იპოლიტე ვართაგავა - ავადმყოფური შემოქმედება
ავადმყოფური შემოქმედება
(ფსიქო-პატოლოგიური ნარკვევი)
ერთს ჩემს წერილში იხ. „საქართ.“ („წინაპარნი და მამამთავარნი ფუტურისტების“) მე
ვამბობდი, რომ ის, რასაც ფუტურისტები სთვლიან თავიანთ გრძნობათა პროგრესიულ ევოლუციის შედეგად (სხვათა შორის, „შეღებილგაგონებას“), ესეც მაჩვენებელია მათის ფსიქიკის
მერყეობისა და ნერვების დაზიანებისა. ბ-ნი რობაქიძე კი სხვა და სხვა ციტატებით და ბევრი მწე-
რალთა სახელების ჩამოთვლით ცდილობდა მკითხველი დაერწმუნებინა („საქართველოში“),
რომ აღნიშნული ფაქტი სრულებით ნორმალური მოვლენაა, მაშასადამე ამ მხრივ ფუტუ-
რისტები სრულებით ნორმალურად გრძნობენ და ჰქმნიან. მე კი ამ წერილში ხაზგასმით და
გადაჭ რით ვამბობ, რომ ნაჩვენები ფაქტები და კიდევ ბვერი, რამ სხვა ფუტურისტებში და
მათს შემოქმედებაში რასაკვირველია, (ტიპიურს და გულრწფელს ფუტურისტებში. ავადმყო-
ფური და ფსიქოპატალოგიური მოვლენაა. ავალაპარაკოთ ფაქტები. ავიღოთ, მაგალითად,
რენე გილი, რომელსაც ასე უცნაურად აქვს განსაზღრული მუსიკალური ინსტრუმენტების
შეღებვა-შეფერვა: მისის აზრით, ხმოვანი ა – თვითსაკრავია, ე — ჩანგი, ი - ჭიანური, უ —
სალამური. ამასთან ჩანგი თეთრი თარისა, ჭიანური – ცისფერის, სალამური — ყვითელის და
თვითსაკრავი — შავის.
ასეთი ასოციაცია ხმებისა და ფერებისა გრ. რობაქიძეს ნორმალურად მიაჩნია. ჩვენ კი
ვამბობთ, რომ ეს ასოციაციების არევ-დარევის შედეგია, მაშაშასადამე, ფსიქიურ დაზიანების
ნაყოფია.
პოეტი რომანტიკოსმა თეოფილე გოტიემ, რომელსაც ფუტურისტები თავის წინაპრად
სთვლიან, თავის თავზე განიცადა ასეთი ასოციაციები ხმებისა და ფერებისა სწორედ იმ დროს,
როდესაც „გაშიშით“ იყო მოწამლული. ე. ი. როდესაც ფსიქიურად ანორმალურ მდგომარეო-
ბაში იმყოფებოდა. მან თითონ აწერა ეს მდგომარეობა გაზეთის ფურცლებზე. „გაშიშით მო-
წამვლის დროს, პირდაპირ ამბობს ის, ჩემი სმენა გაილესა, გამახ ვილდა იმ ზომამდე, რომ მეს-
მოდა ხმოვანობა ყვავილებისა. ჩემამდის საოცარის სიცხადით აღწევდნენ მწვანე, წითელი,
ლურჯი და ყვითელი ხმები“.
გულწრფელ აღსარებასაც არ დაეჯერება? გალიუცინაცია ლოთისა ნორმლური
მდგომარეობაა?! ისე, რასაც მეცნიერებაში „Pარანოიცა ცჰრონიცა“ ეწოდება და რაც ჩვეულებრი-
ვი ილუზიებში და გალიუცინაციებში გამოიხატება, გრძნობის პროგრესიული ევოლიუციათ
უნდა ჩაითვალოს?!
ახლა დავაკვირდეთ „ნორმალურ“ ადასმიანის, „ნორმალურად (ხმების ფერადობის გან-
მცდელ რენე გილის შემოქმედების ზოგიერთ ნაყოფს. ჩვენ გვაქვს რუსული თარგმა ნი ერთის
მისის ლექსისა, რომელსაც, ბოდიშის მოხდით, მოვიყვანთ აქ რუსულადვე (გულახდით უნდა
მოგახსენოთ, რომ მისი გადმოთარგმნა ვერ მოვახერხეთ).
„Но их (ქალების) животы, осколокъ ночи и грозъ, отвычка отъ большого столкновенія
небесныхъ луговъ, заря теряющая смыслъ брачныхъ гимн овъ, съ улыбкой прив-лекаютъ
тщеславіе глазъ. О! глубокій отброст различныхъ позолотъ, и твоя тщетная человѣческая
прелесть говорить, что ты вырождаещься, древность груди, на которой очищается лучщее!
Своею фатой со слишкомъ волнообразными складками эти женщины, влюбленныя даже въ
одно подобие надобныхъ надписей, идутъ излучаться вдали отъ соблазнительнаго солнца за
то, что высокіе вечера мечей не вспомнили, что отъ чреслъ ихъ можетъ родиться искупитель,
который долженъ появиться изъ неизвѣстныхъ временъ нашихъ грезъ».
ხომ მოისმინეთ? აბა, გვიბრძანეთ რაშია საქმე? რა აზრი აქვს ამ სიტყვებს? უეჭველია,
რომ აქ რაღაც ანორმალობასთან გვაქვს საქმე. როგორც დამტკიცებულია, სწორი, კანონიე-
რი და მიზანშეწონილი ასოციაციური პროცესი უმაღლეს გონებრივ პროცესის საფუძვლად
ითვლება. ის, ვინც ამ საფუძველს მოკლებულია, ან ვისაც ეს დედაბოძი შერყეული აქვს, შეპ-
ყრობი ლია იმ ავადმყოფურ სიმპტომით, რომელსაც ფსიქიატრები იდეათა უთავბოლობას
უწოდებენ (ინცოჰერეუტიო იდეარუმ).
აგრეთვე დამტკიცებულია, რომ სიტყვა აზრის, იდეას გამოსახულებაა; ამისათვის აღნიშ-
ნულ ავადმყოფობის შემდგომითი და აუცილებელი ფსიქიური პროცე სია — სიტყვების და სა-
ზოგადოთ საუბრის არევ-დარევა, უთავბოლობაა (Yერბიდერატიო).
ახლა ჩაუკვირდით რენე გილის მოყვანილ „ნაწარმოების“ აზრებს და სიტყვებს და გულახ-
დილად ბრძანეთ: ნორმალურია სუყველაფერი ესე, თუ ავადმყოფური, პატოლოგიური? ვისი
კვლევა-ძიების მასალად უნდა გამოდგეს ასეთი იდეათა და სიტყვათა არევ დარევა: ფსიქიატ-
რების კლინიცისთების, თუ ესთეთიკოს-კრიტიკოსების? საღი ადამიანი ასე იაზროვნებს და
ასე იმეტყველებს?
მოყვანილი ნიმუშიც სრულს საბუთს გვაძლევს ვსთქვათ, რომ რენე გილეს აზროვნე-
ბას ახასიათებს ანორმალობა ასოციაციური პროცესებისა, რომ მისი პირისპირობითი ასო-
ციაცია (ассоціація по контрасту) ფსიქოლოგიურ ნორმის საზღვრებსაა გადაცილებული და
რომ, მაშასადამე; მისი „შეფერილი სმენაც“ მხოლოდ ფსიქიურ მერყეობის კი არა, — მეტსაც
ვიტყვით, — გონების არევ დარევის შედეგია.
რენე გილეს აქვს ერთი არა ჩვეულებრივის სათაურებით, პრეტენციოზული და განსაც-
ვიფრებელი ასომთავრულით, უცნაური ვინიეტკებით და გრაფიული სიმბოლოებით გამოცე-
მული ბროშიურა. ამ წიგნაკის მეორე ნაწილში („სიტყვა - მოვალეობაზე“) მოთავ სებულია შემ-
დეგი განყოფილებები: ა) ათასეული, ბ) დასაამი, გ) ახალი ევილიუცია, დ) მომაკვდავი ქვეყნიერება და ე) მომავალი.
ერთ რუს ფსიქიატროს (პრივატდოც. ბაჟანოვი) სიტყვით, რენე გილეს ამ „ნაწარმოებს“,
როგორც გარეგანის ფორმით, ისე შინაარსით და საგანთა აღნუსხვით დიდი მსგავსება აქვს
ერთ დროს ცნობილ რუს ემიგრანტ ექიმის „ალლანბან, თან“ (Али-азбука), რომელიც, მისი
სულიერად ავადმყოფ ავტორის აზრით, ყოველივე მიწიერს და ზეციურს ათანხმებს და აერ-
თებს ღვთაებასთან არითმეტიკულ ციფირებით და ღეომეტრიულ ხაზებით. ამ „ნაწარმოებში“
უცნაურის გამოსახვა-დანაკვთებით წარმოდგენილია მთელი ეთიკურ სარწმუნოებრივ კოს-
მიური სისტემა. სხვათა შორის, აქ შემდეგ საგნებზეა „მსჯელობა“: ა) სული, ბ) გონება,) გ)
სინათლე, დ) ცეცხლი, ე) გაზი, ვ) ელექტრონი და სხვ. ავტორი ამ უცნაური „ქმნილებისა“ იყო
ქრონიკული პარანოიკი, სულიერად ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც თავის თავი მესსიათ
ჰქონდა თურმე წარმოდგენილი.
სხვას სუყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ტიპოგრაფიული კუნშტრუვები რენე გილეს
წიგნაკისა და უცნაუ რი გრაფიული მოხაზულე ბები ავადმყოფ ექიმის
„ქმნილებაში“ ცხადად ანათესავებს მათის ავტორების ფსიქიკას და წარმოდგენათა
ასოციაციას!
ავიღოთ მაგალითი რუსულ დეკადენტურ ლიტერატურიდგან.
აზროვნებით და მეტყველებით რენე გილეს ძლიერ წააგავს „ცნობილი“ რუსის პოეტ-
დეკადენტი ა. დობროლიუბოვი. დობროლიუბო ვის „პიროვნებას“ და ლექსებს ახასიათებს მისი
თანამოაზრე მეგობარი კონევსკი.
ეს დახასიათება-პანეგირიკი მეგობრისა ცხადჰყოფს, რომ ა. დობროლიუბოვი პირდაპირ
სულიერად ავადმყოფი მწერალია.
„ადამიანი, რომელმაც დასწერა ეს ლექისები, სერიოზულად მსჯელობს კონევსკი დობრო-
ლიუბოვის ლექსთა კრებულის გამოცემის გამო, აიმღვრა სულით წინააღმდეგ მის ნებისაგან
დამოუკიდებელ, გარედ მოძულებულ პირობებისა გამო. მან მოიწადინა თავი დაეხსნა რო-
გორც ფიზიკურ აღბეჭდულობისაგან, ისე გონებრივ შემეცნებისაგან, რათა ესარგებლნა მხო-
ლოდ წუთიერ თვისი სურვილებით. ერთად ერთი გამგე მისი შემოქმედებისა არის მიბარება,
მიზიდვა წუთიერი სულის განწყობილებისა. პროცესი და ხასიათი თვისი შემოქმედებისა თვით
პოეტმა დაახა სიათა სიტყვებით: „ჩემი მშრალი სიმთვრალე“, რომ განეხორციე ლებინა თვისი
განზრახვა მთელი სამყაროს შექმნის შესახებ გარეშე ადამიანის გრძნობის, აზრის, სხეულის
და გონებისა. ამ მწერალმა აირჩია ერთად ერთი სწორი გზა — გულთმისნობა და იდუმალი
მოქმედება... აღტაცებით ვეგებები მომავალს მიზანს ამ უდიდესი სულისას, რომელიც მას და-
სახული აქვს განახორციელოს სიტყვიერ სიმშვენიერის შემოქმედებაში“...
განმარტება ამ ქებათა-ქებისა ზედმეტია: თავისთავადაც დღესავით ცხადია, რომ, რო-
გორც თვით „უდიდესი სული“ - ა. დობროლიუბოვი, ისე მისი „პიროვნების“ და შემოქმედების
მეპანეგირიკე პინდარი — კონევსკი, მათი აზროვნების და განცდის პროცესი და თვისება, მათი „მშრალი სიმთვრალე“ და წუთიერი სულიერი განწყობილებით გატაცება სრულებით არ
თავსდება ჩვეულებრივ ფსიქოლოგიურ ნორმებში“. პირიქით, სუყველაფერი მათში ფსიქიატ-
რიის კვლევა-ძიების ობიექტი არის.
მართლაც, თუ რამდენად შესძლო ა. დობრო ლიუბოვმა თვისი „დიდის“ მიზნის განხორ-
ციელება სიტყვიერ სიმშვენიერის ქმნილებაში და საზოგადოდ რას წარმოადგენს მისი სიტ-
ყვიერი შემოქმედება, ამაზე მჭერმეტყველურად ღაღა დებს აბდა-უბდით აღსავსე მისი ლექ-
სთა კრებული. „დიდი სული“ აქ შესაბრალისი, ავადმყოფი და თითქმის შეშლილ ადამიანნად
გვევლინება!
რენე გილი და ა. დობროლიუბოვი, რაც უნდა იყოს, მაინც ცნობილნი პირნი იყვნენ თა-
ვიანთ ვიწრო წრეში. მაგრამ, როგორც ვიცით, ვერლენისა და სხვა დეკადენტთა მამამთავრე-
ბის გარშემო დაიბადა და შეჯგუფდა მთელი თანავარსკვლავები (плеяда) პოეტებისა, რომ-
ლებიც თავისთავს უწოდებენ უცნაურს სახელებს, ვინაიდგან სახელწოდება „დეკადენტი“,
„სიმბოლისტი“ მათთვის უკვე მოძველებულია. ნეო-რეალიზმი, ნეო-ნატურალიზმი,
„იზოლიზმი, ევოლიუტურ–ინსტრუმენტალიზმი — აი რა სახელებით მონათლეს მათ თავიან-
თი მიმართულებები. თუმცა ამ ვაჟბატონებს თავიანთ ბელადების ნიჭის მეასედიც არ აქვთ
და საზოგადოდ მათი „ლიტერატურული მემკვიდრეობა მეტის მეტად მცირე და ახირებულია,
მაგრამ მათი პრეტენზია და თავის თავზე წარმოდგენა ბუმბერაზულია. აბა ყური დაუგდოთ,
თუ როგორის თავხედურის ყოყოჩობით აცნობს თავის თავს მკითხველებს ჟოენ Mორეას.
ეს მედი დური „მეთაური“ ევოლიტიურ — ინსტრუმენტალურ სკოლისა: „ვინ არ უწყის,
რომ მე ვსწერ თხზულებას, ვმუშაობ „ქმნილებაზე“ (უკანასკნელ სიტყვის პირველი ასო ასო
მთავრულია) — ერთად ერთ ჩემის სიცოცხლის საგანზე, რომელიც ოცდაათი ტომიანი უნ-
და იყოს. „ქმნილება“ ესე იქმნება პოეტურის, ფილოსფურის და რელიგიურის ხისიათისა და
შინაარსისა; ეს იქმნება მეცნიერულად განვითარება ჩემის ევოლიუტურის ფილოსოფიის
პრინციპისა; ჩემი თეორია არის მეცნიერული ფორმა ჩემის ქმნილების გამოსახვისა“.
სჩანს, რომ სუყველაფე რი უნდა მომხდარიყო მომავალში. მაგრამ დღემდის კაცობრიობა
ისე არ ღირსებია ამ მწერლის ოცდა ათ ტომიან ქმნილებას როგორც რუსეთის სასოგადოება
არ ეღირსა ნეტარ ხსენებულ გოგო ლის გმირის ა. ტენტენიკოვის ფართო გეგმიან და ღრმა ში-
ნაარსიან თხზულებათა კრებულს!
სინამ დვილეში ჟოან Mორეს განზრახული „ქმნილება“ „პოეტისა“ შეიცვალა
ისეთის ლექსებით, რომლების არამც თუ გადათარგმნა, გაგებაც შეუძლებელია. აი ერ-
თი ადგილი „პოეტის“ ყველაზე უფრო გასაგებ ლექსისა: „რომ ვინუგეშო ჩემი გული ღალა-
ტით ნატკენი, მე შეუდგები ქება დიდებას კეთილშობილ ლექსებში ნერეის ქალიშვილებისას:
გლავკეის, კიმოფეის, თოის, ჰრიტომნიდეის და პანოპეის, თევრიდას, ვარდისფერ ხელებით,
კუმილენუს და გიპუტეის, საყვარელს იდლიანეის, ჩქარა მცურავ აფროლაიტას, მომხიბლავ
პროტოს, დოტოს და კიმატელეგუს, რომელსაც შეუძლია განრისხებული ზღვა დააცხროს“.
საიდგან გამოძებნა „პოეტმა“ ასეთი და ამდენი სახელები ნერკის ქალიშვილებისა, ამის შესა-
ხებ ისტორია სდუმს!
საზოგადოდ „ახალ“ სკოლების მიმდევრებს ძალიან უყვართ უცნაური სიტყვების და სახე-
ლები ასე ბლომათ დახორიალება. ნაცვლად პოეტის სახელების გამოჰკვეთისა, იგინი ხმირად
და თან დიდის სიამოვნებით და ხალისით აგროვებენ ცარიელ, რომე ლიმე შემთხვევისთვის
საგანგებოდ შეთხზულ, სიტყვებს. ამ მხრვ ყველას გადააჭარბა გრაფ დე Mონ ტესქ უიენ Pერნსე,
რომელიც მოურიდებლად ლექსავს სააფთიაქო ფირმების კატალოგებს და ყვავილების დუქ-
ნების პრეისკურანტებს!
რუსის დეკადენტებიც ცდილობენ არ ჩამორჩნენ ევროპის მასწავლებლებს და თვითონ
ლექსებს ამშვენებენ უჩვეულო ეგზოტიურ და არქაიულ თემებით და ფრაზებით. მაგ., ბრიუ-
სოვის ლექსთა კრებულშიაც თქვენ შეხვდებით შემდეგ სიტ ყვებს და გამოთქმებს: „поля
асфоделей, лѣса криптомерій, аллеи гуявъ и орхидей, царь Ассаргадонъ, финикіанка Аганатисъ,
прозывающаяся богинъ Истаръ, Танисъ, Мелиту, Астереть, Богъ Эатуа и богиня Атоми-съ
острова Пасхи или богиня Дургакали на журчашей Годавери“ და სხვ.)
როდესაც ბრიუსოვს, მისი თქმით, მაჯლაჯუნა ახრჩობს, იგი სიზმარში ხედავს ესეთს
მხეცებს, რომლების მსგავსი არც ერთ ევროპის მშვენივრად მოწყობილ სამხეცეთში არ
მოიძებნება, მაგ. მხეცი „ვაუ ვაუ“
ტუჩები სატრფოსი მგოსანს აგონებს, მძინარა ლამიის ტუჩებს.
თვით გენიოსად აღიარებულ ჩვენ მეგობარ ბალმონტსაც აქვს ბევრი ასეთი უცნაური სიტ-
ყვები და სახელწოდება, მაგალითად, Гаома желтый, выточи капье, пронзи мое глухое забытიე
Я, темный, жду, какъ кротъ, во мракѣ роясь, тебѣ Маздало далъ плеядный поясъ“ ანდა აი
კიდევ შემდეგ მისი სიტყვები: „Снарри, Сугирды, Тармоды, Гуннари, Веретрагна, Тистрія,
Агурамадзи, Ашаванъ, Да таръ“ და სხვა. რომ ბრიუსოვი და, განსაკუთრებით, ბალმონ ტი დი-
დი მხატვარ-პოეტები არიან, ეს უეჭველია; ისიც მართალია, რომ მათ ბევრი ხელის ხელ საგოგ-
მანები და საუცხოვო პოეტურ სამოსელში გახვეული ნაწარმოებები აქვთ. ამისდა მიუხედავად
ამ პოეტებსაც დროგამოშვებით ეტყობათ ფსიქიური მერყეობა, ისინიც ხანდისხან უცნაურად
მსჯელობენ, განიცდიან და ახირებულად აზავებენ სიტყვებს და ფრაზებს.
ან და გოგოლი, დოსტოევსკი, გიუდე-მოპასანი, გარშინი ხომ პირველხარისხოვანი მწერ-
ლები არიან?
მაგრამ დამტკიცებულია, რომ ეს მწერლებიც ფსიქიურად ავადმყოფნი იყვნენ: მათი
ფიქრ-ზრახვის და გრძნობა-განცდის ხასიათი ბევრს მომენტებში მოკლებული იყო სისაღეს
და ნორმალობას.
კერძო ფაქტე ბის განხილვამ, კერძო პიროვნების ფსიქიკის და შემოქმედების გაცნობამ
უნებლიეთ ჩვენ წინ დასვა ძველი, მაგრამ ყოველთვის საინტერესო, საკითხი გენიოსობის ნა-
თესაობის შესახებ ფსიქოზთან, ანდა, სხვანაირად რომ ვსთქვათ, გენიოსობის წარმოშობის
შესახებ პატოლოგიურ სულიერ განწყობილებიდგან.
როგორც ვიცით, დღეს გავრცელებულია აზრი, პირველად არისტოტელისაგან გამოთქმული,
შემდეგში ბევრი ცნობილი ფსიქო-ფიზიოლოგებისაგან განმეორებული (Mაუდალეყ, Mორეაუ) და
უკანასკნელი დროში კი ლომბროზოსაგან გაპოპულიარებული, რომ გენიოსობას შეშლო ბას-
თან რაღაც კავშირი და ნათესსაობა აქვს.
მართლა, რომ ნერვულ-ფსიქიური აპარატები გენიოსებისა და საზოგადოდ დიდის ტალან-
ტები სა უფრო მალე და ადვილად ზიანდება, ირყევა და ბოლოს ფუჭდება, ეს ნამდვილი ფქტია
და, ჩვენის აზრით, ბუნებრივიცაა.
ვილაპარაკოთ ანალოგიით. ავიღოთ, მაგ., ჭიანურების (სკრიპკების) ქარხანა. თავისთავად
ცხადია, რომ გაფუჭებულ-დაზიანებული ჭიანურების ცალე ბი იმ ჯგუფს უფრო გამოერევა,
რომელიც სტრადივარიუსის და ამატის კონსტრუქციით არის გაკეთებული. ამავე დროს კი,
ადვილად შესაძლებელია, რომ არც ერთი გამოუსადეგარი ეგზემპლიარი არ აღმოჩნდეს ჭია-
ნურების იმ ჯგუფში, რომელიც პრიმი ტიულად და საბაზროთ არის დამზადებული.
საზოგადოთ შეიძლება ითქვას, რომ ადა მიანის სულის სათუთ და რთულ ქარხნიდგან დღემ-
დის არ გამოსულა სულიერ ჰარმონიის მხრივ არც ერთი ინსტრუმენტი უნაკლო და უხინჯო.
სწორედ ამით აიხსნება სიმრავლე ფსიქო-პატალოგიურის ფაქტებისა და პროცესიებისა, რა-
საც ჩვენ ვამჩნევთ გენიოსების ცხოვრე ბა დაშემოქმედებაშიაც.
მაგრამ სანამ ამ საგანზე არსებითად ვიტყოდეთ რასმეს, საჭი როთ მიგვაჩნია წინასწარ ერ-
თი რამ განვმარტოთ.
როდესაც გენიოსობის და შეშლილობის ნათესაობაზე ამბობენ, მაშინ სიტყვა
„შეშლილში“ გულისხმობენ არა ნამდვილ სიგიჟეს, არა უზომოდ გონების და ასოციაციე-
ბის არევ-დარევას და არა საზოგადოდ ისეთ სულიერს მდგომარეობას, რომელიც სრულს
უაზრობას უდრის არამედ ნერვულ-ფსიქიურ პროცეს თა ერთგვარს მერყეობას, დროგამოშ-
ვებით მათ აშლა-დასუსტებას, საზოგადოდ ზოგიერთ ფსიქიურ პროცესების ნორმალურ საზ-
ღვრების გადაცილებას. რეზენიორობა, განცდათა მერყეობა, ასოციაციები, შემთხვევითი გა-
რემოებებით გამოწვეულან, მათი უჩვეუ ლო და არანორმალურ ხაზით და გზით სწარმოება,
ფსიქიური რეაქციის რაოდენობითი და თვისებითი ანორმალობითი ის დამახასიათებელი
თვისებები, რომელსაც ხშირად იჩენენ თავიანთ ცხოვრებაში და შემოქმედებაში ბევრნი ნი-
ჭიერნი შემომქმედნი.
რჩეულთა ასეთს სულიერ მდგომარეობას ფართო საზოგადოებაში და ხშირად პრესაშიაც
„შეშლილობას“ უწოდებენ. ფსიქიატრები კი ამ გვარ მოვლენის აღსანიშნავად ხმარობენ მეც-
ნიერულს ტერმინს: „გადაგვარება“, „დეგენერაცია“. დეგენერაციის ფიზიკურ დაღების ან
ნიშნების ჩამოთვლას ჩვენ აქ არ შეუდგებით. დღეს ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ მისი ფსი-
ქიური ნიშნები, ესენი კი ზედმიწევნით შემდეგია: გონებრივი და ზნეობრივი ნაკალებლობა,
რაც, რასაკვირველია, ერთ გვარად და თანაბრად არ გამოისახვის და შეეხება ადამიანის ყვე-
ლა სულიერ მხარეს. ცნობილია, რომ დეგენერაციის დაბალ საფეხურებზედაც კი, მაგ. რეგ-
ვნებს და ჭკვა ნაკლებებსაც ხანდისხან ეტყობა ნაწილობრივი ტალანტი, არაჩვეულებრივი
განვითარება რომელიმე ნიჭისა. ასეთნი არიან ზოგიერთნი იმ რეგვენთაგანი, რომელთაც
განცვიფრებაში მოყავს მნახველები ზეპირად რთულ ამ ამოცანების გამოანგარიშებით; ასე-
თებნი არიან ზოგიერთნი მხატვარნი, მაგ, ერთი მთელს ევროპაში ცნობილი მხატვარი, რო-
მელმაც ღირსეულად დაიმსახურა სახელი „კატების რაფაელისა“.
თუ ავყვებით დეგენერაციის კიბეს მაღლა-მაღლა, ჩვენ კიბის შუა საფეხურზე დავინა-
ხავთ ისეთს ადამიანებს, რომლებიც შესამჩნევის ნიჭიერებით არიან დაჯილდოვებულნი,
მაგრამ საზოგადოდ მათს ფსიქიკას, პიროვნებას ამჩნევია უეჭველი ნიშნები დაზიანება —
დაავათმყოფებისა. მაგ, ხშირად მათს ფსიქიკას ახასიათებს გრძნობა თა ჩამოქვეითება და
შერყენა, სიჭარბე რომელიმე ერთის სულიერ თვისება-მოქმედებისა, წრეს გადასული გატაცე-
ბა აკვიატებულ იდეით და წარმოდგენით. სუყველაფერი ეს კი, რა საკვირველია, აუცილებელი
და ბუნებრივი შედეგია საზოგადოდ ემოციონალურ ნერვულფსიქიურ ცენტრების მოშლა; —
გარდაცვლისა და ასოციაციების პროცესის უჩვეუ ლო და ანორმალური გეზით წარმოებისა.
და ბოლოს დეგენერაციის კიბის უმაღლეს საფეხურზე ჩვენ ვხედავთ ისეთს პირებს, რომ-
ლებსაც „უმაღლეს გადაგვარებულებს“ უწოდებენ (დეგენერეს სუპე რიეურს). ამ პირების ცხოვ-
რებაში და გონებ რივ პრცოესების წარმოებაში ჩვენ ვამჩნევთ სწორედ იმავე ნაკლს, ხინჯს და
ანორმალობას, რასაც პირველ ორ საფეხურებზე მდგომთა ცხოვრებაშიაც. მაგრამ უმაღლეს
გადაგვარებულებს ამავე დროს ახასიათებს მაღალი ნიჭიერება და აზროვნების სიძლიერე,
თუმცა მათს ფსიქიკას აუცილებლად თითქმის ყოველთვის თან ახლავს დეგენერაციის ერ-
თი დამახასიათებელი ძირითადი თვისება — ფსიქიური შერყეობა და გონებრივ-ზნეობრივი
პროცესების უჰარმონიო და მიზანშეუწონელ განვითარება და წარმოება როგორც დამტკი-
ცებულია მეცნიერებაში, ადამიანის ფსიქიკას, კერძოდ მისი ინტელექტუალურ სფეროს, არ-
სებითად ახასიათებს სულიერ მდგომარეობა-განცდათა შემაერთებელ-შემაკავშირებელი
სინტეტიური საქმიანობა — მოქმედება. საზოგადოდ ფსიქიური პროცესები ბუნებრივად,
თავისთავად ისწრაფიან შეერთდნენ, შეჯგუფდნენ, შეჰქმნან უმაღლესი რიგის სისტემა და
ამავე დროს უკუაგდონ ის ელემენტები ან გონებაში უკვე თავმოყრილი მათი ჯგუფები, რომ
ვერ ახერხებს ჰარმონიულად შედუღება-შეერთებას. აქედან გამომდინარეობს ორი ფსიქო-
ლოგიური კანონი: ა) კანონი სისტემატიურის ასოციაციებისა და ბ) კანონი ინგიბიციისა, ე. ი.
კანონი დაჭერა შეჩერებისა, დახრიკიანებისა (заторможенія).. უკანასკნელი კანონის ძალით
ყველა ფსიქიური ფენომენი ესწრაფვის შეაჩეროს, ჩაჰკლას ყველა სხვა ფენომენი, რომელ-
საც არ შეუძლია შეუერთდეს მას სისტემატიური ასოციაციის სახით.
ამ ორს კანონს ჩვენ ვამჩნევთ და ვხედავთ ყველა ფსიქიურ მოვლენათა საფეხურებზე:
დაწყებული სადა და მარტივი ელემენტებიდაგან უმაღლეს და ურთულეს პროცესებამდე.
მოკლედ რომ ითქვას, ეს კანონი არის ორი მხარე ერთი და იგივე პროცესისა, რომელსაც გო-
ნებითი კოორდინაციას უწოდებენ. როგოც ვხედავთ, გონებრივი ცხოვრება წარმოადგენს
რთულს და შეუწყვეტლად მომქმედ მექანიზმს: ზოგიერთს შთაბეჭდილებას ის ითვისებს და
ისისლხორცებს, ზოგიერთს კი იწუნებს და უკუყრის; ყოველთვის ის მიღებულ მასალას ანაწი-
ლებს და ხელახლად აერთებს ახალ ფსიქიურ ჯგუფებად და ბოლოს ყველა ამგვარად შედგე-
ნილ ჯგუფებს გარდააქცევს უმაღლეს სულიერ სისტემად, რაც საბოლოოდ ჰქმნის ადამიანის
პიროვნებას.
ადამიანის სულიერი ცხოვრე ბა წარმოადგენს მიკროკოზმს, რომელშიაც იგივე პროცესი
სწარმოებს, რაც მთელს სამყაროში: შეუწყვე ტელი ბრძოლა არსებობისათვის, ამოწყვეტა-
განადგურება სუსტი და უსარგებლოსი და შენახვა — გამარჯვება ძლიერი და სასარგებლოსი,
ე. ი. ერთის სიტყვით, ბატონობს იგივე უდიდესი კანონი მსოფლიო ევოლიუციისა.
თუ მართლა ეს ასე არის, თუ მართლა არსებობს მუდმივი მოძრაობა, მარადისი ბრძოლა,
შეუწყობელი ორგანიზა ციული მოქმედება სულიერს სფეროში, მაშინ ცხადია, რომ ფსიქიუ-
რი შინაარსი რომელიმე პიროვნებისა შეუძლებელი იყოს ყოველთვის ერთგვარი იგივეობით,
შეუძლებელია, ასე რომ ვსთქვათ, იყოს გამრავლებული (кристализованый).
სინამდვილეც გვიჩვენებს, რომ ნორმალურ სულიერ ჩარჩოებშიაც ფსიქიურ და გონებ-
რივ პიროვნებათა ტიპები დაუსრულებლად მრავალ-ხაზიანი და მრავალფეროვანი არის. ეს
მრავალ-გვარობა ჩვენ უფრო ცხადად დაგვესახვის თუ, ნაცვლად ადამიანის მთელის ფსიქი-
კის განხილ ვა გაცნობისა, შევისწავლით მხოლოდ მისს ერთს მხარეს, ერთს ნაწილს, მაგ. ინ-
ტელკეიტის მეხანიზმს, რომლისგანაც უმთავრესად დამოკიდებულია ადამიანის გონებრივი
და ხელოვნებით შემოქმედება.
უეჭველია, რომ ადამიანის ინტე ლექტი არც კერძო პიროვნებებში და არც მოდგმაში და
ერში არ წარმოადგენს რამე დასრულებულს, საბოლოოს, — პირიქით, იგი შეუწყვეტელ შეუჩერებელ შექმნის პროცესში იმყოფება და მისი ჰარმონია და ძალთა განწყობილე ბა ყოველ-
თვის დროებითად და დაუმთავრებლად გვესახვის. ფრანგი ფსიქო ლოგის Pაულჰან ფრთოვან
ანოლოგიური გამოთქმით, ფსიქოლოგიურ პროცესთა და მოვლენათა ურთიერთობის კავში-
რი მჟღავნდება სამს სახეში: ოლიგარრული დესპოტიზმში. თავისუფალ და ჰარმონიულ კოო-
პერაციაში და ანარქიულ ინდივიდუალიზმში.
პირველ შემთხვევაში (ოლიგარულ დესპოტიზმი) ჩვენ გვაქვს მხოლოდ გარეული და ყალ-
ბი სახე ძალთა თანასწორობისა, არსებითად კი აქ იბადე ბა უწესოება, უმიზნოთ და გამოუ სა-
დეგრად ძალთა დახარჯვა; უკანასკნელ შემთხვევაში (ანარქიულ ინდივიდუალიზმი) ჩვენ წინ
ისახვის სრული არევ-დარევა და უკავშირობა, და მხოლოდ მეორე შემთხვევაში (ჰარმონიული
კოოპერაცია) ჩვენ ვამჩნევთ ჭეშმარიტ ლოღიკას და ნამდვილ ძალთა თანასწორობას.
ფაქტია, სინამდვილეა, რომ ნიჭიერ და გენიოს მწერალთა და მხატვართა ფსიქიური
პიროვნება, კერძოთ მათი გონებრივი მექანიზმის მუშაობა, მათი ნერვულ ცენტრების მოქ-
მედება ძლიერ ხშირად და ადვი ლადაც ზიანდება, იბზა რება და ბოლოს ფუჭდება, ვინაიდგან
ცნობილია, რომ ის უფრო მალე და ადვილად ზიანდება, რაც უფრო რთული და სათუთია.
შესაძლებელია, რომ სულის და გონების ასეთმა დაზიანებამ საბოლოოდ და სამუდამოდ არ
ჩაჰკლას ადამიანის ნიჭი, ტალანტი, გენიოსობა; შეიძლება, ამგვარმა დაავადებამ არ მოკლას.
ხასიათი გრძნობის და გონების. საბოლოოდ არევ-დარევისა და დაბნევისა და მორალურ —
ინტელექტივალურ ანორმალობისა, მაგრამ რომ ის მაინც წარუშლელ კვალს სტოვებს ადა-
მიანის ფსიქიკაზე, — ეს კი უეჭველია.
რომელიმე ავტორის გაგების და ხასიათის თვისება, მისი ფსიქო-პატალოგიური
თავისებურება, რასაკვირველია, მისი ნაწარმოებზედაც კვალს ტოვებს. თუ მართალია აფო-
რიზმი რომ ხელოვნური ნაწარმოები არის განსა ხიერება და დასურათება ობიექტისა, რომელ-
საც იკვლევს ამა თუ იმ ტემპერამენტის მწერალი, მაშინ ის აზრიც უნდა იქმნას მიღებული,
რომ მხატვრის შემოქმედებაში უმთავრეს ელემენტად მის ტემპერამენტი უნდა ჩაითვალოს,
სხვანაირად რომ ვსთქვათ, მისი ნერვული სისტემა ედება საფუძვლად, შეერთებულად მთლად
მისი ფსიქიკა ჰქმნის ნაწარმოებს.
მაგალითისათვის ავიღოთ ცნობილი - რუსის მწერალი დოსტოევსკი.
მის ნაწარმოებში ჩვენ ვხედავთ მთელ მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში. ერთად ერთს,
განსაცვიფრებელს და უმაგალითო გალერეის ფსიქოპატალოგიური და ავადმყოფი ტიპებისას.
ნერვულ ავადმყოფების სახეებს დოსტოევ სკი ისეთი სისრულით, ისეთის სიცხოველით და
სიცხა დით ხატავდა და აღწერდა, როგორადაც არც წინედ და არც მერე არც ერთს მწერალს
არ დაუხატია და არ დაუწერია. დოსტოევსკის დასურათხატება ავადმყოფობისა და თვით მის-
გან გამოყვანილი ტიპები ფსიქიტრებს პირდაპირ, უცვლე ლად შეაქვთ სახელმძღვანელოებში,
როგორც უდავო და სამაგალითო ილუსტრაცია მეცნიერული ტეზისებისა. ასეთებია დოს-
ტოევსკის გმირები მიშკი ნი („იდიოტში“), კირილოვი („ბესებში“) — ნელლი, უნიჟონი და
ოსკარბ.“), სმერდიაკოვი („ბრატია კარამაზოვ ში“) ფსიქიატრის პროფესორ ჩიჟს (იხ. მისი:
„დოსტოევსკი, როგორც ფსიქოპატალოგი) ჩამოთვლილი ჰყავს ოცდა ათი სულიერად ავად-
მყოფი პერსონაჟი მისი რომანებიდან.
ამდენი ავადმყოფურ ტიპების შექმნა, უეჭველია, შედეგი იყო თვით მათი შემქნელ ავტორის
ფსიქიკის დაზიანების, მისი ნერვების და ნიჭის ღრმად დაავადმყოფობისა ჯერ კიდევ მაშინ,
როდესაც დოსტოევსკის ჰქონდა დაწერილი თვისი იდილია რომანი „Бѣдные люди“ გულთმი-
სანმა ბელინ სკიმ მიუთითა მწერლის ნერვიანობაზე. შემდეგში როდესაც მას უკვე დაწერილი
ჰქონდა თვისი უმთავრესი რომანები, ცნობილ კრიტიკოს-სოციალოგ მიხაილოვსკიმ პირდა-
პირ უწოდა ავტორის ნიჭს, შემოქმედებას: „მკაცრი ტალანტი“ („жестокій талантъ”) კრიტი-
კოსი ამბობს: „ულმობელობა და წვალება ყოველთვის იქცევდა დოსტოევსკის ყურადღებას
თავისის მიმზიდველობით და ავხორცობით. მას ნაკლებ აინტერესებდა უბრალო, ელემენტა-
რული მგლური გრძნობები. იგი განსაკუთრებულის სიამოვნებით ქოთიალობდა მგლურ სუ-
ლის სიღრმე ში და იქ ეძებდა არა უბრალო გემოს და მადას, არამედ სიბოროტის და ულმობე-
ლობის ავხორცობას. დოსტოევსკის ასეთს სპეციალობას ყველა შეამჩნევს. მწერალი დიდად
დაინტერესებული იყო სისასტიკის“ სხვა და სხვა ფორმებით და გამომჟღავნებით. ის თვით
გრძნობდა ღრმად და მახვილად იმ მხეცურს, მაგრამ უეჭველად ძლიერ სიტკბოებას, რომელ-
საც ზოგიერთი ავადმყო ფი ადამიანები გრძნობენ და განიცდიან უმიზნო წვალებაში. წვალე-
ბის სიამე-სიტკბოების დახატვაში დოსტოევსკის ნიჭმა უმაღლეს განვითარე ბას მიაღწია...“
ასეთი თავისებურება მწერლის ნიჭისა უმთავრესად იმითი აიხსნება, რომ თვით იგი იყო
ნამდვილ ნერვიულად ავადმყოფი, ამის უტყუარს საბუთებს იძლევა მისი ბიოგრაფიაც. სხვას
სუყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საკმარისია მხოლოდ ის ფაქტი გავიხსენოთ, რომ დოს-
ტოევსკი ავად იყო ეპილეპსიით. ეს ავადმყოფობა კი, როგორც ცნობილია, არამც თუ განსაზ-
ღრულს და თავისებურს ბეჭედს ასვამს ადამიანის მთელს ფსიქიკას, არამედ დიდს უმრავლეს
შემთხვევაში თითონ არის შედეგი და გამოსახუ ლება ნერვულ ცენტრების პირველყოფილ და
წინასწარი პატოლოგიური მდგომარეობისა.
მოკლედ რომ ითქვას, ეპილეპსია ყოველთვის და უკლებლივ არის მაჩვენებელი ღრმა
ნერვულ-ფსიქიური დეგენერატობისა. ეპილეპტიკი შესაძლებელია იყოს ნიჭიერი, გენიო სი
ადამიანიც, მაგრამ ავადმყოფობა მაინც ამჩნევს წარუშლელ კვალს მის გენიოსობაზედაც.
რასაკვირველია, რომ ჩვენ, არა ექიმებს და არა ფსიქიატრებს, უცნაურად და შეუძლებლად
მიგვაჩნია „დატკბობა სიმკაცრით ან წვალობით“, ვერ წარმოგვიდგენია დაახლოება და დაპი-
რისპირება სიყვარულის და მოქმედების ბოროტებასა და სიძულვილთან. არ გვესმის ერთად
შეხვედრა ავხორცობისა და ტანჯვა-წვალებისა. სპეციალისტ ფსიქიატრისთვის სუყველაფე-
რი ეს ადვილი გასაგებია, მათთვის ადვილი ასახსნელია ის პირველი-შეხედვით უცნაური, საქ-
ციელი დოსტოევ სკის იმ გმირებისა, რომლებითაც იმდენად ძლიერად უყვართ, რამდენადაც
მეტად სტანჯავენ საყვარელს არსებას (ასეთებია: სტავროგინი, სვიდრიგაილოვი და ივანე
პავლეს ძე კარამაზოვი)
მეცნიერება ამტკიცებს, რომ ფსიქიურ ავადმყოფობის ზოგიერთ ფორმებში არსებობს ერ-
თგვარი უცნაური და თავისებური შეუღლება — შეერთება მგრძნობე ლობითი დატკბობისა
და ტანჯვა წვალების შორის. ამისი დამამტკიცებელი კლინიკური მაგალითები აუარებელია.
ამ მხრივ არა ნაკლებ საინტერესოა ცნობილი ფრანგი მწერალი გუ დემოპა სანი. ამ მწერ-
ლის შემოქმედება და ნაწერები აუარებელ ფსიქოპატალოგიურს მასსალას იძლევა. ოღონდ
ეს მასალა მოპასანს არა აქვს ამოღებული, როგორც ზოლა, საექიმო წიგნებიდან; ის ნაყოფი
და შედეგია ავტორის მხატრულ შემოქმედებისა, კერძოდ პირა დი მისი განცდისა და თვით
დაკვირვებისა. მოპასანი, როგოოც პიროვნება, მეტად რთულის ფსიქოპატალოგიურს შემ-
თხვევას წარმოადგენს. ჯერ ერთი მწერალი ისეთ ოჯახში დაიბადა, რომლის თითქმის ყველა
წევრში სულიერ დაზიანებულ დაავადმყოფე ბულნი იყვნენ. მეორე, სწორედ იმ დროს, როდე-
საც მოპასანის ნიჭმა ფრთა გაშალა და გაძლიერდა და როდესაც კატასტროფა სრულებით
მოსალოდნელი არ იყო, ამ დროს ის თურმე ზომამდე ეძლეოდა მთვრალობას (ეთერით), რომ
ექიმს პირდაპირ გამოუტ ყდა და უთხრა შემდეგი: „ყველა სტრიქონი ჩემი უკანასკნელ ნაწარ-
მოებისა დაწერილია ეთერით სიმთვრალის და მოწამვლის დროს, თუმცა თქვენ კი ის ძალიან
მოგწონთ და ჭკვიანურ ნაწარმოებათ სთვლით.“ ბოლოს, როგორც ვიცით, მოპასანი ავად გახ-
და პროგრესიული პარალიჩით და 1893 წ. გადაიცვალა ამ ავადმყოფობისაგან.
გონკურის და მირბოს მოწმობით, მოპასანს, განსაკუთრებით 1889 წლიდგან, ახასიათებ-
და ძლიერ იპოქონდრიული მგრძნობიერება, კერძოდ გადამეტე ბული შიში ავადმყოფობისა
და სიკვდილისა, ეს უკანასკნელი გრძნობა იმ ზომამდის იყო მწერალში გაძლიერებული, რომ
ერთი მისი ხუმარა მწერალი მეგობარი განზრახ შეუდგა საექიმო ხასიათის წიგნე ბის კითხვას,
რომ მოპასანი შეეშინებია სხვა და სხვა ავადმყო ფობის სახელებით და აღწერით.
მოპასანის ზოგიერთი ნაწარმოებები კრიტიკოსების შეხედულობით დაწერილია სულიერ
ავადმყოფობის დროს და წარმოადგენენ ავტორის თვითდაკვირვების ნაყოფს.
საზოგადოდ ძალიან ადვილია მოპასანის ნაწერებში მკვლევარმა მონახოს ნიშნები
ავტორის, ფსიქიკის უმწვერვალესი ანორმალობისა. ყურადღების ღირსია განსაკუთრეით მო-
პასანის შემოქმედების ერთი დამახასიათებელი თვისება, რომელსაც, მართალია, პირდაპირ
არ შეიძლება დავარქვათ სულიერი ავადმყოფობა, მაგრამ რომელიც სრულიად მოულოდ-
ნელია პირველ შეხედვით ჯანსაღი, ოცდახუთი წლის, სიცოცხლით სავსე ახალგაზდაში და
რომელიც აშკარად მოწმობს მისი ხასიათის და გონების კონსტრუქციის დავათმყოფობაზე.
ეს არის მოპასანის განა საცვიფრებელი ინდიფერენტიზმი, რომელიც ახასიათებს ყველა მისი
საუკეთესსო ნაწერებს. გერდი ამის შესახებ ამბობს შემდეგს: „მე ვეჭობ, რომ როდისმე ოცდა
ხუთი წლის ჯანსაღ — ახალგაზდას ჰქონდეს ისეთი ცხადი და ცივი შეხედულობა სამყაროზე,
როგორც მოპასანს; ყველა მისი ნაწერებიდგან გამომდინარეობს მხოლოდ ერთი სადა, სწო-
რი და უარყოფითი ფილოსოფია: არა არსებითად ეს ნამდვილი ნიღილიზმია. ცხოვრება სა-
ზიზღარია და არავითარი აზრი არა აქვს; ჩვენ იქითკენ მივდივართ, საითკენაც ჩვენი ვნებანი
გვეზიდებიან; შემდეგ სიკვდილი და მეტი სხვა არაფერი“,
ამ გვარ ინდიფერენტიზმით და ცხოვრების მიმართ ზიზღით არის გაჟღენთილი მისი
„Mაისონ თელლიერ“, სადაც ავტორს ის აზრი აქვს გატარებული, რომ თვით სული ადამიანისა — ამ
შემოქმედების გვირგვინის — მხოლოდ ინსტრუმენტია, რადგანაც შესაძლოა აღმოხდეს რა-
ნაირიც გნებავთ მოტივები: ცინიკური საცეკვავო მოტივი და გატარებული, მადლმომფენი
ჰიმნი. მაგრამ უმჯობესია
ვალაპარაკოთ თვით მოპასანი. თავის დღიურში, რომელსაც „წყალზე“ ეწოდება, იგი პირ-
დაპირ გამოსთქვამს თავის ავადმყოფურ შეხედულობას: „ბედწიერნი არიან ისინი, რომელ-
ნიც გამოუთქმელის ზიზღით არ ამჩნევენ იმას, რომ არაფერი არ იცვლება, არაფერი არ
გადადის, არაფერი არ გვაბეზრებს თავს. როგორი უმოძრაო და ნაკლები ჭკუა უნდა ჰქონდეს
ადამიანს, რომ დაკმაყოფილდეს იმითი, რაც არის. საკვირაველია, თუ დღემდის რათ არ შეჰ-
ყვირებს ადამიანი შემომქმედს ფარდა ჩამოუშვას და მოითხოვოს შემდეგი აქტი სული სხვა
ადამიანებით, სხვა ფორმებით, სხვა დღესასწაულებით, სხვა მცენარეებით სხვა გამოგონებით
და აღმოჩენით.
ნუ თუ არავინ გრძნობს ზიზღს ადამიანის მუდმივი ერთგვარი სახისადმი, რომლებიც
მომართულ სათამაშოებს ჰგვანან. არიან ისეთი პირნი, რომლებიც ადამიანის გენიოსობით
არიან განცვიფრებულნი! ჩვენ კი არაფერი ვიცით, არაფერს ვხედავთ, არაფერი შეგვიძლია,
ვერაფერს ვხვდებით, არაფრის წარმოდგენა შეგვიძლია, ჩვენ დამწყვდეულნი ვართ ჩვენ-
სვე პიროვნებაში, მას შემდეგ, რაც არსებობს ჩვენი არაფრად შესარაცხი აზრი — ადამიანი
უცვლელია: მისი რწმენა, მისი გრძნობა და მისი შთაბეჭდილება ერთი და იგივეა. ადამია ნის
აზრი უმოძარაოა. ახლობელ და გარდუალი საზღვრების მიღწევის შემდეგ ადამიანი უმწეო და
ტრიალიებს, როგორც ცხენი ცირკში, როგორც ბუზი ბოთლში ჩავარდნილი… ჩვენ პირუტ-
ყვნი ვართ და პირუტყვებათ დავრჩებით, ვინაიდგან ჩვენზე მეფობს ალღო ჩვენ გარშემო არა-
ფერი შეიცვლება...“ ხომ ხედავთ, რანაირი ზიზღით და წყვდიადით მოცული სასოწარკვეთი-
ლები ისმის იმ ახალგაზდა ადამიანის სიტყვებში, რომელიც უკვე სახელ მოხვეჭილი ცნობილი,
მდიდარი და გარეგნობით ჯანმრთელი იყო და, რომელმაც წარჩინებულობას და ბედნიერებას
ადვილად, შეუწუხებლად მიახწია!
ამოწერილ სიტყვებში ისმის გმინვა უკვე ავადმყოფ სულისა, წინასწარი გრძნობა ტვინისა,
რომელიც საკატასტროფოდ იყო განწირული. მართლაც, როდესაც მოპასანი ამ სიტყვებს
სწერდა, მას უკვე ემჩნეოდა წინამორბედი ნიშნები მოახლოებულ მეხის ტეხისა: იგი უკვე ეფი-
რით იმსუბუქებდა შაკიკის საშინელის ტკივილებს. როდესაც მას ტკივილები გაუორკეცდა,
დასაამებლად ხარბად დაეწაფა ეფირის ბოთლს. აი როგორ აგვიწერს ასეთის საშვალებით
დამთვრალი მოპასანი თავის სულიერ მდგომარეობას:. გავიდა რამოდენიმე წუთი, და მე
მომეჩვენა, რომ მესმის მსუბუქი შრიალი. მერე ბზუილი, ვგრძნობ, რომ ვითომც შემადგენლო-
ბა ჩემის ტანისა მჩატდება, როგორც ჰაერი და ბოლოს ჰქრება. მერე დადგა მომენ ტი სულიე-
რის უგრძნობლობისა, ნახევრად მთვლემარე მდგომარეობა. ტკივილი ისევ გრძელდებოდა,
მაგრამ ისე არ იყო მტანჯველი... უცბად განვიცადე უცნაური და თან სასიამოვნო გრძნობა
სიცარიერისა გულში და ყველა დანარჩენ სხეულებში, რომლებიც დამჩალტდნენ; თითქოს ტა-
ნი და ძვლები გადნენ და დარჩა მხოლოდ ტყავი, კანი. შევნიშნე, რომ ტკივილები შეწყდა. ამ
დროს მომესმა ოთხი ხმა, ორი დოლოგი, მხოლოდ სიტყვებს ვერ ვარჩევდი ეს იყო გამოურ-
კვევე ლი ხმები, გაუგებარი სიტყვები, უბრალო ხმაურო ბა ყურებში, მე არ მეძინა, ფხიზლად
ვიყავი, სუყველაფე რი მესმოდა და სუყველაფერს ვგრძნობდი; მე ვაზროვნობდი კიდეც შესა-
ნიშნავი ს სიცხადით და მხოლოდ ვგრძნობდი თავისებურ სასიამოვნო სიმთვრალეს და გო-
ნებრივ სიტკბოებას სულიერ ძალთა ასე უცნაურად გამახვილებისა გამო. ეს არ იყო სიზმარი,
როგორც გაშიშით სიმთვრალის დროს ან ავადმყოფური მოჩვენებები, როგორც ბანგით დათ-
რობის დროს. ეს იყო სასწავლებრივი სიმახვილე აზროვნებისა, ახალი, უცნობი ხერხი, ახა-
ლი საშვალება დანახვისა და დაფასებისა იმ ღრმა რწმენით, რომ ეს არის სწორედ ნამდვილი
საშვა ლება და სახსარი. თავში გამიელ ვა საღმრთო წერილის ძველმა შედარებამ. მე მეჩვენა,
რომ ვსჭამე ნაყოფი ხისა ცნობადისა და რომ ყოველივე საიდუმლოება ჩემთვის ახსნი ლი და
ნათელია. ვიგრძენი, რომ გადავიქეცი უმაღლესი არსებად, შევიარაღდი უძლეველი გონებრი-
ვის ძალებით და ვსტკბებოდი ამ ძლიაერების შეგნება განცდით“.
დიდათ საინტერესოა ეს აღწერა ეფირით სიმთვრალისა შევადაროთ იმ სულიერს
მდგომარეობას, რომელსაც დოსტოევ სკი აღვიწერს „Бѣсы“ ებში და
„Идіоть“ში. ეპილეპსიის მოახლოვების დროს მიშეინი (რომანის გმირი) განიცდიდა
შემდეგს: ერთს წუთს, აღგვიწერს დოსტოევსკი, ტვინი თითქოს აენთებოდა, უმაგალითო
ძლიერებით დაიჭიმებოდნენ ყველა სულიერი ძალები; გრძნობა სიცოცხლისა, თვით შეგნება
ათკეცდებოდა იმ წუთებში, რომლე ბიც ელვასავით მიჰქროდნენ. გონება და გული ნათლდე-
ბოდნენ საუცხოვო სინათლით; ყოველივე მღელვარება ყოველივე იჭვიანობა თითქოს ცხრე-
ბოდა უცფად და გარდაიქცეო და რაღაც უმაღლეს და უმშვენიერეს სიმშვიდეთ, სიამეთ და
იმედათ. მაგრამ ეს მომენტები მხოლოდ იყო წინამორბედი უმთავრესი მომენტისა, როდესაც
უნდა დაწყებულიყო ავადმყოფობა — ეპილეპსია. ეს წუთი საშინელი და გარდუტანე ლი იყო.
შეგნება უმწერვალო ბას აღწევს უეჭველია ეს ის წუთია, რომლის განმავლობაში ეპილეპტიკი
მოჰამედის დაპირქვავებული დოქიდგან წყალმა დაქცევა ვერ მოასწრო, წინას წარმეტყველმა
კი ამ წუთს მთელი სამფლობელო ალაჰისა დაათვალიერა“.
თუ რომელიმე ფსიქიატრი მოისუვებდა თვისი დოგმატიური დებულებე ბის საილუსტრა-
ციო მასალა და ფაქტები სადმე მოენახა. უკეთეს მასალას და წყაროს ვერსად იპოვნიდა, რო-
გორც მოპასანის და დოსტოევსკის ნაწერებში. კლინიკების ისტორიაც ვერ მისცემს სწავლულ
ფსიქიატს ასეთს ცოცხალს და უეჭელს საბუთებს და ფაქტებს! —
დაუბრუნდეთ ისევ ავადმყოფურ მოქმედების მაგალითებს, ავიღოთ რუსის ცნობილი მწე-
რალი გარშინი. ყველა მისი ბიოგრაფები, კრიტიკოსები და ნაცნობებიც ერთხმად ამტკიცებენ,
რომ გარშინი უმწიკვლო, სათუთი, მოყვარული და სათნოიანი ადამიანი იყო, მისი ნიჭიერება
და ტალანტი ხომ საყოველთაოდ აღიარებულია.
ამ გარში ნის შესახებ გლ. უსპენსკი ამბობს, რომ მწერალი მემკვიდრეობით სულიერად
ავადმყოფი იყო: მისმა ძმამ როგორც თვით მწერალმა, თავი მოიკლა. ჯერ ისევ ჩვიდმეტი წლის
იყო გარშინი, როდესაც მას ცხადად დაეტყო სულიერი ავადმყოფობა. ამ დროიდგან დაწყებუ-
ლი თავის ხანმოკლე სიცოცხლეში ავად იყო ფსიქოზის იმ ფოომით, რომელსაც მეცნიერებაში
„ცირკულიარული ფსიქოზს“ უწოდებენ. ცნობილია, რომ ეს ავადმყოფობა შესდგება ორის,
პირველ შეხედვით სრულებით ერთმანეთის მოწინააღმდეგე მდგომარეობისაგან: მანიაკალუ-
რის და დეპრესიულის.
პირველს მდგომარეობას (მანიაკალური) ახასიათებს მგრძნობიარობის გაძლიერება-
გამახვილება, გარეგან შთაბეჭდლებების მიღების შემსუბუქება, იდეათა ასოცია ციის პროცე-
სის გაადვილება, გაორკეცებულ-შრომა-მოქმედებისაკენ მიდრეკილება.
ყოველივე ეს თავდაპირველად გამოიხატება ავადმყოფის მსუბუქ ექსპან სიური
მდგომარეობაში, რაც სპეციალისტებს ხშირად ეჩვე ნება ხოლმე ჩვეულებრივ მხიარულებად,
გრძნობა გონების გაცხოველებად და ენერგიის აღგზნებად. სანამდის ავადმყოფი ამ მდგო-
მარეობაში იმყოფება, მას შედარებით შენარჩუნებული აქვს ნორმალური შეგნება, მოსწრება,
მსჯელობა. თუმცა ეს უკანასკნელი თვისება ხშირად რეზონიორობის და მქადაგებლობის ხა-
სიათს იღებს. საზოგადოდ კი ავადმყოფს მაინც ემჩნევა აშკარად ამრეზილობა აღელვება: იგი
ხანდის-ხან სჩადის უცნაურს და შეუფერებელ საქციელს: მიუხედავათ ასეთი მდგომარეობისა,
ის მაინც თუ თავს ავადმყო ფად არ გრძნობს და ყოველივე თვისი მოქმედების ასახსნელად
და გასამართლებლად ცდილობს მონახოს საბუთი და ფორმალური ლოღიკური განმარტება.
რასაკვირველია, რაც უფრო სუსტად მიმდინარეობს ეს პერიოდი ავადმყოფის პიროვნებისა,
მით უფრო ნაკლებ მახინჯდება და მრუდდება ძირითადი თვისებები ავად მყოფის პიროვნებისა.
გაძლიერებული ფორმა კი ამ მდგომარეობისა სრულებით სცვლის ადამიანის ხასიათს, ფსი-
ქიას და ხშირად ნამდვილ შეშლილობით თავდება.
დეპრესიულ პერიოდში კი სულ სხვა სურათი იშლება ჩვენს თვალწინ. ამ დროს სულიერი
მდგომარეობა ავადმყოფისა შეჭირვებულ-შევიწროებულია, ნებისყოფა, მოქმედება და მთლად
ყველა სულიერი; პროცე სები თითქოს შებოჭვილ-შეკრულია ავადმყოფი მოთენთილად და და-
სუსტებულად გრძნობს თავს: მოფიქრება, უბრალო გონების ამუშავება უძნელდება. ამის და
მიხედვით, ავადმყოფის სულიერი გრძნობიარობაც მწუხარე და ნაღვლიანია. მას არაფერი
ახარებს, არაფერი — არ აინტერესებს; აპატიას და შავად მღელვარე ფიქრებს მოუცავს მთე-
ლი მისი არსება. მართალია, ხშირად ასეთს ყოფაში ავადმყოფი გალიუცინაციას და ბოდვას
განიცდის, მაგრამ როდესაც ბოდვა იწყება, მაშინ ეს უკანასკნელი თვითმხილების და გაკიც-
ხვის ხასიათს იღებს.
აი მოკლეთ „პროგრესიული ფსიქოაზის“ ორი მომენტის აღწერა.
ამ ორ აღწე რილ აქტთა შორის ჩვეულებრივი ანტრაქტი ხდება: ამ დროს ავადმყოფი საღად
არის, მას უბრუნდება ნორმალური ნათელი სულიერი მდგომარეობა. გაგრძელება ანტრაქტი-
სა სხვა და სხვა გვარია. ავადმყოფობის პირველი ხანებში უფრო გრძელი ანტრაქტია. შემდეგ
კი, რაც მეტი დრო გადის, ანტრაქტები თანდათან მოკლდება. აქ უნდა შევნიშნოთ, რომ ერთი
და იმავე ავადმყო ფის გვემულების (припадки) სიძლიერე და ინტენსივობა სხვა და სხვა დრო-
ში სხვა და სხვანაირია. ადვილად შესაძლებელია, რომ ავადმყოფობა უბრალო ეგზოტიური
მდგომარეობით გათავდეს, მაგრამ ისიც ხშირად ხდება, რომ ავადმყოფობა მანიაკალურ ხა-
სიათს იღებს, ე. ი. გალიუცინაციაში და ძლიერ ბოდვა ში გამოიხატება.
1872 წელს თვრამეტი წლის გარშინი პირველად ავად გახდა ცირკულიარულ ფსიქოზით. ეს
იყო მანიაკალური პერიოდი. ავადმყოფობა იმაში გამოიხატებოდა, რომ გარში ნი განსაცვიფ-
რებელის ენერგიით და გატაცებით შეუდგა ბუნების მეტყველების შესწავლას. ძმის ბინა მან
გაავსო სხვა და სხვა წიგნებით; იქვე მოაწყო ქიმიური ლაბორატორია, გამოიყვანა გაზი, ხე-
ლი მიყო გალვანისტიკას და სხვა და სხვა. გარშინის უცნაურ მა საქციელმა და გატაცებულმა
მდგომარეობამ მიიქციეს მახლობელთა ყურადღება, რომლებიც ბოლოს იძულებულნი იყვნენ
იგი საავადმყოფოში წაეყვანათ. აქ კი ავადმყოფობამ აშკრა ხასიათი მიიღო — გარდაიქცა
სრულ შეშლილობად. რამოდდენიმე ხნის შემდეგ გარშინი ვითომც სრულებით მორჩა. მაგ-
რამ ახლა მანიაკალური პერიოდი დეპრესიულით შეიცვალა. აბრამოვის (გარშინის ბიოგრაფი)
სიტყვით, გარშინი „გამოკეთდა უსაზღვრო ფანტაზიის სამეფოში არ ცხოვრობდა, შეშლილო-
ბისაგან განთავისუფლდა, მაგრამ ამავე დროს იგი წარმოადგენდა ფიზიკურად და ზნეობრი-
ვად სრულიად გამტყდარ ადამიანს, რაღაცნაირ ნახევარ ლეშს“.
ასეთს მდგომარეობაში, რასაკვირვეალია, საზოგადოდ შეუძლებელია არც საღი
აზროვნება, არც აქტიური მოქმედება, მით უმეტეს ნაყოფიერი მხატვრული შემოქმედება. ერ-
თხელ თავის ბიძის შეკითხვაზე, თუ რისთვის დაანება მან წერას თავი, გარშინმა გულახდილად
უპაასუხა: „თითქმის ყოველივე ის, რაც დღემდის შემიქმნია, იმ დროსაა დაწერილი, როდესაც
„მომივლიდა“ ხოლმეო“ (ე. ი. ავადმყოფობის დროს). მართლაც, სწორედ ასეთ ავადმყოფო-
ბის დროსაა შექმნილი მისი საუკეთესო მოთხრობები! „ოთხი დღე“ „შემთხვევა“, „მხდალი“,
„შეხვედრა“ „წითელი ყვავილი“ და სხ.
ერთს წერილ ში (გერდთან), რომელიც, როგორც დამტკიცებულია, დაწერილია მანიფა-
ლურ პერიოდის დროს, ავადმყოფი გარშინი ატყობინებს მეგობარს განზრახულ დიდი შრო-
მის შესახებ (ეს იყო „ადამიანი და ომი“; უკვალოდ დაიღუპა ავტორის შეშლილობის დროს):
...ჩემი შრომა სდუღს და გადმო დის „იწერება ძალდაუტანებლად, მსუბუქად, დაუღალავად.
მე შემიძლია, როდესაც მინდა დავიწყო, როდესაც მინდა შევწყვიტო“. თუ ცნობის მოყვარეო-
ბისათ ვის მივმართავთ კლინიკურ დაკვირვებას ცირკულიარულ ფსიქოზის პირველ პერიო-
დის შესახებ, ჩვენ დავინახავთ, რომ მანიაკალურ ფაზაში ავადმყოფობა გამოიხატება სწორედ
ენერგიის გაორკეცებაში, ინტერესების გადიდებაში, ჩქარი და ძლიერი შრომის უნარში. დეპ-
რესიულ პერიოდის დროს კი სულ სხვანაირად გრძნობს თავს წამებული მწერალი: ...თუ, გა-
მუდმებით მტკივა, მეხსიერება არა მაქვს; უძლურება და მოდუნება მეტყობა სუყველაფერში...
და ყველაფერ ამას ზედ ერთვის მტანჯველი შიში იმისა, რომ ჭკუაზე არ შევიშალო“ (წერილი
ლიტკინთან).
ასეთის ტრაღიზმითაა აღსავსე ცხოვრება და შემოქმედება ამ დიდად სიმპატიურის და ნი-
ჭიერის მწერლისა, რომმელსაც ულმობელმა ბედმა არგუნა მხლოდ შეშლი ლობის დაწყების
პერიოდში ეწერა და შეექმნა ნაყოფიერად!
ეს იყო უბედობა რუსული ლიტერატურისა! მაგრამ ამ უბედობამ კი მსოფლიო ლიტერა-
ტურას შესძინა ერთი საუკეთესო ხელოვნური ნაწარმოები — ეს არის გარშინის „წითელი
ყვავილი“ („Красный цвѣтокъ“) „წითელ ყვავილში“ აღწერილია ფიქრ-აზროვნება და განცდა
წარმოდგენა სულიერად ავადმყოფისა საავადმყოფოში ძლიერად გამოსახულ მანიაკალურ
ხანაში. აქ განსა კუთრებულის სიმარ თლით და სიცხოველითაა გადაშლილი მთელი სიმპტო-
მოლოგია გაძლიერებულის მანიაკალურის მდგომარეობისა გაორება პიროვნებისა, ბრძოლა
უაზრო ბოდვითი ფანტაზიის და დროგამოშვებით აფეთქებულ საღ აზროვნების შორის, იდეა-
თა მთელი კორიანტელი, მათი სხვა და სხვაობა და უცნაუ რობა უჩვეულო აღტყინება და ძალა
ფსიქიურის აფეთქებისა და სხვ.
როგორც დოსტოევსკიმ ეპილეპსიის, ისე გარშინმა შეშლილობის აღწერა იმისთვის შეს-
ძლეს ასე საუცხოვოდ და უბადლოდ, რომ თითონ პირადად განცდილი, ჰქონდათ ასეთი სუ-
ლიერი მდგომარეობა, თითონ საკუთარს ფსიქიკაში ატარებდნენ ამ ავადმყოფობათა ელემენ-
ტებს და ჩანასახს.
