სიმონ ჩიქოვანი // პოემიდან "სიდუ"
პოემიდან „სიდუ“
სიდუ ტიროდა:
— რას მარგებს ცა! —
ღმუოდა ზღვა სანაპიროდან.
გზას ოზარიზო მუშური მოსდევს,
ზღვამ ამოყარა თევზების ფსვინილი და ხიზილალა.
მზე კუზად მოვა, კუზზე დადგება დიდი მოზვერი,
ცამ თუ ღრუბლებით იზარალაო.
ბაგე ბორდე, ორდე გოგავო, ქვას გადარბოდე.
ფოთოლო მთორეო ძირს გადმოვარდებოდე,
ბუდეში ჩაგუბდებოდე გულო-ფრინველო საკაჟობადიე.
ცა ცაურია ზარუმზერია და წირაბიდი,
ზღვას მზერა ქონდა აუზერია;
სიდუს სურვილო ცხენის კვიცივით წინ არ გარბოდე,
სიდუს ბაგენი მდუმარებენ და არ მღერიან.
ცაური ჰორიო, იაუ უა,
ეი, ზღვაოდა, ცაოდა. აუუ!...
ეი, ზღვაოდა, ცაოდა, უიი!...
ზვირთები ზვირთებს მისდევს და ღმუის.
ის ძიძას სძოვდა. ცა ამოძიძგნა,
ძირძვალი ძუძუ ვერ მოიძია,
დედა კი ძველად დააგლეჯინეს ცხენის ძუაზე,
ძიძაო ძაუუ, გულხსნილს და ციანს,
ძირძვალი ძუძუ ვერ მოუძიე,
შენ დამიხსენი, ძმაო ხეცია!...
ცა ღრუბელია, ღრუბელი რძეა,
ძიძას სიკვდილი მძევალია და ანდერძია,
სიდუმ სურვილი მიაბა ძუას,
მაგრამ ცაურზე სიყვარული ვერ მოიძია.
ცა ცაურია, ცორანი მაშურე და ნიჩაბები,
ცა ზღვის ზვირთებში მან გაურია
და ზღვის გათქვეფილი თვალები შეუნათა ცას შეჩვენებულს.
აუ, ზღვაოდა, ცაოდა უაა
ეი ზღვაოდა, ცაოდა უიი,
ბოგიე ბაგე ცამოდიდო,
სიდუ ტიროდა ბინდი დიოდა და მდინარეები დიდებულია!
ზევით ცა იყო, ქვევით ზღვა იდო,
ცა საკორტნავი, ზღვა სათევზაო,
ოდაზე დარდი და ანდაზები გახსნილმა ზეცამ უკვე წაიღო,
შენ, ჩემო ძიავ, ვარსკვლავებზე რა გეთევზებათ,
ცას სავარცხელით ვარსკლავები ამოკორტნე,
ცას თვალი დაევსებაო,
ო ანდაზები, ეზო და ოდა!
მეთევზეს დიდხანს, დიდხანს ესმოდა ტირილი სიდუს
და გაუკვირდა, ალბად, ძალიან
(მეთევზეები ხომ მოკრძალეა)
გზა მძიმეა და ორძალია.
იქით მინდორი საძოვარია, მზების სითქეშე, ჭაობი მორბილო.
მდინარე მდორე და მძინარე უყურებს ფრინველებს დაშვებულს ხალისით,
თმას გაძლევ საჩუქრად დამხსნელო ძმობილო,
სიდუ ვარ სიმღერა, საბრალო სიდუ და ქვის შესაბრალისი.
გაზ. „დროული“ 1926 წ. № 2.