჰანგები სანტიმენტალობის და გალანტერინობის სახეს ღებულობს, რომ-
ლის საკმაოდ დამამტკიცებელ ილუსტრაციას იპოვით თითქმის ყოველ რუს ფუტუ რისტის
შემოქმედებაში. მაგალითისათვის ავიღოთ იგორ სევერიანინი, რომელიც თავის ლექსთა პირ-
ველ წიგნში: „Громо-кипящий кубок“-ში ამბობს:
„Тебя не зная, всюду, всюду
Тебя искал я, сердцем юн:
То плыл на голубую суду,
То на нахмуренный кватун“.
დიახ, ასეთ ჰანგებზე გალობს ფუტურიზმის ერთი უდიდესი წარმომადგენელთაგანი იგორ
სევერიანინი, რომელიც სხვა საკითხებშიც თავისებურ ფუტურისტათ გვევლინება.
თუ იტალიელი ფუტურისტები ქალებს ზისზღით ეპყრობოდენ, მათ წინააღმდეგ მთელი
ფუტურისტული სისასტიკით ილაშქრებენ, რუსი ფუტუ რისტები და განსაკუთრებით კი იგორ
სევერიანინი თანაგრძნობის ლექსებს წერს ქალთა მიმართ.
ერთ-ერთ ლექსში ის თავადის მშვენიერ ასულზე გვესაუბრება და ამბობს:
„В ея очей фиалковую глубь
Стремилис сердце каждой мужчины
Но окупать их не было причины;
Напрасно взоры Hыли: „приголубь“...
и охлаждал поклонников шедевра
Сарказм ея ცиятельства и севра“…
მარინეტტის და მისი მეგობართა ფუტურისტული მრწამსი იგორ სევერიანინში განისაზ-
ღვრა მხოლოდ თავის „მე“-ს ძახილით: „მე გენია — „იგორ სევერიანინი, ჩემს გამარჯვებით,
რომ დავიქანცე“ და სხვ.
მეორე ჯგუფი რუს ფუტურისტებისა, რომლებიც მტრულ განწყობილებაში იყვნენ იგორ
სევერინინთან, წააგავ დნენ იტალიელ ფუტურისტებს.
ამ ჯგუფის ფუტურისტებში მთავარი ადგილი უჭირავს ვლ. მაიაკოვსკის, რომელზედაც
ოქტომბრის დიდი რევოლიუციის ცხოველმყოფელმა სხივებმა საკმაოდ ძლიერი გავლენა
იქონია.
თუ იტალიელი ფუტურისტები და განსაკუთრე ბით მათი მამამ თავარი მარინეტტი ომს
სთვლის „ქვეყნიერების ერთად ერთ ჰიგენათ“ ვლ. მაიაკოვსკი ილაშქრებს მსოფლიო იმპერია-
ლისტური ომის წინააღმდეგ, რომელიც მოხდა 1914-18 წლ. რასაც ამტკიცებს მისი ცნობილი
ლექსი „ბრძანება ხელოენების არმიისადმი“ რომელშიაც ის ამბობს:
„Довольно грошевых истин.,
Из сердца старое вытри.
Улицы наши кисти.
Площади наши политри.
Книгой времен тысячелистой
Революции дни воспеты.
на улице футуристы Барабанщики и поэты “.
მართალია, მაიაკოვსკი მსგავსად სხვა ფუტურისტებისა დიდი წარმოდგენისაა თავის
თავზე. ერთ — ერთ ლექსში ის თავს ადარებს ნაპოლეონ ბონაპარტეს:
„Сравните —
Он раз не дрогнув стал под пули
и славится столетии сто
А я прошел в одном лишь июле
Тысячу Акропольских листов!“
მაგრამ ეს იყო ზოგადი პრინციპები მაიაკოვსკის ფუტურისტულ შემოქმედებისა, საერთოდ კი, როდესაც გაიმარჯვა იქტომბრის დიდმა რევოვოლიუციამ, მაიაკოვ სკი დადგა
პროლეტარულ რევოლიუციის მხარეზე. თუ მათი მამამთავარი მარინეტეტი ცდილობს მო-
შორდეს ამ ქვეყნიურ ცხოვრებას და მიისწრაფის განუსაზღვრელობამდი, ვლ. მაიაკოვსკი
ეშვება დედამიწაზე და იღებს მონაწილეო ბას ძველ, დახავსებულ და ახალ, მომავალ ქვეყ-
ნიერებათა შორის გამართულ ბრძოლაში, როგორც პროლეტარიატის ინტერესების დამცვე-
ლი რევოლიუციონერი. მას მსგავსად იტალიელ ფუტურისტებისა სურს ძლიერი სახელობის
მატარებელი ადამიანი, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მაიაოვსკის ადამიანი იქნება მებრძო-
ლი — რევოლუციონერი და ხალხისთვის სი
კე თის მომტანი. და სწორედ აქ იბადება, ისახება
გამიჯვნა. მაიაკოვსკში ერთის მხრით ისტორიისაგან, და ცხოვრებისგან განწირულ ფუტუ-
რიზმსა და ახალ პოეზიის შორის, რომე ლიც არის ამღერება პროლეტარული რევოლუციისა.
საქართველოს „მამლაყინწა“ ინტელიგენტ-ახალგაზრდათა შორის ამ უკანასკნელი ხანებ-
ში რუს ფუტურისტთა წაბაძვით გამოჩდა ცხოვრებისაგან უარყოფილ, აგონიის პროცესში
მყოფ უდღეურ ბურჟუაზიის აპოლოგეტები, რომლებმაც თავიანთ სამოქმედო ასპარეზათ გაი-
ხადეს ხელოვნების სფერო. მაგრამ ისინი თავიანთი მოქმედებით ემსგავსებიან ანორმალურ,
სულით ავადმყოფ ადამიანებს და მათი ხელოვნური შემოქმედებით თანამედროვე კულტურის
საუკუნეში შესაძ ლებელია დაკმაყოფილდეს მხოლოდ სპარსეთის შაჰი.
მეტს აღარ გავაგრძელებთ ფუტურისტული პოეზიის*) (თუკი ასე შეიძლება მას უწოდოთ)
საერთაშორისო სახეო ბაზე საუბარს, რადგანაც ის ისედაც ძლიერ მოსაწყენია და ამასთა-
ნავე უკანასკნელ ხანებში ფუტურიზმი საერთოდ და კერძოთ იტალიაში ხელოვნების სფე-
როს სრულიად შორდება და გვევლინება პოლიტიკაში, როგორც ფაშიზმის ერთი უძლიერესი
დამცველთაგანი, მაგრამ სულ მალე გამარჯვებული პროლეტარიატი აღგვის დედა მიწის პი-
რიდან როგორც კაპიტალისტურ საზოგადოებას, ისევე მის „დამკვრელ-ბიჭებს“ ფუტურის-
ტებსაც და მაშინ ხელოვნებას დაუბრუნდება თავისი დაკარგული ბრწყინვალე სახე კოლექ-
ტიურ პრინციპებზე აგებული.
ამ წერილებში ჩვენ არ შევხებივართ ფუტურისტულ მხატვრობას, თეატრს და სხვ.
შალვა რადიანი.
ჟურნ. „მომავალი“ 1923 წ. № 2,3,4