cover

ნიკოლოზ ჩაჩავა // თოლიგეს სიმღერა

1
მთა მარახულად არა ღირს,
ბარი ცრემლების დენათა.
გულს ჯავრი სადმე გადაღრღნის,
გულს, გაზრდილს მიდორ-ველადა.

2
ცოდოა გული კაცისა
ჯავრი მთად აეზიდების
ვაჟკაცმა, რაზედ დაფიცოს
ცისა და ქვეყნის დიდება.

3
ვიღა ენდობა მეზობელს,
ამბავს მთიდან მთას გადასცემს-
ბარში რაღაზედ ეძებენ,
მთაში დაკარგულ ვაჟკაცსა.

1926 წელი

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. №1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი