ამხ. იონა ვაკელის საპასუხოთ
ამხ. იონა ვაკელის საპასუხოთ
(იხ. „კომუნისტი“ № 268)
ამხ. იონა ვაკელი მეტად ცხარობს. „ამხ. ვაწაძეს მედსან-შრომის ყოფილ გამგეობის კულტ-
განყოფილების საწი ნააღმდეგო მასალათ გამოაქვს განყოფილების მიერ ჩემი წიგნის შეძენის
ფაქტი“-ო.
საქმე შემდეგშია: მედ-სან-შრომის კავშირის ყრილობაზე, სარევიზიო კომისიის მოხსენე-
ბის იმ ნაწილში, რომელიც კულტ-განყოფილებას ეხებოდა, ჩემ მიერ იყო აღნიშნული შემდეგი:
„კულტ-განყოფილებამ შეიძინა პოეტ ვაკელის თხუზულება ოცი ცალი 32 საქონლის მანეთად,
რაზედაც არ ჰქონდა კავშირის სეკრეტარიატის წერილობითი დასტური“. სარევიზიო კომი-
სიის მოვალეობას შეადგენს არა მარტო ანგარიშე ბის ფორმალური მხრით განხილვა, არამედ
თანხების მიზან შეწონილად დახარჯვის დაფასებაც. ამ მოსაზრებით ვხელმძღვანელობდით,
როდესაც მოხსენებაში აღვნიშნეთ: „ეს საკითხი რომ სეკრეტარიატის სხდომაზე ყოფილიყო გარჩეული, ამ პოეტ ფუტურისტის ნაწარმოების მაგივ რად იქნებოდა შეძენილი კავშირის წევ-
რთა მოთხოვნილების უფრო შესაფერი სხვა ლიტერატურული ნაწარმოები“.
ამხ. ვაკელი შეურაცხყოფილია, რომ მას, პროლეტარულ პოეტს, ფუტურისტი უწოდეს.
უპირველეს ყოვლისა უნდა მოვახსენო ამხ. ვაკელს, რომ სიტყვა ფუტურისტი არ არის
შეურაცხმყოფელი. პოეტს მაიაკოვსკის ფუტურისტობა არ უშლის ხელს საბჭოთა პრესაშა
თანამშრომლობაზე.
პოეტ ბლოკს არ შეუშალა ხელი სიმვოლიზმმა, რომ თავის პოემა „თორმეტ“-ში მოეცა რე-
ვოლიუციის საუცხოვო სურათი.
მე აზრათაც არ მქონია დამცირება პროლეტარული პოეტ ვაკელის ნაწარმოებისა, მაგრამ
საჭიროთ ვსთვლი, რომ პროფკავშირის წევრებს — მუშებს უპირველესათ — მიეცეს კლასობ-
რივი თვითშეგნების და პოლიტიკური განვითარების საშუალება. ამ მიზანს კი უფრო მივაღ-
წევთ მარქსისტულ კლასიკური ლიტერატურით.
ის უხეში სიტყვები კი, რომელიც იყო ნახმარი ამხ. ვაკელის წერილში, ჩემის აზრით, არის
შედეგი სიფიცხისა ანუ გაზვიადებული წყენის.
ექ. ვაწაძე
გაზ. „კომუნისტი“ 1923 წ. № 280