შალვა ალხაზიშვილი // სახე დათუთქული...
სახე დათუთქული მდუღარე აზრებით.
სკეტინგ რინგები გამართული
თავის ქალაზე.
ბილიარდის პირამიდები.
ტვინის ლოდები
გაციებულ ვულკანის ლავა
თვალის ნერვებზე
მოელვარე შუშაბანდები.
გამოხრულ გულში
ფილტვების ლიანდაგებით
მოისმის ქშენა
გიჟ ექსპრესების
შუბლის დიაგონალები.
კონუსის აყირავება.
მშრალი როგორც
ნოტა ლორდ კერზონის.
გარყვნილ ტუჩებით
ვარ საშინელი
როგორც მუმია ძველ фარაონის.
ცირკის პლაკატი
დაკიდული ქუჩის კედლებზე.
ტვინის სასახლეს ეკიდება
ალი რევოლიუციის
ძველ გზებს გადაჭრის
фორდი გაქანებით
ვნების სახნისით დაიბელტება
თვალის ქვეშეთი
და პოეზია დამაჭრული
რესტორანებში
ახალ ციტალებს ამართავს
ძარღვიან კუნთით.
მანქანა, ფული და სიфილისი
მოდის სამება ღვთაებრივი
მსოფლიო ქრონიკიორი.
ტელეგრაфი, სემაō ორი.
და ზღვის კანდელი.
რა ძნელია მუშაობა
ფულის დახარჯვა!
ორსულ ტვინში იბადება
რადიო აზრი.
ჯერ კიდევ ბევრჯერ
დაიჭრები რომანტიულ ხანჯლებით.
დამრჩება ფეხები
ცივი ვით ყაზბეგი.
ტანში გაჟრჟოლება
ელექტრონის ნერვებით.
რა სისულელეა.
როდის მოვრჩები ლექსების წერას.
იხსნება გალერეია
ახალ სახეების:
ჩიკაგო-რომი.
ორია პოლიუსი.
და საქართველო — წრე ჯადოქარი.
რადგან
პოეზიას ვგრძნობ ისე
როგორც ჩემ ცხვირზე პენსნეს.
„ლიტერატურა და სხვა“ 1924-1925 წ. №1