იონა ვაკელი - დილეტანტობა თუ გაუგებრობა
დილეტანტობა თუ გაუგებრობა
(ამხ. ვაწაძის და „პოეტ“ კარამარენკოხ საყურადღებოთ)
ამას წინათ მედსაშრომის კავშირის კულტგანყოფილებამ ს. პ. კ. საბჭოს კულტგანყოფი-
ლების შემოწმების შემდეგ შეიძინა ჩემი ლექსთა და პოემების კრებული „შარავანდედი“ ს
ოციოდე ცალი.
ამას შემდეგ გადის რამდენიმე ხანი და მედსანშრომის კავშირის ყრილობაზე ამხ. გაწა-
ძე გამო დის და გამოაქვს ყოფილი გამგეობის საწინააღმდეგო მასალად ჩემი წიგნის შეძე ნის
ფაქტი.
ამხ. ვაწაძე უცხადებს ყრილობის წევრებს: წიგნის ავტორი (ნაგულისხმევი ვყავდი მე) არის
ფუტურისტი და მისი წიგნის შეძე ნა კავშირის გამგეო ბის მიერ არის მიუტავებელი ცოდვაო.
ამაზე ულაპარაკია მოქ. პარამარენკოსაც, რომელსაც უწოდებია ჩემთვის: „Голубой
рогоносец Сергиевской улицы“.
მე სასტიკ პროტესტს ვაცხადებ ასეთ დილეტანტობისა და მეჭორეობის წინააღმდეგ.
ამხ. ვაწაძე ამ შემთხვევაში საზიზღრად სტყუის; ვინ ჩააგო ნა მას, რომ მე ფუტურისტი ვარ
— ეს ხომ აშკარა სიყალბეა. რატომ სჩადის ის ასეთ სიყალბეს?
ხოლო მისმა თანამოაზრემ, „პოეტ“ პარამანენკომ, დამწამა ამავე ყრილობაზე მეორე
ცილი: „Голубой рогоносец Сергиевской улицы“. მისი აზრით მე „ცისფერი ყანწელების“ ჯგუ-
ფის წევრი ვარ.
როგორც ერთი, ისე მეორე წმინდა წყლის სიცრუეს წარმოადგენს. მე არც სიმბოლისტი ვარ
და არც ფუტურისტი. ეს ყველამ იცის, თუ კი ის ოდნავ ერკვევა ლიტერატურაში. ამას თვით
ჩემი პირველი წიგნი „შარავანდედი“ ამტკიცებს. ამას უნდა მხოლოდ წაკითხვა და გაგება.
ამას გარდა ორი წელია, რაც ვმუშაობ საქართველოს პროლეტარულ მწერალთა კავში-
რის პრეზიდიუმის წევრად. და ვითვლები ამ კავშირის ერთ-ერთ აქტიურ წევრათ, საქ. პრო-
ლეტკულტის პრეზიდიუმის წევრი და ერთხანს მდივანიც გახლდით მოქ. პარამარენკო! თქვენ
ამ პროლეტკულტს იცნობთ ალბათ. ვგონებ კიდევაც მუშაობდით შიგ, ლიტერატურულ
სტუდიაში. ამას შემდეგ მე თქვენ მიწოდებთ: „Голубой рогоносец Сергиевской улицы“.
ასეთივე ითქმის ვაწაძეზედაც. მას თუ აინტე რესებდა მე ფუტურისტი ვარ თუ სიმბო-
ლისტი („ცისფერი ყანწები“) ერთი მაინც დასწრებოდა ჩვენს პროლეტარულ ლიტერატუ-
რულ ორშაბათებს ან და საკმარისი იყო გულდასმით გადაეკითხა ჩემი წიგნი. მაშინ არა
მგონია, რომ ასეთი რიხით გამო ვიდოდა ჩემს წინააღმდეგ და ისიც ყრილობაზე. ყველამ უნდა
იცოდეს, რომ ბრალდებას დასაბუთება უნდა მე ამ დასა ბუთებას ვითხოვ ამხ. ვაწაძესა მოქ. პარამარენკოსაგან.
იონა ვაკელი.
გაზ. „კომუნისტი“ 1923 წ. № 268.