cover

სიმონ ჩიქოვანი // სასწრაფო განმარტება ჟურნალ H2SO4 გამოსვლის

სასწრაფო განმარტება ჟურნალ H2SO4 გამოსვლის

პოლიტიკური რომანტიზმი ქართული აზროვნებისათვის ისტორიული მოვლენა იყო. შეიძლება ეს იმიტომ, რომ საქართველოს პოლიტიკური მესაჭეობა ყოველთვის ქონდა უც- ხოელი ტვინით მოაზროვნეს. ეს მოვლენა ვრცელდება მეფეებიდან დაწყებული ჟორდანიას კორპორაციამდე. აქ უკანასკნელ ლიტერატურულ განწყობილებისთვის საინტერესოა მესა- მე დასი, რომელშიდაც მატერიალისტურ აზროვნების დროშის ქვეშ მდგომი მოაზროვნეები –ეკონომიური წონასწორობის ანგარიშებს აწარმოებდენ.
ეს სტადია მაშინ დასრულდა, როდესაც ხაზი პოლიტიკური აზროვნების უკანასკნელ სეზონში ფსიხოლოგიურ დრამატიზმამდე დავიდა. მენშევიზმის უკანასკნელი პოლიტიკური ხაზი იყო მხოლოდ მიმიკა – ეს იყო ზედნაშენი თეატრალური რომანტიზმის. ამ უკანასკნელ პოზიციებს არ ქონდა არც კლასობრივი და არც ეროვნული გამართლება.
აქ ფსიქოლოგიურ დრამატიზმიდან დაიბადა ისტორიზმის გაბერვა და არა თანდროული გან- წყობილება. ეს „ოაზისი“ ყურადღებას არ აქცევდა ევროპიული აზროვნების დეკადანსს, „ევროპა ქაოსში“ – „ევროპა უზავოთ“, რომლებიც მოწმობენ ბურჟუაზიულ ქვეყნების დეკადანსს.
ეს სრული დაშორება რეალობის მოხდა მისთვის, რომ პასუხი არ გასცეს თანამედროვეო- ბას, აქ არის თეატრალობა პოლიტიკურ შემოქმედების და მისი ზედნაშენი მიმიკა. გაუგებ- რობისათვის კომენტარიები სრულიად არ დაბადებულა ამ სეზონში. ერთ დროს კლასობრივი ენერგიით დაჭიმული დასი თვითონ კლასობრივ შერიგების ზნეობას ქმნიდა – და თვითონ ასრულებდა და ჩვეულ მოქმედებას საკუთარი თავის სამხეცეში მოსამწყვდევათ.
ეს პოლიტიკური რომანტიზმი გავლენა არის ქართული ფედერალიზმის. ეს მეორე პო- ლიტიკური პოზიცია იყო წმინდა დეკადენტური: მოვლენა და ამაზე უთუოდ გავლენა ქონდა არჩილ ჯორჯაძეს.
ჯორჯაძე, როგორც დიდი მისტოკისი, ტუბერკულოზი – არის რელიგიით დატვირთული პოლიტიკური მოაზროვნე, რომელიც მეთაურობს ახალ პოლიტიკურ პარტიას. ჯორჯაძის პიროვნება განსახიერდა ფედერალიზმში და ამ პიროვნებიდან მას უთუოდ დარჩა დეკა- დენტური დაღი, რომელიც უკანასკნელ სეზონამდე აწვალებდა ქართულ ინტელიგენციას. ფედერალისტური აზროვნება ქმნიდა ქართული ინტელიგენციის შემოქმედების გეზს. აქედან იწყება ლიტერატურულ რკალების გახსნა.
უთუოდ იგრძნობთ მშვენიერი „ტყუილის“ პოლიტიკურ აზროვნებას. ასეთი ატმოსფე- რიდან გამოვიდა ლიტერატურულ მიმართულების ის განწყობილება, რომელსაც ჩვენ ვუ- წოდებთ „მშვენიერ ტყუილის“ პოეზიას. ეს თქმა შემთხვევით არ წამოცდენია არჩილ ჯორ- ჯაძეს. მის დეკადენტობასთან – ერთად, ის პატრონი იყო დიდი ინტუიციის და გრძნობდა „მშვენიერ ტყუილის“ შემოქმედების სტადიის დაწყებას ქართულ ხელოვნებაში. ამ შემ- თხვევაში არჩილ ჯორჯაძე არის დამწყები ახალი ლიტერატურული მიმდინარეობის, რომ- ლის იდეოლოგია შემდეგ აღმოაჩნდა გრიგოლ რობაქიძეს – და პრაქტიკა „ცისფერ ყანწე- ლებს“. ეს ჩემამდის იყო აღნიშნული.
გრიგოლ რობაქიძის მოვლენას ქართულ აზროვნებაში ვეშაპელი ჯორჯაძის შედეგათ თვლის. რასაკვირველია საქართველოს არ ქონია ჩაადაეევის ფილოსოფიური წერილე- ბის სეზონი და მისი „ნაროდნიკული“ დეკადანსით გამოწვეული პესიმიზმი. რუსეთში 1905 წლამდე ჩამოყალიბდა ესერული პარტია რომელსაც უსწრებდა გერცენის დაუცლელი მეფე ზარბაზნის მისტიკა, ბრანდესის მოგზაურობა, რუსეთის ცამეტი დღით დაგვიანებულ კალენ- დრით დაურეკავი ზარი და – დოსტოევსკის ქიმერები ან კიდევ კარამაზოვის გამოურკვეველი სისხლის ქვეყანა. ამ დროს საძირკველი ეყრებოდა რუსულ სიმბოლიზმს და სრული პარალე- ლი ნაროდნიკების დეკადანსის რუსეთში. ამიტომ ჩაადაეევი პესიმიზმ–ოპტიმიზმის პრობ- ლემას გადაყვა რუსული სიმვოლიზმის საბედნიეროთ; მაშინ არავინ იცოდა, რომ მართლდება მუნჯი მეფე ზარი და დარეკავდა მონე მეფე ზარბაზანი ისეთი ხმაურით, რომ მსოფლიოს დაუვლიდა ჟრუანტელი. (1909 წელი არის სიმბოლიზმის ჩამოყალიბების და დასრულების სეზონი. ამ წლებში ესერების ჩამოყალიბების პარალელურათ ჩამოყალიბდა რუსული სიმბოლიზმი.(რედაქცია საშუალებას ავლევს „ H2SO4 საბჭოს სიმონ ჩიქოვანის წერილის მოთავსებით კომენტარეები გაუკეთოთ ჟურნალ H2SO4-ის ჰირველ ნომერს. „მნათობი“-ს რ ე დ ა ქ ც ი ა) რუსული სიმბოლიზმი ერთდროულად გამიჯნული ფრანგული სიმბოლიზმიდან დავი- და მსუბუქ პოეზიამდე და გაიჟღენთა სლავიანოფილური მისტიციზმით. ეს სტადიები მოდის ნაროდნიკულ მოძრაობიდან და მას ვერ გაექცა ვერც ალექსანდრ ბლოკ, რომელსაც დეკა- დენტის ვალდებულება ქონდა რუსულ პოეზიაში. პეტერბურგის დეკადენტური სიმბოლიზ- მით მეორე მაგარი ხაზი გახსნა ანდრეი ბელიმ – „ვერცხლის მტრედში“ და „პეტერბურგში”. ესერებთან ნათესაობას ის ფაქტიც ამტკიცებს, რომ ემიგრანტ ესერების ჟურნალ გაზეთებში უკანასკნელ დრომდე მთავარ თანამშრომლად ითვლება ანდრეი ბელი. 1907 წ. არის ჯორჯაძის ლიტერატურული მესვეურობის სეზონი. უკვე თორმეტ წლებში აღწევდა ქართული ხელოვნება გრიგოლ რობაქიძემდე. რასაკვირველია, სიმბოლიზმის დამტკიცება ჯორჯაძის მიერ ხდებორა ძლიერ პრიმიტიულ შტრიხებში მთავარი დებულება აქ იყო „მშვენიერი ტყუი- ლი“ და „მშვენიერი ტყუილის“ შემდეგ რელიგიამდე დასვლა.
ეს ანალოგიურია ვ. ივანოვის სიმბოლიზმის გაგების. სიმბოლო გადასული მითში – მითი ამაღლებული რელიგიამდი. („ვ. ივანოვი: „ორი სტიქია თანამედროვე სიმბოლიზმში“).
ეს არის საწყისი ქართული სიმბოლიზმის. კიტა აბაშიძე გრძნობდა სიმბოლიზმის იდეოლოგიას, წარმოიდგენდა, მას პრაქტიკაშიც განხორციელებულათ და ეძებდა ქართულ პოეტებში ვინ უფრო უდგებოდა სიმბოლიზმს. მაგრამ ჯორჯაძის მემკვიდრეობა შერჩა მხოლოდ გრ. რობაქიძეს – და ლიტერატურული ფედერალიზმი დაიწყო მისგან. მას შემდეგ დაგვრჩა „ყანწები“ 1916 წლებიდან ვიდრე მენშევიკურ პარტიის გეგემონიის დასრულებამდე. ქართულ პოეზიის მთავარ პოზიციას მეთაურობს ყანწები.
ეს სიმაგრე ყანწების მენშევიკურ გეგემონიის დროს უნდა აიხსნას იმით, რომ ფედერა- ლიზმის დეკადენტური პოლიტიკა მენშევიკების მიერ სრულიად გაზიარებული იქმნა. სახელმწიფოს აღმშენებლობა ხდებოდა ასეთ ატმოსფერაში. შეიძლება აქ ჟორდანიას იტალიანურ ბგერის გვარსაც ქონდა თავისი მნიშვნელობა. ან უკეთ ჟორდანიას კომუნის- ტური რევოლიუციის არა ორგანიულად განცდამ მიიყვანა
დეკადენტურ პოზიციებამდე – ეს ფრონტი. ამას ეწოდება ფაქტი.
აქედან იყო მეორე ფაქტიც. სეზონში ხელოვნების გეგემონია ქონდა „ცისფერ ყანწებს“. ულტრა ინდივიდუალისტურ და დეკადენტურ მიმდინარეობას ხელოვნებაში, რომელმაც მართლაც გაამართლა ჯორჯაძის სურვილი. გახსნა „მშვენიერ ტყუილის“ ლაბორატორია, სადაც იმართებოდა დიონისეს დღესასწაულები, ათასი ოფელიები მოფრინავდენ, იხსნებოდა ქალდეას პრიმიტივი და სხვა მრავალი.
ყანწების გავლენა ქართულ პოეზიაზე გაფართოვდა. ყველა ლიტერატურული შკოლე- ბი მოექცენ ყანწების გავლენის ქვეშ. მაშინდელი „ცისარტყელას“ დამწყები პოეტები და მრავალი სხვა. აქედან „ყანწები“ მენშევიკური სახელმწიფოს სრული ანალოგიური მოვლენა არის. მაშინდელი ქართული აუდიტორია შერჩა ყანწიზმის ჭაობს. მისთვის 13 წლების, (ფუტურიზმი), ირევოლიუციამ, შემდეგ პოეზიის ოქტომბემა შეუმჩნევლად ჩაიარა.
პირველი ტერორი ამ განწყობილების მოახდინა კომუნისტურმა რევოლიუციამ. რევო- ლიუცია იტევს მოძრაობაში ორ პერიოდს. პერიოდს მოძრაობის როგორც წარსულის ნგრევის პროცესს და მეორე პერიოდი არის აღმშენებლობა პროლეტარულ რევოლიუციის შემდეგ აზროვნება რელიგიურ განწყობილებიდან პრაქტიკამდის დადის. იწყება აზროვნების ახალი კონტურების გახსნა. ამ პოლიუსებმა გაანადგურეს მისტიკოსების ბუნაგი, მშვენიე- რი ტყუილი და სხვა, რელიგიის მაგიერ რევოლიუცია და შემდეგ აღმშენებლობა აღენებს ხელოვნებისთვის ახალ მოვალეობას. ეს არის კონსტრუქტივიზმი და უტილიტარული ხედვა მოვლენის და ნივთის. აღმშენებლობა აყენებს ლოზუნგს საჭირო ნივთის შექმნისას. ეს ლოზუნგი მწვავედ დააყენა თანამედროვე ეპოქამ არა კომუნისტურ ქვეყნებშიც.
რუსულ კონსტრუქტივიზმს ქონდა რეზონანსი მსოფლიო მასშტაბით. ეს შედეგი იყო ომების, რომლისგან ნივთობრივი კრიზისი იგრძნო ქვეყანამ, ამ ნივთების კრიზისმა დაბადა დადაც, რომელიც პესიმიზმს წარმოადგენს იმის მიმართ რაც იტალიურ ფუტურიზმს ნივთების სიყვარულმა შეუქმნა. ომებით ნვთების კრიზისი დაიწყო იმ ნივთების, რომლის პრეისკურანტს წარმოადგენდა იტალიური ფუტურიზში და აპოლინერის ფორმალური შკოლა. მაშინ მანქანების გამღმერთებელი ფუტურიზი დარწმუნდა, რომ შეიძლება არა მარტო რელიგიის დაღუპვა, არამედ ახალი ფეტიშის, ნივთის დაღუპვაც. ამან წარმოშვა დადა პროოტესტი ომის, რელიგიის და მელანხოლია ნივთების კულტის გადაგვარების ირონია რომანტიზმის და ყოველგვარ აღტაცების. დადამ შემდეგ გააკეთა რამოდენი მე საფეხური და ეხლაც ბურჟუაზიული აზროვნების მიმართ პროტესტს წარმოადგენს. ქართული მისტიკის დაღუპვამ და კომუნისტური სახელმწიფოს აღმშე- ნებლობამ ქართულ პოეზიაში რელიგიის შეცვლით მოიტანა ახალი მინდობილობა. შექმნა ნივთის – კონსტრუქტივიზმი – ორგანიზაცია მყობადური რეალობის. პოეზიის ამ თემის პრაქტიკულ მიდგომის შესახებ არის წერილები ჟურნალ H2SO4-ში. აქ მე შეშევეხები მსო- ლოდ საზოგადოებრივ სწრაფვას ქართულ ფუტურიზმისას, რომ წამოყენებულ იქნეს თა- ნამედროვე სოციალურ მდგომარეობასთან შეფარდებით ხელოვნების გაგება. რობაქიძის ლიტერატურული ფედერალიზმის (ყანწები) სტადია დასრულდა, რადგან ვერ შეეგუა აღ- მშენებლობითი და რევოლიუციონური ეპოქის მოთხოვნილებას. აქ ხელოვნებამ დაბადა საჭიროება ძველი ფაბულისაგან და ფორმალური მეთოდისაგან განთავისუფლების. ამითი პირველი სტადია შემოქმედების ჩამოყალიბებაა; ახალი ფორმალური მეთოდის უსაგნოთ (6e311peIMeTMHecTBo) შემდეგ აშენება ახალი ფორმების და ახალი ფაბულიანი სხეულის კონსიგნუქტივიზმი. რღვევამ „ყანწების შკოლა წაიყვანა ახალი ძიებისაკენ. ერთმა პო- ლიუსმა აღიარა ახალი ქვეყნის – დაწყება, მაგრამ შეგუების პრინციპი ვერ წამოაყენა და უკიდურეს დეკადენტიზმს შეურიგდა. (ტ. ტაბიძე. კოლაუ ნადირაძე, გ. გაფრინდაშვილი და ყველა ასეთი წვრილი პოეტები „ყეფა„ და „კატასტროფა“). ეს ფრთა გამოდის რუსელი იმა- ჟინიზმიდან, რომლის დაარსება მოხდა 18 წელს იმავე გაგებით როგორც ხსენებულ პოე- ტებს აქვთ. ქართულ პოეზიაში გასავალი მიეცა შერშენევიჩს. მისი „A HaJIOMMHao ნyMaKKy ნpOIIIHHyJIO B KJIO3er“ ანალოგიურია ბევრი თქმის, რომელიც ქართულ პოეზიამ იცის, მა- გალითად: „პოეტი ავყია“ „ნაბოლარა პოეტი“. „ვგავარ დასვრილ ქაღალდს“ „პოეტისათვის არ არსებობს სხვა კარიერა გარდა სიგიჟის და თვითმკვლელობის“. რუსეთში 22 წელს ია- კულოვის და მერიენგოფის მეთაურობით იმაჟინისტებმა გამოაცხადეს საკუთარი ფრონტის დაშლა, მაგრამ საჭირო იყო შერშენევიჩს – ლუნაჩარსკის თქმით 6OJILIIIOÝ KpMBIMK II033MÄ დაეტოვებინა ფელდმანის თეატრი და ჯგუფი ისევ გაცოცხლებულიყო. საქართველოში, შერშენევიჩის ფრთისათვის დეგენერატიზმი გადაიქცა, პრინციპათ. მეორე პოლიუსი დაიწ- ყო რობაქიძემ ისევ რელიგიით. თანამედროვეობა ამ ფრონტმაც იგრძნო, მაგრამ არალე- გალობისთვის შეეფარა გერმანულ ექსპრესიონიზმს და შეგუების პრინციპი ვერ წამოაყენა. სიმბოლიზმი გულისხმობს ახალ რეალობას ნიღაბით ე. ი. საგნების სრულ დაკარგვას, ეს სრული დაშორებაა რეალობის. ექსპრესიონიზმი კი იღებს რეალობას და სულის ფილტრა- ციაში გატარების შემდეგ ღებულობს მას. ამ ფილტრაციის დროს რეალს ემატება თითქოს შინაარსი – სული – ეს არის რელიგია. ამიტომ კომუნიზმის მიღების დროს ექსპრესიონიზმი აყენებს რელიგიურ კომუნიზმს. ეს ფრთა, როგორც სჩანს კიდევ შორდება თანდროულო- ბას. ექსპრესიონიზმი – ინტელიგენციას ებადება ულტრა მისტიური აზროვნების დაშლის შემდეგ. ფიზიკურად დამარცხებული გერმანეთი თითქოს რელიგიით სცდილობს ინტელი- გენციის ფსიხიკის ორგანიულად შედედებას. ეს განწყობილება სრულიად მიუღებელია კო- მუნისტურ სახელმწიფოში, სადაც არავითარ ფსიხოლოგიურ დაშლას ადგილი არა აქვს. სწორედ ამ მდგომარეობის შედეგი იყო, რომ კომუნისტურმა საქართველომ წამოაყენა საკუთარი ლიტერატურული მიმართულება პროლეტარული პოეზიის სახით, რომლის გა- მოსვლა სრული დამარცხებით დასრულდა. (ამაზე უფრო ვრცლად სხვა დროს) ზემო მოხ- სენებულ ლიტერატურულ მიმართულებათა შენაცვლით გამოდის საბჭო H2SO4. ს. ს. ს. რ. ორი წლის წინად, როდესაც ქართულმა ხელოვნებამ გამოაცხადა თანამედროობის არალეგალება, ვერ შეეგუა აღმშენებლობითი ახალ ეპოქას, ჩვენ როგორც უტრადიციო თაო- ბას მოგვიხდა გადაწყვეტა ახალი ამოცანის. ეს იყო ალღოს აღება ქართული პოეზიის განწყობილებისთვის. იწყებოდა პროცენტული დაშლა ქართული ხელოვნების. გასაბჭოების პირველ დღეებში პოეტები გამოჩნდნენ კედლებზე, მაგრამ ნორმალური სეზონის დაწყება საკმარისი იყო, რომ წვრილ კუნთებიანი ხალხი დამფრთხალიყო.

„H2SO4

მე ვეცდები შტრიხიულად მაინც წამოვადგინო ყველა ის პერსპექტივები. რომელსაც თანამედროვეობა ქმნის ხელოვნებისათვის.
პირველი პოლიუსი პოეზიაში არის ტერორი, რომელიც უნდა გავიგოთ როორც გარდა- სულ შკოლების წინააღმდეგ საბოლოოდ წარმოებული ბრძოლა უბრალოთ: ფორმა, რომე- ლიც ემსახურებოდა გადასულ ეპოქას, არ არის მისაღები თანამედროვეობისათვის. კარლ მარქსმა გარკვევით სთქვა: „წარსულთან – რევოლიუციონურ განხეთქილების და ორგა- ნიულ აღმშენებლობის კლასს – პროლეტარიატს, არ შეუძლია ისარგებლოს ისეთი მხატ- ვრულ ფორმებით, რომელიც ორგანიზაციული იარაღი იყო გადასულ, ისტორიულ, სოცია- ლურ სისტემების“. აქედან ცხადია, რომ ხელოვნებას, ისე როგორც სოციალურ მოძრაობას აქვს ორი პოლიუსი. პირველი – რევოლიუციის და მეორე აღმშენებლობის. პირველი გუ- ლისხმობს მოძრაობას გადასულ ფორმების და ფაბულის გასანადგურებლათ, მეორე – ახალი სისტემების და ფორმების აგებას. ქართული პოეზიის განწყობილება, რომელიც შტრი- ხიულად გადმოცემული არის ზემოდ, – ოდნავადაც ვერ აღწევს თავს იმ ლიტერატურულ ნაგავის დაგროვებას, რომელიც კომუნისტურ რევოლიუციამდე არსებობდა.
თუ კომუნისტური ეპოქა საჭიროებს ხელოვნების ახალ ფორმებს და ეპოქალურ მოვლე- ნების ფაბულას, მან უნდა მოსპოს ყველა ლიტერატურული გემოვნება და ჩამოყალიბებუ- ლი ფორმალური მეთოდი. უკანასკნელი მისაღებია მეტი სიახლით, ეპოქალური დაწმენდით. აქედან გამოდის პირველი დებულება ტერორი, – კომუნისტურ სახელმწიფოში დარჩენილ ლიტერატურულ ნაგავის წინააღმდეგ. ენა მეორე და მთავარი პოლიუსი არის აღმშენებ- ლობა. ატმოსფერის დაწმენდასთან ერთად – კომუნისტურ სახელმწიფოში შემოქმედებას ეძლევა ფაბულარული მასალა სოციალულ რევოლიუციიდან, – მეორე, პოეზია იღებს სო- ციალურ რევოლიუციიდან მასალას აპარატის სტრუქტურის ასაგებათ. აქ იბადება ახალი ხელოვნება პოლიარური კომუნისტური ეპოქის.
დირექტივები მემარცხენე გაგების ამ განწყობილებას მოგვცა. გამოსვლების სეზონში ჩვენ გადაგვეღობა გაუგებრობა მრავალი ლიტერატურული სკოლების გამოსვლის სახით. პარიზიდან და მოსკოვიდან მოდიოდა დადაისტური ნისლი. ამ სეზონში ჩამოყალიბდა წარმოებითი ფუტურიზმი და კონსტრუქტივიზმი (Beu– შემდგეგ JIe¢ და სხ.) თუმცა ჩვენ მივიღეთ პოეზიის რევოლიუციის აუცილებლობა და ტერორი, მაგრამ შეუძლებელი იყო პირველყოფილი ფუტურიზმის დაწყება მარტო ტერორის საჭიროებისათვის, როდესაც ხელოვნების პოლიუსები რუსეთში და უცხოეთში ელექტრონის სისწრაფით მიექანებოდა ახალ აღმოჩენებისაკენ. მით უმეტეს H2SO4 საბჭო შემოქმედებით სრულიად დაშორებული იყო ომამდე არსებულ ფუტურიზმის გეზს. ამავე დროს ქართული პოეზია იგვიანებდა. რო- გორც სჩანს, ჩვენ მოვხვდით პოეზიის ფრონტზე: წარმოებითი ფუტურიზმის, კონსტრუქ- ტივიზმის და დადას შორის.
ამისთვის ეს პოლიუსები H2SO4 – სრულად გარკვეულიად შეხვდენ ერთმანეთს*. საზო- გადოებრივი განწყობილება კი, აღმშენებლობით სეზონში – ნივთობრივ გადალაგებასთან თხოულობდა ათვისების რეფორმაციასაც. ამიტომ რევოლიუციონური და აღმშენებლობითი მოტივების შეხვედრა მოვახდინეთ პირველათ ჩვენ, სწორედ ეს არის: დადა – კონსტრუკტივიზმი და წარმოებითი ფუტურიზმი.
ჩვენი დამოკიდებულება „ლედ“-თან გარდა უკვე ჟურნალში თქმულისა კონკრეტიულათ შეიძლება ასე დაიხაზოს. „ლეფი“ არის მემარცხენეობა. H2SO4 დაწყება. მემარცხენეობა გულისხმობს არსებულის დაყვანას უკიდურესობამდე როდესაც დაწყება არის გახსნა ახა- ლი ეპოქის. კომუნისტები ოქტომბრის შემდეგ ითვლებიან ახალი ეპოქის დამწებათ – მე- მარცხენეობა პარლამენტების ბოლშევიზმის სეზონში იყო წარმოსადგენი. „ლეფი“ ახდენს ნივთის პროპაგანდას და აგიტაციისთვის გამოსადეგ მასალებს ქმნის.
ეს არ არის ორგანიზაცია მყოფადური რეალობის როგორც ჩვენ დეკლარატიული გან- ცხადებაში იყო ნათქვამი. ორგანიზაცია და კონსტრუქცია მომავალი რეალს გულისხმობს, – რეჟისურას – და პრაქტიკის მთელ რიგს, როგორც ხელოვნების ახალი სხეულისთვის, ისე საზოგადოებრივ ორგანიზაციისათვის. (MaccoBoe HecrBo). აქედან იბადება კიდევ ახალი ფაქტი: კომუნისტური სახელმწიფოს პერსპექტივები ხელოვნებაში ყველაზე მეტი სისწო- რით გამართლებული იქნება ჩვენს მიერ. „ლეფი“ მარქსის ზემოყვანილ გაგებასაც შორდე- ბა – H2SO4 ფრონტი ყველაზე მეტად ამართლებს ს. ს. ს. რ-ს და პროექტი სახელმწიფო ხელოვნების ყალიბის შესახებ ჩვენ გვეკუთნის.

ჟურ. „მნათობი“ 1924წ. № 4.

  • ჩვენი პირველ გამოსვლა მოხდა 22 წელს – როდესაც ყალიბდებოდა რუსული კონსტრუკ- ტივიზმი – 20 წელში პირველი გამოსვლა მოხდა დადაისტების და ამავე წელს შესდგა „ლე- ფის“ ორგანიზაცია.
ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი