cover

სიმონ ჩიქოვანი // დავით კაკაბაძე თანამედროვე მხატვრობაზე

დავით კაკაბაძე თანამედროვე მხატვრობაზე

თანამედროვე 1925 წელს მივიღეთ წიგნი ქართულ ენაზე მხატვრობის შესახებ. წიგნში შედის სამი თეორეტიული ტრაქტატი და პრაქტიკის რამოდენიმე რეპროდუქცია, მეორეში (ქართულ წიგნში) უკვე სჩანს ახალი თეორეტიული და პრაქტიკული გამომუშავების უნარი, რომელიც კაკაბაძისავე აზრით საკუთარ აღმოჩენამდე მიდის.
კაკაბაძის გზა აღმოჩენებითა და ძიებებით იწყება, ის მიდის ყველა მემარცხენე პოლიუსებამდე, მაგრამ ქართულ მხატვრობის ორგანიულ კავშირსა და ტრადიციებს არ ივიწყებს პუნინი რამოდენიმე ხნის წინეთ ტატლინის შესახებ სწერდა: „ტატლინში ასეთი ტრადიცია ჩარჩა რუსულ საეკლესიო მხატვრობისაგან ვიდრე თვით კუბიზმიდან“, თვით ფრანგული კუბიზმი ორგანიულ კავშირში არის დასავლეთის მხატვრობასთან და მის საწყისი სეზანნის მიღმაც არის და ამიტომ იმარჯვებს ეხლაც დაბრუნებული შეხვედრები. ეს ორგანიულობითი გზა მემარცხენეობის საქართველოში შემოიტანა კაკაბაძემ და გამარჯვებულათაც შეიძლება ჩაითვალოს.
ამ წიგნში მოცემულია ანალიზი თანამედროვე მიმდინარეობათა. ავტორი აკეთებს საკუთარ დასკვნეთს და მიდის.
მასალების კლასიციზმამდე. სადაც ის ხვდება ჩვენს მიერ დაყენებულ გაგებებს, თუმცა ექსკურსიებსა და წოდებების დაყენების დროს მას აქვს უთუოდ რამოდენიმე შეცდომა, რომელიც უნდა აღინიშნოს.
მთავარი რაც წიგნს ატყვია — გადამეტებული ფრანგული ტრადიცია. დოსტოევსკის „სლავიან ოფილიზმს“ და შპენგლერის „ევროპის დაღუპვას“ ავტორი „ნეგატიურ“ აზროვნებას უწოდებს და მოგვიწოდებს დასავლეთის ცივილიზაციით სარგებლობისაკენ. ეს რამოდენიმეთ საჭირო არის, მაგრამ ავტორი ამ გაგებას მიყავს ზედმეტი ესტეტიზაციისაკენ და შორდება დანიშნულების ფორმულას. სამწუხაროა, კაკაბაძეს არ მიუღია საბჭოთა რუსეთიდან არავითარი გაკვეთილი და ევროპიულ მიღწევების მიღების დროს „პროიზ ვოდსტვენიკები“-ს შეხედულებათა ფილტრაციაში არ ატარებს. ამიტომ „მოხმარებისა“ და „დანიშნულების“ მოვალეობა აკლია მთელ მის თეორიასა და პრაქტიკას. აქედან არის მეორე შეცდომა, რუსულ კონსტრუქტივიზმის არსებობის შესახებ. ეს შეცდომა რუს მხატვრებსაც მოსდით მაგრამ ისინი მოქცეული არიან შემოქმედების ორბიტში და ვერ საზღვრავენ თავიანთ მიღწევებს, მხოლოდ კაკაბაძეს უსათუოდ უნდა შეემჩნია ანალიზის დროს ეს მოვ- ლენა. რუსეთში არსებობს მწარმოებლობა (производственничество) და არა კონსტრუქტივიზმი. კონსტრუქტივიზმი ნიშნავს ათვისების მეთოდს და მსოფლმხედვე ლობას, რომლის ფორმულები დაიბადა უკანასკნელად ქართული ხელოვნებაში. ჩვენ ვამტკიცებთ რუსეთში როგორც პოეზიაში ისე მხატვრობაში არ არსებობს კონსტრუქტივიზმი. არსებობს მხოლოდ თერმინი და ამ თერმინის ნიშნის ქვეშ მიდის „მწარმოებლობა“. ეს ნიშნავს უტილიტარულ ნივთის აშენებას ე. ი. სამოქალაქო ნივთის აგიტკას. ხოლო კონსტრუქტივიზმი იდეოლოგიისა, ფორმულები ნივთების ათვისებისა და მიმღეობის. ერთ ერთ სხდომაზე ჩვენ განვაცხადეთ, რომ მეცხრამეტე საუკუნე წარმოადგენს რეალიზმის ეპოქას-როგორც ხერხის. მეცხრამეტე საუკუნეს ახასიათებს რიალისტური ხერხით მიდგომა ხელოვნებისადმი, ხოლო შემდეგ შექმნილ შემოქმედებით ფაქტს რომანტიული მსოფხედვა ახალმა ეპოქამ (ფუტუ- რიზმიდან ჩვენამდე) შემოიტანა ნატურალისტური ხერხითი მიდგობა მასალებისადმი და აქედან შემოქმედებით ფაქტის კონსტუქტიული მსოფხედვა.
პირველ შემთხვევაში არსებობს საგნების შეხედვა ე. ი. საგნების მიმიკის ნახვა და მისი გადმოცემა, ამიტომ ფაქტი შემდეგ იძლევა დრამატიზმს, რომელიც მიდის საკრალობამდე. ნატურალისტურ ხერხით შეხება საგნების და განცდა მისი მასსის. აქედან იწყება ორგანიზაცია საგნების და კონსტრუქტიული მსოფხედვა. უკანასკნელი მცნების ფრჩხილების გახ- სნა უფრო ვრცელი შრომას და ადგილს მოითხოვს და ჩვენ ამას სხვა დროს აღვნიშნავთ ეს იმისთვის არის აღნიშნული რომ კაკაბიძის და ყოფა რამარნიზმის და კლასიციზმის ეპოქად ჩვენ შემცდარ და არა სრულად მიგვაჩნია.
ხოლო მეორე მცნება მასალების კონსტრუქტივიზმის (ეს უდრის კაკაბაძის მასალების კლასიციზმს) ხელოვნებაში. ე. ი. ფორმალურ მეთოდების ყალიბია ან ფორმალი კონსტრუქტივიზმი. სწორი განსაზღვრა კონსტრუქტივიზმის ამ სტრიქონების ავტორის მიერ იქნა მოცემული პირველათ (იხ. „მნათობი“ სასწრაფო განმარტება“ და „გერმანეთის მხატვრობა“) დავით კაკაბაძემ თავის წერილებში იგივე სთქვა, მხოლოდ უფრო პოპულიარულად და პრიმიტიულად წარმოადგინა მთლიანი გაგების ნუსხა. ამ კონსტრუქტივიზმის გამო- მუშავების დროს ჩვენ უფრო ვრცელი ანალიზით მივდიოდით დასმულ საკითხამდე. ჩვენი ანალიზის საზღვრები შორდებოდა ფუტურიზმს– კონსტრუქტივიზმისა და ექსპრესიონიზმი — კუბიზმს. ამ საზღვრებით მოცემული კონსტრუქტივიზმი კაკაბაძის დამოუკიდებლად ჩვენ წარმოვადგინეთ 24 წელს (კაკაბაძის წიგნი ჩამოვიდა 25 წელს) დასკვნები თითქმის ერთი და იგივე არის, მხოლოდ კაკაბაძის წოდება კლასიციზმი ჩვენ შეცვლილი გვაქვს კონსტრუქტივიზმით, ხოლო ახალი კლასიციზმის, როგორც კონსტრუქტივიზმის გაგება ჩვენს მიერ უკვე აღნიშნული იყო სხვა ადგილას უფრო მეტი დამტკიცებით.
წიგნის ის ნაწილი სადაც ექსკურსია ქართულ მხატვრობაში სრულიად ხვდება ჩვენს უარყოფას ჩოხიან და ფრესკიან მხატვრობისას. წიგნში მოთავსებული პრაქტიკული მასალები წარმოადგენს გამართლებებს მის თეორეტიულ მოსაზრებათა. აქ არის რამოდენიმე ლაბორატორიული ცდა და დასრულებული სურათებიც. ვიღაც „ვ.კ.“
ჟურნალ „კავკასიონში“ ეხება ამ წიგნს უარყოფითად და გაკვირვებულია ცდებითა და ხელოვნების“ „ქიმიურ“ ნათესაობებით. ეს შენიშვნა, ჩვენის აზრით, არ არის სწორი და ბუთიანი. ეხლა როგორც მხატვრობა ისე სიტყვა მსახი ხელოვნება ქიმიურ დახსნილობისა და შედედების პროცესში სდგას. ეს იმისთვის რომ ეხლა ფორმალ მეთოდებით ახალ აღმშენებლობას იწყებენ და კაკაბაძეც ამ გზას სრული სისწორით ადგია. კაკაბაძე პირველად აყენებს ცდას, რომ სიღრმე მიღწეული იქნეს ფერადების დალაგებითა და კომპოზიციით. აქ იბადება ფერადების კონსტრუქტივიზმი. კაკაბაძემდი თანამედროვე მხატვრობამ არ იცოდა ეს წინააღმდეგობა ექსპრესიონისტების ფერადების დალაგების, რომელიც კანდისკიმ შექმნა და რომელიც განსაზღვრულ ფორმების შენებათა მაგიერ ფერადების „დრამატიხაციამდე“ მიდის. სამწუხაროთ უფერადო რეპროდუქციები არ გვაძლევს საშუალებას უფრო ღრმად შევეხოთ ამ ცდას. სიღრმის ძიებები დაწყებული კუბიზმით მოდიოდა სიბ- რტყეებითა და ხაზულობით საშუალებით. ამით იბადებოდა მოცულობა. კაკაბაძემ მოაბრუნა კუბიზმი და ფერადებით შექმნა იგივე მიღწევა.
სიღრმის ფერადებით მოცემამ ის მიიყვანა კინოს რეფორმაციამდეც. ამიტომ ამ მოცულობის მაძიებელ ხელოვნებას ის კინოს უახლოეებს და უკანასკნელის პრიზვმაში ატარებს. ეს არის მასალების კლასიციზმი.
სამწუხაროდ კაკაბაძე ჩაპლინის მოძრაობის კონსტრუქციებს უყურადღებოდ სტოვებს. ჩვენი აზრით ჩაპლინი სიბრტყეების აგების და სივრცეთ დალაგების მთავარი ორგანიზატორი არის თანამედროვეობაში. მისი მიღწევების დაკვირვება ბევრს მისცემდა კაკაბაძეს. ამ წიგნით ქართულ მხატვრობაში დ. კაკაბაძე წარმოადგენს როგორც თეორეტიულ ისე პრაქტიკულ მიღწევას.
ეს არის მცირე შენიშვნა, რომელიც ჩვენ დ. კაკაბაძის წიგნზე ვსწერთ და რომლიდანაც დავასკვით: კაკაბაძე სრულიად დამოუკიდებლად მივიდა იმ გაგებასთან, რომელსაც ქართულ ხელოვნებაში ჩვენი ფრონტი აყენებდა.
კაკაბაძეში ვნახეთ ჩვენი ფრონტის ერთგული თანამგრძნობი და უფრო მეტიც. კაკაბაძე მემარცხენე ფრონტის პრაქტიკი და თეორეტიკოსი. აქედან პირდაპირი დასკვნა ის არის, რომ თანამედროვე ხელოვნება მარცხენა ფრონტით მიდის გამოანგარიშებული პოლიუსით და ახალი თაობა ექცევა ერთ და იმავე პოზიციაში.

გაზ. „დროული“ 1925 წ. № 1.

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი