cover

სიმონ ჩიქოვანი // პროლეტარული მწერლობა

„პროლეტარული მწერლობა“

უკვე გამოვიდა სამი ნომერი „პროლეტარული მწერლობა“. ჟურნალი ათ ფორმამდეაღწევს და მასალები დაწყობილია ალფავიტით. დღიდან პროლეტარულ მწერალთა ასოციაციაშიახალი ძალების გამოსვლისა, პროლეტარული მწერლობა არ არსებობს როგორცმთლიანი ფრონტი. ახალგაზრდებმა შესძლეს ჩაენთქათ, ანუ უკეთ, დაეჩრდილათ უფროსებისთაობა — რასაკვირველია, ამ მეორე თაობას ლიტერატურული გამარჯვებისათვისმეტი მასალები აქვს, ვიდრე იონა ვაკელს, სამსონიძეს, სანდრო ეულს და სხვებს.სულ ცალკე მოვლენაა ნოე ზომლეთელი.
მხატვრული იდეოლოგიური პლატფორმა პროლეტარულ ასოციაციაში არ შეიძლებაიყოს და არც არის. არიან სხვადასხვა მიმდინარეობის გავლენაში მყოფი მწერლები,ესენი გაერთიანებული არიან მექანიკურათ და ამ მხრივ ასოციაციაში პატრონი თავისსაქონელს იშვიათად სცნობს. უმცროსი თაობა ყოველ შემთხვევაში უკეთეს პირობებშია.მათ აერთებთ წლოვანობა, ახალგაზრდული სურვილები პოეტობის სახელის დამტკიცებისადა სათანადოთ ბევრი სპეკულიაციის მოწყობასაც ახერხებენ. ამ ძალების უშუალომონაწილეობით გამოდის „პროლეტარული მწერლობა“. მეორე თაობის პოეტები აქ სჩანანუმთავრეს ძალად და ჟურნალიც მათ ეკუთვნის (აქ კიდევ ერთხელ იბადება თაობათა გამიჯნვის საკითხი. ამ საკითხის დასმაში გამოგვედავა ნ. მიწიშვილი. „ქართული მწერლობის“ ამა წლის პირველ ნომერში ბ. გორდეზიანის საპასუხოდ კითხვა კი — პირველადდაისვა ოცდა ოთხ წელს ჟურნალ „მნათობში“ ს. ჩიქოვანის წერილ „სასწრაფო განმარტებაში“).
ჩვენ გვინდა, განვიხილოთ მხოლოდ პირველი კრებული. ეს ნომერი თითქმის ამოსწურავსსამივე ნომრის პროდუქციის სახეს. სამი წლის ლიტერატურულმა მუშაობამ წარმოშვაის მასალები, რომელიც ამ ჟურნალში არის მოთავსებული. სამი წლის სტაჟიანილექსები, რასაკვირველია, მეტი პასუხისმგებლობის წინაშე დგანან, როგორც გაუთხოვრათშემორჩენილი ქალები ქმრის არჩევანში. ამ ხნის განმავლობაში ამ პოეტებისთვისბევრი რამ გამოიცვალა, ზოგმა კრიტიკის შემწეობით, ზოგმა პირადი „კარგი“ ბიჭობითდა ზოგმაც თავის ერთგული მუშაობით დაიმკვიდრეს პოეტების სახელი. ჰქონდა ადგილი„ობივატელ“ კრიტიკოსებზე ტერორის მოწყობასაც — საიდანაც შემდეგ ქების საგალობელიისმოდა, მაგრამ ეს უარყოფითად არ ჩაითვლება ყოველთვის.
პოეტის სახელის მოპოვებაც საქართველოში ადვილი არის მით უმეტეს პირადი დამოკიდებულობისუნარი თუ აქვს მწერალს. ყველა ეს ქმნის ლიტერატურულ სინიდისს საქართველოში — ამიტომ ჯერ გამორკვეული არ არის ლიტერატურა უფრო საეჭვოა თუ სინიდისი?
ობივატელ კრიტიკოსებზე ტერორის მოწყობამ მოახდინა ტიტულების დარიგება დაზოგიერთი პროლეტარული პოეტი (რომლის პოეზია მხოლოდ ვარჯიშათ შეიძლება ჩაითვალოს)ცხადდება პირველ რიგის პოეტად საქართველოში. ეს კარგი სურვილია, მაგრამამისთვის ძალაა საჭირო და კულტურა.
ჩვენ გვინდა, ამ შემთხვევაში ვიყოთ მიუდგომელი და თუ გინდ მეგობრულიც — იმ უარყოფითი და დადებითი მხარეების აღნიშვნაში, რომელიც „პროლეტარულ მწერლების“ მხატვრულ შემოქმედებას ახასიათებს.
დავიწყოთ ლექსებით. ჟურნალში ლექსებით გამოდიან კ. კალაძე, კ. ლორთქიფანიძე,ალ. მაშაშვილი, კ. ფეოდოსიშვილი და შემდეგ ახალი დებიუტანტები: ნაროუშვილი დაბობოხიძე. აქვე უნდა დავიწყოთ შენიშვნით: პროლეტარული პოეტები ჩვენ გვიკიჟინებენშემოქმედებითი რეაქციის დადგომას და იდეოლოგიურ მერყეობას, ხოლო თავიანთ გადახრებს,სტაბილიზაციას“ ეძახიან. ამიტომ ჩვენ შენიშვნებშიც დაეთმობა მთავარი ადგილიიდეოლოგიას და საერთოდ ლექსის მოხმარების პრინციპს.
ამ მხრივ ჟურნალში მოთავსებული ლექსები ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას. იდეოლოგიურ ჩამორჩენასთან დაკავშირებულია მათი ფორმალური მიღწევების დაქვეითებაც ეს ერთი მეორესაგან გამომდინარეობს ქვემოთ მოხსენებულ ადგილებშიც.

კ. ლორთქიფანიძემ გამოაქვეყნა ლექსები, რომელთა სათაურებიდან უკვე სჩანს პოეტისლირიკის პესიმიზმი სათაურები: „უსმენ სიჩუმეს“, „ტყესთან“, „ვიღაცა ჩემთვის“, „ხან სიტყვა“, ჯერ ეს სათაურები გვიჩვენებს, თუ რამდენათ განყენებულია პოეტითავის თემატიკაში და გემოვნებით დაქვეითებული. მაგრამ შეიძლება მკითხველმა სათაურსარ ენდოს. გავყვეთ ქვემოთ:

„ცხოვრება თურმე ყოფილა გულქვა.
დღეს როცა მაწევს მისი სიმძიმე,
ვიგონებ დღეებს დაცვენილს უქმად“.

ცხოვრების გულქვაობა პროლეტარულ პოეტმა შეიძლება წარმოიდგინოს მთელ საზოგადოებაშიდა ამას აპატიებენ მაგრამ პოეტი სწერს, რომ დღეს, როდესაც გაწევსცხოვრების სიმძიმე, მაშინ ვხვდები ცხოვრების გულქვაობასო. ცხადია, თვით მოსაზრებაბავშური, დროგადასული და უნიჭო გიმნაზიელის ფილოსოფიაა და პროლეტარულ პოეტისათვისგამოუსადეგარი. შეიძლებოდა ამ ლექსისთვის (როგორც ხშირად სჩადიან პროლეტ.პოეტები) მექანიკურად მიემატებინათ მთელი ორი სტრიქონი სიტყვა „მაგრამით“დაწყებული და ლექსის იდეოლოგიური მხარე გამოემართათ — ეს კი არა სჩანს. ეს მოსაზრებებინათქვამია ლექსის რეზიუმეთ. ეს რეზიუმე — კი პესიმისტურია და ისიც არა „მებრძოლი“.რაც შეეხება „დონკიხოტობას, რომელიც ჰამლეტობაზე უფრო დიდია“, გაუგებრობააიდეოლოგიურად და კონსტრუქცია აფორმიზმის თქმისა უგემოვნოა და ოსტატობასმოკლებული.
პროლეტარული პოეტი განაგრძობს:

„მე მაშინებს შავად გაწოლილი ხიდი
და მუხების ჩრდილი ქაჯივით რომ მიცქერს“.

ეს პრიმიტიული სიმბოლიზმია, მუხის ჩრდილით შეშინებული პროლეტარული პოეტი, ალბათ, მალე მთვარესაც დაუყეფს შიშით.
ჩვენ გვიკვირს ასეთი აზროვნების პოეტი როგორ არის პროლეტარული, შეიძლება, მას წარმოუდგენია, რომ რევოლიუცია მუხების მოსასპობათ ხდება და ის თავის მტრის მოწინააღმდეგეებს უერთდება (ჩამოერთვას მუხებს ჩრდილი და სითამამე მოემატება პოეტს). ეგებ ის ფიქრობს, რომ „ჩვენ მუხებს სულ მტვრად აქცევს მეთქი“
ეს პრიმიტიული სიმბოლისტური აზროვნება იპყრობს პოეტს. ყველა ამას ქვიან არა მარტო სტაბილიზაცია იდეოლოგიური, არამედ გემოვნების სტაბილიზაციაც.\ შემდეგ პოეტი განაგრძობს თავის განყენებულ გიმნაზისტურ აზროვნობას.

„გულში გრძნობები აღარ დარჩება (ექსპრესიონიზმია თუ შკოლური
ციფრები გვაქცევს კაცებს მინებათ“. რომანტიზმის ტრაფარეტი?)

აქ პროლეტარულ პოეტს აგონდება, რომ შეიძლება მსოფლიო დაიღუპოს.

„და მაშინ ხალხის გადასარჩენათ
ქვეყანას ლექსი მოაგონდება“.

ამისთვის არის ანდაზა „ქვეყანა იქცეოდა და ტურა ქორწილს შვრებოდაო“. წარმოუდგენელია კაცი პროლეტარული პოეტი იყოს, მარქსიზმის იდეოლოგიას თავს აფარებდეს და მსოფლიოს გადასარჩენად (დაღუპვის დროს) ლექსი ჰქონდეს მომარჯვებული.
შეიძლება ეს იმიტომ, რომ

„ვხედავ, რომ მალე ხალხის გულშიაც
ჩადგება ტვინი ცივი და მშრალი“

თითქოს შპენგლერი წაეკითხოს ამის ავტორს. ამ გიმნაზიურ აფორიზმებისთვის საჭიროაგემოვნების დაჩლუნგება და ადვილად იქნება მიღწეული ყველა ზემოთ ჩამოთვლილხასიათის სტრიქონები. შემდეგ ყველა ამ სიბრძნეებს კრიტიკა ასაღებს პირველხარისხის პოეზიად. პირადად ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ლექსებით ვარჯიშობა და როგორცვარჯიში არა სავსებით უიმედო.
ლორთქიფანიძეს არა აქვს არავითარი ლექსალური მიღწევა, ყველა მისი ლექსები გავს ერთმანეთს და ამავე დროს არ სჩანს ნასახები იმ ფორმალურ მიღწევათა ჩიხიდან გამოსასვლელი. ის ხმარობს ყოვლად უგემოვნო მეტაფორებს, შედარებებს და სახეებს.
მაგ. „ჩემი თმები ხუჭუჭი, მგონი, ბუჩქი გეგონათ“. ეს უნიჭო თარგმანიცაა. ესენინიდან. ეხლა დადებითი მხარე. ლორთქიფანიძეს აქვს შემოქმედებითი პოტენცია და ამავე დროს ნათელი ხედვის უნარი... პროლეტარული პოეტისთვის გამოსადეგი არის და ამავე დროს აუცილებელი თქმის რეალიზმი, ეს ლორთქიფანიძეს უსათუოდ ახასიათებს და ამით პროლეტარულ მწერლებში პირველობს. საგანს ასახელებს და მის შესახებ პირდაპირ ლაპარაკობს.შეიძლება ეს იყოს დამნაშავე, რომ ის უმთავრესად ტრაფარეტია და შემდეგგაცვეთილი. რასაკვირველია, პირდაპირ თქმასაც უნდა კონსტრუქციის გამომუშავება.
სულ სხვაა კ. კალაძე. ის უფრო ფორმის ძიების პოეტია, სწერს სუფთად. ყოველ ლექსშიცდილობს რაიმე ახალ მიღწევას. ყოველ შემთხვევაში თავისებურობით გატაცებულია.მაგრამ თქმა აქვს არა რეალისტური. თუ ლორთქიფანიძე საგნებს ტრაფარეტულადმაგრამ პირდაპირ ასახელებს, კალაძე აზრებს გამოსთქვამს მთელი სახულების (Hepe3 oნpa3oB) იმაჟინების შემწეობით, ამიტომ მისგან აზრების მიმღეობა ხდება პერიოდულადდა ბუნდოვანათ. აქედან ებადება მას ხედვითი სიმბოლიზმი. ხედვით სიმბოლიზმსდა ლექსების დეკორატიულ და იმანჟინისტურ მანერებს ის მიყავს განყენებულ თემატიკამდე.მთელი მისი პოეზია განყენებულია მაშინაც კი, როდესაც ის რევოლიუციონურთემატიკაზე სწერს. ამიტომ მისი პოეზია დაბრუნებაა ნაწილობრივ სიმბოლიზმისაკენ.ჩვენ ვთქვით, რომ ის არის ფორმის ძიების პოეტი; მაგრამ აქაც საჭიროა შენიშვნებისშეტანა. მას ფორმალური მიღწევა ესმის უმთავრესად სტრიქონის რიტმის გამომუშავებაში,ხოლო ლექსის მთლიანი ფოკუსი ხშირათ დარღვეული აქვს. ამავე დროს მისი ლექსებიარა ამქვეყნიურია.
სამწუხაროდ, ამ პოეტს უკვე კრიზისი აქვს. კრიზისი გამოწვეული არის სიმბოლისტური ხედვიდან. პოეტი ამ სინათლიდან არ განთავისუფლებულა, ხოლო ძველ აპარატით მისვლა ახალ მასალასთან წარმოუდგენელია.
უფროგარკვევით:ისძლიერშორსსდგასპროლეტარულპოეტებისმოვალეობისაგანდა, თუ გნებავთ, თანამედროვე პოეტის დანიშნულების გაგებიდან. ლორთქიფანიძე, თუმცალექსებს ტრაფარეტულად სწერს, მაგრამ ხედვა ნათელი აქვს. ეს გვაძლევს უფლებას, ვიქონიოთიმედი მისი გამოუმჯობესობის. ჟურნალში მოთავსებული ლექსი „ენგურის მთებს“ ყველა ამ შენიშვნების შიგნით რჩება. კარგია სახეები მოთხრობითი კილოთი დაწერილი.

„ვიღაც მოსულა შორიდან უცებ,
დაუკბენია ფერდობი ხარბად
და შემდეგ მშობლის დაკოდილ გულზე
ძმებისთვის ყელი გამოუღადრავს“.

მხოლოდ სიტყვა „უცები“ კუპლეტის პირველ სტრიქონში მოთხრობით პრინციპს არღვევს. აქ მოძრაობის დახასიათება კი არ უნდა, არამედ გაგრძელება „ვიღაცას“ რაობის, გატეხვა უნდა შემდეგ სტრიქონში და სხვა... (ეს სხვათა შორის).
ამ სტრიქონებში და მთლიანად ამ ლექსში ლექსალობის სტრუქტურა მოცემულია სიმბოლიზმისჩრდილიდან, მხოლოდ აქ განსხვავება ის არის, რომ ლექსი მოთხრობითია. ეხლალექსი ლირიკა (რომელსაც სიმბოლისტები სწერენ დღესაც), ლირიკა გაგებული როგორცლექსალობა — კრიზისს განიცდის. ეხლა შემოდის მოთხრობითი ან მოყოლითი მანერა ლექსის (повествовательный). ამ მანერის ლექსები შექმნეს ს. ჩიქოვანმა „მყინვარების“ და „სიდუს“სახით, დ. გაჩეჩილაძემ „გლეხი“ და „აბრაგი“ და ნ. ჩაჩავამ „საუბარი ნადირობისას“, „ყაჩაღები ქალაქს გადასცდენ“ და სხვა. მოთხრობითი ლექსი ეხლა სცვლის ლირიულ ლექსალობას,რომელიც დღითი-დღე კვდება. თვით ძველ მწერლებსაც შეეპარათ ეს მანერა(მაგ. სანდრო შანშიაშვილის ლექსი „მუხის დაცემა ჭიაურის ტყეში“) და სხვა...
დაუბრუნდეთ თემას. კ. კალაძეს მაინც ყალიბი არა აქვს და უმთავრესად კი მის ლექსებსაკლია დანიშნულება, ხოლო ფორმის მასწავლებლად კ. კალაძე ჯერ ვერ გამოდგებაახალგაზრდებისათვის. თემებს აკლია ფოკუსში მოქცევა ყოველთვის. ამიტომ მისი ლექსებიან დაუმთავრებელი გამოდის ან ზედმეტად დამთავრებული არის ხშირად, ე. ი. ზედმეტათგაშლილი და განმარტოებული.
პოეტს აკლია, როგორც იდეოლოგიური, ისე ლექსის აღნაგობითი კონსტრუქტივიზმი. ეს კი ეხლა მთავარია პოეტისათვის. „ენგურის მთები“-ს უკანასკნელ კუპლეტებშიარის აშკარა გავლენა ერთი სიმბოლისტ პოეტის, მაგრამ ეს აღნიშვნად არა ღირს.
კ. ფეოდოსიშვილი ყოველთვის ნათელია იდეოლოგიურად და ასი პროცენტით კომუნისტურია;მაგრამ მის ლექსებს მხატვრული კულტურა აკლია, საჭიროა მეტი მუშაობა.ლექსიკონი და საერთოდ ლექსური თქმა მდაბიო აქვს.
რაც შეეხება ა. მაშაშვილს ეს არის ლიტერატურული დომხალი. „პასუხი მოგონებას“გრიშაშვილის და გალ. ტაბიძის შეერთებაა და ალიო მაშაშვილამდე დაყვანა. ამ პოეტზე გარკვეულიაზრის გამოტანა არ შეიძლება. ჩვენ ვეცადეთ, ლორთქიფანიძე და კალაძე მოგვექციაგარკვეულ რკალებში. მაშაშვილის გამორკვევა „თილისმას“ არ შეუძლია. აქ არის მისი ბედნიერებაც.მისი გამოურკვეველ სიბრტყეზე დგომის გამო მისი უგემოვნება და დამარცხება შეუმჩნეველირჩება. მის პოეზიაში ბევრია სახარინი და ასეთი პოეტის შედარება მაიაკოვსკისთან(როგორც ამას პ. ქიქოძე სჩადის) წარმოუდგენელიც არის და უპასუხისმგებლობაც.
მაგ. გრიშაშვილის ვარიაცია:„გიჟო, დაისვენე ბრძოლა გათავდა“...
„გამისკდეს გული და გამისკდეს ეს დედა-მიწა... გწყევლი ამ ქვეყნათ ბელზებელის ხარ თანასწორი. რადგან ამ ასულმა „პოეტის ფიცი გატეხა...“ შეიძლებოდა კიდევ მრავალი სტრიქონების ამოწერა, მაგრამ ესეც საკმარისია.

„საქართველოში შენ ერთი ხარ ცბიერი“ (ალიო მაშაშვილი).
„საქართველოში შენ ერთი მაინც“ (გ. ტაბიძე).

აქვე ქიქოძის წერილში მოყვანილია გოლოდჩნის სტრიქონი

„Ветер сыграй мне марсельезу
На балалайке проводов".

აქვე მაშაშვილს შეაქვს შესწორება ამ სტრიქონში და ასე ასხვაფერებს: „აქ მღერის ქარიმავთულებზე ინტერნაციონალს“. ამის შემდეგ პოეტის კეთილსინდისიერებაში ეჭვი რომ შეგვეპაროს,არავის არ უნდა გაუკვირდეს. ჯერ ეს რუსული სტრიქონები მხატვრულად დაბალხარისხოვანი და შემდეგ მისი გადმოქართულება ყოველგვარ ხარისხოვნობის ქვეშ სდგას.
პროზაში ყურადღებას იქცევს ნ. ლორთქიფანიძე „ხავსი“, ე. პოლუმორდვინოვი „ორიმზე“. „ხავსი“ ნაწილია დიდი რომანის, რომელიც წიგნათ გამოვიდა და ამის შესახებ ალბათსხვა დასწერს სხვა დროს და სხვა ადგილას. პოლუმორდვინოვი პროლეტარულ მწერლებისპროზაიკებში პირველ რიგში სდგას. ის სიუჟეტურად იძლევა და ხშირათ ნიჭიერადაც(მაგ: ლურჯი სუფრა). აქვს მანერა მოყოლის. ჯერ ვერ არის სავსებით დაწმენდილიდა განთავისუფლებული ტრაფარეტისაგან, მაგ.: „მტკვარი უხვად დაგროვებულ ქვებსკოცნის, კოცნის, ემშვიდობება“... მაგრამ იქვე კარგია სახე: „ღამე როგორც დაძონძილი დროშა, ისეა დაშვებული“.
ყველაზე სახიფათოა პროზაში სახეებით წერა და აზროვნება, სახეები სიუჟეტის განვითარებაშიმოქმედების აღწერას ადუნებს. უმთავრესი ყურადღება პროზაში უნდა მიექცესთქმის მანერას (стил сказа). ამით შეიძლება მიღწეულ იქნეს პლასტიური სხეულების მოცემა. მოთხრობაში მოცემულია ზაჰესის და მზის დაპირისპირება. თემის ისტორია საერთოდ მოდისმცხეთის ისტორიიდან, რომელიც პირველად ტ. ტაბიძემ მოგვცა თავის „ახალ მცხეთაში“.მოთხრობა აგრეთვე იმითი არის საინტერესო, რომ „ზაჰესის“ ფონზე ახალი აღმშენებლობითიყოფის დახასიათებას ცდილობს. ამ მასებში საინტერესოა ყოველთვის წვრილმანებისახლოს ნახვა. ყოფა უფრო წვრილმანების აღნიშვნით და აღწერით იქმნება მხატვრულშემოქმედებაში, აქ ისევ მოგვიხდება მემარცხენე მწერლობის ხსენება. ამ მხრივ შეუდარებელიასტეფანე კასრაძის დაბეჭდილი მასალები „ქართულ მწერლობაში“, „მნათობში“ და სხვა.აქედან შეუძლია ბევრმა ახალგაზრდამ ისწავლოს სხეულების დანახვა და აღნიშნვა.
პროლეტარულიმწერლობისთეორიაცსულსხვადასხვაა.ლეოესაკიაუფრო„ლეფიდან“ ჩუჟაკის და არვატოვის ხაზს უახლოვდება. ბენიტო ბუაჩიძე ძნელი გამოსარკვევია,თუ რას ამბობს თავის წერილში. არცერთი წინადადება სწორათ არ არის დასმული დაგამოხატული. შემდეგ ფოკუსი არა აქვს წერილს. მთლიანობა არ არის დაცული. არისგზადაგზა გინება, მაგრამ ესეც ძნელი გასაგებია. წერილის ფოკუსის უქონლობა ახასიათებსდ. რონდელსაც. ყოველთვის წერილში ის ეხება რამდენიმე საკითხს. შემდეგ ამ საკითხსთავს არ უყრის და სტოვებს დაღერღილად. რჩება შთაბეჭდილება გაფუჭებულიწისქვილის, ყოველ შემთხვევაში ის აზროვნობს. წინადადებას სწერს გასაგებად და მასთანშეიძლება კამათიც, ყველა იმ პროვოკაციების ჩამოთვლის შემდეგ, რომელიც მისწერილებში უხვადაა გაბნეული. ამ შემთხვევაში ლეო ესაკიას წერილი ამ ჟურნალში მიღწევაა.წერილი დაწერილია ნახევრად პუბლიცისტური მანერით, დაკუმშულია, რაც შეიძლება, ძლიერ და, რაც უმთავრესია, დაცული არის მთლიანობა.

