რაჟდენ გვეტაძე - ბოლო უნდა მოეღოს
ბოლო უნდა მოეღოს
მე მინდა ამ სათაურით დაინტერესებულთა ყურადღება მივაქციო, იმ „ანტისანიტარულ“ მდგომარეობას, რომე ლიც თავისთავად პოეზიის გარეშე ჰქმნის ჭაობს, მაგრამ მისი მარკით ავრცელებს ერთგვარ ავადმყოფობას, სახელდობრ: უპასუხისმგებლობას. მოკლეთ ორშაბათს დეკემბრის 20 პირველ კონსერვატორიაში „ილიონის“ მესვეურებმა ჭუმბაძემ, ვინმე ტატიშ ვილმა და გამსახურდიამ გამართეს „ვაჟა-ფშაველას საღამო“. ეს ხალხი კარგახანია უსულგუ ლო საღამოების გამართვით ყოველდღე გამოდიან მოღვაწეობის ასპარეზზე. აღნიშნული სა ღამოც ვაჟა-ფშაველას სახელით გამართული, უსათუოდ პოეზიის პრესტიჟის დამამ ცირებე ლი ნიმუში იყო. ერთიც და მეორე მომხსენებელიც (ჭუმბაძე და გამსახურდია) ლაპარაკობდენ მხოლოდ ვაჟა-ფშაველას პოეზიის დერეფანში და ვერც ერთს ვერ უშველა საქართველოში რამოდენიმე ხნით არ ყოფნამ; კიდევ: გამსახურდიას და მის ალხანას მანიათ ექცათ ყველგან და ყველაფერზე, სადაც არის საჭირო და არ არის, ილაპარაკონ პატრიოტიზმის არშინით. და უნდა ითქვას, ამ ხალხის პირიდან საქარ თველოს ხსენება მოსაბეზრებელი შეიქნა. ეს არა იმი ტომ რომ ვინმე მათზე ნაკლები, მამულიშვილი იყოს...
ვაჟა-ფშაველას საღამო რამდენიმე კვირის წინ გამართა ახალ მწერალთა კავშირმა ხე ლო ვანთა სასახლეში. „ილიონის“ ჯგუფმა ვაჟას საღამო გადაიტანეს კონსერვატორიაში.. ვაჟა რომ გაცოცხლებულიყო და დასწრებოდა ამ საღამოს, ან სრულებით უარს იტყოდა თავის პოეზიაზე, ან და მართლა „დაატრიალებდა იმ ხანჯალს“, რომელსაც, ვერასოდეს ვერ ასწევენ „ილიონის“ მწერლები. კიდევ უფრო საშინელი მოსასმენი იყო ვა ჟას ლექსები, საღამო სრულებით წელში გატეხა იმ ახალგაზრდა „ფუტურისტებმა“, რომლებიც ამ სახელის ფართე ავ ტრონომიის მინი ჭებით დე ბოშებს ახდენენ. ამ საღამოს მათი საქციელი არაფრით არ შეიძლება გამართლდეს. ასეთი სკანდალები, ვაჟას საღამოს ასე აგდება, საზოგადოების ასე გაბიაბრუება, თა ვი რომ და ვანებოთ გამმართველებს, ყოველად დაუშვებლად უნდა იქნნს მიჩნეული. პოეზიის ნამუსისათ ვის მოვითხოვ საზოგადოებისაგან და უფრო პოეტებისაგან, რომ ამ გვარ ანორმალობას დაედ ვას საზღვარი. ჩემთვის აშკარაა, რომ ამ შემთხვევაში არც დამხვდურები და არც მომხდურები არა ფერს არ კარგავენ, მაგრამ პოეზიამ კი შეიძლება ბევრი დაკარგოს.
რაჟდენ გვეტაძე
გაზ. „ტრიბუნა“ 1922 წ. №377