cover

ბესო ჟღენტი თანამედროვეთა მოგონებებში

ბესო ჟღენტი თანამედროვეთა მოგონებებში

1924 წლის დასასრულს ვალია ბახტაძის ინიციატივით დაარსდა ჟურნალი „მნათობი“. მას-
ვე ევალე ბოდა ახალგაზრდა მწერლების შემოკრება ჟურნალის ირგვლივ. ამ დროს მე უნი-
ვერსიტეტის II კურსის სტუდენტი ვიყავი. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდე საც
ვალია ბახტაძემ დამიბარა და მითხრა: - უნდა მიმოიხილო ქართველ მწერალთა შემოქ მედება
ერთი წლის მანძილზეო (1924 წ.). გამიკვირდა იმიტომაც, რომ ამ დროს ლიტერატურულ სარ-
ბიელზე მოღვაწეობდნენ სახელგანთქმული კრიტიკოსები. უარი არ გამივიდა. მაშინვე დარე-
კეს ბიბლიოთეკაში, სამუშაოდ ოთახი გამომიყვეს და მეც შევუდექი საქმეს. ჟურნალის I და II
ნომერი გაიხსნა ჩემი
1922 წელია. მწერალთა სასახლეში გაიმართა დიდი საღამო, მიძღვნილი გამოჩენილი მო-
ქანდაკის იაკობ ნიკოლაძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი. დარბაზი მსმენელებს ძლივს
იტევდა, პაოლო იაშვილმა საინტერესოდ მიმოიხილა იაკობ ნიკოლაძის, როდენის საყვა რე-
ლი მოსწავლის შემოქმედებითი საქმიანობა საფრანგეთსა და საქართველოში, ილაპარაკა მის
რეალისტურ სტილზე.
შესვენებაზე მეგობარმა ფუტურისტებმა მთხოვეს, გამოვსულიყავი სიტყვით. ასეც მოხდა,
მე ვთქვი, რომ მოგვწყინ და ერთფეროვნება, რეალიზმი; ჩვენ გვინდა ახალი, სრულიად გან-
სხვავებული ხელოვნება და სხვა ასეთები. მომხსენებელს მისცეს შეკითხვები. საბოლოო სიტ-
ყვაში მან უპასუხა მრავალ შეკითხვას, შეაფასა სიტყვაში გამოსულთა შეხედულებანი... რო-
დესაც ჯერი ჩემს გამოსვლაზე მიდგა, გაღიმებულმა თქვა: ჩემთვის ძნელია, ბესო ჟღენტის
გამოსვლის შეფასება, რადგან იგი დიდად არის განსწავლული მსოფლიოს ხელოვნებაში, გუ-
შინ ჩამოვიდა ქუთაისიდან და მთავარანგელოზის ეკლესიის გვერდით ექიმ თოფურიას ძეგლი
აქვს ნახუ ლიო 19 წლის ჭაბუკს სიმწრის ოფლით დამეპკურა სახე. ყველა მე მიყურებდა და
იღიმებოდა.
და მეორეც: ქუთაისის გიმნაზიას ვამთავრებდი, როცა ფუტურისტთა ჯგუფი დაარსდა. ამ
ჯგუფთან ერთად 1923 წლის გაზაფხულზე ქუთაისში ჩავედი. ჩემთან ერთად იყვნენ აკაკი ბე-
ლიაშვილი და სიმონ ჩიქოვანი. მე და ჩაჩავა ბულვარის პირდაპირ ერთი დიდი სახლის სახურავ-
ზე ავედით, კოსტუმები უკუღმა ჩავიცვით და ლექსების კითხვა დავიწყეთ. ქალაქში მოძრაობა
შეჩერდა. განცვიფრებული გვიქცერდნენ გამვლელ-გამომვლელნი. აცნობეს მილიციას. სახუ-
რავიდან ჩამოგვყარეს და დაკითხვა დაგვიწყეს. ამ დროს ქუთაისში იმყოფებოდა ამიერკავკა-
სიის ცენტრალური კომიტეტის მდივა ნი მამია ორახელაშვილი. მან გვიშუამდგომლა, მილი-
ციას ჩვენი თავი გააშვებინა, ჩაგვაბარა ქალაქის განათლების განყოფილებას. ვალია ბახტა-
ძემ დაგვარიგა, ფული მოგვცა და სადგურზე გამოგვაცილა. რამდენიმე დღის შემდეგ გაზეთ
„კომუნისტში“ ვკითხულობთ ვალია ბახტაძის წერილს სათაურით „უნიჭო კლოუნები“.
...ეს საღამო ბ. ჟღენტთან დაუვიწყარი იყო. ოჯახმა ჩინებული სუფრა გაგვიშალა, მერე
მანქანით გამოგვაცილეს. დამშვიდობებისას ბატონმა ბესომ გვთხოვა მოსწავლე მასთან დაგ-
ვეტოვებინა არდადეგე ბის პერიოდში, გვპირდებოდა, ცუდ მასპინძლობას არ გავუწევო.
...მოსწავლის ნაშრომი მოიწონეს, თბილისში გამოიძახეს და პირველი ხარისხის დიპლო-
მით დააჯილდოვეს. პატივცემული ბესო დაესწრო კონფერენციის მსვლელობასაც. გოგონას
გულში იკრავდა და თვალებს უკოცნიდა.
ამ შემთხვევიდან ხუთიოდე წელიც არ იყო გასული, რომ ელვის სისწრა ფით მოედო მთელს
რესპუბლიკას ბესარიონ ჟღენტის გარდაცვალების თავზარდამცემი ამბავი. მის პატივისმცე-
მელთა ზღვა ხალხში არავინ იცოდა, ვინ იყო გოგონა, ცრემლს რომ ღვრიდა. და გულწრფე-
ლად ამ ადამიანს, არ იცოდა რომ მან ბავშვური გული დიდი სიყვარულით გაუცისკროვნა.
ნანი ბაკურაძის სკოლის პედკოლექტივმა და მოსწავლე ახალგაზრდობამ ბესა რიონ ჟღენ-
ტისადმი სიყვარული იმითაც გამოხატა, რომ შემდეგ მოსწავლეთა დელეგაცია გაგზავნა მისი
მემორიალის გახსნაზე დასასწრებად.

ნადეჟდა შალუტაშვილი

ნადეჟდა შალუტაშვილი წიგნიდან: „ბესო ჟღენტი თანამედროვეთა
მოგონებებში“, გამომცემობა „ხელოვნება“ თბილისი 1984 წ. გვ. 259-260

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი