cover

ალექსანდრე ბარამიძე - სიყრმის მეგობარი (ბესარიონ ჟღენტი)

სიყრმის მეგობარი

(ბესარიონ ჟღენტი)

ბესო ჟღენტი თითქმის ჩემი კბილა იყო (ის ერთი წლით იყო ჩემზე უმცროსი). გავიცანი
1922 წლის შემოდგომაზე, თბილისში რომ ჩამოვიდა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. ჩემ-
თან ერთად განათლების მუშაკთა პროფკავშირის ცენტრალურ გამგეობაში მსახურობდა ბე-
სოს და ქეთო. მან გამაცნო ბესო და სიმონ ჩიქოვანი. მალე დავმეგობრდით. მართალია, ბესო
იურიდიულ განყოფილებაზე სწავლობდა, მე კი ფილოლოგიურზე, მაგრამ საერთო ლექციე-
ბიც გვეკითხებოდა, გვაკავშირებდა მეცნიერულ-ლიტერატურული ინტერესებიც. ხშირად
ვიკრიბებოდით ჩემს მინიატურულ ბინაზე (მატინოვის, აწ კალანდაძის ქ. 5) უნივერსიტეტის
მახლობლად. ჩემს ათმეტრიან ოთახს ბინას იმიტომ ვუწოდებ, რომ საკუთარი შესასვლელიც
ჰქონდა და პაწაწინა ჰოლიც. ჩვენი თავყრილობის ჩვეულებრივი მონაწილენი იყვნენ ზაქა-
რია კიკნაძე, სიკო დოლიძე, გიორგი თავზიშვილი, იასე ცინცაძე, ალექსან დრე მაღულარია,
გრიგოლ ებრალიძე, სტრატილატე ჭანტურია, ჩემი უფროსი ძმა ბენო. ზოგჯერ გვეწვეოდ-
ნენ ხოლმე ლევან ასათიანი, დემნა შენგელაია, სიმონ ჩიქოვანი. ხან ერთმანეთის საგამოც-
დოდ მზადყოფ ნას ვამოწმებდით, ხან სხვადასხვა თემაზე ვბაასობდით, ვდაობდით. ბევრს, ძა-
ლიან ბევრს ვკამათობდით ლიტერატურის საკითხებზე. მე ვიყავი სტუდენ ტთა სამეცნიერო-
ლიტერატურული წრის აქტიური წევრი (ჯერ მდივანი მერმე თავმჯდომარე), მოხსენებებს
ვკითხულობდი ძველი ქართული მწერლობის საკითხებზე. ბესო მწერალთა ფუტურისტუ-
ლი ჯგუფის ერთი მეთაურთაგანი იყო, ჩვენი სამეცნიერო წრისა არაფერი სწამდა, უკვირ-
და ჩემი გატა ცება თეიმურაზ პირველის პოეზიითა და „ქილილა დამანას“ იგავ-არაკებით,
თავს ვაკლავდი ისეთი ძეგლე ბის კითხვას, რომელსაც შეეძლო «довести до отчаяния
самого терпеливого читателя» (ე. ბერტელსი). იტალიელი მარინეტის თაყვანისმცემელი ბე-
სო (თეორიული ასპექტით, რა თქმა უნდა) ომს უცხადებდა და განადგურებით ემუქრებოდა
ჩემს ლიტერატურულ კერპებს. სხვაგან აწერილი მაქვს, როგორი საჯარო დებოში მოგვიწ-
ყვეს ურა-ფუტურისტებმა, ნიკოლოზ ჩაჩავას მეთაურობით, უნივერსიტეტში სამეცნიერო-
სალიტერატურო წრის სხდომაზე. ბესომ მაშინ თავი შეიკავა, მხოლოდ მაყურებლის როლში
გამოვიდა.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ მწვავე კამათი და შეხლა-შემოხლა ოდნა ვაც არ უშლიდა
ხელს ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას. პირიქით, უფრო გვაახლოვებდა და გვახალისებდა.
ხშირი შეხვედრისა და დავა-განსჯის იმპულსს გვიქმნიდა. არც სტუდენტურ სერობაზე ვამ-
ბობდით უარს.
შემდეგ ჩვენი გზები ერთხანს თითქოს გაიყარა. თუმცა მეგობრობას კვლავინდებურად
განვაგრძობდით. ბესომ ადვილად დასძლია „საყმაწვილო სენი“ და სერიოზულ ლიტერატუ-
რულ მოღვაწეობას შეუდგა. ბესო ვერ ეგუებოდა არქივებისა და მუზეუმების სპეციფიკურ
სურნელოვან მტვერს. მას იტაცებდა თანამედროვეობა, ცოცხალი საქმე, მიმდინარე ლიტე-
რატურული ცხოვრება. ეს იყო მისი სტიქია, ბობოქარმა, დაუდგრომელმა, მაძიებელი სულის
პატრონმა
თავისი იშვიათი ნიჭისა და უსაზღვრო ენერგიის წყალობით დიდი წარმატებები მოიპოვა
მხატვრული კრიტიკის სარბიელზე. მწერალთა კავშირის ერთი ხელმძღვანელთაგანი გახდა.
საქართველოს მწერალთა კავშირის — მდივნის პოსტზე მოუსწრო მას კიდევაც სიკვდილმა.
********************************************************************************
სამეცნიერო წრის სხდომებს სტუდენტობა ხალისით ესწრებოდა. ერთხელ მოხსენება
მქონდა თეიმურაზ პირველის შესახებ. აუდიტორია გაჭედილი იყო. სხდომა მიმდი ნარეობ-
და პირვე ლი სართულის პირველ აუდიტორიაში, ახლა რომ მეცნიერ მუშაკთა სამკით ხველო
დარბაზია.
როგორც შემდეგ გამოირკვა, დამსწრეთა მოზღვავებას თურმე იმანაც შეუწყო ხელი, რომ
ხმა დარხეულიყო, სხდომაზე რაღაც ექსცესები მოხდებაო მოხსენება იყო, რომ ერთბაშად
კარები გაიღო და აუდიტორიაში საშინელი ხმაურით შემოცვივდნენ უცნაუ რად მორთულ-
მოკაზმული ახალგაზრდები, რომლებსაც ხელში ვეება წითელი ბოლოკები ეჭირათ და მადია-
ნად ილუკმებოდნენ. მომხდურებს წინ მოუძღოდა არლეკინის ტანსაცმელში გამოწყობილი პოეტი ნიკოლოზ (კოლია) ჩაჩავა. აშკარა იყო, რომ თავს დაგვესხნენ ფუტურისტები (თურმე
ამას ელოდნენ სასეიროდ მოსული მსმენელები). „ძირს თეიმურაზები და მათი დამქაშები“,
ჩახლეჩილი ხმით იყვირა ერთმა მომხდურმა, „ძირს დამყაყებული მეცნიერება“, ბანი მისცა
მეორემ. შეიქმნა აუწერელი ხმაური, ყიჟინა, უწმაწური შეძახილები, ერთი ვაი უშველებელი,
აურზაური, ისტერიული სიცილ-ხარხარი... განსაკუთრებით აქტიურობდნენ (ნიკოლოზ ჩაჩა-
ვას გარდა) ნიკოლოზ შენგელაია, ჟანგო ღოღობერიძე, პალიკო ნოზაძე, გრიგოლ ორაგველიძე.
შედარებით თავდაჭერილად იყვნენ სიმონ ჩიქოვანი და ბესარიონ ჟღენტი. დებოშში უშუალოდ
არ მონაწილეობდნენ დერეფნიდან იცქირებოდნენ და იცინოდნენ დემნა შენგელაია და ლევან
ასათიანი. ძლიერმა ხმაურმა ლექციები ჩაშალა მეზობელ აუდიტორიებში. ახლა სტუდენ ტო-
ბის ახალი ტალღა მოაწყდა ჩვენი აუდიტორიის კარებს. გზა შეიკრა. ხმაურმა კიდევ უფრო
იმატა. გვესმოდა პროფე სორ გრიგოლ წერეთლის აღშფოთებული სიტყვები (მას ლექციები
ჩაშლოდა) — „Это безобразие. Кто позволил какимто клоунам бесчинствовать в университете
и срывать лекции?“ მოცვივდნენ დარაჯები და საკმაოდ ხანგრძლივი ხელჩართული ბრძოლის
შემდეგ დებოშირები გააბრძანეს შენობიდან. ასე დამთავრდა ფუტურისტების პირველი (და,
რამდენადაც ვიცი, უკანასკნელი) საჯარო დემონსტრაცია უნივერსიტეტის კედლებში.
მოხსენებისათვის ვისღა ცხელოდა? იმ დღეს ბევრი ლექცია ჩაიშალა. ამას რომ ვიგონებ,
მიკვირს. ნიკოლოზ ჩაჩავას შემდგომ ყველა იცნობდა როგორც იშვიათად დარბაისელ კაცს,
მშვიდსა და უწყინარს, მაშინ კი იგი მეთაუ რობდა ფუტურისტების თითქმის ყველა დებოშს
მწერალთა კავშირში თუ სხვაგან, საერთოდ, უნდა აღვნიშნო, რომ ფუტურისტების ჯგუფი არ
იყო ერთფეროვანი. ზოგი, ასე ვთქვათ, მაქსიმალისტი იყო, ზოგი ზომიერი, ზოგიც შემთხვევით
მიკედლებული. ქართველ ფუტურისტებს ფაქტობრივ არ ჰქონიათ ერთიანი ლიტერატურულ-
ესთეტიკური იდეალები, ერთიანი სამოქმედო პროგრამა. აბა, რა ჰქონდა, ფუტურისტული,
მაგალითად, დემნა შენგელაიას, ან ლევან ასათიანს, ან თუგინდ აკაკი ბელიაშვილს?
დღის პირველ ნახევარში ჩემი ოთახი ბენოსა და მისი ამხანაგების, ისტორიკოსების, გან-
კარგულებაში იყო. საღა მოობით კი მას ფილოლოგები ეუფლებოდნენ. ფილოლოგებიც ჩვეუ-
ლებრივ ერთად ვემზადებოდით გამოცდებისათვის. ჩვენი ჯგუფის მუდმივი წევრები იყვნენ
სიკო დოლიძე, სტრატილატე ჭანტურია, ალექსანდრე მაღულარია, გრიგოლ ებრალიძე, გუ-
გული ებრალიძე. გრიგოლ ებრალიძე ჩინებული სტუდენტი იყო, ნიჭიერი, ბეჯითი, ნაკითხი.
იგი, ჩემი აზრით, კვლევაძიებითი მუშაობისათ ვის იყო მოწოდებული, მაგრამ რაღაც ხელი
შეეშალა და თავის მოწოდების გზას ასცდა, თუმცა თავისი პროფესიისათვის არ უღალატია,
დიდხანს მასწავლებლობდა, იყო თბილისის აღმასკომის განათლების განყოფილების მეთო-
დისტი და ინსპექტორი. ადრე გარდაიცვალა.
დასახელებულთ გარდა, ჩვენთან დროდადრო მოდიოდნენ დემნა შენგელაია, ლევან
ასათიანი, ბესარიონ ჟღენტი (უფრო მოგვიანებით — სიმონ ჩიქოვანი), გიორგი თავზიშვილი,
ზაქარია კიკნაძე. სტუდენტურად ვიქცევდით თავს, ვბაასობდით და ცხარედაც ვკამათობდით
ლიტერატურული და საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების საკითხებზე. რა თქმა უნდა,
არც პოლიტიკური ცხოვრების სფერო გვრჩებო და უყურადღებოდ. ბევრს, ძალიან ბევრს ვკა-
მათობდით და ვდაობდით, ოღონდ ეს სრულიად არ უშლიდა ხელს ჩვენს მეგობრობას. ლხინიც
ვიცოდით, პურმარილის მადლი, არც მიჯნურობას ვაკლებდით ხელს, ამ ნიადაგზე ერთმანე-
თის გამოჯავრება და საიდუმლოს გამომჟღავნება უზნეობად არ ითვლებოდა. ჩხუბი, აყალ-
მაყალი, შური და მტრობა ერთმანეთს შორის ჩვენ არ გვქონია. სწავლა, ძმობა და ქვეყნის
სიყვარული გვაერთებდა, გვასულდგმულებდა და ცხოვრების სტიმულს გვაძლევდა.

ალექსანდრე ბარამიძე

წიგნიდან: ალექსანდრე ბარამიძე – ახლო წარსულიდან (მოგონებანი)
მეცნიერება თბილისი 1983 წ. გვ. 20-24, 334,

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი