შალვა ალხაზიშვილი // პოემიდან: ლენინიადა
პოემიდან: ლენინიადა
I. შესავალი
ავანტაჟი.
ესტეტიკა არის
კოსმეტიკა
ხდება დი фერენციაცია
გემოვნების.
როგორც სამხედრო მარში
დავდივარ ქუჩაში
და ვიკარგები
კონსპერატიულად.
მაღელვებენ
ჩინეთის ამბები.
პაციფიზმი არის
სომნამბულიზმი.
მოწოდება —
განთავისუფლდით ხელოვნებისაგან
ტვინი აქაფებული.
ქუჩა ღამის ორ საათის.
შიმშილი დისციპლინარული.
კურ фურსტენდამზე
სდგება აჩრდილი
სისხლიანი
კარლ ლიბკნეხტის.
სიტყვა პლაკატური.
იქ საპყრობილეებში
შიმშილობენ
კომუნარები.
იქნება ზარი.
მსოფლიო რევოლიუციის
დაჰკრავს საათი.
არიან კვარტალები
ბოჰემური
პროლეტარული.
ლაროშ. მონმარტრ.
ნიედერჰოф.
ციურიხში ამზადებდა
ლენინი რევოლიუციას.
გეძლევათ ვადა
ოცდა-ოთხ საათში
სააგიტაციო
წამოისროლოთ
ათი ლოზუნგი.
მძულს ოპორტუნიზმი.
მით უმეტეს პოეზიაში.
საქართველოში ძლიერდება
კოოპერაცია.
პუნქტუალურად
მუშკოოპის რძის
მაღვიძებენ მე საყვირები
ყოველდღიურად.
ახალი ხანა —
ლენინიადა
პლანეტა ხდება ლენინის.
კოსმიურ სივრცეს
გაანათებს ალი
კომინტერნის.
რადიო ყველას —
არის პოეზია
პლაკატი აგიტაციის.
იცოდეთ ყველამ
პოეზიაში
მე არავისთან
არაფერი
საერთო არ მაქვს.
ჩემი პოეზია
არის
პოეზია par excellence
პაროლი მომავლისთვის —
ლენინიადა.
„ლიტერატურა და სხვა“ 1924-1925 წ. №1