შალვა ალხაზიშვილი // პოეზია nec plus ultra
პოეზია nec plus ultra
პოეზია აყროლდა, გრანდიოზულ სასაფლაოზე ამართულია მრავალი სარკომაგი. ვერავითარმა ბალზამმა ვერ უშველა პოეზიის ლეშს. მიახლოვებისას თქვენ გეცემათ სიმყრალის სუნი. ასეთ ატმოსфერაში ვერავინ გაჩერდება. ცხოვრების დინამიზმი ხელს გვიწყობს როგორც ბანდიტები შავიჭრებით ძველ პოეზიის სასაფლაოზე და ავაყირავებთ ყველა სარკოфაგებს. მაგრამ ჯერ არავის აუშენებია პოეზიის მძორისთვის კრემატორიუმი. საჭიროა ოზონატორი. фორმულა უშხამესი, ახალი ხელოვნება, რომელიც იზრდება როგორც სიმდიდრე შარაგზის ავაზაკების. საქართველო ძველიდანვე განთქმულია პოეზიის დეზინტერიით. ირგვლივ სხედან კუზიანები ხელოვნებაში. კომიკურ фილმას წააგავს მათთან ბრძოლა. საამისოდ შეიძლება მრავალი იყოს საქართველოში დონ-კიხოტი. მაგრამ ყანწიზმის გარდაცვალებამ, რომელიც ჩუმი აგონიით მოხდა, არავინ ააღელვა. ხდება სასწრაფო ლიკვიდაცია ყველა სკოლების.
ნოტარიუსები საკმაოდ არიან. დღეს ყველამ იცის, თუ ვინ არიან ჩვენში პოეზიის ჩინოვნიკები. მემარცხენეობის სუროგატი კი არავის აინტერესებს. საჭიროა მტკიცე ვალიუტა. ამიტომ ახალი ხელოვნება ერთად ერთია, რომელიც შესაძლებელია საბჭოთა საქართველოში. რადგან იგი იშვა ომების და რევოლუციის ტრადიციებზე ზედმეტია ლაპარაკი. წარსული რჩება როგორც ფიზიოლოგიის საკითხი. შეუძლებელია ლაპარაკი ძველ პოეზიაზე დღეს, როდესაც სიყვარული უბრალო სქესობრივ ემოციათ იქცა.
მთვარე ონანიზმისგან დაცლილა.
ამური ჩექმისმწმენდელათ გახდა.
და სანტიმენტალიზმის უკანასკნელი ციტადელი დარჩა მხოლოდ ფეხსადგილი. ქართულ ხელოვნებას არაფერი არ ახასიათებს. დღეიდან იწყება ახალი პოეტიკა — მუდმივი ძიება ახალი აღმოჩენა, მკლევარის სკალპელი. ტრაфარეტული იარლიკები საჭირო არ არის. რევოლუციამ მრავალ პოეტებს პარალიჩი გაუჩინა. ომამდე არსებული პარфიუმერულ-კოსმეტიური თუ фუტურიზმი ზარბაზნების გრიალში ჩაკვდა. სხვა დანარჩენ სკოლებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ისინი უფრო ადრე გაქვავდენ. ნამდვილი მემარცხენეობა ომების და რევოლუციების ნამდვილი შვილია. რევოლუციამ მოიტანა ახალი გაგება:
მასალის.
ნივთის.
სიტყვის, მსოფლიო შეგრძნობა ჩამოყალიბდა ახალ დინამიურ ნივთში. რევოლუცია პოეზიაში ხდება ნგრევის ხაზებით. აქედან ტერორის გამართლება პოეზიაში რევოლუცია ჯერ არ გათავებულა. ტერიტორიალურ რევოლუციიდან დღეს გადავდივართ მსოფლიო რევოლუციაში. მაგრამ საჭიროა გაკეთება ახალ ნივთის. ამერიკანიზაცია მასსების. აქედან:
ახალი პოეტი.
პოეტი ინჟინერი.
პოეტი პრაქტიკი. პოეზია, სადაც фორმა არის მხოლოდ
მოვლენა. თანაც პროცესი. აქედან ყოველი ô ორმა არის მოძრაობა. შესაძლებლობა დინამიურ სიტყვის, რომელიც სახიერდება ლექსალურ თქმაში. Vers libre-ი კომპრომეტიულად გაკოტრდა. ხდება სიტყვის ემანსიპაცია. აქედან ზაუმი არის განთავისუფლება სიტყვის ყოველგვარ მონობისაგან. საჭიროა ცოდნა: ყოველი
სიტყვა ჯერ ხმა არის, მერე შინაარსი. ამიტომ ყოველი სიტყვა მისაღებია ინდივიდუალურად. მაგალითად ჩემთვის სიტყვა „ოფლი“ უფრო ლამაზია ვიდრე „ვარდი“.
აზრი.
იდეა.
შინაარსი მეორე ხარისხის ეკვივალენტია. ჯერ კიდევ კარლ მარქსს უთქვამს: „იდეა კუჭში იბადება“. თანამედროვე ანალოგია: ტრისტან და არა „აზრი პირში იქმნის“. ტერენტიევის „Я брат ртом работу рожаю”: მე მრწამს პოეზია როგორც რეკლამ-ბიურო.
პოეზია დინამიურობის ყოველ-დღიური გაზეთი.
პოეზია როგორც სალტომორტალური ქრონიკა. თამაში სიტყვებით.
პოეტი აკრობატი.
ჟონგლიორი.
ეკვილიბრისტი.
ლეან კოკტო ამბობს: „ჩვენ არა ვართ მეოცნებენი. ჩვენ ვართ მკლევარნი“. ახალ ქვეყნების, უცხო ქვეყნების მკლევარნი. ხელოვნება ცხოვრების კორექტორი არ არის, არც ორნამენტიული ფრესკა. ცხოვრება ქაოსია. ახალი პოეტი არის ორგანიზატორი კონსტრუქტორი ამ ქაოსის. ახალი პოეზია როგორც აქტუალური ძალა ერევა ცხოვრების ყოველდღიურობაში და ან გადააღამებს ან სრულიად სპობს ძველ დრომოჭმულ ღირებულებებს.
არავითარი მემარცხენეობა არ არსებობს. ექსპრესიონიზმი ლიმონათის იარლიკია. გერმანეთის თანამედროვე ხელოვნება გაზია, რომელიც ვერ ეტევა ბოთლში და ყოველ დღე მოსალოდნელია მისი აფეთქება. მაშინ იარლიკი თავის თავად გაქრება არის მხოლოდ ორი გამოსვლა. 5 თებერვალი 1920 წელი პარიზში და 23 მარტი 1923 წელი თბილისში. აქ გეოგრაôია არაფერ შუაშია. რა არის დადა. მაგრამ ამაზე შემდეგ „დადა და რევოლუცია".
„ლიტერატურა და სხვა“ 1924-1925 წ. №1