cover

სიმონ ჩიქოვანი // ქართული ლიტერატურის კლასიფიკაციისათვის

ქართული ლიტერატურის კლასიფიკაციისათვის

ჩვენი სურვილი არის მოვახდინოთ ახალი დალაგეება ქართული ლიტერატურის (მე-19 საუკუნიდან მყოფად ლიტერატურამდე). ამით ჩვენ გვინდა გამოვძებნოთ სპეციფიური დამახასიათებელი თვისება ქართულ ლიტერატურის (რომელიც მას ასხვავებს უცხოელ ლიტერატურიდან) და წარმოვადგინოთ მისი ორგანიული კავშირი, როგორც მთლიანი სხეულის. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ავირჩიეთ ეგრეთ წოდებული ფორმალური მეთოდი, რომელიც ხელოვნების ფაქტის კვლევის დროს იტევს თეორეტიულ პოეტიკას (მარფოლოგია). თეორეტიული პოეტიკა აყენებს შემდეგ მიდგომას ხელოვნების ფაქტის კვლევის დროს. ყოველ შემოქმედების ფაქტი წარმოადგენს კოცენტრაციას განსაზღვრულ ხერხების. ყოველ შემოქმედების ფაქტში არსებობს ორი საწყისი: ხერხისა და მასალის; მასალას იღებს შემომქმედი და ხერხის საშუალებით მას ხდის ხელოვნურ ფაქტათ. ეს დაყოფა სავსებით უარყოფს აქამდე არსებულ დაყოფებს, რომელნიც უმთავრესად ფორმისა და შინაარსის ცნებებში გამოიხატებოდენ.
იქ შინაარსი არაფერს არ წარმოადგენს, ხელოვნების ფაქტში, ის მხოლოთ მასაა, რომელიც ხერხის საშუალებით შეიძლება გახდეს შემოქმედების ნიმუში. აქედან ყოველ შემოქმედებითი ნარჩენში, საჭიროა შეიგრძნო, როგორ არის ის გაკეთებული და არა რას იძლევა ის შინაარსით. ისტორიული პოეტიკით (მორფოლოგია) ლიტერატურის განვითარება სრულიად დამოუკიდებელია სოციალურ ურთიერთობიდან. ლიტერატურას აქვს საკუთარი სხეული, რომელიც და მოუკიდებლათ ვითარდება, კვდება და და ბადებს მის შენაცვლით ფაქტებს. ყოველი ახალი ფორმები და თემითი ცვლილებები გამოწვეულია არა სოციალური მოთხოვ- ნილებებით, არამედ წმინდა ლიტერატურული განვითარების კარნახით. აქედან ყოველ ახალი ხელოვნური ფაქტი პროტესტია წინა ლიტერატურული ფაქტების და გამოწვეულია მისი ხერხების შენაცვლებისათვის. წინა ფაქტები ავიდენ განვითარების უმაღლეს წერტილამდე და მისი დეკადანსი მოითხოვს ხერხებისა და თემატიკის გამოცვლას.
„სიტყვას აქვს თავისი დამოუკიდებებელი ცხოვრება და განსაკუთრებული თვით არსო- ბის უფლება“ - ამბობს ეს შკოლა. აქედან ყოველი სიტყვა წარმოადგენს განსაკუთრებულ სხეულს ანუ ნივთს და შემოქმედებაში უნდა ხდებოდეს სიტყვის ფიზიოლოგიის ძებნა. ერთი თეორეტიკოსი აღნიშნავს, რომ მხოლოდ რუსული ფუტურიზმი იყო ნამდვილი შეგნებული დამტკიცება, ამ მოთხოვნილებების და პირველად მან დაიწყო ბრძოლა სიტყვის თვით არსობისთვის. იტალიელი ფუტურისტები წმინდა იმპრესიონისტული მიდგომით ღებულობდენ სიტყვას. თუ მაშინოლოგიამ და საზოგადოებრივმა მრეწველობამ მოსპო სიმბოლისტური კეთილხნოვანება როგორც ამას მარინეტი ამბობს და მოითხოვეს იმისი გადაშენება, აქედან დასკვნა ასეთია: მაშინოლოგიისაგან მიღებულ შთაბეჭდილებით, იბადება, ახალი მეტყვე- ლება ეს წმინდა იმპრესიონისტული მოვლენაა. რუსული ფუტურისტები კი სრულიად ეწინააღმდეგებიან ამ ცნებას, როდესაც აყენებენ, სიტყვის თვით არსობას და სპობენ მის, წოდებრივ მოვალეობას. ყოველი ხელოვნური ფაქტი წარმოადგენს ხერხების კონცენტრაციას და შენდება განსაზღვრულ ხერხებისაგან. ამ მეთოდით მცირე შესწორებით ჩვენ ვეცდებით დავალაგოთ ქართული ლიტერატურა. ფორმალისტებს ხერხი მიღებული აქვთ როგორც მათემატიკური ცნება და ამით არკვევენ ხელოვნურ ფაქტის ყველა თვისებებს: ისტორიულს და სხეულებრივს. ჩვენ ამ დებულებას სავსებით არ ვიზიარებთ, მაგრამ სანამ ამ ანალიზზე გადავიდოდეთ, საჭიროა ვიცოდეთ თუ რა ფაქტორებს ვეხებით ჩვენ ქართულ პოეზიაში. ჩვენი ფაქტორები არის უმთავრესად თემატიკისა და ლექსალობის. ეს ორი ფაქტორი ჩემის აზრით ხსნის, საზღვრებს ყოველი ნაწარმოებისას. ამ ცნების მიხედვით ჩვენ გავავლებთ ქართულ ლიტერატურაში ხაზს და აღვნიშნავთ მის მთლიან სპეციფიურ თვისებას და ამავე დროს სხვადასხვა ეპოქის დამახასიათებელ ლექსაციას. სწორედ ამ მოვალეობის გამორკვევისათვის ჩვენ, დაგვებადა სურვილი ხერხის განსაზღვრის, თუ ფორმალისტებს ისა აქვთ როგორც მათემატიკური ფუნქცია მიღებული, ჩვენ რევიზიონისტობას არ გაურბივართ და გვინდა უფრო გარკვეულ ცნებათ მივიღოთ ხერხი, როგორც ისტორიულ ისე თეორე- ტიულ პოეტიკაში პოეტიკას, ისტორიელს და თეორეტიკულ ჩვენ სავსებით ვიღებთ. მაგრამ ხერხი რომელიც მთავარი გასაღები არის ორივე პოეტიკაში, ლიტერატურულ ფაქტის მიმღეობისთვის, დამოკიდებულია რამონდენიმე გარე მდებარე მოვლენებიდან და ეს უნდა გამორკვეულ იქნეს. ჩვენის აზრით თუ ხელოვნების ფაქტები დამოუკიდებელია სოციალური ბაზიდან, მაინც ყოველ განსაზღვრულ ეპოქის შემოქმედს მომარჯვებული აქვს ხერხი, რომელშიდაც შედის შემოქმედის, რასული, სოციალური და სხვა თვისებები ხელოვნური ფაქტი შენდება მასალისა და ხერხისაგან და ყოველი ხერხი გამომუშავებულია ეპოქის სხვადასხვა თვისებებიდან და ასეთის მიზანშეწონილებით ჩასმული ფაქტში.
მიუხედავათ იმისა, რომ ხერხს შეიძლება ქონდეს სოციალური კარნახი, ამავე დროს ის წარმოადგენს, ჩვენის აზრით, ლიტერატურულ მიმდინარეობითი მოვლენასაც: მაგალითად, ამ წერილში ჩვენ გვინდა გავარკვიოთ ორგანული კავშირი. ამ შემთხვებაში ჩვენ გვსურს გამოვარკვიოთ ქართული ლიტერატურის ისეთი ხერხები, რომლებიც მას განასხვავებენ უცხოეთის ლიტერატურიდან და იქნება რასსიული თვისებების ხოლო ხერხების მიმართულებებს გზა და გზა გამოვარკვევთ. ქართულ თემებს უმთავრესათ ახასიათებს გეოგრაფია. ქართულ ლიტერატურაში თემის გეოგრაფიის უმთავრესი მნიშვნელობა აქვს და მისი დაღი არის მთელ ქართულ ლიტერატურას მეცხრამეტე საუკუნეში. ყოველ გეოგრაფიულ მდგომარეობას აქვს თავისი აკუსტიკა და თავისი დგამობრივი მასალა, ამიტომ ყოველ შემოქმედს საშვალება აქვს თემის მდებარეობის მიხედვით მოახდინოს აღნაგობა ხელოვნური ფაქტის. აზის წინააღმდეგი მოვლენაც თემის. როდესაც მას არა აქვს ქართული გეოგრაფია. მაშინ ავტორი ცდილობს არ გამოვარდეს ქართულ ხელოვნების ორგანიულ კავშირიდან და უზიდავს თემას ისეთ დგამს და აკუსტიურ მასალას, რომელნიც ქმნიან ლექსალობის ეროვ- ნულ ხასიათს. მაგ. ნ. ბარათაშვილის „მერანი“. სხვა ხერხი არის ნაცადი იმავე ავტორის „ფიქრრები მტკვრის პირას-“ში. აქ არც თემა და არც ლექსალობის რასიულობა არ არის ქართული. ამიტომ ავტორს აღებული აქვს განცდის ადგილი მტკვრის პირათ, და ლექსიც სრულიად მიღწეულია ეროვნული კავშირის დაურღვევლობაში. აქედან გეოგრაფიისა და თემების ორგანიულობითი თანდათანობა, ხერხითი ცდა და მისი რასიული საწყისი ცხადია. თემა ხშირათ მასალაა, ხერხი იმის ასრულება. ყოველ ლიტერატურულ ეპოქას აქვს თავისი თემები, რომანტიულ ეპოქის თემები საზღვარდადებულია. მისი მეთაური საქართველოში ნ. ბარათაშვილი საზღვრავს მის თემატიკას და შეიძლება იმისი ჩამოთვლაც. თბილისის რომანტიზმი „სული ობოლი“ „შემოღამება მთაწმინდაზე“ „მერანი“ (სივრცის რომანტიკა) „ჩემი ლოცვა“ „ფორტოპიანის ხმაზე“ (ახალ ლიტერატურაში ხაზი გაფრინდაშვილის) „საყურე“ (ხაზი ტუალეტის, ახ. ლიტ. ხაზი — გაფრინდაშვილის). აქედან ჩვენი თქმა, „რომ ბარათაშვილი ქართულ რომანტიზმის თემატიკის პუშკინი არის ცხადი ხდება. ბარათაშვილის შემდეგ რომანტიზმს არ მომატებია არც ხედვითი აპარატი და არც რაიმე თემატიური მასალა, (გარდა დგამობრივი თვისებებისა, რომელიც სიმბოლისტებმა შემოიტანეს) ყველა ამ თემებს აქვთ ნაციონალური გეოგრაფია და მისი აკუსტიური თვისებები. ეს რომანტიზმში სავალდებულოთ გახადა ნიკ. ბარათაშვილმა მამია გურიელით, გრიშა აბაშიძემდე. შემდეგ თემის გეოგრაფიის მოსპობა და მისი აკუსტიკის დეკადანსი დაიწყო კოტე მაყაშვილმა, რომელმაც პირველათ სცადა ელლინური დაყოფა ქართული სიტყვის ლექსალობის. სიმბოლისტებმა სრულიად მოსპეს თემის გეოგრაფია და ნაციონადური აკუსტიური ორკესტროვკა, და ამით გაარღვიეს ქართული ხელოვნების ორგანიული კავშირი თუმცა რომანტიზმის თემატიკისთვის მათ ახალი არაფერი დაუმატებიათ) როდესაც თემების გეოგრაფია და რასიული თვისებები შევიტანეთ ჩვენ ხერხის მიმღეობის დროს, ახლა საჭიროა გავარკვიოთ ხერხის მიმდინარეობითი თვისებები. ჩვენი აზრით ყოველ ეპოქას აქვს თავისი მიმართულებითი ხერხები. მაგალითისათვის: რომატიზმის ეპოქაში შემოქმედებითი ფაქტი ისწაფრვის დრამატიზაციისაკენ, მაშინ მიმღეობითი ხერხი ყოველთვის საგნების გამოსახვით კმაყოფილდება და წარმოადგენს წმინდა რეალისტურ მიმართებას მით უმეტეს თვით ფორმალისტების მტკიცებით თუ ყოველი შემოქმედებითი ფაქტი წარმოადგენს წინა ფაქტების შენაცვლებას და მასში არსებულ ხერხების შეცვლას – ეს სწორედ იმას ამტკიცებს რომ ხერხობრივი სტრუქტურა განსაკუთრებულ მიმართულებებში განსაკუთრებული არის და მისი შეცვლა მიმდინარეობის მოვლენაა. აქედან ხერხი დამოკიდებულია შემოქმედებითი მსოფმხედვაზე. ასეთი გაგებით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მეცხრამეტე საუკუნის რომანტიულ პოეზიას ხერხითი მიდგომა მასალებისადმი რეალისტური აქვს. ხერხით რეალისტური მიდ- გომა მასალებისადმი გულისხმობს საგნების დანახვას და მის გამოსახვის ან დრამატიზა- ციის მიმღეობას. როდესაც შემოქმედი ორგანიზაციას ახდენს ლიტერატურულ ფაქტის ჩა- მოსაყალიბებლად ის ყოველთვის ღებულობს საგნების გამოსახვით ღირებულებას. ხერხის ფოტოგრაფიული სახეობის შედეგი არის რომ რომანტიულ ეპოქაში სხეულები იკარგებიან და რჩება საგნების შთაბეჭდილება – წარმოდგენითი სიახლოვე, ან კიდევ მათი ხასიათი. სწორედ ამ გვარმა ხერხობრივმა მოვლენებმა მიიყვანეს ერთი რუსი კრიტიკოსი რეალისტური ეპოქის სრულ გაუგებრობამდე. მან მეცხრამეტე საუკუნე წარმოიდგინა რეალისტურ ეპოქათ, რომელსაც სხვადასხვა სახით ჩნდება. ამის გამო მისი დაყოფა ასეთია: წარმოდგენითი რეალიზმი ანუ სიმბოლიზმი, შთაბეჭდილებითი რეალიზმი იგივე იმპრესიონისმი და სხვა. რომანტიზმიც რეალიზმის საფეხურით წარმოიდგინა როდესაც ეს ასე არ არის. მეცხრამეტე საუკუნე რომანტიულ მსოფლმხედველობის შემოქმედებითი ხანას წარმადგენს რომლის მშენებლობითი სტრუქტურა ექვემდებარება რეალიზმით მიდგომას მასალებისას, ამ დებულებით ჩვენ ვშორდებით ფორმალისტების იმ გაგებას, რომ მხოლოთ მიმღეობის დროს საჭიროა გაიგო თუ როგორ არის გაკეთებული შემოქმედებითი ფაქტი და იმით დას- რულდეს მიმღეობის კითხვა აქ ჩვენ არც სოციოლოგიურ შკოლასთან ვართ ახლოს მაგრამ ეს სხვა დროს.
რასაკვირველია ხშირათ არის სხვა ხერხებიც, მაგალითად ბარათაშვილის „მერანში“ სადაც მასალების მიდგომა რეალიზმს შორდება – ან გრიგოლ რჩეულოვის „ქვრივის ლიმონებში“ სადაც სიუჟეტი წმინდა კონსტრუქტიულათ (და არა კონსტრუქტივისტულათ აქაც განსხვავება არსებობს), მაგრამ ამის შესახებ ქვემოთ უფრო გარკვევით, სადაც კლასიკური ლიტერატურის ფაქტებს შევეხებით.
ახლა როდესაც მივიღებთ, რომ რომანტიულ ეპოქაში არსებობს წმინდა რეალისტური მიმღეობა თემების, გავარკვიოთ ლექსალობის საკითხიც როგორც ცნობილია ყოველ ლექსის აუცილებელი თვისებაა როგორც თემატიური ისე ლექსალური რაობა. ყოველ თემატიურ მიმდინარეობას აქვს თავისი ლექსაცია.
თუ თემატიკის დამსრულებელი და საზღვრების მომცემი ნიკოლოზ ბარათაშვილი იყო რომანტიულ ეპოქაში მისი ლექსალობის მთლიანი სახე მისცა ალექსანდრე ჭავჭავაძემ, გოგჩის ტბაში. „გოგჩის ტბა“ პირველი დასრულებული კლასიკური მოვლენაა რომანტიულ ლექსალობის და უძღვის მთელ რიგ შემდეგ პოეტებს როგორც არიან ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი (რომელმაც სცადა დაემატა ლექსალობისთვის პრაქტიკული მეტყველება რაც რუსეთში ნეკრასოვმა) შემდეგ გრიშა აბაშიძემ და ეს ხაზი ლექსალობის გაარღვიეს გრიშაშვილი - აბაშელი - შანშიაშვილმა რომლებმაც ლექსალურად ალექსანდე ჭავჭავაძის სატრფიალო ლექსებიდან გამოვიდნენ – ხოლო უკანასკნელათ სიმბოლისტებმა ისევ გაა- ცოცხლეს „გოგჩის ტბის“ ლექსალობა როგორც მარცვლობრივი და რითმითი სტრუქტურა და აიყვანეს უმაღლეს წერტილამდე
მაგალითისათვის:

გოგჩის ტბა ვრცელი ხმოვანებით
ზღვისა მბაძავი
ოდესმე ზვირთთა აქაფებით
ღელავს მრისხანეთ
ზოგჯერ ვით ბროლი
გულუბრყვილო წმინდა უძრავი
თვის შორის ხატავს ცისა ლაჟვარდს
და მთათა მწვანეთ
(ალექსანდრე ჭავჭავაძე)

ჟიჟინი, როკვა, ახელება სიტყვა
თამადა.
ხელიდან ხელში აზარფეშა
ამართული და გადსმოსული
(გრიგოლ რობაქიძე)

როგორც მაგალითებიდან სჩანს ლექსალობა აქ ერთს საზღვრებში არის მოქცეული და ვრცელდება მთელი მეცხრამეტე საუკუნის და მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედის ლექსალობის სტრუქტურაში. როგორც თემატიკაში არის რეალისტური მიმღეობა საგნების (მაგალითებიქვემოთ) ისე ლექსალობაში არის სიტყვის რეალისტური ხერხით მიდგომა. სიტყვა აქ მიღებულია როგორც საგნების წოდებრიობა და თვით ლექსალობის ორკესტროვკაში ის არ კარგავს წოდებრიობის მნიშვნელობას. ამიტომ სიტყვის თვით არსობა ამ ლექსალობაში წარმოუდგენელია – აქ მხოლოთ სხეულების დალაგებას და მათ წოდებებით შეიძლება მიღწეული იქნეს ლექსალობა. ამავე დროს სიტყვა არ კარნახობს ლექსების საგნების დალაგებას, არამედ საგნების დალაგე- ბა კარნახობს სიტყვების ორკესტროვკას აქედან სიტყვა ეკლიანის დასაცავი მოვლენაა მგარამ არასდროს თვით არსობა მისი და მისი ფიზიონომია არ მიიღება ორგანიზაციული მუშაობაში ლექსის. როგორც სჩანს ნათქვამიდან ჩვენს მიერ მოკლეთ გამორკვეულ იქნა რომანტიულ ეპო- ქის თემატიკის და ლექსალობის საზღვრები. ჩვენ ამ ორი ფაქტორით უდგებით ლიტერატურის მთლიან ორგანიზმს და მისი საშუალებით ვარკვევთ ორგანიულ კავშირს ქართული ხელოვნებისას. ჩვენ გამოვარკვიეთ რომ თემატიური მთლიანი სახე მოგვცა რომანტიზმის ნიკოლოზ ბარათაშვილმა სიმბოლიზმამდე, მაგრამ რომანტიზმის ეპოქის საზღვარი უფრო ადრე დაიდვა ქართულ ლიტერატურაში და ამ საზღვარის დამდები იყო ვაჟა ფშაველა. მეცხრამეტე საუკუნე ყველაზე ცუდი ლექსალი და ყველაზე დიდი მნახველი ასათვისებელ მასალის.
ჩვენთვის საინტერესო არ არის ამ შემთხვევაში თუ რა უწყობდა მას ხელს ამ საუკეთესო მხედველობაში, როგორც რა აერთებდა ბარათაშვილს ბაირონთან გვარის წინა ბგერა „ბა“-სა და კოჭლ ფეხს გარდა.
მკვლევარისთვის უპირველესად დარჩენილი ფაქტების ანალიზია საინტერესო და ეს ანა- ლიზი ჩვენ გვაძლევს იმის უფლებას, ვთქვათ, რომ ვაჟა ფშაველამ რომანტიზმის თემატიკას დაუმატა ლექსალობისთვის დგამობრივი პრიმიტივი, საგნების დრამატიზაცია აიყვანა უმაღლეს წერტმლამდე (გველის მჭამელი) და რეალისტური ხერხითი მიდგომა მას არ ეყო, რადგან ის საგნების სიახლოვისკენ ისწრაფოდა და პირველათ მან სცადა შეეტანა ნასახები ნატურალისტური ხერხის. ამიტომ მან სცადა პოეზიაში მატერიალიზაცია და ამიტომ სწორედ მასში კონსტრუქტიული ეპოქა საწყისს პოულობს. აქედან გაუსვით ჩვენ ათვისებითი და საგნების მიმღეობითი ხაზი ჩვენს ფრონტამდე. (აქ რასაკვირველია ლექსალობა არ შედის).
როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ვაჟა ფშაველას აქვს ნატურალისტური ხერხით მიდგომა საგნების მიმართ ეს ხერხით მიდგომა შეცვლა არის რეალისტური ხერხის. რომანტიული ეპოქა მსოფლხედვისა თუ ატარებს რეალისტურ ხერხს შემოქმედების მასალების მიმართ, კონსტრუქტივისტული მსოფლხედვის ეპოქა ატარებს ნატურალისტურ ხერხითი მიდგომას მასალების მიმართ. ნატურალისტური ხერხითი მიდგომა რეალისტურ მიდგომისაგან იმით განსხვავდება, რომ აქ არ არის მარტო დანახვა საგნების. არამედ საგნების ანატომიის ცდა და საერთოდ საგნების მასსის გრძნობა. აქედან ნატურალისტურ ხერხში, ნახვა (შეხედვა და ფოტოგრაფია) შეცვლილი არიან შეხებით დამტკიცებისათვის შეიძლება მოვიყვანოთ შემდეგი მაგალითები:

„და ბუდეშურში მისი ფეფები
ლამაზათ სჩანდენ“.
(ბარათაშვილი).
„სდგას პირბადეში მარგალიტი
გაფითრებული“
(გაფრინდაშვილი)
„ამ დროს მთვარემაც მისი შუქი
მოსტეხა ბროლსა რომელმაც შვება
და სიამე მოავლინა მაშინ ჩემ
გულსა“ (ბარათაშვილი)
„როს მარგალიტის მოვლინება შე
მასხვაფერებს“.
(გაფრინდაშვილი).

ასეთივე რეალისტური ხერხით არის რამოდენიმე შედევრი ალ. ჭავჭავაძის თემებში, რომელიც სიმბოლისტური ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებათ შეიძლება ჩაითვალოს.\ ხშირად მოცემა საგნების ხასიათის მაგალითისთვის „ვით მარგალიტი გულღია“ ან საგნის პოზის ძებნა „და როგორც მთვარე თავმომწონე“. ყველა ეს ამტკიცებს თუ როგორ შექ- მნა ბარათაშვილმა განსაკუთრებული მხედველობის აპარატი საიდანაც ყველა რომანტი- კოსი პოეტები იხედებოდენ. აქ არის საგნების ხასიათის გადმოცემა და მისი შემოქმედების ხასიათზე გავლენა, რომელიც რომანტიზაციას იწვევს. ნატურალისტურ ხერხით მიდგომა კი ნივთის მასსის განცდას იძლევა და ნივთის ორ განიზაციის სურვილებს ბადებს. აქედან პირველი საგნების საკრალურობას ეძებს, მეორე კონკრეტიულ დამოკიდებულებებს და მათ მასობრივ და რხევითი ნათესაობას. მაგალითისათვის

„მრწამს რომ არს ენა რამ საიდუმლო,
უასაკოთა და უსულთ შორის და
უცხოველეს სხვათა ენათა არს
მნიშვნელობა მათი საუბრის“
(ბარათაშვილი)
„ო ჩემო სულო საოცრება ისევ - შექმენი“
(გაფრინდაშვილი)
„ნისლი ფიქრია მთებისა“
(ვაჟა-ფშაველა)
„ფოთლებს, ფრინველებს, მე მოუ ნახავ ენას სიმუნჯეს და საიდუმ ლოს“.
(სიმონ ჩიქოვანი)
„გამოჩნდა ფოთლების საკუთარი თვისება „ე“
(ჟანგო ღოღობერიძე)

აქედან ცხადათ ჩანს, როგორ გადაარჩინა საგნები სრულ დაკარგვას ვაჟა ფშაველამ და წამოაყენა წინ მისი კონკრეტიული დამოკიდებულება გარე მდებარესთან და პირვე- ლად დაუდო საძირკველი ნატურალისტურ ხერხს. ნატურალისტურ ხერხის საწყისებმა ვაჟა-ფშაველა მიიყვანეს საგნების მასის ძიებამდე და საერთო პოეზიაში განსაკუთრებულ ხასიათობრივ მოვლენების მატერიალიზაციამდე. უკვე ასეთი მიდგომით აშენებული თავის წინამორბედს ვერ ნახავს ალ. ჭავჭავაძეში და მით უმეტეს ლექსალობის მხრივ ვაჟა-ფშა- ველაც ამ გაგებასთან შორს სდგას. ამის ნასახები მოიპოება ბესიკ გაბაშვილში, შემდეგ ნაწილობრივ გრიგოლ ორბელიანში და შემთხვევები ნიკ. ბარათაშვილის ლექსალობაში.
მაგალითისათვის:

„ტანო ტატანო გულ წამტანო
უცხოდ მარებო“
„არ იდრიდი მთენთა ამ არესა
არა“ და სხ.
(ბ. გაბაშვილი)

ყველგან სიტყვის წოდებრივი ფუნქციონალობა, სიტყვის თვით არსობას არ შორდება და ხანდახან დამოუკიდებლობასაც ცდილოას. მაგ.: „ძოწ ლალ ბაგეო დამდაგეო“. აქ ის სპობს თითქმის, სიტყვის წოდებრიობას და მის ფიზიოლოგიურ ღირებულებამდე დაყვანას ცდილობს ანალოგია:

„ოდა დოული და მდინარეები
დიდებულია“
(სიმონ ჩიქოვანი)
„გული დამიდაგებული“
(ნიკოლოზ ჩაჩავა)

ასეთივე ლექსალობის საწყისი აქვს ხშირად ნიკ. ბარათაშვილსაც მაგ.: ციურნი ცვარნი“ „ცისა ნიავნი“ და სხ. ანალოგია:

„ამოდის სუფთა როგორც სისულელე“
(ჟანგო ღოღობერიძე),
„ცა ცვარიან მცენარეების ცა ბარაბანის და სკანდალების“
(სიმონ ჩიქოვანი)

ასეთი ლექსალური საწყისი აქვს ნატურალისტურ ხერხით მიდგომას ლექსაციის პრობლემას კონსტრუქტიულ ეპოქაში*.
მაგალითები:

„სევდა მიმქონდა საგზლათა“
ან კიდევ
„შენ ტრფობა გერტყა აბჯრათა“
(ვაჟა-ფშაველა)
„და ჩემი ცქერა მოჩვენებას კვლავ შევაფარე“
(გაფრინდაშვილი)
„ჩავიცვი სიამოვნება“
(ჟანგო ღოღობერიძე),
მოსვა ზაფხული ჭიქებიდან მწვანე
(დავით გაჩესლაძე)
წყალივით“
„როდესაც თქვენ ჭამთ ჩემს
განწყობილებას კუთხეებიდან გამოწელილს ყაჭის
ძაფივით“
(სიმონ ჩიქოვანი).

როდესაც თემატიკისა და მის დგამობრივ ათვისების აპარატი გავარჩიეთ, ჩვენ ვეცდებით გავარჩიოთ ლექსალობა ნატურალისტურ ხერხის. ჩვენ ზემოთ მოვიყვანეთ მაგალითი, რეალისტური მიდგომით ასრულებულ ლექსალობის. სულ სხვა არის ნატურალუსტურ ხერხით მიდგომა ლექსალობის მასალის მიმართ. აქ არის ძებნა სიტყვის ფიზიოლოგიის და მისი ფონეტიკური მშენებლობით გადადაწყვეტა სიტყვის ნივთობრიობის. ამ შემთხვევაში ნატურალისტური მიდგომა სიტყვას აღიარებს როგორც დამოუკიდებელ სხეულს და იბრძვის მის თვით არსობისათვის. თუმცა ის ასრულებს წოდების ფუნქციას, მაგრამ თავის სტრუქტურაში ის რჩება დამოუკიდებელ სხეულათ, რომლის დამატება შეიძლება მეორე ნივთზე ან უკეთ ნივთი გამომსახველი ნივთის (Beus oTpaxaoulas Belb). როდესაც მთელ რომანტიულ ეპოქას ანალიზს უკეთებენ კონსტრუქტიული მეთოდით მის რომანტიულ ზე- გავლენას მშენებლობაში არავითარ ყურადღებას არ აქცევენ.
არსებობს მრავალი ლიტერატურული ხვეულები და ხშირათ რომანტიკოსი პოეტებიც ღალატობენ დასახულ მიზანს. მაგალითისათვის: „მახვილი თქვენი დაღესტნის ქედზე ლესულა“ ეს სტრიქონი სრულიად არ შეეფერება არა კონსტრუქტიულ ხედავს მაგრამ შემ- თხვევებისათვის სხვა დროს განვიხილავთ.
* ეს წერილი მოხსენების სახით წაკითხულ იქნა ხელოვნების სასახლეში 1925 წ. დეკემ- ბერის შუა რიცხვებში.

გაზ. „დროული“ 1926 წ. No 2.

*ფუტურისტები ამტკიტებდენ, რომ ფუტურიზმი შკოლა არ არის, ის მიმართულებაა და შკოლებს შიგნით იტევსო: ამ სტრიქონების ავტორიც ამას ვამტკიცებდი ამ ერთი წლის წინეთ, მაგრამ უკანასკნელ დაკვირვე- ბებმა დაგვიმტკიცეს, რომ ფუტურიზმი შკოლაა და მხოლოდ კონსტრუქტივიზმი წარმოადგენს რომანტიზმის შენაცვლებითი მიმართულებას. რასაკვირველია კონსტრუქტივიზმი ვერ სპობს პოეზიაში რომანტიზმის ელემენტებს. როგორც რომანტიზმი თავის ეპოქაში კონსტრუქტიულ ელემენტებს ღებულობს და სწორედ ამ მოვლენას შეყავს ფორმალისტები შეცდომაში.

ქართული ლიტერატურის კლასიფიკაციისათვის

არსებობს ხვეულები და საერთო კლასიფიკაციისათვის ჯერაც გამოურკვეველია კლასიკური მეტრი ქართული ლექსალობის. ზემოთ აღნიშნული იყო ლექსალობის კლასიკურ ნიმუშათ „გოგჩის ტბა“. ეს მეტრი მიღებულია სიმბოლისტებში კლასიკურათ, მაგრამ ჩვენ ვიცით სხვა ნიმუშიც ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ შესავალის სახით. აქედან მეცხრამეტე საუკუნეში არსებობს ორი ნიმუში კლასიკური მეტრის – პირველი წმინდა ელინური ლექსალობის დაყოფის შედეგია, ხოლო მეორე სპარსული ლექსალობის გავლენიდან არის წარმოშობილი. პირველის სპეციფიური თვისებებია თოთხმეტმარცვლოვანი სტრიქონები და ჯვარედინი რითმები ხოლო მეორესი თექვსმეტმარცვლოვანი სტრიქონები უღლობრივი რითმებით. პირველის ნიმუშები წამოაყენეს ალექსანდრე ჭავჭავაძემ („გოგჩის ტბა“), ილია ჭავჭავაძემ („მწუხარება“) და შემდეგ სიმბოლისტების მთელმა პლეადამ. მეორე საუკეთესო ნიმუშები წარმოდგენილი აქვთ ნიკოლოზ ბარათაშვილს („მერანი“), ილია ჭავჭავაძეს („განდეგილის“ შესავალი) და შემდეგ ეს მეტრი გააცოცხლა სანდრო შანშიაშვილ-გრიშაშვილ-აბაშელმა, მაგრამ მათ კლასიკური ლექსი ვერ მისცეს არა ემოციონალური. ამიტომ, ჩვენის აზრით, კლასიკური ლექსი 16—18 მარცვლოვანი უღლიანი რითმით ამ თაობაში არ არის, იმიტომ რომ მეოცე საუკუნის პირველ თაობაში ეს მიუღწეველი იქნა რადგან თემატიკა და სხეულობრივი მიმღეობა მათ რომანტიულ ფილტრაციაში ჰქონდათ გატარებული, ხოლო სადაც კლასიკური ხედვაა სხეულების მიმართ (მაგალითად „მერანში“), იქ ეს მიღწეულია. ჩვენი პირადი დაკვირვებით ნატურალისტურ ხერხით მიღებულ თემატიკას უსათუოდ ეს ლექსალობა ახასიათებს. გრიგოლ ორბელიანი, რომელიც სარდლობს ამ კლასიკურ მეტრითი ლექსალობას, იხსნება ახალ ლიტერატურაში და იბადება ამ ლექსალობის გაცოცხლების ცდა პირველ ნაწილ „მყინვარის“ სახით ამ ორი მეტრის დაცემის და აღდგენის საზღვარზე სდგას კოტე მაყაშვილი, რომელმაც პირველათ დაიწყო ქართული ხელოვნების ორგანიული კავშირის გასაწყვეტი თემატიური და მისი დგამობრივი ლექსი. პირველათ მან დამტკიცებით შემოიტანა ელინური ლექსაციის კანონები. მეცხრამეტე საუკუნის ლექსალობაში ბარათაშვილიდან ბრძოლაა სპარსული და ელინური ლექსაციის. მისი საზღვრები დასრულებულათ ვერ იგრძნო აკაკი წერეთელმა და „აღმართ აღმართ“-ში დაუბრუნდა სპარსულ ლექსის ფორმას „ყაფაიას“.
ამ ორ მთავარ მეტრების კანონებში ტრიალებს ქართული ლექსაცია ყოველ მათგანს ჰყავს თავისი მიმყოლი ლექსალური აღნაგობანი და ის მთლიანდება ახალ ლიტერატურაში. საქართველოში არც ერთი კოლუმბი არ ყოლია ქართულ ლექსაციას ამათ გარდა.\ რასაკვირველია, იყო უმნიშვნელო ცდები ახალ მეტრებისა კოტე მაყაშვილიდან და შან- შიაშვილიდან.
„ბატონიშვილს გული უწუხს, სახლში ვეღარ სძლებს“ და სხვა. ასე შესდგა ნუსხა ქართული თემატიკის და მისი ლექსალობის. ჩვენ გზა და გზა გავარკვიეთ ეს მოვლენები რასიული და სკოლური, რომლებიც ახდენენ გავლენას ხერხის გამომუშავებაზე და ამავე დროს შევეცადეთ ქართული ლექსალობის და თემატიკის აღდგენას. ხერხი წმინდა სუბიექტიური მოვლენა, ფორმალისტების განმატებით, ჩვენ გავხადეთ გარეშე პირობებთან დამოკიდებულ ცნებათ და ამით ვცადეთ ქართული თემატიკის და ლექსალობის აღნიშვნა.
როდესაც ყოველივე ეს გარკვეულია ჩვენ უნდა გადავიდეთ თვით ქართული ხელოვნების ორგანიულ სხეულის მოძებნაში და უფრო მეტი მტკიცებით შეუდგეთ ქართული პოეზიის რუკის შედგენას. ამისათვის კიდევ დარჩა ერთი ელემენტი გამოსარკვევი ხერხში. ჩვენ ზემოთ რასიული და სკოლური თვისებების გავლენა აღვნიშნეთ. ეხლა უნდა აღინიშნოს, კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც წმინდა საზოგადოებრივ თვისებით ყნოსავს. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ხერხში შედის გავლენა საზოგადოებრივი მოვლენების და ის, როგორც შემომქმედის წმინდა დამოუკიდებელი და კერძო მომარჯვებული ცნება, იხსნება.
მაგალითისათვის შეიძლება გამოანგარიშებული იქნეს მთელი ხერხები, რომელიც ახასიათებს ამა თუ იმ საზოგადოებრივ ცვლილებების გამო შემოქმედს.
მაგალითად, სივრცეების მოხმარება შემოქმედებაში. სივრცეების ხმარება კლასიკურ პოეზიაში გვხვდება. ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“, შელლის „მონბლანი“ და სხვა.

პროზაში უმთავრესად გოგოლი, ილია ჭავჭავაძე – („მგზავრის წერილები“). ახალ პროზა- ში დემნა შენგელაიას „სანავარდო“ – რუსეთში ვსევოლოდ ივანოვმა* მთელი თავის პოზის მოქმედებები ასე დაალაგა და გაამართლა – „JIeTT B CM6HPE - CHHHPM KOHHMIa. ყოველივე ამის გამომწვევი, ჩვენის აზრით, არის საზოგადოებრივი მდგომარეობა და მისი მოქმედების შედეგი. თანამედროვე სამოქალაქო ომებმა ეს შემოიტანეს საფუძვლიანათ და შემოქმედე- ბით იძულებული იყო თავის შემომქმედი ინვენტარში ესეც შეეტანა. ვრცევადობა საზოგადოებრივი მოქმედებისა მოითხოვს ამ ხერხს და შემოქმედიც მას იღებს. ამიტომ არის უკანასკნელ ფრანგულ რომანებს ეს არ ახასიათებს, თუ ის საერთაშორისო ომის ყოფიდან არ არის.
ამით ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობთ, რომ ხერხების გამომუშავებაზე ეს გარეშე პირობები ახდენენ შემომქმედზე გავლენას და ის ამის მიხედვით ამუშავებს განსაკუთრებულ ხერხს.
ამით დასრულდება მსჯელობების ის ციკლი, სადაც ვარკვევდით ჩვენ მიდგომის მეთოდს.

II ნაწილი.

ერთი ფორმალისტი აღნიშნავს, რომ უკანასკნელ რუსული ლიტერატურულ თაობებისთვის საკრალურ რიცხვს წარმოადგენს ათი, ე. ი. ათი წელიწადი. ყოველ ათ წელიწადში ჩნდება ახალი თაობა და ის სპობს წინანდელ თაობის ხერხებს ან ასხვაფერებს და ცდილობს ახალი თემატიკის შემოტანას. საქართველოში ეს რიცხვები ცოტა არეულია და ჩვენ მისი სწორი განზასღვრას არ გადავყვებით. ეს ცხადია, რომ საქართველოს ლიტერატურამ ამ ხანებში იცის ოთხი თაობა. გრიშაშვილ-შანშიაშვილების, დემოკრატიულ პოეტების – სიმბოლისტების და ქართველ ფუტურისტების. პროლეტარულ პოეტებს ჩვენ ვსტოვებთ იმიტომ, რომ მათ ჯერ არც თემატიურად და არც ლექსალურათ არ მოუციათ არაფერი. თემატიკა მათ დემოკრატიულ პოეტებმა გადმოსცეს, ხოლო ლექსალურათ ნაწილი სიმბოლისტებს ექვემდებარება, ნაწილი ფუტურისტებს. ასე რომ ჩვენ არ მოგვიხდება მათი ცალკე წარმოდგენა. თემატიურათ მათ ჩვენ დემოკრატიულ პოეტებში გავრევთ, ხოლო, როდესაც სიმბოლისტების და ფუტურისტების ლექსალობას გავარჩევთ, ეს იმათაც შეეხება.
თაობების წლების განსაზღვრა ერთი რიცხვით თუ არ შეიძლება იმის წარმოდგენა მაინც შეიძლება, თუ სად იწყება ისტორია და სად სრულდება. გრიშაშვილ-შანშიაშვილის თაობა დაიწყო სევასტი გაჩეჩილაძის „ჩანგიდან“, როგორც ცნობილი შემოქმედებითი ფაქტები, რომელიც გამოიცა 1905–6 წელში და დასრულდა ჟურნალ „ოქროს ვერძში“. იქიდანვე დაიწყო სიმბოლიზმის ნასახები, რომელიც პირველად ტ. ტაბიძის ლ. ანდრეევის თარგმანებში და გრიგოლ რობაქიძის ღია წერილებში გამოიხატა, სადაც უსათუოდ პირველათ წმინდა რომანტიული მსოფლხედვით გამოცხადებული იქნა პოეზიის რაობა. „ოქროს ვერძში“ დაასრულეს საკუთარი თაობა, აბაშელ-გრიშაშვილმა და ქუთაისში გამოვიდა „ცისფერი ყანწები“, რომელსაც მოყვა ს. გაჩეჩილაძის ჩანგი“, რაც ახალი ლიტერატურული მიმარ- თულების გაჩენას და წინა თაობის დასრულებას ნიშნავდა.
ეს თაობები შეეტაკენ ერთმანეთს წმინდა ლიტერატურულ პრინციპებით, რომელიც მხოლოთ და მხოლოთ წმინდა ლექსაციის საზღვრებში ექცეოდა. როგორც ქვემოთ დავინახავთ და ნაწილობრივ უკვე აღნიშნული იყო, ამ ორ მიმდინარეობის შორის მხოლოთ და მხოლოთ ლექსალური სხვაობაა და მეტი არაფერი.
ლიტერატურულმა ბრძოლამ გამარჯვება ახალ თაობას აკუთვნა, როგორც ორბელიანებთან ჭავჭავაძეს და წერეთლებს.

  • ჩვენ დამზადებული გვაქვს ორი შრომა – „როგორ არის გაკეთებული ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“ და „მგზავრის წერილები, როგორც პათეტიური პროზა“. ზემოთ წამოყენებული სივრცეების პრობლემა და მისი რეჟისურა შემოქმედებაში ჩვენ ამ შრომებში უფრო მკაფიოდ და ხელშესახებად გვაქვს გარჩეული. – ეს დამახასიათებელია დავით გურამიშვილისათვისაც, რომელიც პირად ბიოგრაფიაზე არის დამოკიდებული.

ახალმა თაობამ თავისი შემოქმედებითი ფაქტების გასაღება სცადა და ეს მიაღწიეს იმდენათ, რამდენადაც აუდიტორიის მიმღეობა მათ ჰქონდათ ვიწრო ხასიათობრივი. მოქმედება გრძელდებოდა ქართველ ფუტურისტებამდე. აქ უკვე არ გამოსულა ჩანგი, მაგრამ თვითონ დათმეს პოზიციები და ლიტერატურამ გზა დაუთმო კიდევ ახალ თაობას, რო- მელიც ლექსალურ სხვაობის გარდა თემატიურ სხვაობითაც მოდის და უფრო სასტიკათ იმიჯნება წინა ლიტერატურულ სკოლიდან*.
ყოველივე ამ ბრძოლებში, თითქოს ცალკე იდგნენ დემოკრატიული პოეტები, ასეთ პროცესში კიდევ არ მომხვდარა სილოვან ხუნდაძის და კოტე მაყაშვილის თაობა. ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ ასეთივე ბრძოლით აიღეს ლიტერატურული პოზიციები ილიამ და აკაკიმ. კოტე მაყაშვილი არ მეთაურობს გრიშაშვილს, მაგრამ ის პირველად ახდენს გადახალისებას ყველა ლექსალობის, რომელიც იქამდის არსებობდა და პირველად ცდილობს (ნაწილობრივ) დაუკარგოს თემას გეოგრაფია და ქართული დგამობრივი თვისებები გეოგრაფიის დაკარგვა თემის აბაშელსაც შემოაქვს. შემდეგ ეს ფაქტი ხდება და გადადის, როგორც პრინციპი სიმბოლისტებში. დემოკრატიული, ყველაზე არა მებრძოლი პოეტები, იყვნენ თემატიურათ ყველა სკოლებზე ახალი, ბარათაშვილის შემდეგ. მართალი არის, მათი თემატიკა მიღებულ იქმნა ნაწილობრივ ილია და აკაკიდან, რომლებსაც ჰქონდათ დემოკრატიულ თემატიკის შემთხვევები, მაგრამ ეს მათთვის პრინციპი არასოდეს არ ყოფილა.
მათ შემოიტანეს „მჭედელი“, „გლეხი“, „მუშა“ (ილია ჭავჭავაძიდან), „ქარხანა“, „შიმშილი“, „ზღვა“, „მოწოდებები“, „შენობები“, „ციხე“ და საერთოდ ხელშესახები ფაქტიური მასალა. მათ ეკუთვნით „მქსოველების სიმღერა“ და სხვა.
აქედან მათი აუდიტორიის მიდგომაც სხვაგვარი არის, ვიდრე წინა ხსენებულ თაობების. ისინი ხალხს უკითხავდენ ლექსებს და ამ შემთხვევაში აგრძელებდენ აკაკის მიერ გახსნილ გზას. ეს უარყვეს სიმბოლისტებმა და ეს გზა არც ალექსანდრე ჭავჭივაძისთვის იყო სა- ვალდებულო და არც ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის. ამ ჯგუფს პოეტებისას მოუძღოდა იროდიონ ევდოშვილი, რომელის ლექსალობა წაროიშვა გრიგოლ ორბელიანის და აკაკი წერეთლის ლექსაციის შედუღებით. პირველიდან რიტორიულობა და მიმართვითი მანერაა აღებული, ხოლო მეორიდან მდაბიო ლექსიკონი და ამით აშენებულია ნიმუშები მთელი დემოკრატიული პოეზიის.
მისმა თაობამ მოწოდებითი ლექსაცია გააგრძელა. მათში მოწოდებით ლექსალობის მთავარ წარმომადგენლათ გიორგი ქუჩიშვილი ჩაითვლება, ხოლო წინამძღოლი ლექსია ევდოშვილის „მეგობრებო“.

„მეგობრებო! წინ, წინ გასწით,
ნუ შედრკება თქვენი გული,
მკერდს სისხლის დაღი აჩნდეს
და მკერდს ოფლის ნაკადული.
დე, ხალხის უმგვანო შვილთ
მტარვალთ წინა ხარონ ქედი“
და სხვა.

ეს ლექსი საუკეთესო ნიმუშია მოწოდებითი პოეზიის. ასეთი ლექსალობის ტერორი შემ- დეგ სიმბოლისტებმა მოაწყვეს, რომლებმაც დეკორაციების აშენებას ლექსალობაში მთა- ვარი ყურადღება მიაქციეს. უკანასკნელ დრომდე ამ გზას აგრძელებს გიორგი ქუჩიშვილი.\ პროლეტარულმა პოეტებმა ეს მანერა ვერ შეითვისეს, რომელიც აუცილებელია ბრძოლების პოეზიისთვის. არის კიდევ დემოკრატიული პოეტებში, ე. წ., მათივე განსაზღვრით, სოციალური ლირიკა. ამ თემატიკის ლექსალობა უფრო აღწერითია და ამ კატეგორიის ლექსები დემოკრატიულ პოეტებში ეკუთვნის ნოე ჩხიკვაძეს – „მონა ქალი“, „ტყეს, სჭრიან“ და სხვა.\

  • მართალია, ჩვენ წარმომადგენელი ვართ ამავე სკოლის, მაგრამ ჩვენი შრომა სკოლურ ხასიათს სრულიად არ ატარებს. ის სცდილობს სრული მკვლევარის ტონით წარმოადგინოს ქართული ლიტერატურის ორგანიული სხეული. “ ყოველ მტკიცებაში ფაქტებით პასუხისმგებელი ვართ.

ამ ხაზებში სრულდება დემოკრატიულლი პოეზია. მათი ბრძოლის გარეშე დგომა იმით აიხსნება, რომ მათ ლიტერატურული მოდავე არ ყავდათ თემატიკაში, როდესაც ის გრიშაშვილ-შანშიაშვილს ჰყავდა და ამან გამოიწვია ლიტერატურული ბრძოლები სიმბოლისტების. ამაზე ქვემოთ.
დაახლოვებით ამ მიღწევებით განისაზღვრება დემოკრატიულ პოეტების, როგორც თემატიური, ისე ლექსალური რაობა. უფრო რთული და რეზონანსიანი იყო (პოეტების შორის) გრიშაშვილ-შანშიაშვილ-აბაშელის მოვლენა, რომლებმაც დაამზადეს ლექსალობის და თემატიკის ხედვის ისეთი მიდგომა, რამაც დააჩქარა სიმბოლიზმი, როგორც წმინდა ლიტერატურული სკოლა. ამ პოეტების გაჩენას საქართველოში წინ უძღოდა მთელი პლეადა პოეტების. მათ შორის კოტე მაყაშვილი უფრო სიმბოლისტებთან ახლოს სდგას, ვიდრე ამ დროულათ პირველი წყების პოეტებთან. გრიშაშვილს წინ უძღოდა ყველასთვის ცნობილი თემატიკა ვარდ-ბულბულიანის ბესიკ გაბაშვილიდან ალექსანდრე ჭავჭავაძემდე. შემდეგ მამია გურიელი და გრიშა აბაშიძე. უკანასკნელის სატრფიალო ლექსებთან გრიშაშვილს თქმების ხასიათითაც ბევრი აქვს. ერთი ჩემი მეგობარი ლიტერატორი მიმტკიცებს, რომ გრიშაშვილს წინ უძღოდა პოეტი ქალი განდეგილიც, რომლის რიტმი მან დააჩქარა და უფრო მეტი შედევრები შექმნაო. ეს ცნება რამოდენიმეთ მართალი არის. მით უმეტეს ყოველთვის ახალი სკოლის მეთაური პოეტები წინა სკოლების ეპიგონებიდან გამოდიან და მათი დაძლევით ქმნიან ახალ მიმართულებითი მიღწევებს. როდესაც ჩვენ ამ შედევრებს ვარკვევთ, უმთავრესად მხედველობაში გვაქვს ლექსალობა და არა თემატიკა.
მთავარი, რაც გრიშაშვილმა შეიტანა ლექსში, თქმის არტისტიულობის და მახასიათებელი თვისება, პოეზიის დეკორატიულობა, დრამატიზაცია თქმის, რაც მონოლოგის ხასიათს ატარებს. ამ შემთხვევაში თქმები რაიმე განცდის აღწერას კი არა არც მხატვრულ პეიზა- ჟებს იძლევიან და ლექსალურ ორკესტრიულობაში ექცევა, არამედ თვით ფიზიოლოგიურ ჟესტსა და მიმიკაში. ამისთვის ყოველთვის მიმღეობის დროს სადეკლამაციო-მიმართვითი ლექსია.
მაგალითად: დამიბრუნდი, დამიბრუნდი „ლია, ლია“ და სხვები.
ამისთვის არის მთელ ლექსიკონში მეტობს „რისთვის“, „რატომ“, „ნუთუ“ და ასე შემდეგ. სრულიად აღწერითი და წმინდა ხასიათობრივი ლექსები ჰქონდათ შანშიაშვილს და აბაშელს. თემატურად ორივე ორგანიულ კავშირის გადაღმა ეძიებდენ სადგურს“ და ცდილობდენ ახალი თემების შემოტანას. ამისთვის ერთმა გააცოცხლა თითქმის გმირული ეპოსი და მეორე ბალმონტის თემით შეეცადა მზის კულტის შემოტანას საქართველოში. ორივე თემატიკას აქვს საწყისები საქართველოში – უმთავრესად მეორეს, რომლის შემომტანი ბესიკ გაბაშვილი არის და შემდეგ ალექსანდრე ჭავჭავაძე, ამ პოეტებისთვის, როგორც გრიშაშვილისთვის. კანონი არ დარღვეულა ქართული დგამობრივობის. ლექსალობის გეოგრაფიაში უღლური რითმებიანი ლექსები სისწრაფით ვითარდებოდა.
ლიტერატურის საზღვრებამდე მისვლამ ქართული სკალპელით აქ დაიწყო რღვევა ის თანდათან განვითარდა შემდეგში. და სიმბოლიზმის მოსვლა სრული გაგრძელება იყო ამ მოხსენებულ პოეტების სიმბოლისტებს თემატიურათ, როგორც ზემოთ ვსთქვით, არაფერი „ახალი არ შემოუტანიათ, გარდა ჭაობისა (ტ. ტაბიძე), რაც დეკადენტიზმის თემაა. ამის პოეტიკაც პირველად მისცა იროდიონ ევდოშვილმა „როგორ გაჩნდა ჭაობი“, და ყანწების რომანტიკა აქედან მოვიდა. თემატიურად არაფერი არ შემოუტანიათ, მაგრამ ეს თემები, რომელიც მოხსენებული არის ზემოთ „მზე“, „სიყვარული“, „ოქროს ფეხი“, „იაზონი“, „წარსული საქართველო“, „სააკაძე“, „ნინო“, „სულის გამეორება“ (შანშიაშვილი), ეს ყოველივე სიმბოლიზმის თემაა. მაგრამ ამ სამ პოეტში მას ვერ ჰქონდა კარგი ლექსალური ხასიათი. ამან იძულებული გახადა მეორე თაობა თვითონვე მოეკიდა ხელი ამ თემებისთვის და აღესრულებინა, როგორც მათ მიაჩნდათ საჭიროთ, ე. ი. ევროპიულ სიმბოლიზმის მზგავ- სად. ამიტომ „ოლოლი“ „ოფელიათ“ გადაკეთდა. „ოლოლ“ პროვინციულათ იქნა მიღებული. „ლია“ და „ოლოლის“ ადგილი „ოფელია“, „კოლომბინა“ და „დეზდემონამ“ დაიკავეს. თუმცა შემთხვევებში გრიშაშვილიც მიმართავდა.

„ოტელო ვარ ეჭვით სავსე,
ფრთხილად, ფრთხილად დეზდემონა“.

მაგრამ ეს შემთხვევითია და შემოქმედების პრინციპათ არ არის გამოცხადებული, რო- გორც ეს სიმბოლისტებში. აბაშელის „მზე“ გადაიტანა პაოლო იაშვილმა, შემდეგ გრიგოლ რობაქიძემ და მოახდინეს თემის გაშლა საკუთარი ლექსალობით. გმირული ეპოსი რობა- ქიძემ, სანდრო შანშიაშვილს გამოართვა, ხოლო სულის გაორების თემა ამავე პოეტიდან გაფრინდაშვილში გადმოვიდა ამით თემები არ შეცვლილან, მხოლოთ ასრულებითი დგამი და ლექსალობა შეიცვალა. რასაკვირველია, არც ხედვითი აპარატი შეცვლილა.\ მაგალითისთვის:

„ლია-ლია – ეს სახელი ჩემს ბაღჩაში
მზის ფოთლების შრიალია“
(გრიშაშვილი).

ან

თქვენ კაბის შრიალს მე მა გონებს ფოთოლთ შრიალი“
„მისი ფეხის ხმა მაგონდება მე წვიმის ხმაზე“
(გაფრინდაშვილი).

აქ სრულიად ერთი ხედვაა სხეულების მიმართ და ამ შემთხვევაში მართლდება ჩვენი ზემო წამოყენებული დებულება, რომ ბარათაშვილის შემდეგ არ გამოცვლილა აპარატი სხეულების დანახვის.
უფრო გარკვევით:

„იქნებ ყორანს შენ წაბაძე, ან ყორანმა შენ წაგბაძა“.
„და იგი მუდამ ძვირფასია ვით შავი გედი“.
(გრიშაშვილი).

„და იგი მუდამ ძვირფასია
ვით შავი გედი“.
(ვ. გაფრინდაშვილი)

(შემდეგი იქნება).

გაზ. „დროული“ 1926 წ. No 3

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი