სიმონ ჩიქოვანი // უვიცობა ახალგაზრდობის სახელმძღვანელოდ
უვიცობა ახალგაზრდობის სახელმძღვანელოდ
აღმოჩნდა ლიტერატურის ისტორიკოსი და თეორეტიკოსი თედო ბეგიაშვილი. დასწერაორი წიგნი: „ქართული ლიტერატურის ისტორია“ და „ლიტერატურული საუბრები“.უკანასკნელ წიგნის წინასიტყვაობაში ავტორი ამბობს, რომ ეს წიგნები ლიტერატურითდაინტერესებულ ახალგაზრდობის და მუშების სახელმძღვანელოთ არის შედგენილი.
წიგნები-კი უვარგისია უვიცობა და უცოდინარობა ყოველ გვერდზე გხვდებათ ნიმუშათ.
წიგნის დახასიათებისთვის შეიძლება რამოდენიმე ადგილის მოყვანა.
პირველი. „აკმეიზმისა და იმაჟენიზმის შესახებ ჩვენ არაფერს ვლაპარაკობთ რადგან ეს სკოლები ყალიბის პროცესშია ჯერ“.
ამაზე მეტი უცოდინარობა ახალი ლიტერატურის წარმოუდგენელია. აკმეიზმი ჯერ 1914 წელს გარდაცვლილი სკოლა იყო. 1913 წელს ბლოკი სწერს, ფუტურიზმს ეტყობა, რომ ძლიერი მიმდინარეობაა, ის არა გავს უდღეურ აკმეიზმსო.
შემდეგ 18 წელში წარმოიშვა ნეო-აკმეიზმი რომელიც იმ წელსვე მოკვდა. ასე რომ, „ყალიბი“, პროცესი ჯერ კიდევ ომამდი დასრულდა და ომამდე სიკვდილიც მოასწრო ამ მიმდინარეობამ.
რაც შეეხება იმაჟენიზმს აქაც ყალიბი, პროცესი 21 წელში დასრულდა, ხოლო 23 წელში ეს შკოლა დაშლილათ გამოაცხადეს თვით ამ შკოლის შემქმნელებმა.
მხოლოთ ბეგიაშვილის თავშია ეს სკოლები ჩამოყალიბების პროცესში და არა ლიტერატურაში.
მეორე - ავტორის აზრით „ლეფი უდრის ქართულ პროლემაფს.“ აქ ავტორი შეიყვანა შეცდომაში ალბათ ამ სიტყვების ალიტერატიულმა ნათესაობამ. მაგრამ ამით ხომ არაფრის გამორკვევა არ შეიძლება. ასე რომ იყოს თედო და გათენდა მონათესავე ცნებები იქნებოდენ. სინამდვილეში (და ამ შემთხვევაში)-კი თედო დაბნელებას ნიშნავს და არა გათენდას.
ასეთი შეცდომები და უცოდინარობა წიგნში მრავალია. ამ შეცდომებს და ლიტერატურული უცოდინარობას ავტორი სახელმძღვანელოთ აწვდის ახალგაზრდობას. აქ შეიძლება ჩამოყალიბებული მოსაზრებით და გადაჭრით ითქვას, რომ ამ წიგნით ხელმძღვანელობა არ შეიძლება. ასე რომ იყოს თედო და გათენდა მინატესავე ცნებები იქნებოდნენ. სინამდვილეში (და ამ შემთხვევაში)- კი თედო დაბნელებას ნიშნავს და არა გათენდას.
ასეთი შეცდომები და უცოდინრობა წიგნში მრავალია. ამ შეცდომებს და ლიტერატურულ უცოდინარობას ავტორი სახელმძღვაელოთ აწვდის ახალგაზრდობას.
აქ შეიძლება ჩამოყალიბებული მოსაზრებით და ადაჭრით ითქვას, რომ ამ წიგნით ხელმძღვანელობა არ შეიძლება.
მიმბაძველის მიმბაძველი
აყვავდა სიტყვა უნაყოფოდ ნათავხედარი...
ს. აბაშელი
ჩვენ არ გვესმის, რას უნდა ნიშნავდეს აყვავებული სიტყვა უნაყოფოდ ნათავხედარი. ეს სტრიქონი დამახასიათებელია აბაშელისთვის. ასეთი განძი მას ბევრი მოეპოვება, მაგ.„ანთებული გრგვინვა“, „ცარიელი ცეცხლის ფიალა“, „სისხლი შენასვამი და ნამთვრალევი“და სხვ. ეს სტრიქონები ნათელჰყოფს, თუ რამდენად დიდი ოსტატია და გემოვნებისმქონე ს. აბაშელი, მხოლოდ ამხ. გ. მუშიშვილისთვის ეს ამბავი უცხოა და მისი ცნობითაბაშელი წარმოადგენს სანიმუშო მეტრს ქართულ ლიტერატურაში. „მნათობის“ ერთერთბიბლიოგრაფიულ წერილში მუშიშვილმა მიანიჭა დიდი ოსტატის სახელი აბაშელს დასთქვა: „მოსაშვილი ჰბაძავს აბაშელს და კარგადაც სჩადის, რადგან აბაშელის ფორმა მისაბაძიაო“.ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ესმის ამხ. მუშიშვილს ფორმის ცნება? თუ აქიგულისხმება ლექსის ფონეტიური სტრუქტურა, სინტაქსიურ ფიგურათა აღნაგობა, მეტრისგადახალისება და ლექსიკონის შერჩევა, რაიმე ამგვარი ს. აბაშელს სრულებით არახასიათებს. ს. აბაშელი არის შტამპის პოეტი და მსოფლმხედველობით წმინდა წყლის სიმბოლისტი.მაშ, რათ უნდა მიბაძოს მოსაშვილმა აბაშელს, შეიძლება აქ ლაპარაკია იმის შესახებ, რომ კვიცი გვარზე უნდა ხტოდეს, მაგრამ ეს გვარი ხომ სიმბოლიზმიდან მოდისდა ბარემ სიმბოლიზმის პირველ წყაროებს მიჰბაძოს მოსაშვილმა, რადგან მიბაძვა მისთვისასე მიუცილებელი რამ ყოფილა.
ერთი ტვინის ევოლიუცია
რუსთაველის თეატრში „რღვევის“ დადგმის გამო გაზეთებში დაიბეჭდა ინტერვიუ რეჟისორ ალ. ახმეტელთან, სადაც ის აცხადებდა: „მეორე და მეოთხე მოქმედება „რღვევისა“განსხეულებულია კონსტრუქტიულ ფორმებშიო“.მაგრამ როდესაც მივედით და ვნახეთ დადგმა, იქ არავითარი კონსტრუქტივიზმი არ აღმოჩნდა,ეს ამბავი ჩვენ გადავეცით ახმეტელს, მან საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს ნეოკონსტრუქტივიზმია.
მაგრამ როდესაც ჩვენ უთხარით ერთერთ დისპუტზე, რომ ასეთი მიმდინარეობა ხელოვნებაში არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს, მან საპასუხოდ განაცხადა: „მოგატყუეთო“.
მაგრამ როდესაც ჩვენ ხელმეორედ ავუხსენით, რომ ოფიციალურ პრესაში ტყუილად ხუმრობა არ შეიძლება, მაშინ მან საპასუხოდ მეორე დისპუტზე განაცხადა: კონსტრუქტივიზმი მოითხოვს სტატიკას, ხოლო ჩვენ დინამიკა გვქონდა პიესაში მოცემული და ამიტომ კონსტრუქტიული გაფორმება არ მოხერხდაო.
მაგრამ როდესაც ჩვენ ამის შესახებაც მოვახსენეთ, რომ კონსტრუქტივიზმისათვის სტატიკა სავალდებულო არ არის და ეს რეჟისორმა უნდა იცოდეს, მაშინ ახმეტელმა თეატრალურ თათბირზე მოიტანა რამოდენიმე ციტატა ბეხტერევისა, გაურია სტანისლავსკის ციტატებში და თვითონაც შიგ ჩაერია...
მაგრამ როდესაც ამის საპასუხოდაც უთხარით, რომ ყველა ეს მისი ნალაპარაკევი აბსურდია და გაუგებრობა, მაშინ მან საპასუხოდ განაცხადა:
„მე საერთოდ ლაპარაკი არ ვიციო“ და მოსკოვში გაემგზავრა.
ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ. № 2