შალვა ალხაზიშვილი // 100
100
1 გასაღამოვდა.
2 თემა фანტასტიური.
3 ხელი —
4 პროპელერი.
5 საპარიკმახერო.
6 არიან თვალები
7 შავი
8 ყვითელი
9 ცისფერი
10 თეთრი.
11 ამპლიტუდა ძლიერი.
12 ნეგრების ემანსიპაცია.
13 მე მახარებს
14 ბრძოლა პოეზიასთან.
15 მაზურკა.
16 გონგი.
17 ბოთლები.
18 კატალეპსია.
19 რეაბილიტაცია фუტურიზმის.
20 მასსაჩუზეტ.
21 фრანც შრეკკერი
22 რომელიც
23 სათვალეებს ატარებს.
24 ავტობუსი.
25 გრანდ’ოტელ
26 მშობიარეთა თავშესაფარი.
27 ლოს-ანჟელეს.
28 მოქალაქენო
29 იჩქარეთ
30 პირველი სერია
31 უკვე დაიწყო.
32 ჰოდავენდიკიარ.
33 დარეს-სალამეს
34 კონრად ō ეიდტ
35 ჰიპნოზი ეკრანის.
36 ქვესკნელის ცეცხლი.
37 ტროკადერო.
38 მძიმეა სიცილი.
39 ბედისწერა — სისულელე.
40 ანდრე ჟიდი
41 იეზუიტს რო გავს.
42 თეატრ-გინიოლ.
43 შავი მამალი.
44 ოლიმპიადა.
45 მე ლექსებს
46 ლოგინში ვქმნი.
47 სატურნალია.
48 фალუსი მუდამ
49 ერექტიული.
50 ფეხები გამეყინა.
51 უცნაური ზამთარია.
52 როდესაც ქუჩაში გამოვალ
53 მთვარე ანათებს
54 მზესავით.
55 მთვარე ნიკოლოზი
56 შავ სახჩობელაზე.
57 არ ვიცი
58 პენსნე მაქვს მრუდე
59 თუ ცხვირი.
60 მიყვარს თბილისი
61 მხოლოდ იმიტომ
62 რომ დავიბადე
63 ქალაქ თბილისში.
64 ქანაობს პროსპექტი.
65 დამშეული თვალები
66 ღამის
67 რესტორანების.
68 დღეს სერიებად
69 იზმორება
70 ჩვენი ცხოვრება.
71 მანიფესტებად
72 დაიფანტება
73 მზე ცეცხლიანი.
74 ხელი დაკიდულა
75 აინშტაინის სივრცეში.
76 ბარათაშვილი ნიკოლოზ
77 фინიკულორში
78 ზის შავი фრაკით.
79 და სარდაფებში
80 სულს ღაფავენ
81 ფიროსმანები.
82 წმინდაო მარიამ.
83 გრიალ ზარბაზნებს
84 სად დაემალეთ?
85 ქვესკნელი გაიხსნა
86 ხეთქავს ვულკანი
87 რევოლუციის.
88 თქვენ ხომ იცით
89 ყასაბის მისტიკა.
90 ოთახში სამოვარი
91 და კანარეიკა.
92 როგორც უფალი
93 ვურიგებდი
94 ყველას სიყვარულს.
95 ეხლა კი ვგრძნობ
96 გავიზარდე
97 მე ყველაფერზე.
98 და საქართველო
99 გაწოლილა
100 ჩემ ხელის გულზე...
„ლიტერატურა და სხვა“ 1924-1925 წ. №1