როდესაც გარშინს ასაფლავებდნენ ვოლკოვის სასაფლაოზე, მისი საფლავი მისმა მეგობ-
რებმა და თაყვანისმცემლებმა მთლად მოჰფინეს წითელ ყაყაჩოსფე რის ყვავილებით. ამით
მათ საუკეთესოთ დააფასეს და დაახასიათეს ტანჯულ მწერლის პიროვნება, მისი შემოქმედე-
ბის ელფერი და შინაარსი.
„წითელ ყვავილზე“ არა ნაკლებ საინტერესოა მეცხრამეტე საუკუნეში კარგად კნობილ
ფრანგ მწერლის ჟერარ-დე-ნერვილის ნაწარმოები „ავრელია“, რომელშიაც თავიდან ბოლომ-
დის აღწერილია რამდენჯერმე ზედიზედ განმეორებუ ლი ავტორის სულიერი ავადმყოფობა
— შეშლილობა. ეს მწერალიც, როგორც ეტყობა, ავად ყოფილა ცირკულიარული ფსიქოზის
იმ ფორმით, რომელსაც მანიაკალურს უძახიან...
როგორც გარშინმა, ისე ჟერარ დენერივილმა თავის ტანჯული ცხოვრება თავისივე ხელით
მოისპეს. ჟერარ დენერვილი, მისი ბიოგრაფების სიტყვით, მთელს — სიცოცხლეში სულიე-
რად ავადმყოფობდა და ტანჯვა-წვალების მეტი არაფერი გამოუცდია. ერთად ერთ ბედნიერ
მომენტად მის ცხოვრებაში უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ მას პლატონიურის, გატა ცებუ-
ლის სიყვა რულით შეუყვარდა მეორე ხარისხოვანი ვოდევილის არტისტი ქალი თენყ Gოლონ,
რომელმაც პირადად გაცნობას მთელს თავის სიცოცხლეში ვერ ეღირსა. ამისდა მიუხედავად
შეყვარებულმა მწერალმა მთელი თვისი მემკვიდრეობით მიღებული ქონება ამ ქალს გადააგო.
იგი ყიდულობდა თაიგულებს სატრფოს მისართთმევად, ძვირფას დურბინდებს მისი კარგად
დასანახავად და ტროსტებს, რომლითაც ანტრაქტის დროს არაკუნებდა თვისი გატაცებული
გრძნობა —აღტაცების გამოსაფენად. მისთვისვე იყიდა ძვირფასი სარეცელი, რომელიც ერთ
დროს თურმე დედოფლის ფრეილინა — ფავოროტკას ეკუთნოდა, თითონ ჟორას-დე-მერვალს
არას დროს არ ჰქონია საკუთარი ბინა, და როდესაც არ იმსყოფებოდა თავის ამხა ნაგ ექიმის
საავადმყოფოში, ღამეს ჩვეულებრივ ატარებდა უბინოთა თავშესაფარში მოუხედავად ამისა
ნაყიდ სარეცელისთვის ცალკე ბინა დაიქირავა და იქ მოწიწებით ინახავდა მისი „Aურელია“- ში
გამოყვანილი ქალი სწორედ ეს თენნყ ჩოლონ უნდა იყოს...
ჟირარ დე-ნერვილის „Aურიელია“-ში, ჩვენ ფხიროზის ისეთსავე დამახასიათებელ სომპტო-
მებს ვხედავთ როგორც გარშიიის „წითელ ყვავილში“... მსოფლიო და რუსული ლიტერატურა
კიდევ სხვა ბევრს მაგალითებს გვაძალევს მწერლების სულიიერ დაავადმყოფობისა და ანორ-
მალო ბის საილუსტრაციოდ, მაგალითად, რუსეთის სახელოვანი მწერალი გოგოლი ცირკუ-
ლიარულ ფსიხოზით იყო ავად. მაგრამ ჩვენ ამ მწერლის შესახებ აქ არას ვიტყვით, რადგა-
ნაც მისი ბიოგრა ფია და მის შემოქმედებით ხასიათი თითქმის ყველამ კარგად იცის. ჩვენთვის
ქართველებისათვის, რასაკვირველია, განსაკუთრებით საინტერესოა გაშუქება ფსიქიატრუ-
ლის თვალსაზრისით აზროვნების და შემოქმედების სასიათის ზოგიერთი ჩვენი ძველი და ახალი მწერლებისა (მაგ. ალექ. ყაზიბეგისა. გრ. აბაშიძისა და სხვ.) მაგრამ ვინაიდგან ჩვენ მწერ-
ლობაში ამ საკითხის ობიექტიურად გასაშუქებლად მასალა (ბიოგრაფები, კერძო წერილები,
მოგონებები და სხვ.) საკმაოდ არ დაგროვებულა და ვინაიდ გან ზოგიერთ ახალ მწერლებს
ჯერ კიდევ საბოლოოდ არ გამოუაშკარავებიათ თვისი ფსიქიკის და შემოქმედების სახე, ამი-
სათვის ავადმყოფ მწერალთა სიაში ჩვენ ვერც ერთი ქართველი მწერალი ვერ მოვათავსეთ…
ყველა ზემორე გამოთქმულ აზრების და მოყვანილი ფაქტე ბის რეზუმე შემდეგია: ბევ-
რი ცნობილი და გენიოსი შემოქმედნიც კი, მათდა საბედისწეროდ, ფსიქიურად სნეულნი
ყოფილან, მათ ჰქონიათ დაზიანებული ხან დროებით, ხან კი სამუდამოდ, ზოგიერთი ნერვუ-
ლი ცენტრები, ზოგიერთი მორალური გრძნობა — ემოციები, რაიცა ხშირად მძლავრდება ან
იდეათა და სიტყვათა არევ-დარევაში, ან ეგზალტიურ, წრეს გადასულ ავადმყოფურ გრძნო-
ბიერებაში და შთაბეჭდილებათა შეთვისებაში, ან ეროტომანიაში, ან რომელიმე იდეა ფიგს-ში, ან
განდიდების მადაში, ან სხვა და სხვა სახის და შინაარსის რეზონიორომაში და ბოლოს პირდაპირ
შეშლილობაში. დრო გამოშვებით, პერიოდიულად ასეთი ავადყოფნი ჰქმნიან ღირსშესანიშ-
ნავ ნაწარმოებებს, სადაც, შესაძლებელია, განსაცვიფრებელის სიცხადით და სიღრმით იყოს
გაშუქებულ-ახსნილი იშვიათი და უმრავლესობისთვის, შეუმჩნე ველი ფსიქო-პატალოგიური
ყოფა-მდგომარეობა. ვინც ღრმად დაუკვირდება, ამ საუცხოვო ნაწარმოებშიაც შეამჩნევს
ცხადს ნიშნებს მათის ავტორის ნერვების დაზიანებისა და ავადმყოფობისას. გადაჭრით შეიძ-
ლება ითქვას რომ ბოდლერის ახალი სახის განცხრომა — სიამოვნება, მისმიერ ნაგრძნობ
გაშიშით და ბანგით სიმთვრალის დროს, მისი ახირებული განცდა სიჭღექის ფერადობისა,
ქლოროზმის სითეთრისა, მოწამლული სხვაობა ლითონიური ყვავილის ფერისა; ვერლენის
ცინიკურ-ავხორციანი, შეშლილი — პორნოგრაფიული რომანებით გატაცება და მათი ავტო-
რების იდეალიზაცია, მის მიერ ქვენა გრძნობათა და საზიზღარ ბიწიერებათა შესხმა და დიდე-
ბა და ამავე დროს ღრმა მისტიციზმი.; მალიარმეს აზრთა და სიტყვათა უჩვეუ ლო არეულო-
ბა („ეს ადამიანი ან მთვრალია, ანდა შეშლილიაო“, ხშირად ამბობდნენ მისი მსმენელნი); მე-
ტერლინკის განცდის, მსჯელობის და თვალსაზრისის შერყეობა და ხანდისხან შეურიგებელი
წინააღმდეგობა; ოსკარ უალდის სამარცხვინო), არა ბუნებრივი ეროტომანია და ზნეობრივი
სიმახინჯე; რენეგილის უცნაური თეორია მუსიკალურ ინსტრუმენტების შეღებვა-შეფერვის,
თეოფილე გოტიეს განცდა ხმების და ფერების უჩვეულო ასოციაციისა; ა. დობროლიუბო-
ვის იდეათა უთავბოლობა და საუბრის არევა (Yერბიგერატიო); ევოლიუციურ ინსტრუმენტალურ
სკოლის „მეთაურის ჟოან Mორეეს ყოყოჩობა, მედიდურობა და მანია გრანდიოზა; გრაფ პე
Mონტეექუიენ ფერენსაე) პრეისკურანტების და კატალოგების გალექსვა; დოსტოევსკის „მკაცრი
ტალანტი“ და ბოროტების ანალიზის დატკბობა; გიუ-დე მოპასანის გალიუცინაცია და უეჭ-
ველი ეროტომანია და საზოგადოდ ევროპიელ და რუსეთის ფუტურისტების უცნაური ფიქრ
ზრახვა, გრძნობა და მეტყველება, მათი რიგიანი, მედიდური „მანიფესტები“, „პარადები“, მათი
კლოუნადა: წვერ-ულვაშის ლურჯ-წითლად შეღებვა, ზიზილ-პიპილებით მორთვა-მოკაზმვა,
ცირკებში ცხენზე შემჯდარი პოემების კითხვა; მათი ერთმანეთის უსაზღვრო პირში ქება-
დიდება, გენიოსებად ერთმანეთის გამოცხადება, — ყველა ეს პირები, ყველა ეს თვისებები
ასე თუ ისე, ამა თუ იმ სახით სულიერ ავადმყოფებად უნდა ჩაითვალონ და ყველა მათი უც-
ნაური ქცევა მოქმედება ნერვების ზოგიერთ ცენტრების დაზია ნებით აიხსნება...
იპო. ვართაგავა
ჟურნ. „განათლება“ 1919 წ. № 2