გ. ბახტაძე - უნიჭო კლოუნები
უნიჭო კლოუნები
(ორი სიტყვა ქართველ ფუტურისტებზე, მათი „გასტროლების“ გამო ქუთაისში).
გაზეთის ფურცლებზე მათ შესახებ წერა თუ გინდ ორი სიტყვითაც ზედმეტი იქნება და
რომ ერთ გარემოებას არ ჰქონდეს აქ ადგილი: საქმე იმაშია, რომ ეს ყმაწვილები, რომელ-
თაც უსწავლიათ, თუ გაუგონიათ ცოტა რამ ხელოვნება, პოეზიაზე — თავის „გამოსვლებს“
ქართულ ფუტურიზმის შესახებ უკავშირებენ რევოლიუციას ხელიოვნებაში, მემარცხენეო-
ბას მწერლობაში, უარყოფენ „დახავსებულ“ წარსულს და სპეკულიანტობენ გამოჩენილ რუს
კომუნისტ-მწერალ ამხ. მაიკოვსკის სახელით.
ამ გარემოებას კი ჩვენ არ შეგვიძლია არ მივაქციოთ ყურადღება, გაკვრით მაინც რადგან
საკითხი ხელოვნებაში რევოლუციის შესახებ საკმაოდ საინტერესო და უკვე დღის წესრიგში
დასმული საკითხია პარაქტიკულადაც.
— საერთოდ ხელოვნება, კერძოთ პოეზია ადამიანის განვი თარების და მოთხოვნილების
ერთ უმშვენიერეს და ამავე დროს უმაღლეს და უძნელეს მისაღ წევ „საგანს“ წარმოადგენს, რადგან იგი (ხელოვნება, პოეზია) მოითხოვს ავტორისაგან არა მარტო შრომას, ენერგიას,
ცოდნას, სურვილს (რომლებსაც რასაკვირველია აგრეთვე უდიდესი მნიშვნელობა აქვს) —
არამედ — და ეს გადამწყვეტია — ბუნებრივ დაჯილდოებას, ნიჭს რომელიც ცხადია — ყვე-
ლას არ გააჩნია და ურომლისოდ ხელოვანი არ არის. ხელოვანი და პოეტი — პოეტი.
ჩვენ გვინდოდა გვეფიქრა, რომ ქართველ ფუტურისტებში (სახეში გვყავს ისინი, რომლებ-
საც მონოპოლიათ აუღიათ ეს სახელ წოდება ჩვენში) გამოინახებოდენ ერთი ან ორი ისეთები,
რომლებიც მართლაც შეასრულებდნენ რამოდენიმეთ მაინც რევოლუციონერ მწერალ ვლა-
დიმირ მაიაკოვსკის როლს ქართულ ხელოვნებაში, რომელსაც — სხვათა შორის — ასე ეჭირ-
ვება მაგარი, მკვეთრი, მჭრელი, დაუზოგავი ხელოვნების ჩაქუჩი მისი მართლაც რომ გამომ-
პალ ქვა-კუთხედის შესანგრევად, რასაც ჩვენის აზრით, შესძლებს მხოლოდ ქართული ხე-
ლოვნების მაიაკოვსკი. სხვათა შორის გაკვრით აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველ ეგრედ
წოდებულ პროლეტარულ მწერლებში ასეთს ჯერ ჩვენ ვერ ვხედავთ.
ქართველი ფუტურისტების გამოსვლამ ქ. ქუთაისში – საბოლაოდ გაფანტა შესაძლებლო-
ბაც მათზე რაიმე იმედის დამყარებისა.
ეს იყო მართლაც რომ იშვიათად სანახი „ორიგინალური“ თავისი უტიფრობით — დემონ-
სტრაცია სრული უკულტურობისა, საცოდავი უცოდირობისა და სამაგალითო უნიჭობისა.
ცირკის კლოუნები — აი მათი დახასიათება, მხოლოდ ერთის გარჩევით. ხშირად ცირკში
მოთამაშე ზოგიერთ „რიჟის“ შემთხვევით წამოსროლილ სასაცილო სიტყვებში, ან და თვით
მათ თვალებში ისეთ რამეს გაიგებ, ისეთ რამეს ამოიკითხავ — რომელსაც ვერ მოგვცემს, ვერ
გვაგრძნობინებს — ზოგი დიდი ხელოვანი დიდი თავის შემოქმედების ნაყოფითაც, რადგან
— კლოუნსაც შეუძლია გაგრძნობინოს ხშირად თავისი სამასხარო სიტყვებით გულწრფელი
განცდა.
აქ კი — ფუტურისტების საღა მოზე არ ყოფილა შემთხვევითი, ნათქვამი არც ერთი
წინადადება, არც ერთი სიტყვა, არც ერთი განცდის გადმოცემა — რასაც ედო რაიმე ნიშა-
ნი ნიჭისა, ცოდნისა, გულწრფელობისა. იყო მხოლოდ დაბორკილი, დამტვრეული ქართული
ენით საცოდავი მანჭიაობა არაფრის მქონე და არაფრის მომცემ — უნიჭო ცირკაჩებისა, რომ-
ლებიც ჭრელი ტანთსაცმელით და ცხოველური ღრიალით ლამობდენ ამ თავის უნიჭოების და
არარაობის დაფარვას.
რასაკვირველია ყველას ეპატიე ბა იყოს ის, რაც ის არის, თუ გინდ უნიჭო კლოუნიც, მაგრამ
როდესაც ასეთები ლამობენ თავისი უნიჭოება და ტაკი მასხარაობა დაფარონ სხვების ნიჭით
და დამსახურებით, როდესაც წარმოუდგენელი და უკანასკნელ საფეხურამდე. მისულ ქუჩურ
მეშჩანობას (ფუტურისტების „გამოსვლა“ იყო ნამდვილი ქუჩური ლაყბობა–ყალბი და უში-
ნაარსო „ორი გინალობას“ მოყვარული შეშჩანინისა) ისინი ასაღებენ, როგორც მემარცხენეო-
ბას პოეზიაში და, წარმოიდგინეთ ხელოვნების რევოლიუციონერებათაც მოაქვთ თავი–ჩვენ
არ შეგვიძ ლია არ შევძახოთ მაშინ მათ: — ციც ყმაწვილებო! რევოლიუცია (ხელოვნებაშიც
სხვათა შორის) — არც ისე იაფად დაგვიჯდა ჩვენ, რომ თქვენისთანაებს მივსცეთ უფლე-
ბა მისი საღაყბოთ აღებისა. კაცობრიობის უდიდეს ტრაღედიის — რომელსაც რევოლიუცია
ეწოდება — მონაწილეთა შორის ადგილი არა აქვთ და არც ექნება მათ, რომელთა სამოქმედო
ასპარეზი მხოლოდ ცირკის მოედა ნია და „შემოქმედების ნიჭი კი ამ მოედანზე მოთამაშე ტაკი-
მასხარების ნიჭს არ გასცილებია.
— ეს არის ჩვენი პირველი და, ვფიქრობთ, უკანასკნელი შეხვედრაც „ქართველ
ფუტურისტებთან“ გაზეთის ფურცლებზე.
გ. ბახტაძე
გაზ. „კომუნისტი“ 1923 წ. №124