  • პ. ქიქოძე და შ. რადიანი სწერენ სწორი ქართული ენითა და მოსალოდნელი გასაგებიაზრებით. ეს წერილების მშენებლობის შესახებ. ეხლა გადავიდეთ წერილებში დასმულისაკითხების მცირე შენიშვნებზე. დ. რონდელის წერილი გამოხმაურებაა ს. ჩიქოვანის აწერილ„თანამედროვეობა და პოეზია“. აქვე აბაშელი, ჩიქოვანი და ტაბიძე მოქცეულია ერთრკალში. წერილის ავტორს ეს მოუვიდა იმიტომ, რომ „მიძღვნა ახალ პოეტებში“ დაუჭერიაერთი კუპლეტი თითქოს პესიმისტური ხასიათის. საჭირო იყო ლექსის ქვემოდ წაკითხვადა პასუხს იქვე მიიღებდა ავტორი. შემდეგ ლაპარაკია ჩვენს უნაყოფობაზე. ამისსაპასუხო მთელი თანამედროვე პოეზიაა. როდესაც სიმონ ჩიქოვანმა დასწერა „ფიქრებიმტკვრის პირს“, მას შემდეგ ალ. მაშაშვილმა დასწერა „მტკვარის ტანი“, ლორთქიფანიძემ„მტკვარი“, აბაშელმა „მტკვარი“ და მთელმა წყებამ პოეტების ამ თემას გამოეხმაურენ.დემნა შენგელაიას პროზის ქვეშ მიმდინარეობს ეხლა მთელი თაობა ბელეტრისტების.დემნას „თბილისმა“ გამოიწვია კალაძის „ტფილისი“, როცა ნ. ჩაჩავამ გამოაცხადა„არსენა ყაჩაღი“, მაშინ მიაქცია ლორთქიფანიძემ და მოასწრო დაებეჭდა „არსენას სიმღერა“,კოლაუ ნადირაძეც ასევე მოიქცა. ს. ჩიქოვანის „ნ. ბარათაშვილის“ შემდეგ გამოვიდამაშაშვილის პოეზია ბარათაშვილზე. ესევე ითქმის „მყინვარი“-ს გარშემოც. შემდეგბარათაშვილი და მყინვარი ყველა მიმდინარეობის პოეტების თემათ და მასალად გახდა.თანამედროვე თემები აღვადგინეთ და შემოვიტანეთ ჩვენ — ძველი თაობის პოეტებიცსცხოვრობენ ამით. ამის შემდეგ რა უნაყოფობაზეა ლაპარაკი. შეიძლება, ჩვენ ვართ იმაშიდამნაშავე, რომ თქვენს პოეტებს ჩვენ თემებიდან არაფერი არ გამოდის.
    ამისათვის საჭიროა დაფიქრება და ლიტერატურულ სინიდისში ჩახედვა. ვაი თუ ბევრი თქვენგანი წყალს გაყვეს და ქვიშაში არ მოყვეს.
    საკუთარი თავის დაჯერება კარგია, მაგრამ გადამლაშება არ შეიძლება. ამხანაგებო, ნუ გაგიტაცებთ „დონ კიხოტური თავდავიწყება“, ის ჰამლეტობაზე უკეთესიც რომ იყოს.


ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. № 1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი