cover

სიმონ ჩიქოვანი // ახალი ყოფა და ახალი პოეზია

ახალი ყოფა და ახალი პოეზია
(პოეტის მოვალეობა)

I

ჩვენი გაგებით შემოქმედება არის შეგნებული პროცესი მუშაობის. აქედან პირდაპირი დასკვნა: ყოველი ხანის პოეტს აქვს საზოგადოებრივი და მხატვრობის ტეხნიკის პოეტიკა, რის საზღვრებშიც ის ასრულებს დასახულ მიზანს. ამ დებულების დამტკიცებისათვის ნათელი მასალაა მთელ მეცხრამეტე საუკუნის ქართული ლიტერატურა და შემდეგ ჩვენი მხატვრული პრაქტიკა, რომელიც ჩვენი მოვალეობის გაგებიდან გამოდის.
აქ ტენდენციურობის (შაბლონად გაგებული) საშიშროება არ არის. ტენდენციურობის დაძლევა ოსტატის უნარიანობის საქმეა და ჩვენი გაგების საწინააღმდეგო ცნებათ არ გამოდგება.
ეს გაგება ჩვენ გვაიძულებს გამოვარკვიოთ დღევანდელ ყოფასთან დაკავშირებით პოეტის მოვალეობა.
ამ საკითხთან დაახლოვებისათვის უკვე დაიბეჭდა ჩვენი წერილი ჟურნალ „ქართულ მწერლობას“ პირველ ნომერში. შემდეგ ჩვენ მიერ წაკითხულ იქმნა მოხსენება ხელოვნების სასახლეში: „ადამიანი ახალ ლიტერატურაში“. აქვე გამოქვეყნდა „მიძღვნა ნ. ბარათაშვილს“, რომელმაც შემდეგ გამოიწვია მთელი წყება ამ თემის ლექსებისა და ქართველ პოეტების 60% სარგებლობს დღესაც ამ მასალით. ამგვარად, საკითხი პირდაპირ დადგა პოეტის მოვალეობის გამორკვევისთვის. ჯერ კიდევ ლიტერატურის კულისებში და შემდეგ ოფიციალურად პრესაში ჩემმა შეხედულებებმა მიიღეს მთელი რიგი შენიშვნების, ვეცდები მათ პასუხი აქვე გავსცე. ნ. მიწიშვილმა ჩემი გაგება აღნიშნა თანამედროობის გაურკვეველ და უფორმულო მიმღეობად. გასულ წელს შ. დუდუჩავამ გაზ. „კომუნისტში“ ჩემი დებულებები პროლეტარულ მწერლობის იდეებთან მიახლოვებად გამოაცხადა და თანამგზავრების რიცხვში ჩვენც ვიყავით აღნიშნული. პროლეტარულ მწერლობის თეორეტიკოსებმა ზემო აღნიშნულ მოხსენებაზე (ლეო ესაკიასა და დ. რონდელის გამოსვლა) ჩვენი მთავარი დებულება: ადამიანის საჭიროება ახალ ლიტერატურაში, უკან დახევად სცვნეს, რადგან ახალი ადამიანი უნდა იყოს კომუნისტი, ხოლო ჩემს მიერ წამოყენებულ პიროვნებას პარტბილეთის ნომერი არა აქვს აღნიშნული. იყო სხვა შენიშვნებიც, მაგრამ ისინი საკითხის გასაშლელად არავითარ მასალას არ იძლევიან და მე ამ შენიშვნების პასუხზე ვჩერდები.
უპირველეს ყოვლისა მე წამოვაყენე დებულება: პოეტი უნდა ეძებდეს თანამედროვე საზოგადოების ცენტრალურ ფიგურას და მას უნდა ეძებდეს უმთავრესად თავის თავში. აქედან ჩვენ დავაყენეთ საკითხი პოეტის და მოქალაქის მთლიანობისა, რომელიც ადამიანისა და პოეტის გაორების წინააღმდეგობაა. პოეტის მოვალეობად წამოყენებულ იქმნა — გაიგოს თანამედროვე აღმშენებლობითი ყოფა (რომელიც ჩვენ დაძრულ სხეულად აღვნიშნეთ) არა როგორც გადასაღები ფაქტი, არამედ როგორც მასალობრივი მოვლენა და მისი ლტოლვა. შემდეგ ჩვენ ვემყარებით ადამიანს — წევრს სახელმწიფო ინტელიგენტურ ძალისას,ტეხნიკურ პერსონალს, ე. ი. დღევანდელ ყოფის დაკვეთის აღმსრულებელს; ასეთ ადამიანს თუ პარტბილეთიც ექნება, რასაკვირველია, საქმისათვის უკეთესია. როდესაც დღევანდელ საზოგადოებრივ მოქმედებას გავიგებთ თანამედროობის აღმშენებლობით პროცესად, ჩვენ მივიღებთ შემოქმედების მასალობრივ და მეთოდიურ მსოფლხედვას. პოეტიც ამ შეხედულებებით აყალიბებს თავის მოვალეობას და პოეზიის ადამიანით დაწყებისაკენ მიემართება.
მაგრამ თვით ის პიროვნება, რომელსაც პოეზია ეძებს არსებულ საზოგადოებრივ თვისებებში, ყალიბობის პროცესშია. ამიტომ ახალი ფსიხიკის შენებაც წარმოადგენს პოეტის ძირითად ამოცანას. რადგან სულიერი და მატერიალური კულტურა მიღებულია, როგორც მასალობრივი მოვლენა, ცენტრალურ ადამიანის ხასიათობრივი კანონების ჩამოყალიბებაც მასალობრივია და ჩვენ მიერ ერთხელ წამოყენებული „ფსიხიკის კოსტრიუტივიზმის“ გამართლებაც აქ არის.
სულიერ კულტურაში და თვით ფსიხიკის ორგანიზაციაში იჭრება ხერხობრივი პრინციპი — ჩვენ ვდგებით ახალი ადამიანის აშენების წინ, არა მარტო იდეოლოგიურად არამედ ფორმალურადაც ე. ი. პოეზიის მოვალეობას შეადგენს გამოარკვიოს კონსტრუქციები იმ ფსიქიურ დენების, რომლებსაც ჩვენი ნივთობრივი და მასალობრივი განწყობილების ქვეყანა თავის მოძრაობებით ჰქმნის.
აქ ვშორდებით ჩვენ რუსულ მემარცხენე ფრონტს, რადგან ისინი მხატვრულ მწერლობას მხოლოდ პროპაგანდისა და საჭირო ნივთების ქადაგებას აკისრებენ, ხოლო თვით ფსიხიკის შინაგან სტრუქტურას (რომელიც ახალია სრულიად) უყურადღებოდ სტოვებენ.
რასაკვირველია, ჩვენ ვემყარებით დანიშნულების პრინციპსაც, ჩვენ ვამბობთ, რომ არსებობს მასალა, შემდეგ ხერხობრივი ასრულება და მესამე მისი დანიშნულება. ამ სამ ფაქტორით ჩნდება მხატვრული ფაქტი. ეს მემარცხენე ფრონტის მთლიანი პრინციპებია, მაგრამ ეს მოვალეობა მცირეა და კრიზისის გამომწვევი.
ხერხობრივ პრინციპს ამართლებს თვით ხალხური ანდაზა: „ერთი ხიდან ბარიც გამოვა და ჯვარიცო“. აქ არის ხერხობრივ აღნაგობაში დანიშნულების პრინციპის შეტანა. სოციალური დაკვეთა შემოქმედის ხერხს უნდა მიმართავდეს ამ დაკვეთის ასასრულებელ შემოქმედებისაკენ. აქ არის ხერხის სოციალური ბაზა (რომელიც ჩვენ წინადაც გვქონდა აღნიშნული) და შემდეგ მთლიან შემოქმედების საზოგადოებრივი სარჩული. ეს შეიძლება თანამგზავრული შეხედულებები იყოს და შეიძლება უფრო მემარცხენეც. მაგრამ აქედან იმის მტკიცება არ შეიძლება, რომ ჩვენ მიუახლოვდით პროლეტარულ მწერლობას. წინააღმდეგ, ეს სრულიად ახალი გაგებაა თანამედროობის და მისი ხელოვნების და არაფერი საერთო არა აქვს პროლეტარულ მწერლების „გმირულ რეალიზმთან“. ჩვენ ვფიქრობთ, უკვე ნათელი არის ჩვენი წარმოდგენა თანამედროვე ხელოვნებაზე და ახალი ადამიანის ძიების პრინციპებიც, რომელიც სრულ მემარცხენე საზღვრებში არის ჩატარებული.

||

ერთი რუსი თეორეტიკოსი ყოფას განსაზღრავს, როგორც სისტემას რამოდენიმედ შეჩერებულ ჩოჩნხებრივ ფორმებისას, რომელსაც საზოგადოება ავსებს განსაზღვრულ გემოვნების მოთხოვნილებებით. იბადება შაბლონი, ტრადიცია მეშჩანობის, ჭირვეული ჩვეულება, ეტიკეტი, მენიუ და სხვა... ყოფის გადამღებნი და არაგადამღები შემომქმედნიც ყოფის გაგებას ამ თვისებებში იძლევიან. ილია ჭავჭავაძემ ყოფა სადილების სტილიზაციით მოგვცა (კაცია ადამიანი), ერენბურგმა თანამედროვე დასავლეთის ყოფის თვისებებში ყველაზე კარგად მენუ განიცადა.
ეს არის გადასული ყოფის ნუანსები. ეს ნიუანსები ნიშნავს უკვე ყოფის გადაღების ცდას. დღევანდელი ყოფა, როგორც ნათქვამი იყო, მშენებლობითია, აქიდან მისი სახის გადაღებაც შეუძლებელი არის. ეს შეიძლებოდა მხოლოდ სტატიკის დროს, სტატიკა კი თანამედროობაში არ არის. ახალი ყოფის დამახასიათებელია ლტოლვა, მისწრაფება. მისწრაფება გამოდის მშენებლობითი პრინციპებიდან და არის უტილიტარული. ამიტომ ხელოვნებაც არ წარმოადგენს სტატიურ მოვლენას, ის ცხოვრების ფორმაციაში ღებულობს მონაწილეობას. ჩნდება ხელოვნებაში არა გადაღებული ქვეყანა,არამედ ახალი დგამი, სტილისტური დენები, გამომდინარე თანამედროვე ნივთობრივ მეტყველებიდან, ამ ახალ კონსტრუქციებში ჩამოსაყალიბებელ ფსიხიკის გამორკვევა და პოეზიის ამ გზით გამართვა.
წარსულ ლიტერატურაში ყველგან ცენტრში იდგა ეპოსი. როგორც სტატიური ფორმა, სიტყვა-მსახ ხელოვნებისა, ეპოსის ცენტრში იდგა ადამიანი თავის საზოგადოების გამაერთიანებელი სახით. ასეთი ადამიანი დაიწყო რუსულ პოეზიაში პუშკინმა, საქართველოში ბარათაშვილმა.
ახალ ყოფაში შექმნილმა ლიტერატურამ, როდესაც ჰეგემონია აიღო, უარჰყო ზემოხსენებული პრინციპები და ადამიანი ამოაგდო (დაახლოვებით) პოეზიიდან და სანაცვალოდ პოეზიას დააკისრა ცნობების გავრცელება-მიწოდება, სტილისტიური ფორმაციები და სხვა. მაგრამ აქ მემარცხენე პოეზია მიდის თავის ამოწურვამდე და რუსული მემარცხენე პოეზია მოვალეობის სტატიკის საფრთხესთან სდგას.
გამოსავალ გზად ჩვენ მიგვაჩნია ახალ ლიტერატურაში ადამიანის პრობლემის გადაწყვეტა. ამ რკალების გახსნა შეიძლება „ფსიხიკის კონსტრუქტივიზმში“. ამ ახალ ადამიანის პრინციპებთან დაკავშირებულია ახალი ეპოსის კითხვაც. ახალი რკალი იხსნება.

III

ქართული ლიტერატურა მეცხრამეტე საუკუნეში სრულიად სხვა ხაზებში ვითარდებოდა, ვიდრე რუსული. მეცხრამეტე საუკუნის რუსული ლიტერატურა (სიმბოლიზმის დამატებით),როგორც პირველყოფილმა ფუტურისტებმა აღნიშნეს, იყო მხოლოდ და მხოლოდღმერთის ძიება, „ადამიანურ დამოკიდებულებათა“ მიღმა ხედვა (რამდენად ეს შესაძლებელია)და საწყობი დემონებისა, მოჩვენებებისა და რელიგიურ პერსონაჟებისა. ამიტომმხოლოდ პუშკინმა იგრძნო თავის საზოგადოების საღი ნაწილი და ჩვენ მხოლოდ მასვთვლით რუსულ ლიტერატურაში ამ ხაზის შემქმნელად . ქართული მხატვრული მწერლობა,წინააღმდეგ, ძებნაა კაცობრივი გზების (და არა სასულიეროსი), ადამიანთა დამოკიდებულებისსაზღვრების გარკვევისა და, საერთოდ, სოციალურ „ბედის უკუღმართობის“გარშემო ტრიალი. რასაკვირველია, „მერანი“ დამყარებაა ბედზე, მაგრამ საშუალებააკაცობრივი გრძნობების აღსადგენად, მაშინ, როცა რუსულ მწერლობაში ყოველივესულიერი მაღაროების შესაქმნელად არის წარმოებული ამიტომ არის ქართულ მხატვრულმწერლობაში ადამიანის ხასიათების მეტი ანალიზი, მაშინ როცა რუსული მწერლობა ხასიათობრივინისლით გადადის რელიგიურ აკლდამებში. „ბედი ქართლისა“-ს ავტორმა ამპოემით პირველად დააყენა მაშინდელი საზოგადოების ცენტრალური პიროვნება და ესდაყენება მოხდა მთლიანობის პრინციპის დაცვით ე. ი. ავტორმა მოგვცა ხასიათის სახსრებდაუხსნელიპიროვნება და ამით დაახასიათა თავისი საზოგადოება. ამ პოემის პასუხიარის „აჩრდილი“, სადაც პიროვნება დახსნილია და მთლიანი პიროვნება მოცემულია ანალიტიურფორმაში. პირველი არის დამწყები მეცხრამეტე საუკუნისა, მეთაური საზოგადოფენის, ხოლო მეორე მისი ანალიზი, დაშლა და ამავე დროს დეკადანსიც.
ასე შეიქმნა ერთი პიროვნება და მისი ორსახიანობა ამ პოემებში გამოაშკარავდა. აქედანხაზი გამართა ირ. ევდოშვილმა და შემდეგ დემოკრატიულმა პოეტებმა. მათ „აჩრდილი“-ს ავტორის ადამიანი გაიგეს არა როგორც პიროვნების შექმნა, არამედ როგორცმოთხოვნილებების აღნიშვნა. ამან დაბადა მათი ლოზუნგური პოეზია ის დაედოსარჩულად სააგიტაციო მწერლობას.
და შემდეგ სიმბოლისტებმა ქართულ მწერლობის ამ ხაზს გვერდი აუარეს და შემოიტანეს არა საზოგადოებრივი ადამიანი, არამედ განყენებული სხეული, მოჩვენების, დემონების და სხვა. ამას ხელი შეუწყო იმ ლექსალურმა მასალებმაც, რომელიც მათ რუსულ მწერლობიდან ისესხეს. აქ შეიქმნა ლიტერატურა მეშჩანებისა და არა ხალხის... აქედან იბადება მყინვარის გაგებაც. „მგზავრის წერილებში“ ცნობილია, რომ ილიას მყინვარი არ უყვარდა, მაგრამ მის პოეზიას მყინვარი არ შორდება. საინტერესოა, რომ აჩრდილის გამოსვლაც მყინვარის რკალში ხდება. აქედან შეიძლებოდა გამოგვეყვანა, რომ „მოხუცი“ და მყინვარი ერთი და იგივე მწვერვალი არის, რითაც ილიას ცენტრალური პიროვნების წარმოშობის ისტორია ნათელი ხდება.
„აჩრდილი“-ს და „ბედი ქართლისა“-ს მაგალითით ირკვევა ის ხერხობრივი პრინციპი, რომლითაც სრულდება ცენტრალური ადამიანი პოეზიაში. ადამიანი აქ წარმოადგენსჯამს სიუჟეტში შექმნილ მოქმედებისას, ან განწყობილებების სახრების დახსნას („ბედიქართლისა“ და „აჩრდილი“). პირველში არის პრინციპი შეერთებისა და შედედებისა, ხოლომეორეში მოცემულია რაობის გაშიშვლება ყველა განზომილებებში. ეს ის გზაა, სადაციბადება თემატიკის არჩევანი. როდესაც იბადება ახალი თემატიური მასალა, ის ახალადამიანის საჭიროებასაც ბადებს.

IV

ადამიანზე რუსეთშიაც დაიწყეს ამ ბოლო დროს წერა. ჩვენი გამოსვლა სრულიად დამოუკიდებლად მოხდა. ეს ჩვენი წერილების ქრონოლოგიითაც შეიძლება დამტკიცდეს.ის ბრალდება, რაც რუსებმა მიიღეს, ჩვენ მოგვაწერეს ზოგიერთებმა, რომ ეს არის დაბრუნებაუკან, ბარათაშვილის განმეორების ცდა და სხვა (ამ გაუგებრობამ ზოგიერთიახალგაზრდა პოეტი კურიოზულ ლექსებამდისაც მიიყვანა). რამდენად მართალია ეს რუსთეორეტიკოსების მიმართ, იმდენად ჩვენ არ გვეხება. ჩვენ სრულიად ვეთანხმებით ს. ტ.ახალ ტოლსტოის უარყოფაში. ასეთს საჭიროებას ჩვენც არ ვგრძნობთ. ბარათაშვილისპიროვნებასთან დაბრუნებას კი არ მოვითხოვთ, არამედ, როგორც ბარათაშვილმა თავისიეპოქა დაიწყო, ისე ჩვენი ახალი ხანის მიერ შესაქმნელ პიროვნების ძებნაზე ვლაპარაკობთ.ჩვენ სრულიად სოლიდარული ვართ იმ მოსაზრებებთან, რომ ახალი ადამიანი იმსტატიურ ეპოსს ვერ გაუძლებს და არც მისი შესაქმნელი მყარი ყოფა არსებობს. მაგრამჩვენ ვერ გადავყვებით მარტო ლიტერატურის ნაწილაკებს. ტფილისში ერთი შესანიშნავიშენიშვნა მიიღო ზემო მოსაზრებამ. შემნიშვნელმა აღნიშნა, რომ ფელეტონი, რომელზედაცეყრდნობა მემარცხენე ლიტერატურა თვით იმპრესიონისტული მოვლენაა და აქედანროგორ გინდათ ეპოქის დახასიათებაო. სწორედ ეს შენიშვნა კარგად უარყოფს ფელეტონიზმზეშეჩერების პრინციპს. ჩვენ წინ უფრო დიდი დანიშნულება გვიძევს და ამის შესახებ უნდა ვიმუშაოთ და პოეტის მოვალეობა სხვა მხრივ უნდა მიემართოს.
ჩვენ წერილში, „ქართული ლიტერატურის ახალი კლასიფიკაციისათვის“ აღნიშნულიიყო, თუ ვინ ჩაუყარა საძირკველი მეცხრამეტე საუკუნის თემატიკას. ამ წერილში ჩვენ ვეცადეთდაგვემტკიცებინა, რომ ამავე პოეტმა შესძლო პირველი ცენტრალური პიროვნების მოცემაქართულ ლიტერატურაში. ამ დებულებიდან ჩვენ ვაკეთებთ დასკვნას, რომ ყოველ ახალთემატიურ მასალის დაგროვების დროს მხატვრულ მწერლობაში გამოდის ახალი პიროვნება,ან იწყება მისი ყალიბობა.ჩვენც,რასაკვირველია, ვიმყოფებით ასეთ თემატიურ დაგროვებისდა ახალი ყოფით წამოჭრილ მასალების გადალაგების ხანაში, თანამედროობამ თავისსოციალურ ტეხილებით მოიტანა უამრავი თემატიური მასალა. ამ თემატიურ მასალაში დამასალების აღნაგობით ხდება ახალი საზოგადოების ცენტრალურ პიროვნების ყალიბი.
მართალი არის ის დებულება, რომ ახალი პიროვნება სისწრაფის კანონების შიგნითმოქმედობს, მაგრამ ახალი ყოფის ტენდენცია ხომ იძლევა ახალი სურვილებისა და მიმართებებისწყებას. შემდეგ ეს ხდება სრულიად ახალ მოძრაობათა კონსტრუქციებში და,მაშასადამე, თვით ამ ფსიხიკის შინაგან კანონებთანაც გვაქვს საქმე. პოეზიის დანიშნულებაცაქ იხრება ახალი ეპოსისკენ. ეს ახალი ეპოსი არ არის არც ტოლსტოის განმეორება და არც ბარათაშვილის დაბრუნება, ეს არის თეორია ფსიხიკის კონსტრუქტივიზმიდან გამოსული მხატვრულიშემოქმედებისა. ეს გზა გაამართლებს ახალ ლიტერატურას. ამის განმარტებისათვის ამწერილის არე არ გვყოფნის. ამაზე შემდეგ.

V

ყველა ეს შეხედულებანი ჩვენ გვეუბნება კიდევ ერთ უკანასკნელ დასკვნას: ეს არისმემარცხენეობის ფორმალური თეორიის კრიზისი. რუსული მემარცხენე თეორია ამტკიცებს,რომ მთავარი არის მასალის დაძლევა და ასრულება, ამიტომ ხერხებრივი ცდები წერისადა მით სააგიტაციო-საპროპაგანდო მხატვრული შემოქმედება. ჩვენ ვამბობთ, რომყველა ეს ლაბორატორიული მიღწევები უნდა იქნეს გამოყენებული ახალი ეპოსის დასაძლევადდა ახალი ადამიანის ყალიბის შესაქმნელად. აქ არის განსხვავება ჩვენ და რუსკონსტრუკტივისტებს შორისაც. ისინი ამბობენ, რომ ეს მიღწევები უნდა იქმნეს გამოყენებულიშინაარსის დასაძლევათ. მათ შინაარსი ესმით, როგორც ფაბულის გამოხსნა დამისი აშენება. ჩვენ ამ შინაარსობრივობის საჭიროებას არ ვგრძნობთ. ჩვენ უთანხმებთ„დანიშნულების“ პრინციპსახალეპოსს.ახალიადამიანისშინაგანგამორკვევას უნდაჰქონდეს დანიშნულების პრინციპიც. როდესაც მემარცხენეები ამტკიცებენ, რომ საჭიროააგიტაცია, პროპაგანდა ანივთების შენება, ჩვენ უპასუხებთ: პოეზიამ უნდა სცადოსახალი პიროვნების ჩამოყალიბება ან ყალიბობით პროცესში მონაწილეობის მიღება დააქედან მოაწყოს კონსტრუქცია პროპაგანდის, ნივთის საჭიროების და, საერთო და წარმოებითიხელოვნებისა. აი, მოკლედ ის მთავარი დებულებები, რომელიც ახალი ადამიანისსაჭიროების გამო ჩვენ წამოვაყენეთ ჯერ კიდევ გასულ წელს. ამ ფორმულებს ჩვენუფრო გავარკვევთ ჩვენს უმთავრეს შრომაში „ფსიხიკის კონსტრუკტივიზმი“.
თვით ის შეხედულებები, რომლებიც ამ წერილებშია წამოყენებული, არამც თუ ქართულ მწერლობაში, ეს რუსული მასშტაბითაც ახალი გზაა მემარცხენე აზროვნებაში.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. № 1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი