სიმონ ჩიქოვანი // ქარბორია
ქარბორია
ფაფარი, ფუნჯირი ფარდული, ორველი ცხენების.
გაფრინდი, მერანო, მერგილი, შორიდან მინდორს და ნალიებს!
გქონოდეს, ულაყო, ფეხბურთში სიმაგრე, დამჭედის ცხონება —
ადრინდე გაფრინდი, გაშორდი რიჟრაჟს და გზას მოინანიებ.
ნატორი — ნადირი ტიროზე მან მტვერი ტირიფი ადინა,
გაქცეულს ცაბორი, მოვარდნილს ცაბორიო, ცაბორიო და მორიო!
მოვარდნილს ქარბუქი ცხვრის ჯოგებს უკოჟროთ მოდენის,
გარიჟრაჟს სიმღერა ღარიბი შორს და ქარბორიას
დაბარულ ბელტებზე მინდორი ნაგზავი, წინ კოინდარია.
კაჟს და კლდეს გახეთქავს შეხედავს ქორებულ მადანებს.
ყვარუნის ჩხავილზე ისროლის მუგუზალს ცა-მოიდარიე —
მან მტვერი თქარუნით და ოფლის სიბრაზით ფაფარზე ადინა.
ნაგზაურს ნაგრაგნი-ნამრუდი ქავქირი მუდე და ხაბორდა,
ყურთმოჯი ნასროლი მან წყალი წურბელი ალიონს დალია,
ეკლებზე დაგლეჯილს და მელოტს მოკალულს ცხვრის ჯოგი ჩაბარდა.
მერანო, აღვირი, უზანგი, მათრახი — სულ ნაქურდალია.
ჰე, გზაო ნაკლებო, გზას მისდევს გაკვალულ ებიონს!
უძახე: მარულე, იჩქარე, ტორებო, — ცა მოიდარე!
გამომზრდელს იგონებს, მუგუზლით გამომხმარ ბებიას.
ცაო და ცაბირო, უდროოთ დამტოვე გადუვლელ ველებში,
ცაო და ცაბირო, გაქცეულს უდროვოთ რათ მითენდებიო.
მოზიდე აბზინდი, გადახნულ ბარებზე დააგდე აუგი
და ყვირის მგზავრობა: — წყაროზე რიჟრაჟის სიმჟავე დალია;
არა უზამს, უზანგი, ორიზო და მდევრებს სიბრაზეს დაუგებს.
მერანი, აღვირი, მინდორი, უზანგი — სულ ნაქურდალია.
ფუტურო-რო ფოტრო, ცაშორი, ჩხრიალი, ჯანდაბას!
ცაბორიო მარულე, ავშო და სიმღერა ყეფა ხარს.
დღეს ოფმა ფეხბურთში ტრიალი მინდორი დანამა
და მდევრებს კლდის კაჟი ესროლოს, თუ შემოგეყაროს
ფაფარი ფარდული, ფაფარი ფუნჯირი, მინდორს და ნალიებს!
გაფრინდი, მერანო, ალოკილ კბილებით ნაკვლევს გადუვლის მადენი.
ფუტურო-რო ფოტრო, — მოისმის თოხარიკ მდევრების, — გზა მოუნანიე,
მან მტვერი თქარუნით და ოფლი სიბრაზით ფაფარზე ადინა.
ფაფარი ფუნჯირი, ფაფარი ფარდული, ორველი ცხენების.
გაფრინდი, მერანო, მერგილი ნაგზაურს, ცაო და მორიო;
გქონოდეს, ულაყო, ფეხბურთში სიმაგრე, დამჭედის ცხონება!
ადრინდე ტორიან დავარდნა ჯირკებზე შორს და ქარბორიას!
ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. № 1